აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს არჩევნები (1991)
აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი (უმაღლესი) საბჭოს 1991 წლის არჩევნები — აფხაზეთის ასსრ-ის XII მოწვევის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რომელიც გაიმართა 1991 წლის 29 სექტემბერს. არჩევნების მეორე ტური 14 ოქტომბერს, ხოლო მესამე — 1 დეკემბერს გაიმართა[1]. კენჭისყრის შედეგად ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობა დააკომპლექტა. აფხაზეთის ასსრ-ის მეთორმეტე მოწვევის პირველი სესია გაიმართა 1991 წლის 29 დეკემბერს.
არჩევნების წინარე ისტორია
რედაქტირებარუსეთის იმპერიის არსებობის უკანასკნელ ათწლეულებში შეზღუდული საარჩევნო უფლებების პირობებში აირჩეოდა საქალაქო თვითმმართველობები, მათ შორის საუკუნეთა მიჯნაზე რამდენჯერმე აირჩიეს სოხუმის ქალაქის თვითმმართველობის საბჭოს ხმოსნები. 1917 წლის თებერვლის რევოლუციისა და რუსეთის საიმპერიო რეჟიმის დამხობის შემდეგ, 1917 წლის ზაფხულში, თითქმის მთელს იმპერიაში გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნები. მათ შორის ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის მმართველობის იურისდიქციაში მოქცეულ სოხუმის ოლქის მაზრებსა და ქალაქებში. 1917 წლის ნოემბერში ასევე დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე გაიმართა რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნები სოხუმის ოკრუგში.
1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს უნივერალურ არჩევნებში მონაწილეობის ახალი გამოცდილება დაუგროვდათ. ამ პერიოდში საყოველთაო, თავისუფალ და დემოკრატიული კენჭისყრის საფუძველზე აირჩიეს ადგილობრივი თვითმმართველობები, საქართველოს დამფუძნებელი კრება და ადგილობრივი ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო. 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ დამტკიცებული კონსტიტუციის თანახმად სოხუმის ოლქს (აფხაზეთს) ფართო ავტონომია მიენიჭა. 1921 წლის შემოდგომისათვის გათვალისწინებული იყო ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ავტონომიური ოლქის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ საბჭოთა რევკომმა არსებული მმართველობითი ორგანოები გააუქმა.
1921 წლის ოკუპაციის შემდეგ, 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციის პირობებში აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა (1921-1931) და მისი მემკვიდრის აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (1931-1991) წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნები, ისევე როგორც საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის სხვა კენჭისყრები, არადემოკრატიულ პირობებში იმართებოდა. არჩევნებში, როგორც წესი, მხოლოდ კომუნისტური პარტიისა და მასთან ასოცირებული უპარტიოთა ბლოკის კანდიდატები მონაწილეობდნენ.
რადგანაც წინა მოწვევის დეპუტატებს მანდატი 1991 წლის თებერვალში ჰქონდათ ამოწურული, ამიტომ აფხაზეთის ასსრ-ს უზენაეს საბჭოს უფლებამოსილება 1 ოქტომბრამდე გაუგრძელდა.
9 ივლისს, აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დადგენილებით აფხაზეთის უზენაესი საბჭოსა და აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების დეპუტატთა არჩევნები დაინიშნა კვირას, 1991 წლის 22 სექტემბერს[2].
20 ივლისს, აფაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით შეიქმნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ვიაჩესლავ ცუგბა, მერაბ გამზარდია, იულია კოპილოვა; კომისიის წევრები: მელორ ალფენიძე, ვლადიმერ ანცუპოვი, ვახტანგ გასვიანი, ივანე გრინენკო, ლევონ დემირჭიანი, გრიგორი ერემიანი, პავლე ქვაჩახია, იური კვიწინია, როინი ლაგვილავა, მატევოს ტაშიანი, დიმიტრი ტიმოფეევი, ტარასი ხალბადი, ვახტანგი შონია და რაუფი ებჟნოუ[3].
5 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, 20 ივლისის აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებას მოქმედება შეუჩერდა, რადგანაც ის ეწინააღმდეგებოდა საქართელოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და მოქმედ კანონმდებლობას[4].
აფხაზეთის ასსრ-ის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აფხაზეთის ასსრ-ის ტერიტორიაზე შექმნა 65 საარჩევნო ოლქი[5].
