აფხაზური ენა
აფხაზური ენა[1][2] (აფხ. Аԥсуа бызшәа [аpʰswa bəzʃʷa] — „აფსუა ბჷზშჿა“, ან მოკლედ აფხ. Аԥсшәа [аpʰsʃʷa] — „აფსშჿა“) — აფხაზურ-ადიღური ენათა ოჯახის აფხაზურ-აბაზური ჯგუფის ენა. აფხაზური ენის დღე — 27 ოქტომბერი.
აფხაზური ენა Аԥсуа бызшәа, Аԥсшәа | |
გავრცელებულია | საქართველო თურქეთი რუსეთი იორდანია სირია ერაყი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 125.000 კაცი |
ოფიციალური სტატუსი | დე იურე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკა |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | აფხაზურ-ადიღური ენები |
დამწერლობის სისტემა | კირილიცა, აფხაზური დამწერლობა |
ენის კოდები | ISO 639-1: ab ISO 639-2: abk ISO 639-3: abk |
რუკა | |
აფხაზური ენის გავრცელების არეალი
| |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-ab}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — აფხაზური ენა |
აფხაზურ ენაზე ლაპარაკობენ საქართველოსა (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) და თურქეთში. საქართველოში ამ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი შეადგენს დაახლ. 101.000 კაცს. თურქეთში აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა ზუსტი რიცხვის დადგენა თურქეთის რესპუბლიკაში არსებული არასაკმარისი დოკუმენტირებისა და ნაკლებად სანდო სახალხო აღწერის გამო ძნელია.
აფხაზურენოვანი მოსახლეობის შესახებ არსებული ოფიციალური და არაოფიციალური რიცხვობრივი მონაცემები მეტად საეჭვოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან. კერძოდ; ეს რიცხვი მერყეობს 4000-დან 39 000 კაცამდე.
აფხაზური ენის კუნძულად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გადმოღმა აჭარის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტსა, ასევე სირიაში არსებული რამდენიმე აფხაზურენოვანი დასახლებული პუნქტი.
აფხაზური ენა იუნესკო-ს გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენების სიაშია შეტანილი.[3]
სიტყვა „აფხაზის“ წარმოშობისათვის
რედაქტირებაეთნონიმი „აფხაზი“ ეტიმოლოგიური თვალსაზრისით ქართული წარმოშობის სიტყვა უნდა იყოს და სხვა ხალხთა ენებშიც ქართულიდან უნდა გადასულიყო (მაგ., ოსურად Абхази, ბერძნულად Αμπχαζία, რუსულად Абхазия, ინგლისურად Abkhazia, გერმანულად Abсhasien, თურქულად Abhazya, არაბულად أبخازيا, სპარსულად آبخاز). რაც შეეხება სპარსულ წყაროებს, აღსანიშნავია ერთი დეტალი; X საუკუნის საქართველოში უმოგზაურია ცნობილ სპარს პოეტს აბუ მანსურ მუჰამად იბნ აჰმად დაყიყის, რომელიც საქართველოს აფხაზეთად მოიხსენიებს.
ენის დახასიათება
რედაქტირებააფხაზური ენა შედის კავკასიურ ენათა ჩრდილო-დასავლურ, აფხაზურ-ადიღურ ჯგუფში. აფხაზური ენა აბაზურ ენასთან ერთად ქმნის ერთ ენობრივ ერთეულს.
აფხაზური ენა თანხმოვანთა განსაკუთრებული სიუხვით გამოირჩევა. ამავდროულად უჩვეულოდ ცოტაა ხმოვანთა რაოდენობა. აფხაზურ ენაში არის 2 დისტინქტიური ხმოვანი; ღია ხმოვანი a და დახურული ხმოვანი ə. იმისდა მიხედვით თანხმოვნების რა კონსტელაცია შეიქმნება, წარმოვთქვამთ როგორც e, i, o ან u. აბჟუურ დიალექტს 58 თანხმოვანი აქვს, ხოლო ბზიფურ დიალექტს კი 67 თანხმოვანი.
აფხაზურ ენას ახასიათებს აგლუტინაცია და წარმოადგენს ერგატიულ ენას. აფხაზური სქესს მხოლოდ ნაცვალსახელებში განარჩევს. არსებით სახელს აქვს შედარებით მარტივი მორფოლოგია — არსებობს ბრუნვის შეზღუდული რაოდენობა, სამაგიეროდ ზმნაა ძალიან რთული და კომპლექსური — ახასიათებს ძირითადად პრეფიგირება.
