ინგლისის საფეხბურთო ლიგა
ინგლისის საფეხბურთო ლიგა (ინგლ. English Football League (EFL)) — პროფესიული საფეხბურთო ლიგა ინგლისის და უელსის კლუბებისთვის. ჩამოყალიბდა 1888 წელს როგორც საფეხბურთო ლიგა და არის მსოფლიოში უძველესი საფეხბურთო შეჯიბრი. საფეხბურო ლიგა ინგლისის უმაღლესი დივიზიონი იყო 1992 წლამდე, ვიდრე 22 კლუბი გამოეყოფოდა და დააარსებდა პრემიერლიგას.
ლიგა აერთიანებს პრემიერლიგის ქვემოთ არსებული სამი დივიზიონს: ჩემპიონშიპი, ლიგა ერთი და ლიგა ორი. თითოეულში შედის 24 კლუბი (ჯამში 72 კლუბი, 2019–20 სეზონში ბერის გარიცხვით ლიგა ერთი შემცირდა 23 კლუბამდე). ინგლისის საფეხბურთო ლიგის სისტემის მიხედვით აღზევება და დაქვეითება ჩემპიონატების მთავარი პრინციპია, პრემიერლიგის ბოლო ადგილოსნები გადაინაცვლებენ ჩემპიონშიფში, ხოლო ჩემპიონშიპის ლიდერები გადადიან პრემიერლიგაში, ასევეა სხვა ჩემპიონატებშიც, ლიგა ორის აუტსაიდერები გადადიან ეროვნული ლიგაში. ჩემპიონატში ძირითადად ინგლისური კლუბები ასპარეზობენ, თუმცა ამჟამად ასევე არის უელსური კლუბები: კარდიფ სიტი, სუონსი სიტი და ნიუპორტ ქაუნთრი, ხოლო ადრე იყვნენ: რეკსემი, მერტირ თაუნი და აბერდერ ატლეტიკი.
1983 წლიან 2016 წლამდე საფეხბურთო ლიგის სახელი ასოცირდებოდა მთავარ სპონსორთან. სპონსორის ცვლილების გამო სახელი არაერთხელ შეცვლილა.[1] 2016–17 სეზონის სტარტიდან რებრენდინგის შემდეგ ტურნირი მოიხსენიება, როგორც ინგლისის საფეხბურთო ლიგა (EFL), ხოლო პრემიერლიგა "EPL".[2]
ინგლისის საფეხბურთო ლიგის ეგიდით იმართება რამდენიმე შეჯიბრი: ინგლისის ლიგის თასი და ინგლისის ლიგის ტროფეი. საფეხბურთო ლიგის საოპერაციო ცენტრი პრესტონიში მდებარეობს, ხოლო მთავარი ოფისი ლონდონში.[3]
მიმოხილვა
რედაქტირებასაფეხბურთო ლიგა შედგება 69 ინგლისური და 3 უელსური კლუბისგან და არის მსოფლიოში უძველესი საფეხბურთო ტურნირი. საფეხბურთო ლიგის კლუბებს შორის ტარებდება ორი შეჯიბრი: ინგლისის ლიგის თასი და ინგლისის ლიგის ტროფეი. საფეხბურთო ლიგა დაარსდა 1888 წელს ასტონ ვილას დირექტორის უილიამ მაკგრეგორის მიერ და თავდაპირველად შედგებოდა 12 კლუბისგან. ლიგა მუდმივად იზრდებოდა, 1950 წელს ლიგაში 92 კლუბი ირიცხებოდა, რაც არსებობის ისტორიაში ყველაზე ბევრია. ფინანსური მოტივების გამო საფეხბურთო ლიგის წამყვანმა ოცდაორმა კლუბმა 1992 წელს FA პრემიერლიგა დააარსა, 2007 წლიდან იწოდება, როგორც პრემიერლიგა.[4] მიუხედავად 22 კლუბის გამოყოფისა, კავშირი მაინც არ გაწყვეტილა, კლუბების აღზევების და დაქვეითების სისტემა პრემიერლიგის ძირითადი პრინციპია, ასევე პრემიერლიგის კლუბები ასპარეზობენ ლიგის თასზე. საერთო ჯამში საფეხბურთო ლიგაში მონაწილეობა მიღებული აქვს 136 კლუბს.[5]
შეჯიბრის ფორმატი
რედაქტირებალიგა
რედაქტირებაინგლისის საფეხბურთო ლიგის 72 კლუბი გადანაწილებულებია სამ დივიზიონში: ჩემპიონშიპში, ლიგა ერთში და ლიგა ორში (ადრე ერქვა საფეხბურთო ლიგის პირველი დივიზიონი, საფეხბურთო ლიგის მეორე დივიზიონი და საფეხბურთო ლიგის მესამე დივიზიონი, სახელი შეიცავალ სპონსორის გამო). თითოეული დივიზიონის 24 კლუბი ერთმანეთთან მართავს 2 თამაშს, ერთს სახლში, ხოლო მეორეს გასვლაზე. სეზონში თითოეულ კლუბს გამოსდის 46 თამაში.
