პორტ-საიდის მუჰაფაზა
(გადამისამართდა გვერდიდან პორტ-საიდი (მუჰაფაზა))
პორტ-საიდი (არაბ. محافظة بور سعيد) არის ეგვიპტის 29 საგუბერნატოროდან ერთი. საგუბერნატორო მდებარეობს ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილში. პორტ-საიდის საგუბერნატოროს ფართო გასასვლელი აქვს ხმელთაშუა ზღვაზე. დასავლეთიდან პროვინციის საზღვარი გადის სუეცის არხზე. საგუბერნატოროს ტერიტორია მდებარეობს სინაის ნახევარკუნძულზე. პროვინციას ესაზღვრება 2 ეგვიპტიური საგუბერნატორო: ისმაილია და ჩრდილოეთ სინაი.
მუჰაფაზა | |||||
---|---|---|---|---|---|
პორტ-საიდი محافظة بور سعيد | |||||
| |||||
ქვეყანა | ეგვიპტე | ||||
კოორდინატები | 31°00′00″ ჩ. გ. 32°00′00″ ა. გ. / 31.00000° ჩ. გ. 32.00000° ა. გ. | ||||
ფართობი | 72 კმ² | ||||
მოსახლეობა | 570 768 კაცი (2006) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.portsaid.gov.eg | ||||
საგუბერნატოროს ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი პორტ-საიდი. საგუბერნატოროს ფართობი საკმაოდ პატარაა 72 კმ². ფართობის სიმცირის მიუხედავად პროვინციაში საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობს, 2006 წლის მონაცემებით პორტ-საიდის მოსახლეობა 570 768 ადამიანიას შეადგენს. პროვინციაში ყველაზე გავრცელებული ენაა არაბული. საგუბერნატოროს მმართველია მუსტაფა აბდელ-ლატიფი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პორტ-საიდის საგუბერნატორო დაარქივებული 2012-12-06 საიტზე Wayback Machine. ოფიციალური საიტი (არაბულ ენაზე)
- პორტ-საიდი დაარქივებული 2008-06-24 საიტზე Wayback Machine. (არაბული)