ეგვიპტე
ეგვიპტე (არაბ. مصر მისრ, misˤɾ ), ოფიციალურად ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა (არაბ. جمهورية مصر العربية) — ქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში (სინაის ნახევარკუნძული). ჩრდილოეთით ეგვიპტე ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვას, წითელ ზღვას აღმოსავლეთით, ისრაელს ჩრდილო-აღმოსავლეთით, სუდანს სამხრეთით და ლიბიას დასავლეთით.
ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | კაირო 30°02′ ჩ. გ. 31°13′ ა. გ. / 30.033° ჩ. გ. 31.217° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | არაბული | |||||
მთავრობა | უნიტარული ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | აბდულ-ფათაჰ ალ-სისი[1] | ||||
- | პრ.-მინისტრი | შერიფ ისმაილი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 1 001 450 კმ2 (30-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0.632 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2020 შეფასებით | 100 075 480[2][3] (მე-13) | ||||
- | 1996 აღწერა | 59 312 914 | ||||
- | სიმჭიდროვე | 82,3 კაცი/კმ2 (120-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2008 შეფასებით | |||||
- | სულ | $443.430 მილიარდი | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $5896 | ||||
აგი (2007) | 0.708 (საშუალო) (112-ე) | |||||
ვალუტა | ეგვიპტური ფუნტი (EGP ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+02:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+03:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | EGY | |||||
Internet TLD | .eg | |||||
სატელეფონო კოდი | 20 |
ეგვიპტე არის ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული ქვეყანა აფრიკასა და დასავლეთ აზიაში. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს მდინარე ნილოსის მახლობლად, საჰარას უდაბნოს ტერიტორია ფაქტობრივად დაუსახლებელია. ეგვიპტის მოქალაქეთა ნახევარზე მეტი ცხოვრობს დიდ ქალაქებში ნილოსის დელტაში.
სახელწოდება
რედაქტირება- ოფიციალური: ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა.
- არაბული: Al-Jumhuriyat Misr al-Arabiyah.
- ეტიმოლოგია: ფარაონების ეპოქის მოსახლეობა თავის ქვეყანას „კემეს“ უწოდებდა, რაც „შავმიწას“ ნიშნავდა. Αἴγυπτος ანუ „ეგვიპტე“ ძველმა ბერძნებმა შეარქვეს. სავარაუდოდ იგი მიღებულია Hikuptah-ს დამახინჯებით, რაც ნიშნავს „უზენაესი ღვთაების პტას სულის ტაძარს“. დღევანდელი არაბულენოვანი მოსახლეობა თავის ქვეყანას უწოდებს „მისრ“-ს. აქედანაა ძველქართული მისრეთი“.
- ქვეყნის კოდი: EG.
ისტორია
რედაქტირებაეგვიპტის ცივილიზაცია დაიწყო ძველი წელთაღრიცხვით V ათასწლეულში და დაასრულა ახალი წელთ აღრიცხვით 332 წელს. იგი ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო (ამაზე უფრო ვრცლად ქვემოთ). ძვ. წ. III ათასწლეულში ფარაონმა ნარმერმა გააერთიანა ზედა და ქვედა სამეფოები. ეგვიპტე იყოფა 3 პერიოდად:
- ძველი სამეფო — ძვ. წ. 3000 წ. — დედაქალაქი მემფისი.
- შუა სამეფო — ძვ. წ. 2000 წ. — დედაქალაქი თებე.
- ახალი სამეფო — ძვ. წ. XVII-XIV სს. — დედაქალაქი თებე.
აღსანიშნავია ეგვიპტური პირამიდები, რომლებიც ძველ სამეფოში იგებოდა და ისინი დღესაც არის შემორჩენილი. პირველი პირამიდა იყო ჯოსერი, რომელიც ფარაონ ჯოსერის პატივსაცემად, გადმოცემის თანახმად, ქურუმმა იმჰოტეპმა ააგო. მისი სიმაღლე 60 მ.
ქრისტეს შობამდე 5000 წელს ხმელთაშუა ზღვიდან, პალესტინიდან და ნუბიიდან გადმოსახლდნენ უცხო ტომები და დასახლდნენ ნილოსის ნაპირებზე, ამაღლებულ ადგილას. მათ ააშენეს დაწნული ქოხები და ისინი გახდნენ პირველი ეგვიპტელები. მოიშინაურეს ცხოველები, მოჰყავდათ მშვენიერი მოსავალი და მისდევდნენ მესაქონლეობას და სოფლის მეურნეობას. წარმოიშვა ორი სამეფო — ზედა და ქვედა.
ძველი ეგვიპტე
რედაქტირებაძველი ეგვიპტე იყო ქვეყანა აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელმაც ძვ. წ. 525 წელს არსებობა შეწყვიტა.
ძველი ეგვიპტის ისტორია იყოფა დინასტიამდელ (დაახლოებით ძვ. წ. 3000 წელი) და მომდევნო პერიოდებად (სულ იყო 30 დინასტია[4]). ეს პერიოდები გრძელდება ძვ. წ. III — ძვ. წ. I ათასწლეულებში.
