ვულვერჰემპტონ უონდერერსი

საფეხბურთო კლუბი ვულვერჰემპტონ უონდერერსი (ინგლ. Wolverhampton Wanderers F.C., Listeni/ˌwʊlvərˈhæmptən/), ასევე ცნობილი, როგორც ვულვზი („მგლები“) — პროფესიული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ვულვერჰემპტონიდან, უესტ-მიდლენდი, ინგლისი. 1877 წელს კლუბი დაარსდა, როგორც წმინდა ლუკას საფეხბურთო კლუბი, 1899 წლიდან ვულვერჰემპტონის საშიანო არენა მოლინიუქსის სტადიონია, 2018 წელს ჩემპიონშიპის მოგების შემდეგ კლუბი ინგლისის პრემიერლიგის წევრია. ამჟამად კლუბისთვის უმაღლეს დივიზიონში ყოფნის 66-ე სეზონია.

ვულვზი ინგლისის საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთი დამაარსებელი კლუბია, 1888 წელს. და 26 სეზონი 1932 წლიდან 1965-მდე უმაღლეს დივიზიონში გამოდიოდა[შენ. 1], ინგლისის ჩემპიონი გახდა სამჯერ (1953–54, 1957–58 და 1958–59, ყველა ამ სეზონში მწვრთნელი იყო სტენ კალისი) და მეორე ადგილზე გავიდა ხუთჯერ, ბოლოს 1959–60 სეზონში.

ვულვზმა ინგლისის ასოციაციის თასის მოიგო ოთხჯერ, ბოლოს 1960 წელს, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა ოთხჯერ. ორჯერ მოიგეს ლიგის თასი 1974 და 1980 წელს. ვულვზს ნათამაშები აქვს ინგლისის საფეხბურთო ლიგის ოთხივე დივიზიონში და ყველა მათგანში პირველი ადგილი აქვს აღებული.

ვულვზმა თავის სტადიონზე ერთ-ერთმა პირველმა დააყენა პროჟექტორები,[1] და ჩაატარა ამხანაგური მატჩები 1953 და 1956 წელს, ისინი ტელევიზიით გადაიცა, როგორც "პროჟექტორის შუქით განათებული მეგობრული თამაშები".[2][3] ვულვზი 1959–60 სეზონის ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში გავიდა, მომდევნო წელს 1960–61 ევროპის თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში, 1972 წელს კი უეფას თასის ფინალში. 39 წლიანი პაუზის შემდეგ 2019 წელს ვულვზი ევროტურნირებზე დაბრუნდა და ევროპა ლიგის მეოთხედფინალამდე მიაღწია.

ტრადიციულად კლუბის ფორმის ფერებია, მაისური და წინდები ოქროსფერში, შორტები კი შავში. 1979 წლის შემდეგ მაისურზე გამოსახულია კლუბის ლოგო მგლის თავი. ვულვზს დიდხნიანი მეტოქეობა აქვს უესტ-მიდლენდის სხვა კლუბებთან, მათ შორის, ყველაზე გამორჩეულია დაპირისპირება ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან მათი თამაში შავი ქალაქის დერბის სახელით არის ცნობილი.[4]

ფეხბურთელებირედაქტირება

ძირითადი შემადგენლობარედაქტირება

განახლდა: 19 სექტემბერი 2020[5]
ნომერი პოზიცია მოთამაშე
2   მცველი კი იან ჰოვერი
5   მცველი მარსალი
7   ნახევარმცველი პედრო ნეტუ
8   ნახევარმცველი რუბენ ნევეში (ვიცე-კაპიტანი)
9   თავდამსხმელი რაულ ხიმენესი
10   ნახევარმცველი დანიელ პოდენსე
11   მეკარე რუი პატრისიო
15   მცველი ვილი ბოლი
16   მცველი კონორ კოუდი (კაპიტანი)
17   თავდამსხმელი ფაბიო სილვა
19   მცველი ჯონი
20   ნახევარმცველი ვიტინა (განათხოვრებული პორტუში)
ნომერი პოზიცია მოთამაშე
21   მეკარე ჯონ რუდი
22   მცველი ნელსონ სემედო
27   მცველი რომან საისი
28   ნახევარმცველი ჟოაო მოუტინიო
29   მცველი რუბენ ვინაგრე
32   მცველი ლინდენ დონდონკერი
37   ნახევარმცველი ადამა ტრაორე
49   მცველი მაქს კიმანი
59   მცველი ოსკარ ბური
  მცველი რაიან ბენეტი
  მცველი როდერიკი

შენიშვნებირედაქტირება

  1. მეორე მსოფლიო ომის გამო 1939-1946 წლებში ფეხბურთი გაჩერებული იყო

სქოლიორედაქტირება

  1. „UEFA Super Cup: might of the Magyars“. UEFA. 23 September 2020.
  2. Chaplin, Mark (20 June 2015). „21 June 1955: A momentous decision“. UEFA.
  3. Miller, Nick (13 September 2014). „The night Wolves became 'champions of the world' against Honved“. The Observer. ციტირების თარიღი: 7 October 2018.
  4. Rivalries renewed as long-awaited derbies return. Premier League (21 August 2020).
  5. „Team“. Wolverhampton Wanderers F.C. ციტირების თარიღი: 30 July 2019.