დემოკრატიული გარდაქმნები საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში
რედაქტირებასაქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში 1990 წელის 28 ოქტომბერს გამართული უზენაესი საბჭოს მრავალპარტიული, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შედეგები საფუძვლად დაედო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში არსებულ ავტონომიურ ერთეულებში მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებებს. საქართველოს უზენაესი საბჭოს დემოკრატიული არჩევნების მზადების პარალელურად 1990 წლის 20 სექტემბერს რესპუბლიკის პოლიტიკურ ერთეულში — სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში პოლიტიკური სიტუაცია გამწვავდა. 1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭომ მიიღო დეკლარაცია „სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ“. ამ პროცესს, საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებში ოპოზიციური საარჩევნო ბლოკის „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“ გამარჯვების შემდეგ, რესპუბლიკის ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს მიერ თავად სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსის გაუქმება მოჰყვა შედეგად. სახალხო საოლქო საბჭოს პოლიტიკური დეკლარაციის მიღებასა და ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებებს საბოლოოდ სამხედრო კონფლიქტი და ეროვნებით ქართველი ათასობით მოქალაქის ოლქის დიდი ნაწილიდან გამოდევნა მოჰყვა.
სამხრეთ ოსეთის გარდა, 1980-იანი წლების შუა ხანებიდან, პოლიტიკური ვითარება საკმაოდ დაძაბული იყო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ახლადარჩეული უზენაესი საბჭო და მისი მმართველი პოლიტიკური ძალა სამხრეთ ოსეთის მაგალითიდან გამომდინარე ბევრად უფრო ზომიერი პოლიტიკის გატარებას ემხრობოდა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 1991 წლის დასაწყისიდან საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ახალმა მმართველმა ძალამ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას მეთაურობით დაიწყო მუშაობა აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების მოსამზადებლად. სამართლებრივი ბაზის მოსამზადებლად ჯერ 1991 წლის 31 მარტს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აფხზაზეთის რეგიონის ამომრჩეველთა 61,27%-მა[6]. სარეფერენდუმოდ საკითხის დადებითად გადაწყვეტაში – 97,67%-მა. უარყოფითად – 1,42%-მა მისცა ხმა. ამასთანავე, 1991 წლის იანვარში აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მოქმედმა წარმომადგენლობითმა ორგანომ დაამტკიცა ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების კანონი. არჩევნების თარიღის მრავალჯერ შეცვლის შემდეგ, 1991 წლის 23 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დემოკრატიული არჩევნები გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საარჩევნო კანონი
რედაქტირება1991 წლის ივლისში გამოქვეყნდა აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს საარჩევნო კანონის პროექტი, რომელიც 55 მუხლისგან შედგებოდა და ადგენდა ძირითად პრინციპებს. კანონპროექტის პირველ მუხლში გაცხადებული იყო: „აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნები ეწყობა ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატები აირჩევიან ხუთი წლის ვადით“. კანონპროქტი მალევე დაამტკიცა მოქმედმა უზენაესმა საბჭომ.
კანონპროექტის საფუძველზე 1991 წლის 20 ივლისს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ვლადისლავ არძინბას ბრძანებით შეიქმნა ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ აფხაზეთში მცხოვრები ყველა ძირითადი ეთნიკური ჯგუფისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია თავჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნისა და 14 წევრისგან შედგებოდა. შემდგომში ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შემადგენლობა მცირედით შეიცვალა.
1991 წლის 27 აგვისტოს მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა აფხაზეთის ასსრ-ს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების შესახებ კანონში. კერძოდ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ აფხაზეთში პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისათვის გადაიდგა პოლიტიკური ნაბიჯი, რომლის ძალითაც აფხაზეთის ასსრ-ში მცხოვრებ ეთნიკურად აფხაზ მოქალაქეებს, რომლებიც ასსრ-ის მოსახლეობის მხოლოდ 18%-ს შეადგენდნენ, მიენჭათ რეგიონის პოლიტიკის წარმართვაში უმთავრესი როლი. კერძოდ, 1991 წლის 27 აგვისტოს საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად საარჩევნო კანონის მე-15 მუხლში, რომელიც საარჩევნო ოლქების ფორმირებას შეეხებოდა შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ერთმანდატიანი ოლქები, რომელთა საერთო რაოდნეობაც 65-ს შეადგენდა, ეროვნული კუთვნილების ნიშნით დაიყო. ერთმანდატიანი ოლქები ძირითად ეთნიკურ ჯგუფებს შორის ამგვარად გადანაწილდა - ეროვნებით აფხაზ მოქალაქეებისათვის გამოიყო 28 ერთმანდატიანი ოლქი, ქართველებს, რომლებიც აფხაზეთის ასსრ-ს მოსახლეობის 46%-ს შეადგენდნენ, 26 ერთმანდატიანი ოლქი ხვდათ წილად, ხოლო სხვა ეთნიკურ ჯგუფებს, რომლებიც მოსახლეობის 36%-ს შეადგენდნენ, მხოლოდ 11 მანდატი დაუნაწილდათ.