აფხაზური ენის დიალექტები
რედაქტირებაენათმეცნიერთა აზრით აფხაზური ენა წარმოადგენს აფხაზურ-აბაზური ქვეჯგუფის ენას, რომელსაც დღევანდელი ცნობით აქვს ხუთი დიალექტი. ესენია: ბზიფური, აბჟუური, წებელდური, სეძური და ახჩიფსური. აქედან ორი (ბზიფური და აბჟუური) დიალექტი განთავსებულია დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე, ხოლო დანარჩენი სამი კი გვხვდება, მხოლოდ თურქეთში გადასახლებულ მუჰაჯირებს შორის.
ლექსიკა
რედაქტირებაანბანი
რედაქტირებაპირველი აფხაზური ანბანი 1862 წელს სლავურ-კირილური დამწერლობის საფუძველზე შეიმუშავა ბარონმა პეტერ ფონ უსლარმა, რომელიც 37 ასოსაგან შედგებოდა, მაგრამ 1905 წლიდან გრაფიკული ნიშნების რაოდენობა 55 ასომდე გაზარდეს. ცოტა უფრო მოგვიანებით ნიკო მარი შეეცადა კიდევ უფრო სრულ-ეყო ეს დამწერლობა, მაგრამ მან ლათინურ ანბანზე დაყრდნობით შექმნა კიდევ ერთი, ახალი ნაირ-სახეობა, რომელიც ამჯერად 75 ასო-ნიშანს მოიცავდა. ლათინურ ანბანს აფხაზები 1926-დან 1928-წლამდე გამოიყენებდნენ.
1937 წელს ქართული ანბანის საფუძველზე შემოიღეს აფხაზური დამწერლობა, მაგრამ ქართველებისაგან დისტანცირების სურვილის გამო აფხაზები 1954 წელს ისევ კირილიცას დაუბრუნდნენ.
ქართული ანბანის შემოღების ეს ფაქტი ხშირად გამხდარა აფხაზთა მიერ ქართველთა მიმართ საყვედურის მიზეზი, კერძოდ ბევრი აფხაზი ამ ისტორიულ ფაქტში გაქართველების მცდელობას ხედავს. თუმცა რამდენად უწყობს მათ ხელს საკუთარი ეროვნული სახის შენარჩუნებაში კირილური ანბანის (ე.წ. გრაჟდანკას) გამოყენება, უცნობია.[4]
საბოლოო ჯამში ენათმეცნიერები, რომლებიც სხვადასხვა დროს აფხაზური ანბანის შექმნაზე ზრუნავდნენ, იყვნენ პეტერ ფონ უსლარი, დიმიტრი გულია, კონსტანტინე მაჭავარიანი, ალექსეი ჭოჭუა და ნიკო მარი.
А а | Б б | В в | Г г | Гь гь | Гә гә | Ӷ ӷ | Ӷь ӷь |
Ӷә ӷә | Д д | Дә дә | Е е | Ж ж | Жь жь | Жә жә | З з |
Ӡ ӡ | Ӡә ӡә | И и | К к | Кь кь | Кә кә | Қ қ | Қь қь |
Қә қә | Ҟ ҟ | Ҟь ҟь | Ҟә ҟә | Л л | М м | Н н | О о |
П п | Ԥ ԥ | Р р | С с | Т т | Тә тә | Ҭ ҭ | Ҭә ҭә |
У у | Ф ф | Х х | Хь хь | Хә хә | Ҳ ҳ | Ҳә ҳә | Ц ц |
Цә цә | Ҵ ҵ | Ҵә ҵә | Ч ч | Ҷ ҷ | Ҽ ҽ | Ҿ ҿ | Ш ш |
Шь шь | Шә шә | Ы ы | Ҩ ҩ | Џ џ | Џь џь | ь | ә |
გრამატიკა
რედაქტირებააფხაზურ ენაზე ყველა საზოგადო არსებითი და ზედსართავი სახელის, აგრეთვე, მასდარისა და მიმღეობის და სახელების ფორმა იწყება а-თავსართით.
а-баӷәаза, а-гәыла, а-ду, а-дәы, а-жә, а-кәац, а-қәаб და სხვები.
გამონაკლისი: a-თავსართის გარეშე იწყება ყველა სხვა მეტყველების ნაწილები.
иахьа, уаҵәы, иацы, ирласны, нанду, нхыҵ და სხვები.
- პირის ნაცვალსახელებია:
მხ. რიცხვი | მრ. რიცხვი | |
I პირი | сара (სარა) — მე | ҳара (ჰარა) — ჩვენ |
II პირი | уара (უარა) — შენ (კაცი)
бара (ბარა) — შენ (ქალი) |
шәара (შჿარა) — თქვენ |
III პირი | иара (იარა) — ის (კაცი)
лара (ლარა) — ის (ქალი) иара (იარა) — ის (სხვა) |
дара (დარა) — ისინი |
- არსებითი სახელი
აფხაზურში არსებით სახელებს არ აქვს სქესი, არამედ იყოფა ადამიანისა და ნივთთა კლასად. ადამიანთა კლასი თავის მხრივ იყოფა ქალისა და კაცის ქვეკლასებად.
ადამიანის კლასი | ნივთთა კლასი |
|
|
дарбан? (დარბან?) — ვინ? | иарбан? (იარბან?) — რა? |
„... + цәа“ (... + ცუა) — ები аӡҕабцәа (აძღაბცუა) — გოგოები, аҷкәынцәа (აჭკუინცუა) — ბიჭები და სხვ. „... + аа“ (... + აა) — კრებითი ауаа (აუაა) — ადამიანები, аруаа (არუაა) — ჯარისკაცები და სხვ. |
„... + кәа“ (... + ქუა) — ები алақәа (ალაქუა) — ძაღლები, адәқьанқәа (ადუქიანქუა) — მაღაზიები და სხვ. „... + რა“ (... + ра) — კრებითი алра (ალრა) — თხემლნარი, аџьра (აჯრა) — მუხნარი და სხვ. |
- ზმნა
აფხაზურ ენაში გვხვდება ერთპირიანი, ორპირიანი, სამპირიანი და ხანდახან ოთხპირიანი ზმნები. ერთპირიანი ზმნის ფორმა შედარებით მარტივია. აფხაზურ ზმნას აქვს ორი — მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი. ზმნა გამოხატავს კლასს, აგრეთვე პირს: პირველს, მეორე და მესამეს.
აფზახური ზმნა შეიძლება იყოს მარტივი (მაგ.: атәара (а-тәа-ра), агылара (а-гыла-ра), абара (а-ба-ра), агара (а-га-ра)) და შედგენილი (მაგ.: абзиабара (а-бзиа-ба-ра), аԥатуқәцара (а-ԥату-қәҵа-ра), аԥсшәаҳәара (а-ԥсшәа-ҳәа-ра)).
მარტივი ზმნა შედგება: а — სალექსიკონო (ზოგადი) ფორმის პრეფიქსი, ფუძისაგან და ра — სუფიქსისაგან. უღლების დროს, პრეფიქსი — а და სუფიქსი — ра იკარგება.
აფხაზური ზმნის კლასოვან-პიროვან პრეფიქსებში გამოიყოფა პრეფიქსების ორი რიგი: დ-ს რიგის და ლ-ს რიგის. დ-ს რიგის ნიშანი (с, у, б, д, и) ზმნის დასაწყისში დგას, ხოლო ლ-ს რიგის პირის ნიშანი (с, у, б, и, л, и(а)) დ-ს რიგის მერე, ან დ-სა და ლ-ს შორის შეიძლება სხვა გრამატიკული ელემენტები იყოს განლაგებული:
ერთპირიან (გარდაუვალ) ზმნას რომელიც დ-რიგის ზმანს განეკუთვნება იწარმოება შემდეგნაირად:
მხ. რიცხვი | მრ. რიცხვი | |
I პირი | Сара сцоит — მე მივდივარ | Ҳара ҳцоит — ჩვენ მივდივართ |
II პირი | Уара уцоит — შენ (კაცი) მიდიხარ
Бара бцоит — შენ (ქალი) მიდიხარ |
Шәара шәцоит — თქვენ მიდიხართ |
III პირი | Иара дцоит — ის (კაცი) მიდის
Лара дцоит — ის (ქალი) მიდის Иара (и)цоит — ის (სხვა) მიდის |
Дара ицоит — ისინი მიდიან |
ორპირიანი ზმნები ლ-რიგის ზმნებს განეკუთვნებიან და ისინი იწარმოებიან შემდეგნაირად:
თუ ობიექტი ადამიანის კლასს განეკუთვნება | თუ ობიექტი ნივთთა კლასს განეკუთვნება |
|
|
იმ ზმნებში რომელთა ნაცვალსახელის პირის ნიშნები с, шә, ҳ დგანან б, г, д, ж, жә, ӡ, ҩ თანხმოვნების წინ, მჟღერდებიან და გადადიან з, жә, аа-ში.
აფხაზურ ენაში ზმნები იყოფა სტატიკურ და დინამიკურ ზმნებად. მდგომარეობის და კუთვნილების აღმნიშვნელი ზმნები სტატიკურია, ხოლო მოქმედებისა და მოძრაობის — დინამიკური.
სტატიკური ზმნის ფუძედ ხშირად გამოიყენება არსებითი ან ზედსართავი სახელი:
- ахәыҷы ბავშვი, дхәыҷуп ის ბავშვია
- аԥшӡа ლამაზი, дыԥшӡоуп ის ლამაზია
- абзиа კარგი, дыбзиоуп ის კარგია
დინამიკურ და სტატიკურ ზმნებში აწმყო სხვადასხვანაირად იწარმოება.
აწმყო (სტატიკური ზმნა)
სტატიკური ზმნებით აწმყოს ფორმა იწარმოება -уп / -оуп სუფიქსების მეშვეობით.
თუ ფუძე მთავრდება ხმოვანზე ან а-ზე, იქნება оуп (а+уп), თუ თანხმოვანზე ან ხმოვან ы-ზე, მაშინ — уп (о არ იქნება).
აწმყო (დინამიკური ზმნა)
დინამიკური ზმნებით აწმყოს ფორმა იწარმოება -оит / -уеит სუფიქსების მეშვეობით.
თუ ფუძე მთავრდება ხმოვანზე, იქნება оит დაბოლოება, თუ თანხმოვანზე, аа-ზე ან ҳа-ზე, მაშინ — уеит.
ნაწმყო (სრული)
ნაწმყო სრული დრო იწარმოება -ит / -еит სუფიქსების მეშვეობით.
თუ ფუძე მთავრდება а ხმოვანზე, იქნება еит დაბოლოება, ყველა დანარჩენ შემთხვევაში იქნება — ит.
ნაწმყო (უსრული)
ნაწმყო სრული დრო იწარმოება -он / -уан სუფიქსების მეშვეობით.
თუ ფუძე მთავრდება ხმოვანზე, იქნება он დაბოლოება, თუ თანხმოვანზე, аа-ზე ან ҳа-ზე, მაშინ — уан.
ნაწმყო (განუსაზღვრელი)
ნაწმყო განუსაზღვრელი დრო იწარმოება -н სუფიქსის მეშვეობით.
მყოფადი
მყოფადი დრო იწარმოება -п//шт სუფიქსების მეშვეობით.
მყოფადი (კატეგორიული)
მყოფადის კატეგორიული ფორმა იწარმოება -рауп / -роуп სუფიქსების მეშვეობით.
თუ ფუძე მთავრდება а ხმოვანზე, იქნება роуп დაბოლოება, ყველა დანარჩენ შემთხვევაში იქნება — рауп???.
აწმყო (სტატიკური) |
აწმყო (დინამიკური) |
ნამყო (სრული) |
ნამყო (უსრული) |
ნამყო (განუსაზღვრელი) |
მყოფადი | მყოფადი (კატეგორიული) | |
I პირი (Сара) | ис-ҭах-уп с-гыл-оуп |
ис-ф-оит сы-ццак-уеит |
сы-хәмар-ит ис-ф-еит |
ис-ф-он сы-ццак-уан |
с-ца-н | ис-фа-п ис-фа-шт |
сы-хәмар-роуп ис-фа-роуп |
II პირი (Уара) | иу-ҭах-уп у-гыл-оуп |
иу-ф-оит у-ццак-уеит |
у-хәмар-ит иу-ф-еит |
иу-ф-он у-ццак-уан |
у-ца-н | иу-фа-п иу-фа-шт |
у-хәмар-роуп иу-фа-роуп |
II პირი (Бара) | иб-ҭах-уп б-гыл-оуп |
иб-ф-оит бы-ццак-уеит |
бы-хәмар-ит иб-ф-еит |
иб-ф-он бы-ццак-уан |
б-ца-н | иб-фа-п иб-фа-шт |
бы-хәмар-роуп иб-фа-роуп |
III პირი (Иара) | и(и)-ҭах-уп д-гыл-оуп |
и(и)-ф-оит ды-ццак-уеит |
ды-хәмар-ит и(и)-ф-еит |
и(и)-ф-он ды-ццак-уан |
д-ца-н | и(и)-фа-п и(и)-фа-шт |
ды-хәмар-роуп и(и)-фа-роуп |
III პირი (Лара) | ил-ҭах-уп д-гыл-оуп |
ил-ф-оит ды-ццак-уеит |
ды-хәмар-ит ил-ф-еит |
ил-ф-он ды-ццак-уан |
д-ца-н | ил-фа-п ил-фа-шт |
ды-хәмар-роуп ил-фа-роуп |
III პირი (Иара) | иа-ҭах-уп и-гыл-оуп |
иа-ф-оит и-ццак-уеит |
иа-хәмар-ит иа-ф-еит |
иа-ф-он и-ццак-уан |
и-ца-н | иа-фа-п иа-фа-шт |
и-хәмар-роуп иа-фа-роуп |
I პირი (Ҳара) | иаҳ-ҭах-уп ҳ-гыл-оуп |
иаҳ-ф-оит ҳа-ццак-уеит |
ҳа-хәмар-ит иаҳ-ф-еит |
иаҳ-ф-он ҳа-ццак-уан |