პერიოდები თავისთავად ამგვარად იყოფა: ადრეული სამეფო (I-II დინასტია); ძველი სამეფო (III-VI დინასტია); პირველი გარდამავალი პერიოდი (VII-X დინასტია); შუა სამეფო (XI-XII დინასტია); მეორე გარდამავალი პერიოდი (XIII-XVII დინასტია); ახალი სამეფო (XVIII-XX დინასტია); გვიანი პერიოდი (XXI-XXVI დინასტია); ასურელთა მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 664-656); სპარსელთა მმართველობა (XXVII დინასტია], ჩვ. წ.-მდე 525-ჩვ. წ.-მდე 404); სპარსელთა მეორე მმართველობა (XXVIII-XXX დინასტია, ჩვ. წ.-მდე 343-ჩვ. წ.-მდე 332); მაკედონელთა მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 332-ჩვ. წ.-მდე 305); პტოლემეების მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 305-ჩვ. წ.-მდე 30).
თანამედროვე ეგვიპტე
რედაქტირება1922 წლიდან ეგვიპტე დამოუკიდებელი სახელმწიფოა, 50-იან წლებში გახდა რესპუბლიკა გამალ აბდელ ნასერის ხელმძღვანელობით. ახლო წარსულში იგი აწარმოებდა ომს ისრაელთან, მაგრამ 1977 წელს ანვარ სადათის პრეზიდენტობის დროს გააფორმა მასთან სამშვიდობო ხელშეკრულება. ამან გამოიწვია ეგვიპტის გარიცხვა არაბულ სახელმწიფოთა ლიგიდან. 1981 წელს ექსტრემისტმა-ისლამისტებმა მოკლეს სადათი, მისი ადგილი დაიკავა ჰოსნი მუბარაქმა, რომელიც უფრო ზომიერ ხაზს ატარებს. 1987 წელს აღადგინა ურთიერთობები არაბულ ქვეყნებთან. 1991 წელს მონაწილეობდა სპარსეთის ყურის ომში აშშ-ს მხარეზე. ეგვიპტე ასრულებს მთავარ როლს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესში.
გეოგრაფია
რედაქტირებაქვეყანა მდებარეობს ორ კონტინენტზე — აფრიკის (ჩრდილო-აღმოსავლური რეგიონი) და აზიის (სამხრეთ-დასავლეთი რეგიონი). სამხრეთით ესაზღვრება სუდანი (საზღვრის სიგრძეა 1273 კმ), დასავლეთით — ლიბია (1150 კმ), აღმოსავლეთით — ისრაელი (255 კმ) და პალესტინა (11 კმ). აღმოსავლეთით აკრავს მეწამული ზღვა, ჩრდილოეთით — ხმელთაშუა ზღვა. ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 96 % უდაბნოა.
ყველაზე გრძელი საზღვარი ეგვიპტეს აქვს სუდანთან 1273 კმ, ყველაზე მოკლე კი ისრაელთან 266 კმ. ეგვიპტეს ფართო გასასვლელი აქვს როგორც ხმელთაშუა ზღვაზე, ასევე წითელ ზღვაზე. ქვეყნის აფრიკულ და აზიურ რეგიონებს ერთმანეთისგან გამოყოფს სუეცის არხი, არხის სიგრძე 160 კმ-ია (პორტ საიდიდან სუეცამდე). იგი აკავშირებს ხმელთაშუა და წითელ ზღვებს. არხი მწყობრში ჩადგა 1869 წელს. 1956 წელს მოხდა მისი ნაციონალიზაცია.
- ფართობი: 1001 ათასი კვ. კმ.
- ბუნება: გეოგრაფიული რაიონები - ნილოსის ხეობა, კატარას ქვაბული, დასავლეთი უდაბნო, აღმოსავლეთი უდაბნო. უმაღლესი მწვერვალი - ჯებელ კატერინა 2638 მ.; უდიდესი მდინარე (კმ) – ნილოსი 1550 (სულ 6671); უდიდესი ტბა (კვ. კმ) — ნასერი 5500 (ხელოვნური); უდიდესი კუნძული - ჯაზირათ შადვანი; კლიმატი — ხმელთაშუაზღვის, მშრალი.
- ბუნებრივი რესურსები: ნავთობი, ბუნებრივი აირი, რკინის მადანი, ფოსფატები, მანგანუმი, კირქვა, თაბაშირი, ტალკი, აზბესტი, ტყვია, თუთია.
სახელმწიფო წყობა
რედაქტირება- სახელმწიფო სისტემა: დემოკრატიული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი (Abdel Fattah el-Sisi) – 2014 წლის 1 ივნისიდან.
- საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (454+264 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა: ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია 28 პროვინცია (Muhafazah).
ეგვიპტის ტერიტორიული მოწყობა
რედაქტირება
ეგვიპტე ტერიტორიულად იყოფა 29 მუჰაფაზად. მუჰაფაზა ასევე იყოფა მარკაზებად (რაიონებად). რაიონების შემადგენლობაში შედის სოფლების სუბექტები.