ეთნიკური ნიშნით შექმნილ ამა თუ იმ ერთანდატიან ოლქში, კანდიდატად რეგისტრაციის უფლება ჰქონდათ მხოლოდ იმ ეროვნების მოქალაქეებს, რომელთა ეთნიკური ჯგუფისთვისაც იყო გამოყოფილი კანონის საფუძველზე კონკრეტული საარჩევნო ოლქი. მანდატების ამგვარ გადანაწილებას პროტესტი მოჰყვა ეროვნებით ქართველი, რუსი და სომეხი მოქალაქეების მხრიდან. საარჩევნო კანონის თანახმად ერთმანდატიანი ოლქების ამგვარად, ეთნიკური ნიშნით განაწილება ოლქების საზღვრების კორექტირებასაც მოითხოვდა, ამასთან იზრდებოდა ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის პროპორციებიც. აფხაზი კანდიდატებისათვის შექმნილ ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა საშუალოდ 1200-დან 3400-მდე მერყეობდა, მაშინ როდესაც ქართველი და სხვა ეროვნებებისათვის გამოყოფილი ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა 3500-დან 6500-მდე მერყეობდა. ამასთან პოლიტიკური სუბიექტები გამოხატავდნენ პროტესტს იმის შესახებ, რომ ქართველებისა და სხვა არააფხაზი კანდიდატებისათვის გამოყოფილი საარჩევნო ოლქების ნაწილი ეთნიკურად შერეულ ამომრჩევლებს აერთიანებდა. ეს ფაქტი საფრთხეს უქმნიდა არჩევნების დღეს ამომრჩეველთა მაღალი ნიჰილიზმისას, რაც შესაბამისად არჩევნების საბოლოო ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. წინასწარი შეფასებებით მსგავს ეთნიკურად ჭრელ ოლქებში არჩევნების დღეს მოსალოდნელი იყო ამომრჩეველთა 50%-ზე დაბალ აქტივობა.
საარჩევნო სუბიექტები
რედაქტირებააფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების თარიღად 1991 წლის 29 სექტემბერი გამოცხადდა. არჩევნების დანიშვნის შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო კანონში 1991 წლის 27 აგვისტოს გატარებული ცვლილებების თანახმად დაიწყო ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კანდიდატების რეგისტრაცია.
კანდიდატის დასახელების უფლება ჰქონდათ პოლიტიკურ პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფებს. 1991 წლის სექტემბერში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა ავტონომიურ რესპუბლიკაში შექმნილი ყველა ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა სიები. ეროვნებით აფხაზი კანდიდატებისათვის გამოყოფილ საარჩევნო ოლქებში ძირითადად ერთი ან ორი კანდიდატი იყო რეგისტრირებული, მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში იყო რეგისტრირებული სამი და ოთხი აფხაზი კანდიდატი. აფხაზურ ოლქებში წამოყენებული კანდიდატები ძირითადად კომუნისტურ პარტიას წარმოადგენდნენ, კანდიდატებად დარეგისტრირდნენ აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მოქმედი თანამდებობის პირები, მათ შორის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ვლადისლავ არძინბა და თითქმის ყველა რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი. მრავლად იყვნენ დარეგისტრირებული დამოუკიდებელი კანდიდატებიც. ერთმანდატიან ოლქებში რამდენიმე კანდიდატით იყო წარმოდგენილი აფხაზეთის სახალხო ფორუმი „აიდგილარა“.
ეროვნებით ქართველი კანდიდატებისათვის გამოყოფილ საარჩევნო ოლქებში ხშირად 5-7 საარჩევნო სუბიექტი იყო რეგისტრირებული. ცენტრალურ დონეზე საქართველოს მმართველ საარჩევნო ბლოკს „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“ თითქმის ყველა ოლქში ჰყავდა დასახელებული კანდიდატი. თავიანთი კანდიდატები ჰყავდათ დასახელებული სხვა ქართულ პარტიებსაც. წინასაარჩევნო პერიოდში ცალკეული ქართული პოლიტიკური ჯგუფების ადგილობრივი ორგანიზაციები, აკადემიური სფეროსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ცდილობდნენ შეთანხმებულად ემოქმედათ და ერთიანი კანდიდატები წარედგინათ არჩევნებზე, ემოქმედათ კონსოლიდირებულად და თავიდან აეცილებინათ წინასაარჩევნო დაძაბულობა. თუმცა, საბოლოოდ შეთანხმებისა და ერთიანი კანდიდატების დასახელების მცდელობები წარუმატებლად დასრულდა.
წინასაარჩევნო კამპანია
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნების საარჩევნო კამპანია მეტწილად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. კანდიდატები აქტიურად ხვდებოდნენ მოქალაქეებს, ამასთანავე ქართულ, აფხაზურ და რუსულ პრესაში იბეჭდებოდა კანდიდატთა მოკლე ბიოგრაფიები, საარჩევნო პროგრამები. ადგილობრივი ტელევიზიის საშუალებით ამომრჩეველს მიეწოდებოდა ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების შესახებ. წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას კვლავ გამოიკვეთა ეთნიკური ნიშნით დაყოფილი ერთმანდატიანი ოლქების პრობლემა, რადგანაც არჩევნების მიმართ საკმაოდ მაღალი ნიჰილიზმი გამოვლინდა წინასაარჩევნო პროცესშიც. კერძოდ, ეთნიკურად შერეული მოქალაქეებით დასახლებულ ოლქებში, რომელიც ძირითადად ქართველი კანდიდატებისთვის იყო გამოყოფილი, კანდიდატებს ძალზე უჭირდათ საარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად წარმოება.
არჩევნები
რედაქტირებაუშუალოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნებმა 1991 წლის 29 სექტემბერს მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მეტწილად გამართლდა ის შიშები, რომელთაც საზოგადოება და პოლიტიკური ძალები გამოთქვამდნენ ეთნიკურად შერეული ამომრჩევლებით დასახლებულ ოლქებთან მიმართებით.
საარჩევნო უბანი | I ტურის დეპუტატობის კანდიდატები[7] |
---|---|
ქ. სოხუმის №1 საარჩევნო ოლქი | ნუგზარ ჯოჯუა, სიმონ ლორთქიფანიძე, თემურ ლორთქიფანიძე, მალხაზ პატარაია, შალვა წულეისკირი. |
ქ. სოხუმის №2 საარჩევნო ოლქი | ელგუჯა გვაზავა, ედემ ჯანიანი, ივანე ზარანდია, თემურ ქარჩავა, თემური კემულარია. |
ქ. სოხუმის №3 საარჩევნო ოლქი | ალფრედ კაკუევი, ჯულიეტა მხჩიანი, ვიაჩესლავ შკრიაბაი. |
ქ. სოხუმის №4 საარჩევნო ოლქი | ეთერი ასტემიროვა, სურენ კეიანი, ვიტალი მიროშნიჩენკო, იური პრილეპო. |
ქ. სოხუმის №5 საარჩევნო ოლქი | გურამ გაბისკირია, ელგუჯა გულედანი, გულივერ მელია, თეიმურაზ შურღაია, ვახტანგ ჭანია. |
ქ. სოხუმის №6 საარჩევნო ოლქი | ვიქტორ ვასილევი, ვასილ კადენეცი, ნიკოლოზ მისტაკოპულო, გენადი იარემკო, |
ქ. სოხუმის №7 საარჩევნო ოლქი | ჯანსუღ გუბაზი, რენატ ქარჩაა, ბათალ ტაბაღუა, არკადი ხიშბა. |
ქ. სოხუმის №8 საარჩევნო ოლქი | ჯუმა ახუბა, დაურ ბარგანჯია, გენადი ოსია. |
ქ. სოხუმის №9 საარჩევნო ოლქი | ნათელა აკაბა, თამაზ ქეცბა, რაულ ეშბა. |
ქ. სოხუმის №10 საარჩევნო ოლქი | ვიქტორ ლოგინოვი, გევორკ ტოვაკანიანი, მიხეილ ფიზიცკი. |
ლიძავის №11 საარჩევნო ოლქი | ვალერი ბგანბა, ანატოლი ხაბუა. |
ბიჭვინთის №12 საარჩევნო ოლქი | იური ვორონოვი, ვალერი კონდაკოვი. |
კოლხიდის №13 საარჩევნო ოლქი | აკაკი გასვიანი, კონსტანტინე კუჭუხიძე, რეზო ლოლუა |
ბზიფის №14 საარჩევნო ოლქი | ალეკო გვარამია. |
გაგრის პირველი №15 საარჩევნო ოლქი | ლეონიდ ლაკერბაია, ვალერი ფილია. |
გაგრის მეორე №16 საარჩევნო ოლქი | თემურ გობეჯიშვილი, სვეტლანა გონჩაროვა, ნოდარ კეშელავა, ჯემალ რაფავა. |
გაგრის მესამე №17 საარჩევნო ოლქი | სერგო აბაშიძე, როლანდ ჯეჯელავა, კარლო კაკულია, ჯონსონ ლატარია, თამაზ ნადარეიშვილი, ილია სიჭინავა. |
განთიადის №18 საარჩევნო ოლქი | მიხეილ ჯალოვიანი, გრიგოლ კასპარიანი, გარი სირანიანი. |
ხაშუფსეს №19 საარჩევნო ოლქი | გევორკ გარანიანი, არუთიუნ გომკციანი. |
ლესელიძის ან ხეივნის №20 საარჩევნო ოლქი | ვახტანგ ჯოჯუა, როლანდ ნინუა, რაისა უბილავა. |
ლაბახუას №21 საარჩევნო ოლქი | ილია გამისონია, ენვერ კაპბა. |
აფსნის №22 საარჩევნო ოლქი | ვალერი კვარჭია. |
ორჯონიკიძის №23 საარჩევნო ოლქი | თამაზ ბუავა, დავით ჩიჩოს ძე ფილია. |
გულიას №24 საარჩევნო ოლქი | ოლეგ დამენია. |
კარლ მარქსის №25 საარჩევნო ოლქი | დავით გრიგოლის ძე ფილია. |
კალინინის №26 საარჩევნო ოლქი | ანტონ არშბა, ვალერი გურჯუა, რაულ ლასურია. |
აკარმარის №27 საარჩევნო ოლქი | სოკრატ ჯინჯოლია. |
გრიბოედოვის №28 საარჩევნო ოლქი | ვიანორ გვარამია, კლიმენტი ჯინჯოლია. |
გალის პირველი საქალაქო №29 საარჩევნო ოლქი | გენადი გაჩავა, ელგუჯა ქავთარაძე, თამაზ ხუბუა, რევაზ ჩემინავა. |
გალის მეორე საქალაქო №30 საარჩევნო ოლქი | თენგიზ აბლოთია, ოთარი აკიშბაია, ვახტანგ გამსახურდია, თამაზ ჯახია, პაატა ზუხბაია, ოთარ ზუხბაია, შალვა ქობალია, ავთანდილ ხაზალია. |
აჩიგვარის №31 საარჩევნო ოლქი | ზაურ კვარაცხელია, რევაზ კემულარია, ნაპო მესხია, მურმან ჭედია. |
ოქუმის №32 საარჩევნო ოლქი | სერგო ალანია, ზურაბ ჯგუბურია, მოგელი ზუხბაია. |
პირველი გალის №33 საარჩევნო ოლქი | ოთარ აძინბაია, კიმიანე არქანია, ჯემალ გაბელია, სერგო თუნგაია, რუდიკ ცატავა, ტრისტან ჩეხერია. |
საბერიოს №34 საარჩევნო ოლქი | მამუკა გვაძაბია, რენალდ დგებუაძე, გიორგი კანდელაკი, თუნგიზ კვირტია, მზია ხასაია, გურამ ჩაკაბერია, გრიგოლ ჭკადუა. |
ჭუბურხინჯის №35 საარჩევნო ოლქი | ვახტანგ ყოლბაია, რაბო ყოლბაია, ოთარ ჭარაია, ვალერი ესათია. |
ზემო ბარღების №36 საარჩევნო ოლქი | რაფიელ გელანტია, როსტომ შამუგია, რაბო შონია, იზოლდა უბილავა, კახაბერ წურწუმია. |
ნაბაკევის №37 საარჩევნო ოლქი | დავით არდაშელია, ჯემალ გამახარია, რევაზ გეგიძე, ზაალ ელიავა, გელა რატია, ვახტანგ სექანია, ვალერი ფეტელავა, მურმან ყოლბაია, მერაბ შონია. |
ბლაბურხვის №38 საარჩევნო ოლქი | აზარეთ აიბა, საიდ თარკილი. |
ორჯონიკიძის №39 საარჩევნო ოლქი | სტანისლავ ლაკობა. |
დურიფშის №40 საარჩევნო ოლქი | ვლადისლავ არძინბა. |
ლიხნის №41 საარჩევნო ოლქი | იგორი ლაკობა, ბათალ ღაწკია. |
გუდაუთის პირველი საქალაქო №42 საარჩევნო ოლქი | ალექსანდრე ანქვაბი, ნური გეზერდავა. |
გუდაუთის მეორე საქალაქო №43 საარჩევნო ოლქი | ინდირა ვარდანია, გენადი ლომია, სერგეი ცურგუში. |
აჭანდარის №44 საარჩევნო ოლქი | ადგურ ლუშბა, იგორ მარხოლია, კონსტანტინე ოზგანი. |
პრიმორსკის №45 საარჩევნო ოლქი | სერგეი შამბა. |
ახალი ათონის №46 საარჩევნო ოლქი | აშოტ ზებელიანი, რაფიკ კესიანი. |
წებელდის №47 საარჩევნო ოლქი | ნუგზარ ბელქანია, რომან ბენიძე, კიმი ჯაჭვლიანი, ლეონარდო დევდარიანი, ნათელა კუხალაშვილი, ალექსანდრე სვანიძე, რაჟდენ ჩაკვეტაძე. |
მაჭარის №48 საარჩევნო ოლქი | ალექსანდრე ბაღიშვილი, მზისადა გადილია, ნუგზარ მგალობლიშვილი, ედუარდ შანგუა, ვარლამ ორჟონია. |
გულრიფშის №49 საარჩევნო ოლქი | თამაზ დანელია, ავთანდილ დავითაია, რაისა ქარაია, როლად თოლორდავა. |
ფშაფის №50 საარჩევნო ოლქი | დავით გვაძაბია, ამირან კუბლაშვილი, გონელი მებონია, ანზორ სამუშია, ოთარ ჩარკვიანი, შალვა ჩემია, თემურ ჩილაჩავა. |
დრანდის №51 საარჩევნო ოლქი | ფერდინანდ გოკარიანი, კერონ კალაიჯიანი, სერგეი კალაიჯიანი, როჯერ მანუკიანი, ედუარდ სურმენელიანი, ვაგრამ მაჩკალიანი. |
ბაბუშარის №52 საარჩევნო ოლქი | ომარ ბართაია, ანზორ ჯანელიძე, ვახტანგ კაჭარავა, იპოლიტე მამფორია, ოთარ მილორავა, მერაბ ფაცია, კარლო ხარებავა, გურამ ცხოვრებაშვილი. |
აძიუბჟის №53 საარჩევნო ოლქი | ალბერტ ტოპოლიანი, სურენ ჩეპმიანი. |
ტამიშს №54 საარჩევნო ოლქი | ნოდარ აგრბა, ვლადიმერ ზანთარია. |
კუტოლის №55 საარჩევნო ოლქი | სერგეი ბაგაფში. |
კოჩარის №56 საარჩევნო ოლქი | რაულ ლომთაძე, ბორის ფიფია, დალი სილაგაძე, შოთა ხეცურიანი. |
მოქვის №57 საარჩევნო ოლქი | დიმიტრი ადლეიბა, ბორის კორტავა, დაურ თარბა. |
გუფის №58 საარჩევნო ოლქი | ზურაბ აჩბა. |
ილორის №59 საარჩევნო ოლქი | რამინ ბართია, ნუგზარ ჟვანია, მურმან კვარაცხელია. |
ოჩამჩირის პირველი №60 საარჩევნო ოლქი | ემა ადლეიბა, ვლადიმერ აშხაცავა, ვახტანგ ქეცბა, რუსლან ქიშმარია, ლორიკ მარშანია. |
ოჩამჩირის მეორე №61 საარჩევნო ოლქი | ჟიგული გამახარია, თემურ გოგოხია, მერაბ დანელია, თამაზ ქაქუჩაია, თემურ კვარაცხელია, გივი სექანია, ლორენცო შარანგია, რენო შარია. |
ეშერის №62 საარჩევნო ოლქი | დაურ ავიძბა, ემა ავიძბა, ვალერი ხაშბა. |
გუმისთის №63 საარჩევნო ოლქი | ევსტაფი ანასტასიადი, მისაკ დეპელიანი, რაფიკ ოგანიანი, არდავასტ სარეციანი, ნშან ტრაპიზონიანი, ტიგრან ცატურიანი. |
ბესლეთის №64 საარჩევნო ოლქი | თემურ კალანდია, გოჩა ბახია, გიორგი ჩალაძე, ლიანა ბერულავა, გიორგი ქაჯაია. |
კელასურის №65 საარჩევნო ოლქი | ჯემალ საჯაია, თემურ მჟავია, სერგო საჯაია. |
საარჩევნო კანონის თანახმად არჩევნები შემდგარად ჩაითვლებოდა, თუ მასში მონაწილეობას მიიღებდა 50%-ზე მეტი ამომრჩეველი. 1991 წლის 29 სექტემბრის არჩევნებზე 65 ოლქიდან 13 ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 50-ზე ნაკლები შეადგინა და არჩევნები ჩაიშალა. პირველივე ტურში მხოლოდ 38 დეპუტატის არჩევა მოხერხდა, გამომდინარე იქიდან, რომ აფხაზურ ოლქებში არჩევნებში კანდიდატთა მცირე რაოდენობა იყო რეგისტრირებული, პირველივე ტურში არჩეული 38 დეპუტატიდან 26 ეროვნებით აფხაზი იყო. ამასთან, იმ 14 (№№ 1, 4, 6, 16, 29, 31, 33, 34, 36, 37, 49, 52, 56, 59) ოლქიდან, რომელშიც მეორე ტური დაინიშნა 12 ოლქი ქართველი კანდიდატებისთვის იყო განსაზღვრული, მეორე ტურის დანიშვნა განაპირობა კანდიდატის სიმრავლემ და ამომრჩეველთა ხმების გაფანტვამ. 1991 წლის 29 სექტემბერს ჩაშლილი 13 საარჩევნო ოლქი თითქმის სრულად დაემთხვა ეთნიკურად შერეული მოქალაქეებით დასახლებულ არეალებს. მხოლოდ 1 აფხაზური და 2 ქართული ოლქი ემთხვეოდა ეთნიკურად ჰომოგენურ მოქალაქეებისთვის განკუთვნილ გეოგრაფიულ არეალს[8].
პირველივე ტურში აირჩიეს კომუნისტური პარტიისა და აფხაზეთის სახალხო ფრონტის ლიდერები — ვლადისლავ არძინბა, სერგეი ბაღაფში, სერგეი შამბა და სხვები. პირველივე ტურში ქართულ ოლქებში მხოლოდ 8 დეპუტატის არჩევა მოხერხდა. საარჩევნო კანონის თანახმად 1991 წლის 13 ოქტომბერს დაინიშნა არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ხმების შეფარდებითი უმრავლესობით არჩეული იქნა უზენაესი საბჭოს დეპუტატები. 1991 წლის 17 ნოემბერს ჩატარდა განმეორებითი ტური ორ (№4 და №31) საარჩევნო უბანზე[9]. 1991 წლის 1 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით გაიმართა განმეორებითი არჩევნები, რომლის შედეგადაც კვლავ ვერ მოხერხდა უზენაესი საბჭოს სრულად დაკომპლექტება. განმეორებითი არჩევნები ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გამო არ შედგა ცალკეული ოლქებში. ამასთან 15 დეკემბერს ორ (№13 და №50) ოლქში დაინიშნა მეორე ტური, ხოლო ჩაშლილ ოლქებში (№5 და №61) არჩევნები 1992 წლის 26 იანვარს გაიმართა[10], თუმცა საბოლოოდ მხოლოდ 64 წევრი იქნა არჩეული. ერთ ოლქში (კანდიდატები: გურამ გაბესკირია, ელგუჯა გულედანი, გულივერ მელია, თეიმურაზ შურღაია, ვახტანგ ჭანია) არჩევნები მრავალგზის ჩაიშალა. აღნიშნული ოლქი ქართველი დეპუტატისთვის იყო განკუთვნილი. აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისცა თანხმობა ქ. სოხუმის #5 საარჩევნო ოლქის განმეორებითი არჩევნები დანიშნულიყო 29 მარტს[11]. აღნიშნულ უბანზე განმეორებითი არჩევნები აფხაზეთში პოლიტიკური ვითარების გამო გადაიდო 1992 წლის სექტემბრისთვის[12]
საარჩევნო უბანი | პირველი ტური 29 სექტემბერი |
მეორე ტური 13 ოქტომბერი |
განმეორებითი არჩევნები 17 ნოემბერი |
განმეორებითი არჩევნები 1 დეკემბერი |
მეორე ტური 15 დეკემბერი |
განმეორებითი არჩევნები 26 იანვარი |
---|---|---|---|---|---|---|
ქ. სოხუმის №1 საარჩევნო ოლქი | თემურ ლორთქიფანიძე | |||||
ქ. სოხუმის №2 საარჩევნო ოლქი | ელგუჯა გვაზავა | |||||
ქ. სოხუმის №3 საარჩევნო ოლქი | ალფრედ კაკუევი | |||||
ქ. სოხუმის №4 საარჩევნო ოლქი | ეთერ ასტემიროვა | |||||
ქ. სოხუმის №5 საარჩევნო ოლქი | არაერთხელ გადაიდო | |||||
ქ. სოხუმის №6 საარჩევნო ოლქი | ვიქტორ ვასილიევი | |||||
ქ. სოხუმის №7 საარჩევნო ოლქი | რენატ ქარჩაა | |||||
ქ. სოხუმის №8 საარჩევნო ოლქი | დაურ ბარგანჯია | |||||
ქ. სოხუმის №9 საარჩევნო ოლქი | ნათელა აკაბა | |||||
ქ. სოხუმის №10 საარჩევნო ოლქი | ვიქტორ ლოგინოვი | |||||
ლიძავის №11 საარჩევნო ოლქი | ვალერი ბგანბა | |||||
ბიჭვინთის №12 საარჩევნო ოლქი | იური ვორონოვი | |||||
კოლხიდის №13 საარჩევნო ოლქი | აკაკი გასვიანი | |||||
ბზიფის №14 საარჩევნო ოლქი | ალეკო გვარამია | |||||
გაგრის პირველი №15 საარჩევნო ოლქი | ლეონიდ ლაკერბაია | |||||
გაგრის მეორე №16 საარჩევნო ოლქი | მიხეილ ჯინჭარაძე | |||||
გაგრის მესამე №17 საარჩევნო ოლქი | თამაზ ნადარეიშვილი | |||||
განთიადის №18 საარჩევნო ოლქი | მიხეილ ჯალოვიანი | |||||
ხაშუფსეს №19 საარჩევნო ოლქი | არუთუნ გომკციანი | |||||
ლესელიძის ან ხეივნის №20 საარჩევნო ოლქი | რაისა უბილავა | |||||
ლაბახუას №21 საარჩევნო ოლქი | ენვერ კაპბა | |||||
აფსნის №22 საარჩევნო ოლქი | ვალერი კვარჭია | |||||
ორჯონიკიძის №23 საარჩევნო ოლქი | დავით ჩიჩოს ძე ფილია | |||||
გულიას №24 საარჩევნო ოლქი | ოლეგ დამენია | |||||
კარლ მარქსის №25 საარჩევნო ოლქი | დავით გრიგოლის ძე ფილია | |||||
კალინინის №26 საარჩევნო ოლქი | ვალერი ლურჯუა | |||||
აკარმარის №27 საარჩევნო ოლქი | სოკრატ ჯინჯოლია | |||||
გრიბოედოვის №28 საარჩევნო ოლქი | კლიმენტი ჯინჯოლია | |||||
გალის პირველი საქალაქო №29 საარჩევნო ოლქი | თამაზ ხუბუა | |||||
გალის მეორე საქალაქო №30 საარჩევნო ოლქი | ოთარ ზუხბაია | |||||
აჩიგვარის №31 საარჩევნო ოლქი | ნაპო მესხია | |||||
ოქუმის №32 საარჩევნო ოლქი | ზურაბ ჯგუბურია | |||||
პირველი გალის №33 საარჩევნო ოლქი | რუდიკ ცატავა | |||||
საბერიოს №34 საარჩევნო ოლქი | რენალდ დგებუაძე | |||||
ჭუბურხინჯის №35 საარჩევნო ოლქი | ვახტანგ ყოლბაია | |||||
ზემო ბარღების №36 საარჩევნო ოლქი | როსტომ შამუგია | |||||
ნაბაკევის №37 საარჩევნო ოლქი | ჯემალ გამახარია | |||||
ბლაბურხვის №38 საარჩევნო ოლქი | საიდ თარკილი | |||||
ორჯონიკიძის №39 საარჩევნო ოლქი | სტანისლავ ლაკობა | |||||
დურიფშის №40 საარჩევნო ოლქი | ვლადისლავ არძინბა | |||||
ლიხნის №41 საარჩევნო ოლქი | იგორი ლაკობა | |||||
გუდაუთის პირველი საქალაქო №42 საარჩევნო ოლქი | ალექსანდრე ანქვაბი | |||||
გუდაუთის მეორე საქალაქო №43 საარჩევნო ოლქი | გენადი ლომაია | |||||
აჭანდარის №44 საარჩევნო ოლქი | კონსტანტინე ოზგანი | |||||
პრიმორსკის №45 საარჩევნო ოლქი | სერგეი შამბა | |||||
ახალი ათონის №46 საარჩევნო ოლქი | აშოთ ზებელიანი | |||||
წებელდის №47 საარჩევნო ოლქი | კიმ ჯაჭვლიანი | |||||
მაჭარის №48 საარჩევნო ოლქი | ნუგზარ მგალობლიშვილი | |||||
გულრიფშის №49 საარჩევნო ოლქი | რაისა ქარაია | |||||
ფშაფის №50 საარჩევნო ოლქი | დავით გვაძაბია | |||||
დრანდის №51 საარჩევნო ოლქი | ოლღა ნაგარნინა | |||||
ბაბუშარის №52 საარჩევნო ოლქი | ვახტანგ კაჭარავა | |||||
აძიუბჟის №53 საარჩევნო ოლქი | ალბერტ ტოპოლიანი | |||||
ტამიშს №54 საარჩევნო ოლქი | ვლადიმერ ზანთარია | |||||
კუტოლის №55 საარჩევნო ოლქი | სერგეი ბაგაფში | |||||
კოჩარის №56 საარჩევნო ოლქი | შოთა ხეცურიანი | |||||
მოქვის №57 საარჩევნო ოლქი | დაურ თარბა | |||||
გუფის №58 საარჩევნო ოლქი | ზურაბ აჩბა | |||||
ილორის №59 საარჩევნო ოლქი | მურმან კვარაცხელია | |||||
ოჩამჩირის პირველი №60 საარჩევნო ოლქი | ვლადიმერ აშხაცავა | |||||
ოჩამჩირის მეორე №61 საარჩევნო ოლქი | თემურ გოგოხია | |||||
ეშერის №62 საარჩევნო ოლქი | ემა ავიძბა | |||||
გუმისთის №63 საარჩევნო ოლქი | მისაკ დეპელიანი | |||||
ბესლეთის №64 საარჩევნო ოლქი | თემურ კალანდია | |||||
კელასურის №65 საარჩევნო ოლქი | თეიმურაზ მჟავია |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კანონის პროექტი: აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების შესახებ. გაზ. აფხაზეთის ხმა, 1991 წლის 5 ივლისი,
- აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების თაობაზე აფხაზეთის ასსრ-ს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. გაზ. აფხაზეთის ხმა, 1991 წლის 28 აგვისტო
- აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობა. გაზ. აფხაზეთის ხმა, 1991 წლის 12 სექტემბერი.
- აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიისაგან ცნობა N1, N2, N3. გაზ. აფხაზეთის ხმა, 1991 წლის 8 ოქტომბერი
- არჩევნები ჩატარდა, არჩევნები გრძელდება. გაზ. აფხაზეთის ხმა, 1991 წლის 12 ოქტომბერი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Tim Potier (2001) Conflict in Nagorno-Karabakh, Abkhazia and South Ossetia: A Legal Appraisal p18
- ↑ გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №118, 12 ივლისი, 1991 წელი
- ↑ გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №122, 23 ივლისი, 1991 წელი
- ↑ გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №130, 7 აგვისტო, 1991 წელი
- ↑ გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №132, 9 აგვისტო, 1991 წელი
- ↑ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-25. ციტირების თარიღი: 2020-06-13.
- ↑ გაზ. „აფხაზეთის ხმა“, # 148, 12 სექტემბერი, 1991 წელი
- ↑ გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №159, 8 ოქტომბერი, 1991 წელი
- ↑ გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №190, 26 ნოემბერი, 1991 წელი
- ↑ გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №201, 12 დეკემბერი, 1991 წელი
- ↑ გაზ. აფხაზეთის ხმა, #21, 20 თებერვალი, 1992 წელი
- ↑ გაზ. აფხაზეთის ხმა, #102, 19 ივნისი, 1992 წელი