ҳ-ца-н | иаҳ-фа-п иаҳ-фа-шт |
ҳа-хәмар-роуп иаҳ-фа-роуп |
II პირი (Шәара) | ишә-ҭах-уп шә-гыл-оуп |
ишә-ф-оит шә-ццак-уеит |
шә-хәмар-ит ишә-ф-еит |
ишә-ф-он шә-ццак-уан |
шә-ца-н | ишә-фа-п ишә-фа-шт |
шә-хәмар-роуп ишә-фа-роуп |
III პირი (Дара) | ир-ҭах-уп и-гыл-оуп |
ир-ф-оит и-ццак-уеит |
и-хәмар-ит ир-ф-еит |
ир-ф-он и-ццак-уан |
и-ца-н | ир-фа-п ир-фа-шт |
и-хәмар-роуп ир-фа-роуп |
- არსებითი სახელი
არსებითი სახელის ფორმა — გარდაქცევითობა
აფხაზურ ენაში არსებით სახელს ე. წ. გარდაქცევითობის ფორმა გააჩნია. აღნიშნული ფორმა იწარმოება შემდეგი ფორმულის მიხედვით: ₳ -....+ с
- Аԥҳы́с — ქალი, ₳-ԥҳы́с+с (ԥҳы́сс) — ქალად;
- Аҩы́за —მეგობარი, ₳-ҩы́за+с (Ҩы́зас) — მეგობრად;
- Аԥа — შვილი (ვაჟი), ₳-ԥа+с (Ԥас) — შვილად.
არსებითი სახელის ფორმა — ინსრტუმენტალისი
აფხაზურ არსებით სახელს აგრეთვე აქვს ე/ წ/ ინსტრუმენტალისი. აღნიშნული ფორმა იწარმოება შემდეგი ფორმულის მიხედვით: ₳ -....+ ла
- Аурды́н — ურემი, ₳-урды́н+ла (Уарды́нла) — ურმით;
- Амашьы́на — მანქანა, ₳-машьы́на+ла (Машьы́нала) — მანქანით;
- Адәы́ҕба — მატარებელი, ₳-дәы́ӷба+ла (Дәы́ҕбала) — მატარებლით.
- რიცხვითი სახელი
აფხაზური ენაში თვლის სისტემა ოცობითია.
0 Аноль | 20 Ҩажәа | 40 Ҩынҩажәа | 60 Хынҩажәа | 80 Ԥшьынҩажәа |
1 Акы | 21 Ҩажәи акы | 41 Ҩынҩажәи акы | 61 Хынҩажәи акы | 81 Ԥшьынҩажәи акы |
2 Ҩба | 22 Ҩажәи ҩба | 42 Ҩынҩажәи ҩба | 62 Хынҩажәи ҩба | 82 Ԥшьынҩажәи ҩба |
3 Хԥа | 23 Ҩажәи хԥа | 43 Ҩынҩажәи хԥа | 63 Хынҩажәи хԥа | 83 Ԥшьынҩажәи хԥа |
4 Ԥшьба | 24 Ҩажәи ԥшьба | 44 Ҩынҩажәи ԥшьба | 64 Хынҩажәи ԥшьба | 84 Ԥшьынҩажәи ԥшьба |
5 Хәба | 25 Ҩажәи хәба | 45 Ҩынҩажәи хәба | 65 Хынҩажәи хәба | 85 Ԥшьынҩажәи хәба |
6 Фба | 26 Ҩажәи фба | 46 Ҩынҩажәи фба | 66 Хынҩажәи фба | 86 Ԥшьынҩажәи фба |
7 Бжьба | 27 Ҩажәи бжьба | 47 Ҩынҩажәи бжьба | 67 Хынҩажәи бжьба | 87 Ԥшьынҩажәи бжьба |
8 Ааба | 28 Ҩажәи ааба | 48 Ҩынҩажәи ааба | 68 Хынҩажәи ааба | 88 Ԥшьынҩажәи ааба |
9 Жәба | 29 Ҩажәи жәба | 49 Ҩынҩажәи жәба | 69 Хынҩажәи жәба | 89 Ԥшьынҩажәи жәба |
10 Жәаба | 30 Ҩажәи жәаба | 50 Ҩынҩажәи жәаба | 70 Хынҩажәи жәаба | 90 Ԥшьынҩажәи жәаба |
11 Жәеиза | 31 Ҩажәи жәеиза | 51 Ҩынҩажәи жәеиза | 71 Хынҩажәи жәеиза | 91 Ԥшьынҩажәи жәеиза |
12 Жәаҩа | 32 Ҩажәи жәаҩа | 52 Ҩынҩажәи жәаҩа | 72 Хынҩажәи жәаҩа | 92 Ԥшьынҩажәи жәаҩа |
13 Жәаха | 33 Ҩажәи жәаха | 53 Ҩынҩажәи жәаха | 73 Хынҩажәи жәаха | 93 Ԥшьынҩажәи жәаха |
14 Жәиԥшь | 34 Ҩажәи жәиԥшь | 54 Ҩынҩажәи жәиԥшь | 74 Хынҩажәи жәиԥшь | 94 Ԥшьынҩажәи жәиԥшь |
15 Жәохә | 35 Ҩажәи жәохә | 55 Ҩынҩажәи жәохә | 75 Хынҩажәи жәохә | 95 Ԥшьынҩажәи жәохә |
16 Жәаф | 36 Ҩажәи жәаф | 56 Ҩынҩажәи жәаф | 76 Хынҩажәи жәаф | 96 Ԥшьынҩажәи жәаф |
17 Жәибжь | 37 Ҩажәи жәибжь | 57 Ҩынҩажәи жәибжь | 77 Хынҩажәи жәибжь | 97 Ԥшьынҩажәи жәибжь |
18 Жәаа | 38 Ҩажәи жәаа | 58 Ҩынҩажәи жәаа | 78 Хынҩажәи жәаа | 98 Ԥшьынҩажәи жәаа |
19 Зеижә | 39 Ҩажәи зеижә | 59 Ҩынҩажәи зеижә | 79 Хынҩажәи зеижә | 99 Ԥшьынҩажәи зеижә |
რიცხვითი სახელები | რიცხვითი სახელის წარმოების მოდელი | მაგალითები |
რაოდენობითი: ნივთთა კლასი | ₳+ფუძე+ба (ორიდან ათის ჩათვლით) | акы ала, ҩба ала, хԥа ала… (ერთი ძაღლი, ორი ძაღლი, სამი ძაღლი...) |
რაოდენობითი: ადამიანის კლასი | ₳+ფუძე+ҩы | аӡәы, ҩыџьа, хҩык … (ერთი ადამიანი, ორი ადამიანი, სამი ადამიანი...) |
რიცხვითი სახელი: რიგობითი | А+რაოდენობითი რიცხვითი სახელი+тәи | актәи, аҩбатәи, ахԥатәи… (პირველი, მეორე, მესამე...) |
რიცხვითი სახელი: ჯერობითი | რაოდენობითი რიცხვითი სახელი+нтә | хынтә, ԥшьытнә, ҩажәантә… (სამჯერ, ოთხჯერ, ოცჯერ...) |
რიცხვითი სახელი: მიახლოებითი | რაოდენობითი რიცხვითი სახელი+ҟа | хԥаҟа, ԥшьбаҟа, ҩажәаҟа… (სამიოდე, ოთხიოდე, ოციოდე...) |
რიცხვითი სახელი: კრებითი (ნ. კლ.) | А+რაოდენობითი რიცხვითი სახელი+гьы | ахԥагьы, аԥшьбагьы (სამივე, ოთხივე) |
რიცხვითი სახელი: კრებითი (ად. კლ.) | ры+რაოდენობითი რიცხვითი სახელი+гьы | рыхҩыкгьы, рыԥшьҩыкгьы (სამივე, ოთხივე) |
- ზედასრთავი სახელი
აფხაზურ ენაში ზედსართავი სახელი შეიძლება იყოს ვიტარებითი და მიმართებითი.
ვითარებითი ზედსართავი სახელი მომდინარეობს სხვა მეტყველების ნაწილებისაგან აფიქსების დართვის გარეშე: ахьшәашәа, аҵар, аиҵбы, ашуәакәа, аҟаԥшь... ვითარებითი ზედსართავი სახელი შესატყვისებებში მსაზღვრელია და მოსდევს საზღვრულს (არსებით სახელს ან მეტყველების სხვა ნაწილს): аӡӷаб ԥшӡа, аҵәа хаа, ахаҵа ӷәӷәа, ахшыҩ ҵар...
ზედსართავი სახელის კითხვებია: дзеиԥшроузеи? როგორი? (სულიერი ადამიანი); изеиԥшроузеи? როგორი? (უსულო საგნები და ცხოველები).
მრავლობითის წარმოების დროს ვითარებით ზედართავ სახელს შეიძლება დაერთოს მხოლოდ სუფიქსი -қәа (аҩны ҳарак-қәа, аимаа бзиа-қәа, аҵкы ԥшӡа-қәа), მაგრამ аҳӷаб-цәа бзиа-қәа, аха-цәа ӷәӷәа-қәа.
შედარებითი და აღმატებითი ხარისხები:
მიმართებითი ზედსართავი სახელი იწარმოება სხვა მეტყველების ნაწილის ფუძეზე тә(ы)/тәи სუფიქსების დართვით: арӷьаратәи, армаратәи, ԥхьаҟатәи, ашьҭахьтәи, ҵаҟатәи, хыхьтәи.