ყველა მუჰაფაზს გააჩინია საკუთარი ადმინისტრაციული ცენტრი, ხშირად ამ ცენტრების სახელები თავად მუჰაფაზებსაც ჰქვიათ.
2008 წლის აპრილში, კაიროს და გიზას გამოეყო 4 ტერიტორია, და შეიქმნა ახალი მუჰაფაზები: 6 ოქტომბერი, ჰელუანი, კაირო და გიზა.
|
|
დემოგრაფია
რედაქტირებაეგვიპტე არის ყველაზე დასახლებული ქვეყანა შუაგულ აღმოსავლეთში და მესამე ყველაზე დასახლებული აფრიკის კონტინენტზე, 77 მილიონი მოსახლით (2009 წლის აპრილის მონაცემებით). ბოლო 40 წლის განმავლობაში იგრძნობა მოსახლეობის სწრაფი ზრდა მედიცინის წინ წაწევისა და სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლურობის განვითარების გამო. როდესაც ნაპოლოენმა დაიპყრო ქვეყანა, მისი მოსახლეობა შეადგენდა მხოლოდ 3 მილიონს. დაახლ. მოსახლეობის 90 % ისლამის მიმდევარია, ხოლო დანარჩენი ნაწილის უმეტესობა ქრისტიანია.
- მოსახლეობა: 90,03 მლნ (2015), მათ შორის ეგვიპტელი არაბები 99,1 %, ნუბიელები 0,9 %. ქვეყნის მოსახლეობის ზრდის ტემპები საკმაოდ მაღალია (ყოველ 7 თვეში 1 მლნ). მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ. კმ-ზე 74 კაცს შეადგენს. ნილოსის დაბლობზე სადაც ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 98 % , მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 1 კვ. კმ-ზე 1500 კაცს.
- ენები: არაბული. ინგლისური და ფრანგული ფართოდ ისწავლება.
- რელიგია: მუსლიმები 90 %, ქრისტიანები დაახლ. 10 %.
- ქალაქები (ათ.): კაირო (7.938; აგლომ. 15.892), ალექსანდრია (3.891; აგლომ. 4.443), ალ-ჯიზა (გიზა, 2.598), შუბრა ალ-ჰაიმა (870; აგლომ. 1.070), პორტ საიდი (549), ას-სუვეისი (სუეცი, 4.880).
ეკონომიკა
რედაქტირება- ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 324 მლრდ $ (34-ე ადგილი); 1 სულ მოსახლეზე — 3724 $; სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა 16, მრეწველობა 34, მომსახურება 50.
- ექსპორტი: ნავთობი, ბამბა, საფეიქრო ნაწარმი, ხილი.
- ბიუჯეტი: 21 500 მლნ $.
- ვალუტა: ეგვიპტური ფუნტი (EGP).
ტურიზმი
რედაქტირებააღასანიშნია რომ ეგვიპტე ერთადერთი მუსლიმური ქვეყანაა, რომელიც აქტიურადაა ჩართული ტურისტულ სფეროში. ეს დიდ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, შემოსავლების მეტი წილი სწორედ ამ სფეროზე მოდის.
კაირო ეგვიპტის დედაქალაქი ერთ–ერთი ულამაზესი ქალაქია მსოფლიოში. წარმოადგენს არაბული სამყაროს კულტურულ და კომერციულ ცენტრს. ერთ–ერთი უმსხვილესი ქალაქია აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. იგი გაშენებულია ნილოსის ნაპირზე, წარმოდგენილია მაღალი შენობებით, აქ არის საუკეთესო სასტუმროები, მაღაზიები, რესტორნები.
კაიროს თანამედროვე ცენტრად ითვლება ალ-თაჰრირის მოედანი, აქ არის ყველა ძირითადი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის შტაბ-ბინა. აღსანიშნავია არაბულ სახელმწიფოთა ლიგა.
ტურისტების ყურადღებას იქცევს კაიროს ეროვნული მუზეუმი. სადაც ძველი ევიპტის ფარაონების, ბერძნულ-რომაული პერიოდის საგანძურია დაცული. 155 ათასი ექსპონატს შორის არის ფარაონ ტუტანხამონის აკლდამის საგანძური.
მემკვიდრეობა
რედაქტირებაცნობილი ეგვიპტელები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ეგვიპტე დაარქივებული 2016-01-15 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Egypt's Mubarak resigns as leader (11 February 2011). ციტირების თარიღი: 11 February 2011.
- ↑ الجهاز المركزي للتعبئة العامة والإحصاء. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი, 2020.
- ↑ أقل زيادة في 10 سنوات.. رحلة الوصول إلى 100 مليون مصري (إنفوجرافيك). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-12. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი, 2020.
- ↑ ერთი და იმავე საგვარეულოს მეფეები, რომლებიც თანამიმდევრობით ცვლიან ერთმანეთს ტახტზე ნათესაობისა და მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე