განხილვა:იბერია

ბოლო კომენტარი: 4 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Lasha-george თემაში შენიშვნა
რჩეული სტატია იბერია არის რჩეული სტატია; იგი (ან მისი წინა ვერსია) შეფასებულ იქნა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სტატია შექმნილი ვიკიპედიელთა მიერ. თუ შეგიძლიათ მისი განახლება ან გაუმჯობესება, გთხოვთ ნუ დაიზარებთ.
გთხოვთ, ნუღარ გამოიყენებთ ამ თარგს ახალი რჩეული სტატიებისთვის. მის ნაცვლად გამოიყენეთ თარგი:სტატიის ისტორია.
Main Page trophy იბერია ვიკიპედიის მთავარ გვერდზე გამოჩნდა რუბრიკაში რჩეული სტატია (2008 წლის 18 მაისი).

ივერია თუ იბერია?

რედაქტირება

სხვადასხვა ხალხის ენის ლექსიკაში აღბეჭდილია ბერძნულ ცივილიზაციასთან ზიარების კვალი. ეს კი საშუალებას იძლევა დადგინდეს ამ თუ იმ ხალხმა ისტორიის რომელ მონაკვეთში განიცადა ბერძნული ენის გავლენა. ამის გასარკვევად მრავალი ფაქტორი შეიძლება იქნეს განხილული. ამჯერად, ყურადღებას შევაჩერებ ბერძნულ ენაში თანხმოვან ბ (ბეტას) გამოყენების ზოგიერთ ასპექტზე. ძველ ბერძნულში, ანუ ძვ.წ. მეორე ათასწლეულის შუა ხანებიდან ახ.წ. IV საუკუნემდე, გამოიყენებოდა ბ თანხმოვანის შემცველი ტერმინები: ბაბილონია, ბარბაროს, ბასილეუს, ლიბიე (ლიბია). შუა საუკუნეების, ანუ ბიზანტიური ხანის (ახ. წ. IV-XV საუკუნეები) ბერძნულში თანხმოვანი ბ (β ბეტა) თანდათან იკარგება და გამოთქმაში იგი დაემსგავსა ვ-ს (ქართულ ვინს). მაგალითად, ძველ საბერძნეთში ბერძენისათვის მეფის აღმნიშვნელი სიტყვა გამოითქმებოდა, როგორც ბასილეუს (ქართულად ბასილი). ბიზანტიური ხანის ბერძნულში კი უკვე, როგორც ვასილეუს (რუსულად ვასილიი). ქართველები იმ უძველეს ხალხთა კატეგორიას განეკუთვნებიან, რომლებმაც ბერძნულ სამყაროსთან ადრეულ ეპოქაში დაამყარა ურთიერთობა (ოქროს საწმისის მითი ცარიელ ნიადაგზე არ შექმნილა). ძველ ბერძნულ ცივილიზაციასთან ზიარების კვალი აღბეჭდილია ქართული ენის ლექსიკაში, რასაც მოწმობს უამრავი ტერმინი, რომლებიც სწორედ უძველესი პერიოდიდან არის დამკვიდრებული ქართულ ენაში: ბარბაროსი, ბასილი და სხვა მრავალი (მე დავთვალე ასამდე). იგივე ტერმინები ქართველებთან შედარებით, მაგალითად, სლავებში დაახლოებით 2 ათასი წლის (!!!) შემდეგ, შუა საუკუნეების ბიზანტიური ბერძნულიდან იწყებს დამკვიდრებას: Варвар, Василий და სხვა მრავალი (იხილე, თანდართული შედარებების სია). ცხადია, რომ რუსებთან სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგანაც ეს ხალხი ისტორიაში არათუ ძველი ბერძნული ცივილიზაციის დროს, არამედ ბიზანტიის იმპერიის შექმნა-განვითარების საწყის ეტაპზეც კი არ ჩანს. შესაბამისად, მათ საკუთარი ენა გაამდიდრეს, შედარებით ახლო ისტორიულ წარსულში, შუა საუკუნეების ბიზანტიური ხანის ბერძნულიდან შესული ტერმინებით. არის ზოგიერთი ისეთი სიტყვაც, რომლებიც ქართულში სხვაგვარად გამოითქმის, მაგრამ ბერძნული ენის ზემოთ აღნიშნული სპეციფიკა აისახა სლავურში, მაგალითად, ქართულ ენაზე - ეშმაკი, ძველბერძნულ ენაზე გამოითქმებოდა, როგორც დიაბოლოს, ბიზანტიის პერიოდის ბერძნულ ენაზე კი დიავოლოს, რუსულშიც, რაკი ეს ტერმინი ამ პერიოდში იქნა ნასესხები, გვაქვს დიავოლ. უდავოა, რომ ქართული ტრადიციიდან გამომდინარე უნდა გამოვიყენოთ ტერმინი იბერია, როგორც ეს ძველ ბერძნულსა და ქართულში იხმარებოდა და არა ივერია, როგორც ეს ბიზანტიურსა და რუსულში იხმარებოდა. რატომ უნდა ვთქვათ უარი ჩვენს ისტორიულ მეწინავეობაზე (თუნდაც მცირე ნაწილში).

სანიმუშო შედარებების ნუსხა: ქართულ ენაზე–რუსულ ენაზე 1. აბელი - Авель 2. აბესალომი - Авессалом 3. ალფაბეტი - Алфавит 4. აბრამი - Авраам 5. არაბეთი - Аравия 6. ბალტასარი - Валтасар 7. ბარბალე - Варвара 8. ბარბაროსი - Варвар 9. ბართლომე - Варфоломей 10. ბასილი - Василий 11. ბეთლემი - Вифлеем 12. ბენედიქტე - Венедикт 13. ბესარიონი - Виссарион 14. ბიზანტია - Византия 15. ბიკენტი - Викентий 16. ბიქტორი - Виктор 17. ებრაელი - Еврей 18. ევსები - Евсей 19. ზაბულონი - Завулон 20. ზორაბაბელი - Зорававель 21. თუბალი - Тувалкаин 22. იბერია - Иверия 23. იაკობი - Иаков 24. იობი – Иов 25. ლიბანი - Ливан 26. ლიბია - Ливия 27. ნაბუქოდონოსორი - Навуходоносор 28. ქერუბიმი - Херувим 29. რაბინი - Раввин 30. რებეკა - Ревека 31. რუბენი - Рувим 32. საბა - Савва 33. სებასტოპოლისი - Севастополь 34. ტობია - Товит და სხვ.

ჰენრი კუპრაშვილი პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

საინტერესო ფაქტია პროფესორმა ჯერ ვიკიპედიაში გამოაქვეყნა და შემდეგ გაზეთ „რეზონანში“.  ცანგალა () 09:33, 13 დეკემბერი 2007 (UTC)პასუხი

framgil versiashi aseve aris mefeebis chamonatvali. - ალ-ო      @ 19:50, 22 იანვარი 2008 (UTC)პასუხი

ისე, საინტერესოა კავკასიის უძველესი ქვეყნების წარმოსაჩენად, არცთუ უძველესი ძვ.წ.II ს–ის მდომარეობის მოყვანა, სადაც სომხეთს იბერიის დიდი ნაწილი მიტაცებული აქვს   --Rastrelli F.B. 18:22, 26 იანვარი 2008 (UTC)პასუხი

პირველი სურათი მხოლოდ ერთ საუკუნეს მოიცავს (თუ წარწერას დავუჯერებთ), მეორე კი თითქმის მთელ ათასწლეულს. ჯობია მეორე იყოს მთავარი სურათი. თან პირველის სიმართლე ცოტა სადაოა, სომხებს ამხელა ტერიტორია დიდი ხნით არასდროს ჰქონიათ. - ალ-ო      @ 03:08, 27 იანვარი 2008 (UTC)პასუხი

რუკები გადავანაცვლე, მგონი მართლაც ასე ჯობია Rastrelli F.B. 06:27, 3 თებერვალი 2008 (UTC)პასუხი

გალერეა საცოდავად გამოიყურება, ცოტა მეტი სურათები ჯობდა ალბათ :). კიდევ, ქვევით რაიმე ინფადაფის თარგის ჩასმა არ იქნებოდა ურიგო (მაგ. რამე საქ. ისტ. სახელმწიფოები ან მისთ.). - ალ-ო      @ 01:03, 8 თებერვალი 2008 (UTC)პასუხი

ინფოდაფებში ვერ ვერკვევი ჯერ :), საინტერესოა იბერიაში (ქართლში) მეფობის გაუქმების შემდგომი ისტორია თუ უნდა ჩავწეროთ? მართალია მეფობა გაუქმდა მაგრამ ქართლი არსებობას განაგრძობს, თუმცა არა როგორც დამოუკიდებელი ერთეული, არამედ როგორც ირანის პროვინცია--Rastrelli F.B. 17:17, 23 თებერვალი 2008 (UTC)პასუხი

{{ინფოდაფა ყოფილი ქვეყანა}} - ამის ჩასმა იქნებოდა აქ კარგი. ა.

მგონი რაღაც გამომივიდა :)))--Rastrelli F.B. 09:46, 26 თებერვალი 2008 (UTC)პასუხი

ადრეფეოდალური მონარქიული სახელმწიფო?

რედაქტირება

ადრეფეოდალურის მნიშვნელობა მითხარით. --Zolokin განხილვაწვლილი 21:12, 25 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

გავრცელებული ცნობით?

რედაქტირება

ვის მიერ გავრცელებული ცნობით? "კვირის პალიტრის" თუ "ალია"–სი?--Zolokin განხილვაწვლილი 21:14, 25 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

არისტოკრატი ფარნავაზი(ფარსმანი)?

რედაქტირება

არისტოკრატი ფარნავაზი? სად ამოიკითხეთ ამგვარი რამ?

ფარსმანი? წყარო?--Zolokin განხილვაწვლილი 13:03, 26 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

გვერდის გადატანა

რედაქტირება

გვერდის გადატანა როგორ ხდება აქ ქართულ ვიკიზე? "move request" სად და როგორ კეთდება აქ? Jaqeli განხილვაწვლილი 01:51, 8 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

განხილვის გარეშე არაფერი არ გადაიტანო. ჯერ განიხილე. - ოთოჯი განხილვა 07:16, 8 ივნისი 2014 (UTC)პასუხი
აქ "move request"-ის ფუნქცია არ არსებობს? იბერიის სამეფო-ზე მინდა რომ გადავიტანოთ. ჯაყელი 12:21, 8 ივნისი 2014 (UTC)პასუხი
რას ნიშნავს 'მინდა'? და რატომ გსურთ, გადაიტანოთ, განიხილეთ მიზეზები და ერთად დავადგენთ, გადავიტანოთ თუ არა. --Henry McClean განხილვაწვლილი 12:28, 8 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

აუცილებელია სათაურშივე აღინიშნოს ის სახელმწიფოებრივი მოწყობა რაც არსებობდა. ამჟამინდელი სახელი "იბერია" მხოლოდ რეგიონის ან ჩვეულებრივი ადგილის სახელს წარმოადგენს და აუცილებელია სახელმა წარმოადგინოს ის მოწყობა რაც ავღნიშნე. იბერია იყო სამეფოც, შემდგომ საერისთავო და ამიტომაც სჯობს განვაცალკავოთ. ასე რომ სჯობს გადავიტანოთ. ჯაყელი 16:07, 9 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

გასაგებია. იბერიის სამეფოზე გადატანას გვთავაზობ, როგორც ჩანს. დაველოდოთ სხვების აზრს. ერთი მომენტია, რას გვეუბნება სტატიაში არსებული ლიტერატურა ?. - ოთოჯი განხილვა 16:15, 9 ივნისი 2014 (UTC)პასუხი
იბერიის სამეფო სამეცნიერო ლიტერატურაში დიდი ხანია დამკვიდრებული ტერმინია. სჯობს რომ გადავიტანოთ. ჯაყელი 10:11, 11 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

ვინ არის მომხრე ან მოწინააღმდეგე იქნებ დაწეროთ და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია. ჯაყელი 05:41, 13 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

  (მომხრე) --Henry McClean განხილვაწვლილი 06:32, 13 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

2 მომხრე. არის ვინმე წინააღმდეგი რომ გადავიტანო? მომხმარებელი:Otogi გადავიტანოთ? ჯაყელი 01:43, 18 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

@Otogi:. (საერთოდ, განხილვებში აქტიურობა ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო ეცემა.) --Henry McClean განხილვაწვლილი 03:41, 18 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

სამწუხაროდ ასეა. არაუშავს, 2-3 კაციც გავუმკლავდებით. - ოთოჯი განხილვა 07:28, 18 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

  გაკეთდა. - ოთოჯი განხილვა 07:29, 18 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

ქართლის(იბერიის) მეფები

რედაქტირება

იბერიის მეფეთა სიის,მმართველი დინასტიებისა და ქრონოლოგიის საკითხები მართალია დღემდე დავის საგანს წარმოადგენს,მაგრამ ცალსახად ქართლის ცხოვრებაზე დაყრდნობით ამ საკითხის გადაწყვეტა საფუძველშივე მცდარი მიდგომაა,ქართლის ცხოვრების ავტორ(ებ)ის ცნობები ამ კუთხით არ ასახავენ ისტორიულ რეალობას,მინდა რამდენიმე დეტალზე გავამახვილო თქვენი ყურადღება.არცერთი უცხოური წყარო არ იხსენიებს იბერიაში არტაშესიდების,არშაკიდებისა და სასანიდების არსებობას.მსგავსი დუმილი განსაკუთრებით უცნაურად მოსჩანს სომეხი ისტორიკოსების მხრიდან.ამ წყაროებში იბერიის სამეფო სახლის სახელწოდება მხოლოდ ერთგანაა მითითებული,კერძოდ ფაუსტუს ბიზანტიელთან და ის არის "ფარნავაზიანები" (ქრონოლოგიურად ეს ცნობა 4 საუკუნის 70 წლებს განეკუთვნება),რაც გამორიცხავს იბერიის ტახტზე უცხოური დინასტიების ყოფნას მინიმუმ ამ პერიოდში (არსებული ვარიანტებით რომელიც ბრმად ეფუძნება ქართლის ცხოვრების ცნობებს ამ დროს იბერიაში სასანიდები მეფობდნენ). არსებობს კიდევ რამდენიმე ირიბი მინიშნება,რაც ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქართლის ცხოვრების ცნობების სისწორეს.მაგ.მოვსეს ხორენაცი ასახელებს იბერიის მეფე ქარძამს,რომელიც არსებული შეხედულებით არტაშესიდი ან არშაკიდი უნდა იყოს,საინერესოა მისი მოხსენიების ფორმა,სომეხი ისტორიკოსი მას "ვინმე ქარძამს" უწოდებს,იგივე ვითარებაა ფარსმან 1-ის შემთხვევაშიც,პართიელი უფლისწული ოროდი მასთან ბრძოლის წინ თავის ჯარისკაცებს ახსენებდა არშაკიდული დინასტიის სიდიადეს და აღნიშნავდა,რომ მათ წინააღმდეგ დგას "უცნობი იბერიელი".იმის გათვალისწინებით თუ მიმართვის რა ფორმები გამოიყენებოდა ტრადიციულად არტაშესიდი და არშაკიდი მეფეების მიმართ უნდა მივიჩნიოთ,რომ ორივე შემთხვევაში აქცენტი გაკეთებულია იბერიის მეფეების "უგვაროებაზე". ასევე არადამაჯერებლად გამოიყურება,რომ ისეთი დინასტიური სახელი როგორიც ფარნავაზია (იხსენიება ძვ.წ.36 წელს) არტაშესიან-არშაკუნიანთა დინასტიის წარმომადგენელს ეტარებინა.ნიშანდობლივია ის გარემოებაც,რომ უფრო ადრეული "მოქცევა ქართლისას" ავტორი თავს იკავებს მეფეების მსგავსი დინასტიური დაყოფისგან თუმცა ერთ მნიშვნელოვან მითითებას მაინც აკეთებს,მეფე მირიანს ასახელებს არა ირანიშ შაჰის,არამედ ადგილობრივი მეფის ლევის (რევი) ძედ. დასკვნის სახით - ქართლის ცხოვრების ცნობები იბერიაში უცხოური დინასტიების მეფობის შესახებ არ დასტურდება არცერთი უცხოური წყაროებით,მეტიც,ერთგან (ფაუსტუს ბიზანტიელთან) ის აშკარად ეწინააღმდეგება უფრო ადრეულ და სანდო ცნობას.ამ ყოველივეს გათვალისწინებით,მინიმუმ არ უნდა იდებოდეს ყველგან ასე ხელაღებით იბერიის მეფეებისა და დინასტიების ის ვარიანტი რომელიც ამ სტატიაშია მოცემული. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Bashi-Achuk (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

სახელის შეცვლა

რედაქტირება

მეგობრებო და აქტიურად მოღვაწე ვიკიპედიელებო,

იბერიის სამეფოს სახელი აუცილებლად უნდა გადავიტანოთ ქართლის სამეფო-ზე რადგანაც სახელი იბერია იყო ეგზონიმი და არა ავტონიმი/ენდონიმი. ქართლში ენა იყო ქართული, ცხოვრობდნენ ქართველები და ა.შ. იბერია იყო ქართლის საერთაშორისო იმ პერიოდისთვის უცხო სახელი ანუ ეგზონიმი ხოლო თვითდასახელება იყო ქართლი როგორც უკვე ავღნიშნე. ამიტომაც გვქონდა ქართლის ცხოვრება, ქართლის მოქცევა ისტორიული ქრონიკება და ა.შ.

გამოვდივარ წინადადაებით რომ გადავიტანოთ:

მაგალითისთვის ქართლის საერისმთავროს სახელი აბსოლუტურად მართებულადაა ქართულ ვიკიპედიაში. მისი სახელი ინგლისურ ვიკიშიც შესაბამისადაა ანუ იბერიის სახელით.

გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია. მომხმარებელი:Cercvadze2001 მომხმარებელი:Surprizi მომხმარებელი:Beqabai მომხმარებელი:Zangala მომხმარებელი:Abandoner მომხმარებელი:M. მომხმარებელი:MIKHEIL მომხმარებელი:Jaba1977 მომხმარებელი:გიო ოქრო მომხმარებელი:David1010 მომხმარებელი:SunnyMagnus მომხმარებელი:Otogi მომხმარებელი:Henry McClean

გმადლობთ მეგობრებო! წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 108.41.0.140 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

  (წინააღმდეგი) გიო ოქრო 17:39, 21 დეკემბერი 2017 (UTC)პასუხი
გამარჯობა მომხმარებელი:გიო ოქრო. პირველ რიგში დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის. შეგიძლიათ მიზეზი დამისახელოთ რატომ ხართ წინააღმდეგი?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 108.41.0.140 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .
გაგიმარჯოს! პირველ რიგში კომენტარის შემდეგ „~~~~“-ის გამოყენებით ხელი მოაწერე მას. ხოლო რაც შეეხება სახელს: მოხსენიებულია ლიტერატურა (თანაც რამოდენიმე) სადაც იბერიის სახელითაა უფრო ცნობილი. თუ არ ვცდები ქართლი მოგვიანებით ეწოდა. გიო ოქრო 18:09, 21 დეკემბერი 2017 (UTC)პასუხი
მომხმარებელი:გიო ოქრო რას ნიშნავს ქართლი მოგვიანებით ეწოდა? იბერია იყო ეგზონიმი ქართლის როგორც გეორგია არის ეგზონიმი საქართველოსი. მას ყოველთვის ქართლი ერქვა. ქართლში ცხოვრობდნენ ქართველები, ენა იყო ქართული და ა.შ.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 108.41.0.140 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .
ვიკიპედიაში ძირეული რედაქტირებები და მათ შორის სახელის შეცვლები ავტორიტეტულ აკადემიურ წყაროზე დაყრდნობით კეთდება. გაქვთ ასეთი? გიო ოქრო 18:15, 21 დეკემბერი 2017 (UTC)პასუხი
მომხმარებელი:გიო ოქრო წყაროების მეტი რა არის? Google Books-ში, Scholar-ში, Academia.edu და ა.შ. ჩაწერეთ ქართლი და იბერია და ნახავთ. ის რომ ქართლის სახელი უცხო წყაროებში იბერია იყო თქვენთვის უცნობი იყო დღემდე? თქვენ როგორ გგონიათ ადგილობრივები საკუთარ სამეფოს და საკუთარ თავს იბერიას და იბერიელებს უწოდებდნენ?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 108.41.0.140 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .
მოიყვანეთ ლინკი ან გვერდი რომელიმე წიგნიდან. გიო ოქრო 18:24, 21 დეკემბერი 2017 (UTC)პასუხი
მომხმარებელი:გიო ოქრო გთხოვთ.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 108.41.0.140 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .
როდესაც სახელის შეცვლაზეა ლაპარაკი აუცილებლად ქართულ ლიტერატურას უნდა დავეყრდნოთ. გიო ოქრო 18:29, 21 დეკემბერი 2017 (UTC)პასუხი
მომხმარებელი:გიო ოქრო მეგობარო, ქართველ ავტორებს ვერ ამჩნევთ იქ?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 108.41.0.140 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .
არსებობს 2012 წლის ოთხტომეული. მისი პირველი ტომი ხელთ არ მაქვს, მაგრამ რამდენიმე დღეში ვნახავ და პასუხს დავწერ. გიო ოქრო 18:36, 21 დეკემბერი 2017 (UTC)პასუხი
მე ისტორიკოსი არა ვარ და არც ვიბრალებ. ჩემი აზრით ჯობია თვითნებურ გადაწყვეტილებებს ნუ მივიღებთ. შევეკითხოთ ქართველ ისტორიკოსებს (ვიმეორებ ისტორიკოსებს და არა ერთ ისტორიკოსს, რაც არ უნდა ის განთქმული იყოს) და გადაწყვეტილება ისე გამოვიტანოთ. ისე დღეს უკვე აღარაფერი არ მიკვირს. თუ დამასკო გახდა დამასკი, იბერია რატომ არ უნდა გახდეს გინდ ივერია გინდ ქართლი და კიდევ ნებისმიერი სხვა. არც ის მიკვირს, რომ დამასკო დამასკია, ხოლო ქაიროს ისევ ქაირო ეწოდება და არა ქაირი (ორივე არაბული ქვეყნის დედაქალაქია).GiorgiXIII განხილვაწვლილი 19:39, 21 დეკემბერი 2017 (UTC)პასუხი
მოგესალმებით მომხმარებელი:GiorgiXIII იბერია იყო ქართლის ეგზონიმი ანუ უცხო სახელი. ეს მსოფლიო ისტორიოგრაფიაში, ტოპონიმიკაში ცნობილია და რა არის აქ სადავო ან თვითნებური?
წყარო გვჭირდება სადა ეწერება, რომ „იბერია ქართლის ეგზონიმია“. გიო ოქრო 20:00, 21 დეკემბერი 2017 (UTC)პასუხი


გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია. მომხმარებელი:Cercvadze2001 მომხმარებელი:Surprizi მომხმარებელი:Beqabai მომხმარებელი:Zangala მომხმარებელი:Abandoner მომხმარებელი:M. მომხმარებელი:MIKHEIL მომხმარებელი:Jaba1977 მომხმარებელი:გიო ოქრო მომხმარებელი:David1010 მომხმარებელი:SunnyMagnus მომხმარებელი:Otogi მომხმარებელი:Henry McClean მომხმარებელი:Kober

რატომ არ არის აქტივობა? გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია ამ მნიშველოვან საკითხზე.

გასაგებია, რომ იბერია ეგზონიმია, მაგრამ ამ სახელით ანტიკური ქართლის სამეფო ქართულენოვან სამეცნიერო ლიტერატურაში ხშირად მოიხსენიება. გვიან შუა სს. ისტორიკოსებიც იყენებდნენ სახელს "ივერია". სხვათა შორის, "კოლხეთიც" ეგზონიმია, მაგრამ ამ სახელით უფრო ვიცნობთ ძველ დასავლეთ საქართველოს. ეს არ ნიშნავს, რომ გადარქმევის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. უბრალოდ, ჩემის აზრით, "იბერიაც" არანაკლებ მისაღები და მიღებული სახელწოდებაა.--Kober განხილვაწვლილი 16:04, 15 იანვარი 2018 (UTC)პასუხი
მომხმარებელი:Kober პირველ რიგში დიდი მადლობა რომ გამომეხმაურეთ და როგორც სხვა დანარჩენმა თვალი არ დახუჭეთ ჩემს თხოვნაზე. მე მიმაჩნია რომ ეს ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია. ქართლის საერისმთავროს თემის მაგალითი ალბათ ნათლად ჰყოფს რომ ეს მიღებული ფორმაა. იბერია იყო ეგზონიმი და რატომ ვაკნინებთ მშობლიურ ენდონიმს ქართლს გაუგებარია. თქვენი წვლილი ვნახე ინგლისურ ვიკიში და გაოცებული დავრჩი თუ რაოდენ დიდია იგი და ამიტომაც თქვენი პოზიცია ძალიან დიდ მნიშვნელობას იქონიებს თუ დააფიქსირებთ ცვლილებაზე. ანუ თქვენ წინააღმდეგი ხართ რომ გადავიტანოთ ეს თემა ქართლის სამეფოზე? დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.
თანაც იმ სახელწოდებას ვტოვებთ ხშირ შემთხვევაში, რომელი სახელითაც უფრო ცნობილია. გიო ოქრო 17:11, 15 იანვარი 2018 (UTC)პასუხი

საქართველო, ივერია და გიორგია

რედაქტირება

ვახუშტი ბატონიშვილი მის თხზულებაში [1] განიხილავს საქართველოს, ივერიას და გიორგიას (ხოლო ქუეყანა ესე იწოდების სახელითა სამითა. პირველად საქართველო, მეორედ - ივერია, მესამედ - გიორგია.). ეს სამივე საქართველოს სახელწოდება ერთიდაიგივე სინონიმების მატარებელია, მაგრამ სხვადასხვა პერიოდში წოდებული. გეორგიას (Georgia) სახელწოდება საყოველთაოდ ცნობილი – ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთ გეასგან მომდინარეობს, რომელიც ასოცირებულია მიწათმოქმედებასთან. გეას კულტი კოლხეთის სამეფოში მჭიდროდ იყო ფესვგადგმული და ებრაელებისგან განსხვავებით, რომლებიც მეცხოველეობა–მესაქონლეობას მისდევდნენ, ქართველები მიწათმოქმედებით გამოირჩეოდნენ, რაც დადასტურებულია მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენით, ღვინის უძველესი, 8 ათასწლიანი კულტურის ჩათვლით. მაგრამ დავუბრუნდეთ საქართველოს სახელწოდებას... რა შუაშია იბერია? იბერია, ამჟამად ქართლი, ცალკე გასამიჯნი საქართველოს ისტორიული პოლიტიკური ერთეულია. ჩვეულებრივ იბერია – პირენეის ნახევარკუნძულის სახელწოდება იყო და როდესაც რომაელები შემოვიდნენ ქართლში, რომელიც ქართლოსის საპატივცემულოდ დაერქვა და მდებარეობს შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შუა – მსგავსად დიდი იბერიისა, რომელიც ხმელთაშუაზღვასა და ატლანტის ოკეანეს შორისაა, მსგავსი შედარების საფუძველზე რომაელებმა ქართლს შეარქვეს "პატარა იბერია", "პატარა იბერიაში" მოვედითო. აქედან დაერქვა ქართლს იბერია. რომის იმპერიის ჩამოყალიბებასთან ერთად პირენეის ნახევარკუნძულზე (იბერია) ჩამოყალიბდა პორტუგალია და ესპანეთი, რომელთაც მოგვიანებით ანდორა და გიბრალტარი დაემატა. პირენეის ნახევარკუნძული იბერიად აღარ მოიხსენიებოდა ქრისტიანული ეპოქიდან. გავიხსენოთ ბიბლია, რომელშიც მოციქულები უკვე ესპანეთს მოიხსენიებენ.

ამიტომ იბერია ასოცირებულია ქართლთან და არა საქართველოსთან, ივერიასთან და გეორგიასთან. ეს უდიდესი ლაფსუსია. უნდა გაემიჯნოს იბერია, რომელიც ქართლის სახელწოდებაა და საქართველო, ივერია ან/და გეორგია. საქართველოში შედიოდა კოლხეთის სამეფო, იბერია, ტაო-კლარჯეთი და ყოველი კუთხე ივერიისა. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ხომ არსებობს სახელწოდება? და ხომ შეცდომაა მივიჩნიოთ ქართლის ან იბერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატად? ივერია ან/და საქართველო ნიშნავს ერთიან საქართველოს, თამარის საქართველოს.82.211.148.196 07:38, 14 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

იბერია არ უდრის ივერიას!

რედაქტირება

მოგესალმებით! იბერია იგივეა, რაც ქართლი. კოლხეთი იგივეა, რაც დასავლეთ საქართველო. კოლხური ენა არსებობდა და იყო წინაპარი: მეგრულის (ეგრები), ლაზურის, ჭანურის, ზანურის და აფხაზურის. მსგავსად რომის იმპერიაში გავრცელებული ლათინურისა, რომელიც ასევე დაიყო სხვადასხვა ენებად. ე. ი. იბერიას (აღმოსავლეთ საქართველო)+კოლხეთი (დასავლეთ საქართველო)=ივერიას! საქართველოს სახელწოდება ქართველთა სამეფოდან მოდის, რადგან არაბების შემოსევისგან იბერია (ქართლი) დაკარგული იყო და იბერიის საკურაპალატო იყო ტაო-კლარჯეთის სამთავრო (შემდგომში - ქართველთა სამეფო). შემდგომ, როდესაც ქვეყანა გაერთიანდა - ივერია ეწოდა. თამარის ივერია, ვიდრე ივერიის მთლიანობა დაიშლებოდა ცალკეულ სამეფო-სამთავროებად. ქვეყანას როდესაც უცხოელები ჯორჯიას უწოდებენ სწორია, მსგავსად საბერძნეთისა, მაგრამ ბერძნები მხოლოდ თვითონ, თავიანთ თავს უწოდებენ ელადელებს. ჩვენთან მიმართვებაში კი ასეა, ჩვენ ვართ ივერიელები. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ხატი არსებობს და არა საქართველოსი. ივერია გაბრწყინდება და არა საქართველო. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ერთიან საქართველოს ნიშნავს ივერია. ხოლო საქართველო როგორც ვიცით ქართველთა ეთნარქის, ქართლოსიდან მომდინარეობს და არა საქართველო. მოკლედ, ივერია არ არის იბერია. პატივისცემით: --ლაშა თანდილაშვილი-გოგოლაური 13:51, 28 აგვისტო 2018 (UTC)

იბერიის სამეფო

რედაქტირება
ერთი რამ მინდა გაკეთდეს. იბერიის სამეფოს განხილვაში მიწერია, რომ ივერია, გეორგია და საქართველო ვახუშტის მიხედვით სინონიმებია, ხოლო იბერია ძველი ქართლის ეგზონიმია, რომელიც ასევე მოიცავდა კახეთს და სამხრეთ საქართველოს ნაწილს. კახეთის სამთავრო კი სასანიდური სპარსეთის მიერ მარზპანობის შემოღების შემდეგ შეიქმნა. ეხლა თუ რა მინდა კონკრეტულად, რომელიც ჭეშმარიტებაა და გეტყვი თუ რატომ. ვახუშტის მიხედვით, სწორედ ივერიის მეფეებად მიიჩნევიან ქართლის ცხოვრების მიერ ნახსენები ძველი ქართლის მეფეები, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ვახუშტი ძველი ქართლის მეფეებს – ძველი საქართველოს ანუ ივერიის მეფეებად თვლიდა, ამიტომ მიმაჩნია, რომ ვინაიდან იბერიის სამეფო ან ზოგადად იბერია ქართლის სამეფოს ეგზონიმია, სტატიის სათაურად უნდა იყოს ივერია, კიდევ იბერიის გვერდზე ამოსაღებია მეფეთა სია, რომელსაც წყარო არ გააჩნია. სწორედ ამ წყაროს მიხედვითაა საუბედუროდ ინფოდაფების ქრონოლოგია... ანუ, ქართული ისტორიოგრაფია ძველი საქართველოს სამეფოს ივერიას უწოდებს, შესაბამისად ივერია უნდა ერქვას, ანუ იბერები (საქართველო) რომ დარედაქტირდეს ასეთი ცვლილება უნდა იყოს და იბერიის სამეფო და იბერია საერთოდ უნდა წაიშალოს.--Lasha-george განხილვაწვლილი 08:28, 6 ოქტომბერი 2019 (UTC)პასუხი
მაგალითად ქართლის სამეფო იყო კონკრეტულად მხოლოდ ქართლი. ძველი ქართლის სამეფო ანუ ივერიის სამეფო კი, იყო ასევე კახეთი და სამხრეთ საქართველოს ძველი ტერიტორიები, და ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, ფარნავაზის, ვახტანგის და სხვ. მეფეთა დროს, როდესაც ეგრისის (კოლხეთის) ან/და აფხაზეთის სამეფოს ვფლობდით. იბერია მხოლოდ ეგზონიმია და ქართულ ენაზე მისი გამოყენება მართლწერის კუთხით ვფიქრობ არასწორია. ანუ ძველი ქართლი, მსგავსად რომის იმპერიისა მხოლოდ ქართლს არ მოიცავდა, როგორც ახალი ქართლის სამეფო. თქვენ რას ფიქრობთ მომხმარებლებო?--Lasha-george განხილვაწვლილი 12:37, 7 ოქტომბერი 2019 (UTC)პასუხი

იბერიის სამეფო

რედაქტირება

იბერიის სამეფოს მთავარ სათაურად დატოვება მგონი უპრიანი (შესაფერი) იქნებოდა. იძებნებოდეს ასევე ივერიის სამეფოდ, როგორც სამხრეთ-დასავლეთ საქართველო (მას ვახუშტი და თეიმურაზ ბატონიშვილები მოიხსენიებენ ასევე ივერიის სამეფოდ) და ასევე დარჩეს სახელწოდება ქართლის სამეფო (ძველი), მაგრამ მთავარ სათაურად იყოს იბერიის სამეფო.--Lasha-george განხილვაწვლილი 16:35, 4 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი

@Lasha-george: მე ცოტა დავიბენი — ჩვენ მიმოწერაში აზრების გაცვლისას მგონი ერთ პოზიციაზე ვიყავით, რომ იბერია და ივერია დასხვადასხვა დროის, სხვადასხვა პოლიტიკური წარმონაქმნია. „ქართლის სამეფო (ძველი)“ არ მიმაჩნია მართებულ სახელად. ქართლის სამეფო (ახალი) ან ქართლის სამეფო (საუკუნე) უფრო მართებულია, რადგან ის პოლიტიკური ერთული, რომელიც ამ სტატიაში აღწერილი, ადგილობრივად ყოველთვის იწოდებოდა ქართლად (და ეგზონიმია „იბერია“) და წინ უსწრებს ქართლის სამეფოს. ამდენად, ვფიქრობ სტატიის სათაური უნდა იყოს: ქართლის სამეფო, ხოლო იბერია მისამართდებოდეს მასზე და ქართლის სამეფოს შეეცვალოს სახელი.--Rastrelli F 17:18, 4 ნოემბერი 2019 (UTC)17:27, 4 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი
ანუ როგორ იძახი, იყოს ქართლის სამეფო და ქართლის სამეფო (ახალი)?--Lasha-george განხილვაწვლილი 05:56, 5 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი
მისმინე, ძველი ქართლის სამეფო ისევე, როგორც ვთქვათ რომის იმპერია, მხოლოდ რომი ხომ არ იყო? ქალაქს გარდა იყო მას დაქვემდებარებული სამეფოები ან/და სახელმწიფოები. ქართლის სამეფო, როგორც ტერმინ საქართველოს წინამორბედი, ასევე ფლობდა კახეთს (კახეთის სამთავრო ხომ სასანური სპარსეთის მიერ იბერიაში მეფობის გაუქმების შემდეგ შეიქმნა?), კლარჯეთ-ჯავახეთს, ფარნავაზის და ზოგიერთი მეფის პერიოდში დასავლეთ საქართველოსაც კი. ანუ თეიმურაზ ბატონიშვილის მიერ მოხსენიებული ტერმინი ივერიის მეფე, ბუნებრივია თავის თავში ივერიის სამეფოს მეფეს გულისხმობს, ასევე ვახუშტი (ივერიის სამეფოძვ. წ. 2[1]-დან.). მსგავსი მოსაზრებები გვქონდა, გეთანხმები, მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ არსებულ გადაწყვეტილებამდე მივედი. იბერია, გეთანხმები ეგზონიმია ქართლის, მაგრამ ამავე დროს ქართულშიც გამოიყენება, ამისთვის ერთი წყაროს მოყვანაც კი შეიძლება:
  • 1. პავლე ინგოროყვას „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“[2] და
  • 2. იბერია-ქართლის მეფეები ლევან სანიკიძის და გუბაზ სანიკიძის „უბის ისტორიის“ მიხედვით.

ასე რომ არსებობს ტერმინი იბერია, მიუხედავად მისი ეგზონიმობისა, მაგრამ მე იმას არ ვიძახი, რომ მთავარ სათაურად დარჩეს-თქო იბერია, მხოლოდ იძებნებოდეს, დარჩეს ქართლის სამეფო (ძველი), როგორც ინგლისურშია (en:Kingdom of Iberia (antiquity).--Lasha-george განხილვაწვლილი 06:12, 5 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი

კი, ბატონო იძებნებოდეს იბერიითაც, მხოლოდ არ უნდა „(ძველი)“-თქო, რადგან ქართლი (ანუ იბერია) ანტიკური პერიოდის სახელმწიფოა წინ უსწრებს ქართლის სამეფოს (ანუ სამეფო-სამთავროს), რომელიც ახალი პერიოდის სახელმწიფოა. ეს გავითვალისწინოთ სახელში — ამ მოსაზრებას ვემხრობი პირადად მე. რაც შეეხება იბერია|ივერია-ს, იხ. ზემოთ განხილვაში. --Rastrelli F 18:20, 5 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი
ვერ დაგეთანხმები, იბერია მხოლოდ ანტიკური პერიოდის არაა. ძველი ეგვიპტის სამეფო, ძველი რომი, ძველი საბერძნეთი... ძველი საქართველო ტერმინი იმიტომ არ არსებობს, რომ მისი წინამორბედი სახელწოდება ძველი ქართლის სამეფოა, ახალი პერიოდის ქართლი კი უბრალოდ ქართლის სამეფო. იბერია და ივერია სწორედ რომ ერთიდაიგივეა, მხოლოდ იბერია არის ეგზონიმი. ვახუშტის მიხედვით, არსებობს სამი სახელწოდება: გეორგია, ივერია და საქართველო, ეს უკანასკნელი კი ძველი ქართლიდან წარმოსდგება. ეგზონიმი არ შეიძლება სათაურად მოვიხსენიოთ ენციკლოპედიაში, მაგრამ ამ შემთხვევაში გამონაკლისს ვუშვებთ იმის გამო, რომ ზოგიერთი ისტორიკოსი ძველი ქართლის სამეფოს იბერიად მოიხსენიებს.--Lasha-george განხილვაწვლილი 13:01, 11 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი

ინფოდაფის შერჩევა

რედაქტირება

მოგესალმებით მომხმარებლებო! მოგახსენებთ, რომ არსებულ გვერდზე განთავსებული ინფოდაფის ვიზუალური მხარე დიზაინის კუთხით საკმაოდ განსხვავებულია მეტიც, სტატუსში მითითებული ამა თუ იმ სახელმწიფოს მმართველობა ინფოდაფაში უნდა დაიწეროს, აზრი უნდა დასრულდეს იქვე ჩვეულებრივი მნახველისთვის ადვილად გასაგები რომ იყოს და ის ნამდვილად ვერ გაიგებს რომ პოლიტიკურ სტატუსზე დაკლიკებით სადღაც ქვემოთ დასრულდება აზრი. გთავაზობთ გამოკითხვას თუ ვინ არის მომხრე ქვემოთ, მოთავსებული ინფოდაფის განთავსებისა არსებულის ნაცვლად? --Lasha-george განხილვაწვლილი 10:21, 15 მარტი 2020 (UTC)პასუხი

კვლავ სათაურის შესახებ

რედაქტირება

რა ხდება ამ სტატიის განხილვაში ვერ გაიგებ, ამხელა განხილვაა და ვერ გავიგე ახლანდელი სახელი რატომ ეწოდება. იბერიის სამეფო (ან იბერია) უნდა იყოს ამ სტატიის სათაური და დასაბრუნებელია ძველ სათაურზე. --Wiki - ჯაბა 13:59, 28 მარტი 2020 (UTC)პასუხი

როგორც კი გაეცნობა დაინტერესებული პირი განხილვას, მიხვდება რომ კვლავ თვითნებურად, შეთანხმების გარეშეა გადატანილი სტატიის სათაური. ამ ვანდალიზმს ბოლო უნდა მოეღოს ქართულ ვიკიპედიაში. --Wiki - ჯაბა 15:01, 28 მარტი 2020 (UTC)პასუხი
ენციკლოპედია საქართველო, ტ.4, თბ., 2018 წ. გვ., 180 იბერია--Wiki - ჯაბა 15:11, 28 მარტი 2020 (UTC)პასუხი
გეთანხმებით, იყოს მთავარ სახელწოდებად იბერია, როგორც „ენციკლოპედია საქართველო“ გვეუბნება, თუმცა იბერია ეგზონიმია, მაგრამ პ. ინგოროყვა მას, როგორც ტერმინს იყენებს, გადავიტანე, რადგან სწორად ჩავთვალე და შეცდომა ნამდვილად არაა ქართლის სამეფოსგან განსასხვავებლად ქართლის სამეფო (ძველი), მაგრამ ვიმეორებ, ალტერნატიულ სახელწოდებად ყოფნას იმსახურებს. განხილვას კი ვითვალისწინებ, მაგრამ ხშირ შემთხვაში პასუხს არავინ იძლევა. ხო მართლა, პოლიტიკური სტატუსის არსებობა მაშინ, როდესაც ინფოდაფაშიცაა პოლიტიკური სტატუსი რამდენად გამართლებულია?--Lasha-george განხილვაწვლილი 08:29, 29 მარტი 2020 (UTC)პასუხი
Kingdom of Iberia (antiquity), ანტიკური, ასევე ანტიკური. ლათ. antiquus ძველს ნიშნავს.--Lasha-george განხილვაწვლილი 08:42, 29 მარტი 2020 (UTC)პასუხი

მე თქვენ უკვე დიდი ხანია გითხარით, რომ ვიკიპედია წყარო არ არის და მით უმეტეს ინგლისური ვიკიპედია საქართველოს ისტორიაზე. სამი დღე დაველოდები და გადავიტან ენციკლოპედიით მითითებულ სათაურზე. --Wiki - ჯაბა 08:48, 29 მარტი 2020 (UTC)პასუხი

პოლიტიკურ სტატუსს რაც შეეხება, ორივეგან ამოსაღებია ჩემი აზრით. --Wiki - ჯაბა 08:49, 29 მარტი 2020 (UTC)პასუხი
პოლიტუკური სტატუსის არსებობა, რადგან არსებობს ინფოდაფაში ჩანაწერი სტატუსი, ინფოდაფაში უნდა დაფიქსირდეს და არა სადღაც ქვემოთ, როგორც ჯორჯიანოს ჰქონდა დაფიქსირებული. უბრალო მომხმარებლისთვის გაუგებარია ინფოდაფაში ეწეროს პოლიტკური სტატუსი და აზრი იქვე სრულდებოდეს. მომხმარებელი ვერ მიხვდება ადვილად, რომ პოლიტიკურ სტატუსზე დაკლიკებით სადღაც ქვემოთ გადაგამისამართებს მის სანახავად. მთლად წაშლა არ მგონია სწორი გადაწყვეტილება, რადგან იბერიის სამეფო, ქრონოლოგიურად, სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა სამეფოს ვასალურ დამოკიდებულებაში არსებობდა, გარდა სასანური ქართლისს, რომელიც ანექსირებული იყო.--Lasha-george განხილვაწვლილი 10:45, 29 მარტი 2020 (UTC)პასუხი

სტატუსები ტექსტში შეიძლება გაიწეროს მარტივად ისტორიის სექციის შესაბამის ადგილზე. თან საქმე იმაშია, რომ ქართული ისტორიოგრაფია მსგავს დათარიღებას არ იძლევა და ვხედავ, რომ ამით რაღაც ახლის დამკვიდრებას ცდილობთ. ამის ადგილი კი ვიკიპედია არ არის. --Wiki - ჯაბა 10:51, 29 მარტი 2020 (UTC)პასუხი

იბერიის მეფეთა ქრონოლოგიის საკითხისთვის

რედაქტირება

მოგახსენებთ, რომ უამრავი უზუსტობებია მეფეთა ქრონოლოგიასთან დაკავშირებით.

  1. ფარსმან III-ის მემკვიდრეობის ყუთი: III საუკუნის დასაწყისი
  2. ამზასპ II-ის მემკვიდრეობის ყუთი: III საუკუნის 40–იანი წ.
  3. საურმაგ II შესაქმნელია
  4. ასფაგური-ის მემკვიდრეობის ყუთი: IV საუკუნის 30–40–იანი წწ.
  5. Aspacures II=ვარაზ-ბაკურ I-ს (აქ სახელწოდება ასფაგურ II ლათინურია და ქართულად მოვიხსენიებთ, როგორც ვარაზ-ბაკურ I-ს.
  6. Mihrdat III (კ.თ. 365–380), იგივეა, რაც ვახუშტით მირდატ III (364–379)
  7. Mihrdat IV (კ.თ. 409-411), იგივეა, რაც ვახუშტით მირდატ IV (408–410) და მიბმულია მითრიდატე VI-ზე (!). აქ, უნდა დავწეროთ ამ სტატიის მსგავსად, რადგან მესმის, შესაძლოა ქსე-ს ვარიანტია მითრიდატე-ედ წარმოდგენილი, მაგრამ ერთი პრობლემის წინაშე ვდგებით; უნდა ვიხელმძღვანელოთ ქართლის ცხოვრების, ვახუშტის და კ. თუმანოვის მეფეთა რიგითობით, რადგან ქსე-ს ტექსტი, სადაც წარმოდგენილია მაგალითად ვახტანგის მამა, მითრიდატე VII, ზემოთ აღნიშნული ავტორები მირდატ V-ედ მოიხსენიებენ. ამ შემთხვევაში ტექსტში უნდა ჩავსვათ ქსე-ს ვერიანტი, რადგან ვიმეორებ, მე არ ვსაუბრობ, რომ მხოლოდ ქსე ან/და ვახუშტი გავიზიაროთ, მხოლოთ მეფეთა რიგითობას ვგულისხმობ.
  8. იგივე, მითრიდატე VII უნდა დასათაურდეს მირდატ V-ით.
  9. Bacurius II, იგივეა, რაც ვახუშტით ბაკურ II (514–528), არა ეს ბაკურ II→ (ეს სინამდვილეში: ბაქარ I/ ვარაზ-ბაკურ I/ ლათ. ასფაგურ II-ა ვახუშტით (342–364), კ.თ. (363–365).)
  10. Pharasmanes V (547–561), იგივეა, რაც ვახუშტით ფარსმან V (528–542), [იდ (14) წელი იმეფა]
  11. Pharasmanes VI (561–?), იგივეა, რაც ვახუშტით ფარსმან VI (542–557)
  12. Bacurius III-სთან დაკავშირებით, ეს პიროვნება არ უნდა მიბმულიყო ქართლის მოქცევის ბაკურ III-სთან. Bacurius III, იგივეა, რაც ბაკურ V.
  13. Bacurius II=ბაკურ IV-ეს
  • აქ კიდევ ერთი, იდენტური პრობლემატური საკითხია. ჩვენი ბედუკუღმართი წარსულის გამო, როდესაც მრავალი ხელნაწერი ნადგურდებოდა ეკლესია-მონასტრების და სრა-სასახლეების ჩათვლით, ევროპელებისგან განსხვავებით. მოქცევაჲ ქართლისაჲს მეფეთა რიგითობა ყველა დანარჩენი წყაროსგან განსხვავდება, იგივე ქართლის ცხოვრებისგან და სხვ. წყაროებისგან. ჩვენ კი მეფეთა რიგითობა ბაკურთან მიმართებით აგებული გვაქვს სწორედ მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით. უნდა აიგოს Bacurius-ის მიხედვით. კიდევ განვმეორდები და ვიტყვი, არანაირად არ ვამბობ, რომ რომელიმე წყარო რომელიმეს უნდა დავუპირისპიროთ, რადგან ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ან/და გამოვრიცხოთ, არა, არამედ მეფეთა რიგითობა უნდა გათვალისწინებულ იქნას ქართლის ცხოვრების, ვახუშტის და კ. თუმანოვის მიხედვით, ხოლო თვითონ მეფეთა კონკრეტული გვერდების სტატიები უნდა შეივსოს სხვადასხვა ავტორთა წყაროებით ისე, როგორც ფარნავაზ I-ის გვერდი. მაგალითად, მითრიდატე VII-ეს გვერდი უნდა დასათაურდეს მირდატ V-ედ, ხოლო მონარქის გვერდზე, ქვეთავის სახით მიეთითებოდა, რომ ქსე (გ. მელიქიშვილი ან სხვ.) მას მოიხსენიებს მითრიდატე VII-ედ.
  • p.s. თუ ვინმე კომპეტენტური გამომეხმაურა ამ ლაფსუსებს მიეხედება, იმედია...--Lasha-george განხილვაწვლილი 08:03, 2 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
ქართულ ისტორიოგრაფიაში იბერიის სამეფოს მეფეთა ქრონოლოგია დადგენილი არ არის და აქ ქრონოლოგიაზე საუბარი საკმაოდ ზედმეტია. მე ვფიქრობ სტატიიდან ქრონოლოგიის საკითხები ამოსაღებია. აქ შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ მეფეთა თანამიმდევრობაზე. ქრონოლოგიურად შეუძლებელია დალაგო რადგან არ არსებობს წყარო (და არა ლირტერატურა) საიდანაც ვიხელმძღვანელებდით. ამ სტატიაში რომ ქაოსია და არეულობაა, გეთანხმებით და ვისი დამსახურებაა ეს, თუ გადახედავ სტატიის ისტორიას მიხვდებით. --Wiki - ჯაბა 14:36, 2 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
ერთმნიშვნელოვანი კვლევა არ არსებობს, მაგრამ სხვადასხვა ვერსიები არსებობს, მაგ. ძველი ქართლის მეფეთა სიაში. რაც შეეხება მონარქთა სიას, გეთანხმები, უნდა წაიშალოს.--Lasha-george განხილვაწვლილი 15:48, 2 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
ეგ სტატიაც გადასახედია თავიდან ბოლომდე. --Wiki - ჯაბა 17:21, 2 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
ჯაბა გადახედე ზემოთ სტატიას: იბერიის მეფეთა ქრონოლოგიის საკითხისთვის. ქრონოლოგიურ დალაგებაზე არ ვსაუბრობ. თუ კომპეტენტურობაზეა საუბარი, მაშინ გადახედეთ და მიხვდებით თუ რას ვგულისხმობ. ერთ მაგალითს მოგიყვან და ამგვარი წერია ზემოთ, კერძოდ, Bacurius III-სთან დაკავშირებით, ეს პიროვნება არ უნდა მიბმულიყო ქართლის მოქცევის ბაკურ III-სთან, ამას და მისნაირებს დააკვირდი...Bacurius III, იგივეა, რაც ბაკურ V. რატომ არ უნდა მიბმულიყო? იმიტომ რომ მხოლოდ ქართლის მოქცევაში 5 ბაკურია, ქართლის ცხოვრებაში, ვახუშტის და კ. თუმანოვის მიხედვით კი 3, ანუ ქართული მე-5, ინგლისურის მე-3–ის იდენტურია და რატომ, არ იკითხავ? ქართული ბაკურ III-დან (IV საუკუნის 80–90–იანი წწ.) ინგლისურზე რომ გადახვალ აღმოჩნდება რომ ის კია ასევე რიგითობით III, მაგრამ მისი მეფობის წლები მე-6 საუკუნეს მოიცავს (კ. თუმანოვით: ?–580), ვახუშტით: 557–570. ეხლა გასაგებია? რომ ამოწმებთ და ერთმანეთს ეთანხმებით თქვენ და მელბერგი საქმის არსს თუ ჩაწვდით მაინტერესებს. შენიშვნას ვიღებ ყველანაირს და ვითვალისწინებ, მაგრამ ის ანაქრონიზმი რასაც მივუთითე გამოსასწორებელია.--Lasha-george განხილვაწვლილი 07:57, 3 აპრილი 2020 (UTC)პასუხი

სექცია მონარქია

რედაქტირება

გადახედეთ სექცია მონარქიას. სულ სამი სქოლიო აქვს მითითებული და აქედან ორი სავარაუდოდ პირადი მოსაზრებებია (ორიგინალური კვლევა) წყაროს გარეშე, მე მგონი ეს სექცია მთლიანად წასაშლელია. --Wiki - ჯაბა 15:16, 2 აპრილი 2020 (UTC)პასუხი

მონარქთა სია წაშაშლელია ჯაბა, გეთანხმები, მაგრამ სტატუსი სადმე დარჩეს ჯობია.--Lasha-george განხილვაწვლილი 15:34, 2 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
@Jaba1977: - სექცია სტატიიდან ამოვიღე, მართალი ხარ - თავიდან ბოლომდე ორიგინალური კვლევაა, რაც ვიკიპედიის წესებით დაუშვებელია. @Lasha-george: - ჩათვალეთ, რომ ეს ბოლო გაფრთხილებაა. თუ თქვენ არ დაიწყებთ პირველადი წყაროების ნაცვლად მეორეული წყაროების გამოყენებას, თქვენი პროექტში მონაწილეობა შეუძლებელი იქნება. უკვე მერამდენეჯერ გთხოვთ, ენციკლოპედიური აკადემიური წერის საფუძვლებს გაეცნოთ.--Melberg მიწერა 15:42, 2 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
მელბერგ, ამას გაეცანი? განსაკუთრებით ბაკურ III-ეს? რომელიც სინამდვილეში ქართლის მოქცევის ბაკურ V-ა. დანარჩენსაც გაეცანით.--Lasha-george განხილვაწვლილი 15:53, 2 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
@Lasha-george: რა შუაშია ბაკურ V, III თუ MXVI-ია? ვიკიპედიაში მუშაობის საბაზისო, ელემენტარულ პრინციპზე გესაუბრებით უკვე მერემდენეჯერ! ერთხელ და სამუდამოდ, გაეცანით ენციკლოპედიური აკადემიური წერის საფუძვლებს და იმუშავეთ წესების მიხედვით. როგორც წემოთ დავწერე, ბოლო გაფრთხილებაა.--Melberg მიწერა 16:00, 2 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
წემოთ?:-) ვიცი ეგ წესი, და წერია კ. თუმანოვის სახელმძღვანელო რესურსებში. ვიცი რომ ლიტერატურა და წყარო მისათითებელია, ეს არ დამვიწყებია. მადლობთ, რომ შემახსენე.--Lasha-george განხილვაწვლილი 16:02, 2 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
შენც ასევე გაეცანი მეფეთა სიას, რომელიც მივუთითე... ტექსტს გაეცანი გთხოვ.--Lasha-george განხილვაწვლილი 16:07, 2 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
ზემოთ :) სამწუხაროდ მე არ ვერკვევი საკმარისად ისტორიული თემატიკის სტატიების განხილვაში ჩასართავად. რაც შეეხება კირილ თუმანოვის საკითხს. თქვენ არერთხელ მიგეთითათ, რომ თუმანოვის პოზიცია ძალიან ბევრ საკითხში ეწინააღმდეგება ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებულ მოსაზრებებს (ამის შესახებ მარტო ჯაბამ უკვე მემგონი მეოთხედ მოგწერათ). მიუხედავად იმისა, რომ თუმანოვის მოსაზრებები ცხადია უაღრესად საინტერესოა და უნდა იყოს სტატიებში შესაბამისი რეფერირებით (კირილ თუმანოვი აღნიშნავს, რომ... კირილ თუმანოვის მოსაზრებით... და მისთ.). სტატიების აგება მხოლოდ მის წიგნებზე მიუღებელია, რადგანაც ეწინააღმდეგება სამეცნიერო საზოგადოების არსებული პოზიციებს.--Melberg მიწერა 16:29, 2 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
მელბერგ (სამწუხაროდ შენი სახელი არ ვიცი) წეღან მითითებულ შედარებებში ქართლის ცხოვრება და ვახუშტი ქრონოლოგიურად, მაგრამ ოდნავი წელთა განსხვავებებით ემთხვევა ერთმანეთს მეფეთა რიგითობის კუთხით. საქართველოს მმართველთა სიაში ვერსიებით ხომ არ დავწერთ, ვერსიები მხოლოდ მაგალითად კონკრეტული მეფის გვერდზე უნდა მიეთითოს. მაგალითად, ბაკურ III:-), ქართლის ცხოვრება, ვახუშტი, თუმანოვი და სხვ. გარდა ქართლის მოქცევის სიისა ყველა აღიარებს რომ III-ა, ეს უკანასკნელი კი ამბობს რომ V-ა (!). ამ შემთხვევაში აღნიშნული მეფის გვერდზე, როგორც ფარნავაზ I-ის შემთხვევაში დაიწერებოდა ქვესტატიად, რომ ამ მეფეს ეს წყარო V-ედ აღიარებს. ამას ვამბობ და მეტს არაფერს.--Lasha-george განხილვაწვლილი 16:42, 2 აპრილი 2020 (UTC)პასუხი