- თანდებულები
აფხაზურ ენაშ თანდებულები შედარებით ცოტაა. ისევე, როგორც ქართულში ისინი ადგილს, დროს, მიმართულებას აღნიშნავენ. აფხაზური თანდებულებია: -ахь (), -аҿы (), -ҟа (), -нӡа (), -ҟны (), -зы (), -шҟа (), -нтә(и) ().
- 1. თანდებულები -ахь, -ҟа, -аҿы, -зы, -ла, -нтә, -нтәи, -нӡа არსებით სახელთან შერწყმით იწერება.
არის შემთხვევები, როდესაც მიმართულების თადებულები წინადადებაში არ გამოიყენება, მაგრამ მიმართულების მიმართულება იგუისხმება: Лана лаб Аҟәа дцеит.
- 2. თუ სიტყვა მთავრდება თანხმოვანზე ან у, и, ӡ, е-ზე, თანდებულები -ашҟа, -аҿы, -аҿынӡа, -ахь, -аҟынӡа, -ҟынтә, -аҟны ცალკე იწერება:ақалақь ашҟа, ақалақь аҟынтәи, амахә аҿы, ашьха ашьапы аҟынӡа...
- 3. თანდებულები а ы-ს შემდეგ სიტყვასთან შერწმით იწერება:
- 4. თუ არსებითი სახეი მრავლობით რიცხვშია, არ აქვს მნიშვნელობა ხმოვანზე მთავრდება თუ თანხმოვანზე
- 5. ადამიანის კლასის არსებით სახელებთან თანდებულები ყოველთვის ცალკე იწერება.
- ზმნის ბრძანებითი ფორმა
- ზმნის კითხვითი ფორმა
- ზმნის უარყოფითი ფორმა
ევლია ჩელები
რედაქტირებააფხაზური ენის შესახებ არსებული პირველი ცნობები, რომლებიც დღემდე შემოინახა ХVII საუკუნის ცნობილ თურქ მოგზაურს ევლია ჩელების (Evliya Çelebi) ეკუთვნის. ევლია ჩელები თავის მოგზაურობას 1640 წელს შესდგომია და დაუსრულებია 1670 წელს. მას მოუვლია ყირიმი, რუმელია, ავსტრია, ალბანეთი, კრეტა, დალმაცია, თესალონიკი, აზერბაიჯანი, საქართველო და თავისი შთაბეჭდილებები ერთ წიგნად შეუკრავს, ხოლო წიგნისთვის კი „სეაჰათნამე“ (სამოგზაურო წიგნი) უწოდებია. მოგზაურს გარდა ზოგადი ცნობებისა არაბული ასოებით ჩაუწერია ზოგი აფხაზური სიტყვა. აფხაზური ენა ახალგაზრდა სამწერლობო ენაა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ მ. ქურდიანი, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები“, თსუ, 2007
- ↑ ნანა მაჭავარიანი, რიტა მარღანია „აფხაზური ენის პრაქტიკული სახელმძღვანელო (გრამატიკული მიმოხილვით, ტექსტებითა და ლექსიკონით)“[მკვდარი ბმული]. თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია. თბილისი, 2018.
- ↑ "UNESCO"-მ აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენების სიაში ოფიციალურად შეიტანა // 7 დღე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2011-10-27.
- ↑ იხ. თეიმურაზ გვანცელაძე, „აფხაზური სამწიგნობრო ენის ქართულ გრაფიკაზე გადაყვანის ისტორიიდან“
ლიტერატურა
რედაქტირებაქართული
რედაქტირება- ალექსი კვარაცხელია: აფხაზური ენის გრამატიკა ფონეტიკა და მორფოლოგია, სოხუმი: ალაშარა, 1990
- ალექსი კვარჭულია, აფხაზური ენის გრამატიკა [ფონეტიკა და მორფოლოგია], სოხუმი: ალაშარა, 1990
- ნანა მაჭავარიანი, მცენარეთა ლექსიკა აფხაზურში, თბ. 2006, ISBN – 99940-864-1-3
- ნანა მაჭავარიანი, სინტაქსურ მიმართებაში შემავალი ზმნური კატეგორიები აფხაზურსა და ქართულში, თბ., 2006, ISBN – 99940-864-3-x
- თეიმურაზ გვანცელაძე, აფხაზური და ქართული ენების შემსწავლელთათვის, ტომი I. ქართული ენის გრამატიკული მიმოხილვა. ქართულ-აფხაზური ლექსიკონი (აფხაზურ ენაზე), თბ., 2003, ISBN – 99940-718-8-2 99940-22-90-3
- თეიმურაზ გვანცელაძე, აფხაზური და ქართული ენების შემსწავლელთათვის, ტომი II. ქართული ენის გრამატიკული მიმოხილვა. ქართულ-აფხაზური ლექსიკონი (აფხაზურ ენაზე), თბ., 2003, ISBN – 99940-718-8-2 99940-22-84-9
- თეიმურაზ გვანცელაძე, მცირე აფხაზურ-ქართული ლექსიკონი, თბ., 2000, ISBN – 99928-77-93-6
- ლომთათიძე ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 34.
