შეფილდ იუნაიტედი — საფეხბურთო კლუბი, ინგლისში, სამხრეთ იორკშირის ქალაქ შეფილდში, რომელიც ასპარეზობს ინგლისური ფეხბურთის უმაღლეს დივიზიონში პრემიერლიგაში. შეფილდის ისტორია იწყება 1889 წლიდან, როდესაც შეფილდ იუნაიტედის კრიკეტის კლუბის წევრებმა ჩამოაყალაბეს საფეხბურთო კლუბი, ზედმეტსახელად ქვიათ პირები „ბლეიდს“ ქალაქ შეფილდში ფოლდანის მოპოვების გამო.[1] შეფილდი საშინაო თამაშებს მართავს ბრამალ ლეინის სტადიონზე.

შეფილდ იუნაიტედმა ინგლისის ფეხბურთის ლიგა მოიგო 1898 წელს, ინგლისის ასოციაციის თასი 1899, 1902, 1912 და 1925 წლებში. ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში დამარცხდნენ 1901 და 1936 წლებში, ხოლო ნახევარ ფინალში გავიდნენ 1961, 1993, 1998, 2003 და 2014 წლებში. ინგლისის ლიგის თასზე ასპარეზობის უდიდესი მიღწევა იყო ნახევარ ფინალებში გასვლა 2003 და 2015 წლებში.

შეფილდ იუნაიტედი იყო პირველი ინგლისური კლუბი რომელიც ჩამოყალიბებიდან მალევე 1892-93 წლების სეზონში დააწინაურეს, მეორე დივიზიონიდან გადავიდა პირველ დივიზიონში. 1992 წელს ინგლისის უმაღლესი პირველი დივიზიონი ოფიცლურად გაუქმდა და შეიქმნა პრემიერლიგა. პირველი სეზონის მონაწილე შეფიდიც იყო, ტურნირის პირველი გოლი შეფილდის ფეხბურთელმა ბრაიან დინმა გაიტანა, ბრამალ ლეინზე პრემეირლიგის პირველი გამარჯვებული მანჩესტერ იუნაიტედი 2-1 დამარცხდა.

კლუბის ტრადიციულ ფორმას წარმოადგენს წითელი და თეთრი ზოლის მაისური და შავი ფერის შორტები. მათი უახლეს კონკურენტად მიიჩნევა თანაქალაქელი შეფილდ უენსდეი, ამ ორი გუნდის დაპირისპირებას მოიხსენიებენ როგორც ფოლადის დერბი.

  1. Sheffield United Football Club. sheffield.gov.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ოქტომბერი, 2013. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი, 2011.