გარდა სექცია მონარქიისა, ეტიმოლოგია და ტერიტორიული დაყოფაც გადასახედია. ტერიტორიული დაყოფა ამოსაღებია. Georgiano განხილვაწვლილი 16:56, 2 აპრილი 2020 (UTC)პასუხი

კ. თუმანოვი მიუღებელია საბჭოთა ნარატივიდან გამომდინარე. ეს ისტორია ძალიან შორს წაგვიყვანს. იგი, აღიარებული მეცნიერია აშშ-ში, საფრანგეთში, ბრიტანეთსა და რუსეთში. მისმა მშობლები ემიგრირებულ იქნენ აშშ-ში რევოლუციამდელი მეფის რუსეთიდან და მისგან არასასურველი პერსონის იმიჯმა ბუნებრივია ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში ადგილი ვერ ჰპოვა, და ეს ნარატივი დღეს აქამომდეა გაგრძელებული და ამის შესახებ არავინ საუბრობს. კაცი, რომელმაც უამრავი ნაშრომი დაწერა, მისი ერთი წიგნიც კი არაა გამოსული და რატომ? ამას არავინ არ ამბობს... უბრალო მიზეზის გამო, მისგან მტრის, როგორც სამშობლოდან, საბჭოთა კავშირიდან გადახვეწილთა მშობლების (მათი აზრით მოღალატე მშობლების) ისეთივე შვილი არ უნდა ყოფილიყო ცნობილი, თორემ 7-ზე მეტი ვერსიაა მეფეთა სიისა და ბოლომდე არცერთი სარგებლობს ნდობით.--Lasha-george განხილვაწვლილი 16:58, 2 აპრილი 2020 (UTC)პასუხი

შენიშვნა

რედაქტირება
  1. ინგლისურ გვერდზე არსებული სტატუსის მსგავსად, ისტორიის სექციის შესაბამის ადგილზე მაინც უნდა ჩაიწეროს აღნიშნული სულ ამოღებას, რადგან მსოფლიო ისტორიოგრაფია იძლევა აღნიშნულ დათარიღებას;
  2. იბერიის მეფეთა სია ქსე-ს მიხედვით იმიტომაა სასურველი იყოს, რომ მაგ. მითრიდატე VI, მითრიდატე VII და სხვ. ქართლის მოქცევა, ქართლის ცხოვრება, ვახუშტი და სხვ. არ იზიარებს მსგავს რიგითობას, მხოლოდ ქსე ძველი ავტორების თანახმად, როგორიცაა პროკოფი კესარიელი და სხვ. და მმართველობის წლები უნდა მიეთითოს, მერე რა რომ ერთიანი მოსაზრება არ არსებობს მათი მმართველობის წლების შესახებ, წყაროს მივუთითებთ და პრობლემა ამით მოგვარდება და ასევე, არსებობს სხვადასხვა ისტორიკოსთა განსხვავებული მოსაზრებები მეფეთა მმართველობის წლების შესახებ, რაც ასახულია სტატიაში: იბერიის მეფეთა სია.--Lasha-george განხილვაწვლილი 08:25, 4 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
ხოდა ეგ მოსაზრებები დარჩება მანდ და აქ რაცაა ამ ფორმით საკმარისია. --Wiki - ჯაბა 09:58, 4 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
და ისტორიის სექციის შესაბამის ადგილზე რომ განთავსდეს მანამდე, სტატუსში არსებული? მაგრამ სელევკიდების სამეფოს დაქვემდებარებაში წლების მითითებით და სხვ. ჩემი აზრით სტატუსის ადგილას უნდა ყოფილიყო--Lasha-george განხილვაწვლილი 10:27, 4 აპრილი 2020 (UTC)პასუხი

ინფოდაფა

რედაქტირება

სტატუსშიც სამეფო და პოლიტიკურ სტრუქტურაშიც სამეფო ტავტოლოგიაა (წინა ვერსია). სტატუსში სამეფო, ხოლო მთავრობაში მონარქია მივუთითე. რაც შეეხება სტატუსის ტექსტს, აქ თუ რომელი სახელმწიფოს ვასალი იყო იბერიის სამეფო მართებულია მიეთითოს, ვიდრე ცარიელი გრაფა დარჩეს. ისტორიულ ერაში ვერ მიეთითება აღნიშნული, რადგან თუ რომელი იმპერიის/ სამეფოს ვასალი იყო - ეს სტატუსია, რადგან იმპერიების კარზე პირველ რიგში ამა თუ იმ იმპერიის თუ სამეფოს სტატუსის რანგით წარმოებდა ურთიერთობა, ხოლო ამის არ გაკეთების შემთხვევაში, ვთქვათ იბერია, 302–159 წლებში, სელევკიდების სახელმწიფოს მხრიდან ოკუპაცია ელოდა. და კიდევ, წინა ვერსიაში ფარნავაზის და ბაკურის (შესაბამისად პირველ და ბოლო მეფეს) მმართველობის წლები ამოვიღე, რადგან მრავალი ვერსია არსებობს მათი მმართველობის. --Lasha-george განხილვაწვლილი 03:25, 5 მაისი 2020 (UTC)პასუხი

ინფოდაფის სტატუსში დამატებულია ტექსტი თუ რომელი სამეფოს/ იმპერიის ვასალი იყო იბერიის სამეფო მის ანექსიამდე სასანური ირანის მიერ. დამატებულია წყაროები, რომლის მიხედვით განხორციელდა ცვლილება!--გოგოლაური განხილვაწვლილი 18:52, 20 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

შენიშვნა

რედაქტირება

ქართლის სამეფო (ძველი) მთავარ სახელწოდებად თუ არა, ერთ-ერთ სახელწოდებად უნდა არსებობდეს (წყარო:აზო, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1.-თბ., 1975.-გვ.215).--გოგოლაური განხილვაწვლილი 08:33, 9 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი

გვერდ „იბერია“-ზე დაბრუნება.