მატჩში გამარჯვებულ კლუბს ეწერება 3 ქულა, ფრეზე 1, წაგებისას კი 0, სეზონის ბოლოს ლიდერები გადადიან მაღალ დივიზიონში, ხოლო აუტსაიდერები ვარდერბიან დაბალ დივიზიონში. ჩემპიონშიპის სამი კლუბი გადადის პრემიერლიგაში, ხოლო პრემიერლიგის სამი აუტსაიდერი ჩემპიონშიფში ქვეითდება. ყველაზე დაბალი მეორე ლიგის აუტსაიდერები კი სეზონის ბოლოს კარგავენ ლიგის წევრებობას და ქვეითდებიან ეროვნულ დივიზიონში, ხოლო მათ ადგილებს დივიზიონის ორი წევრი იკავებს.
დივიზიონი | დაწინაურება | დაწინაურება პლეი ოფით | დაქვეითება |
---|---|---|---|
ჩემპიონშიპი | ტოპ 2 კლუბი | მე-3 დან მე-6 პოზიციის კლუბებს შორის გამარჯვებული ერთი კლუბი | ბოლო 3 კლუბი |
ლიგა ერთი | ტოპ 2 კლუბი | მე-3 დან მე-6 პოზიციის კლუბებს შორის გამარჯვებული ერთი კლუბი | ბოლო 4 კლუბი |
ლიგა ორი | ტოპ 3 კლუბი | მე-4 დან მე-7 პოზიციის კლუბებს შორის გამარჯვებული ერთი კლუბი | ბოლო 2 კლუბი |
აღზევება და დაქვეითება ხდება სეზონის ბოლოს ქულების მიხედვით. ჩემპიონშიპის პირველი და მეორე ადგილოსნები ავტომატურად გადადის პრემიერლიგაში, მესამედან მეექვსე ადგილოსნებს შორის კი იმართება პლეი ოფის თამაშები, რათა გამოვლინდეს გამარჯვებული. ამრიგად შესძლებელია, რომ ჩემპიონშიპში უფრო დაბალ ქულიანი დაწინაურდეს.
2004-05 სეზონიდან ინგლისის საფეხბურთო ლიგამ შემოიღო დაჯარიმების სისტემა იმ კლუბებისთის, რომლებიც საფინანსო დარღვევებში იქნებოდნენ ბრალდებულები. თუ კლუბი 31 მარტამდე დაარღვევს წესებს, მას ავტომატურად 12 ქულა ჩამოეჭრება. 1 აპრილის შემდეგ კი ქულათა ჩამოკლება გადადის შემდეგ სეზონში, მიუხედავად იმისა რა პოზციაზე დაასრულებს კლუბი სეზონს აღზევდება თუ დაქვეითდება.
კლუბებს ასევე დააკლდებათ ქულები თუ თამაშში ისეთი ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობს, რომელიც არ იქნება ოფიციალურად რეგისტრირებული. მსგავს შემთხვევაში ჩატარებულ თამაშშის შედეგები ანულირდება.
თასი
რედაქტირებაინგლისის საფეხბურთო ლიგა ატარებს ორ ტურნირს: ინგლისის ლიგის თასი (ოფიციალურად ჰქვია კარაბაოს თასი სპონსორიდან გამომდინარე) და ინგლისის ლიგის ტროფეი (ოფიციალურად ჰქვია leasing.com Trophy, ასევე სპონსორიდან გამომიდნარე). ლიგის თასი დაარსდა 1960 წელს და ღიაა პრემიერლიგის და საფეხბურთო ლიგის კლუბებისთვის, გამარჯვებული კლუბი გადის უეფა-ს ევროპა ლიგაზე. ლიგის ტროფეი შეიქმნა 1983 წელს ლიგა ერთის და ლიგა ორის კლუბებისთვის. ორგანიზაციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1988 წელს უემბლის სტადიონზე ჩატარდა საფეხბურთო ლიგის ასი წლისთავის ტურნირი.