რუსული
რედაქტირება- «Джигетский сборник», Вопросы этно-культурной истории Западной Абхазии или ДжигетииМосква, 2012
- Ломтатидзе К.В. Абхазский язык // Языки народов СССР. Т. 4. Иберийскокавказские языки. «Наука». Москва, 1967.
- Марр, Н.: 1938. О Языке и истории абхазов. Москва: Академия Наук СССР.
- Марр Н. Я.: Абхазский аналитический алфавит. Л., 1926 («Труды яфетского семинария», I).
- Ломтатидзе, К. В. 1968. Грамматика абхазкого языке: фонетика и морфология. Сухуми.)
- Чирикба В. А.: Расселение абхазов в Турции. Приложение к книге: Ш. Д. Инал-ипа. Садзы. Историко-этнографические очерки. Москва: Российская Академия Наук, 1995, с. 260—278.
- Чирикба В. А.: Абхазский язык. // Языки Российской Федерации и Соседних Государств. Энциклопедия. В трех томах. Т. 1. A-И. Москва: Наука, 1998, с. 8-18.
- Ломтатидзе К.В. Абхазский язык // Языки народов СССР. Т. 4. Иберийско-кавказские языки. «Наука». Москва, 1967.
ინგლისური
რედაქტირება- Andrews, Peter A.: Ethnic groups in the Republic of Turkey., Beiheft Nr. B 60, Tübinger Atlas des Vorderen Orients, Wiesbaden: Reichert Publications, 1989
- Čirikba, Vjačeslav A.: 2003. Abkhaz (Languages of the world). München: LINCOM Europa.
- Chirikba V.A.: Common West Caucasian. The Reconstruction of its Phonological System and Parts of its Lexicon and Morphology. — Leiden: Research School CNWS. 1996.
- Chirikba V.A.: Abkhaz. Languages of the World/ Materials 119. Leiden: Lincom Europa, 2003.
- Chirikba V.A.: Distribution of Abkhaz Dialects in Turkey. In: A. Sumru Özsoy (ed.). Proceedings of the Conference on Northwest Caucasian Linguistics, 10-12 October 1994. Studia Caucasologica III. Novus forlag — Oslo, Institutet for sammenlignende kulturforskning, 1997, p. 63-88.
- Hewitt, B. G. 1979. Abkhaz (Lingua Descriptive Studies). Amsterdam: North-Holland.)
- Hewitt B.G. Abkhaz // Greppin J. (ed.) The Indigenous Languages of the Caucasus Vol. 2. New York: Caravan Books, 1989. [pp. 39–88].
გერმანული
რედაქტირება- Klimov, Georgij A. 1994. Einführung in die kaukasische Sprachwissenschaft. Üb. von Jost Gippert. Hamburg: Buske.
ლექსიკონები
რედაქტირება- თეიმურაზ გვანცელაძე, მცირე აფხაზურ-ქართული ლექსიკონი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2000, ISBN 9992877936, ISBN 9789992877937
- Марр Н. Я. Абхазско-русский словарь. Л., 1926.
- Русско-абхазский словарь. Сухуми, 1964.
- Шакрыл К. С., Конджария В. Х., Чкадуа Л. П. Словарь абхазского языка в 2 томах. Сухуми, 1987.
- Chirikba V. A. A Dictionary of Common Abkhaz. Leiden, 1996.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თეიმურაზ გვანცელაძე: „აფხაზური ენის გრამატიკა ქართველთათვის“ (ქართულ ენაზე) და „ქართული ენის გრამატიკა აფხაზთათვის“ (აფხაზურ ენაზე) ლექსიკონითურთ დაარქივებული 2004-01-08 საიტზე Wayback Machine.
- თეიმურაზ გვანცელაძე: „აფხაზური სამწიგნობრო ენის ქართულ გრაფიკაზე გადაყვანის ისტორიიდან“
- ომნიგლოტი: „აფხაზური ანბანი“
- ევროპული აღმოსავლეთის ენციკლოპედია: „აფხაზური ენა“ დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine.
- ეთნოლოგი: მსოფლიოს ენები, აფხაზები
- აბაზურ-აფხაზური საიტი (თურქეთი) დაარქივებული 2013-12-30 საიტზე Wayback Machine.