ისტორია
რედაქტირება1885 წლის 20 ივლისს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ საბოლოოდ აღიარა ფეხბურთის პროფესიული სტატუსი. მანამდე არაერთმა კლუბმა გადაუხადა ხელფასები პროფესიონალ ფეხბურთელებს, რათა მათი გუდები გაძლიერებულიყო, რამაც სამოყვარულო ფეხბურთის პრინციპების მიმდევარი კლუბების უკმაყოფილება გამოიწვია. დროთ განმავლობაში უფრო მეტი კლუბი გახდა პროფესიონალური, თუმცა მათთვის ორგანიზებული ლიგა არ არსებობდა.[6][7]
ბირმინგემული ასტონ ვილას პრეზიდენტი უილიამ მაკგრეგორი პირველი გამოვიდა ინციატივით, რათა აქამდე ქაოტური ფეხბურთი ორგანიზებულ სისტემაში მოქცეულიყო.[6] 1888 წლის 22 მარტს ახალი ლიგის შექმნის შესახებ წერილი მისწერა ასტონ ვილას კომიტეტს, ასევე ბლეკბერნ როვერსის, ბოლტონ უონდერერსის, პრესტონ ნორტ ენდის, სტოკის და ვესტ ბრომვიჩ ალბიონის წარმომადგენლებს. ამ იდეას შესაძლოა საფუძვლად ედო 1887 წელს ინგლისურ პრესაში გამოქვეყნებული სტატია ამერიკული კოლეჯებში შექმნილი ლიგის შესახებ.[8][9]
პირველი შეხვედრა შედგა ლონდონში ანდერსონის სტატუმროში 1888 წლის 23 მარტს, ასოციაციის თასის ფინალიდან ერთი დღით ადრე.[10] ფეხბურთის ასოციაცია ოფიაცლურად დაფუძნდა 17 აპრილს მანჩესტერში სამეფო სასტუმროში.[10] მაკგრეგორის იდეა იყო ლიგას დარქმეოდა "ფეხბურთის ასოციაციის კავშირი", თუმცა წარმომადგენლებმა ეს სახელი დაიწუნეს, რადგან ძალიან ჰგავდა "რაგბის კავშირს", პრესტონის წარმომადგენელმა უილიამ სადელმა კი "საფეხბურთო ლიგა" წარმოდგინა.[6] საფეხბურთო ლიგის პირველი სეზონი რამდენიმე თვის შემდეგ 8 სექტემბერს დაიწყო, სადაც მონაწილეობა მიიღო მიდლენდსის და ჩრდილოეთ ინგლისის თორმეტმა კლუბმა, ესენია: აკრინგტონი, ასტონ ვილა, ბლეკბერნ როვერსი, ბოლტონ უოდერერსი, ბარნლი, დერბი ქაუნთი, ევერტონი, ნოტს ქაუნთი, პრესტონ ნორტ ენდი, სტოკი (1926 წლიდან ჰქვია სტოკ სიტი),[11] ვესტ ბრომვიჩ ალბიონი და ვულვერჰემპტონ უოდერერსი.
წესების მიხედვით, სეზონის განმავლობაში თითოეული გუნდი ორ მატჩს გამართავდა ერთმანეთთან ერთს სახელში, ერთს სტუმრად. მოგების შემთხვევაში დაეწერებოდათ 2 ქულა, ფრეზე კი 1. ქულების სისტემის ალტერნატივი იყო, მხოლოდ მოგებისას 1 ქულა, რაც თავიდანვე უარყვეს. პირველი ლიგა პრესტონმა მოიგო, ისე რომ არ დამარცხებულა. ინგლისის ასოციაციის თასის მოგებით პრესტონი გახდა ინგლისში პირველი დუბლის შემსრულებელი კლუბი.
1890 წელს სტოკი აღარ აურჩევიათ ლიგის წევრად, 1890-91 სეზონში ლიგის ახალი წევრი გახდა სანდერლენდი, რომელიც გამარჯვებული გახდა მეორე, მესამე და მეხუთე წელს. სტოკი ხელახლა აირჩიეს 1891-92 სეზონში დარვენთან ერთად, ლიგის კლუბთა რაოდენობა გაიზარდა 14-მდე.
ადრეულ წლებში ლიგაზე დომინირებდნენ პრესტონ ნორტ ენდი, ასტონ ვილა და სანდერლენდი. პირველ ათ სეზონში მხოლოდ ორჯერ შეძლო სხვა კლუბმა გამარჯვება და ესენი იყვნენ: ევერტონი და შეფილდ იუნაიტედი.
მეორე დივიზიონის შექმნა
რედაქტირება1892 წელს საფეხბურთო ალიანსი გაუქმების შემდეგ შექმნა მეორე დივიზიონი. ალიანსის კლუბები ნოტინგემ ფორესტი, უენსდეი (მოგვიანებით შეფილდ უენსდეი), ნიუტონ ჰითი (მოგვიანებით მანჩესტერ იუნაიტედი) ახალი პირველი დივიზიონის წევრები გახდნენ, პირველი დივიზიონის წევრთა რაოდენობა 16 კლუბს შეადგენდა. სხვადასხვა ლიგის წევრი კლუბებისგან კი შეიქმნა მეორე დივიზიონი, რომლის წევრებიც იყვნენ: ნორვიჩ ვიქტორია, ბურსლემ პორტ ვალე მოგვიანებით პორტ ვალე), შეფილდ იუნაიტედი, ბირმიგემის წმინდა გიორგის გაუქმების შემდეგ მეორე დივიზიონის კლუბების რაოდენობა გახდა 12. სეზონის ბოლოს ლიგის ბოლოს მყოფი კლუბების ხელახლა არჩევა უნდა მომხდარიყო.
აკრინგტონი პირველი დივიზიონში აღარ აურჩევიათ, გადაწყდა მისი გადაყვანა მეორე დივიზიონში. ფინანსური პრობლემების გამო ბუტლი დაიშალა. 1893-94 სეზონში მეორე დივიზიონის რაოდენობა გაზარდა 15 კლუბამდე. ახალი კლუბები იყვნენ ლივერპული ლანკაშირის ლიგიდან, მიდლზბრო აირონპოლისი და ნიუკასლ იუნაიტედი ჩრდილოეთის ლიგიდან, როტერჰემ თაუნი მიდლენდის ლიგიდან და ვულვიჩ არსენალი (მოგვიანებით არსენალი), გახდა პირველი კლუბი სამხრეთ ინგლისიდან.
1894-95 სეზონში ლიგაში მონაწილე კლუბთა რაოდენობამ 16 შეადგინა. ახალი კლუბები იყვნენ: ბური ლანკაშირული ლიგიდან, ლესტერ ფოზი (მოგვიანებით ლესტერ სიტი) და ბერტონ უანდერერსი და ლინკოლნ სიტი, ნორვიჩი ხელახლა აღარ აურჩევიათ, მიდლზვრო აირონპოლისი კი დაიშალა.
ლივერპულმა და ბურიმ მეორე დივიზიონში მოხვედრიდან პირველივე წელს გაიმარჯვეს.
1895 წელს ლაფბორომ შეცვალა უოლსოლ თაუნ სვიფტი.[12] 1896 წელს ბლეკპულმა ლანკაშირის ლიგიდან და გეინსბორო ტრინიტიმ მიდლენდის ლიგიდან შეცვალეს პორტ ვალე და ქრიუ ალექსანდრა.[13] 1897 წელს ლუთონ თაუნმა იუნაიტედის ლიგიდან შეცვალა ბოლტონ უონდერერსი.[14]
სატესტო მატჩით კლუბების დაწინაურება და დაქვეითება დაინერგა 1898 წელს, სატესტო მატჩი უნდა გამართულიყო პირველი დივიზიონის ბოლო ორ კლუბსა და მეორე დივიზიონის პირველ ორ კლუბს შორის. ამავე წელს ორივე ლიგა გაფართოვდა 18 კლუბამდე.[15]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სპონსორების გამო საფეხბურთო ლიგა ადრე ერქვა: Canon League, the Today League, the Barclays League, the Endsleigh League, the Nationwide Football League, the Coca-Cola Football League და the npower The Football League
- ↑ „Rebranded Football League changing its name to English Football League as EFL unveils new logo“. The Daily Telegraph. London. 12 November 2015. ციტირების თარიღი: 7 August 2016.
- ↑ Contact The Football League. English Football League. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-13. ციტირების თარიღი: 2020-07-13.
- ↑ Premier League and Barclays Announce Competition Name Change (PDF). Premier League. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 March 2009. ციტირების თარიღი: 22 November 2006.
- ↑ Tony Brown. (27 February 2013) 125 Years of the Football League in Numbers. The Football League. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 September 2014. ციტირების თარიღი: 11 September 2014.
- ↑ 6.0 6.1 6.2 One letter, two meetings and 12 teams – the birth of league football, BBC News, Paul Fletcher, 26 February 2013
- ↑ The History of The Football League. The Football League. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 April 2008. ციტირების თარიღი: 30 November 2013.
- ↑ The New York Times, 27 March 1887
- ↑ The Leeds Mercury Issue 15289, 9 April 1887.
- ↑ 10.0 10.1 Butler, Bryon (1998). 100 Seasons of League Football. England: Queen Anne Press, გვ. 392. ISBN 1-85291-595-1.
- ↑ „SCFC History“. The Oatcake. 19 July 2000. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 October 2005. ციტირების თარიღი: 8 April 2009.
- ↑ Football Club History Database – Football League 1894–95. fchd.info.
- ↑ Football Club History Database – Football League 1895–96. fchd.info.
- ↑ Football Club History Database – Football League 1896–97. fchd.info.
- ↑ Football Club History Database – Football League 1897–98. fchd.info.