ვლადიმერ აშხაცავა

ვლადიმერ არდაშის ძე აშხაცავა (აშხაწავა) (აფხ. Владимир Ардашь-иԥа Ашьхацаа; დ. 1936 — გ. 29 მარტი, 2018) — აფხაზი სახელმწიფო მოღვაწე, ინჟინერი. სკკპ წევრი (1962). აფხაზეთის ასსრ-ის XI და XII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1959 წელს ხარკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ოჩამჩირის საკოლმეურნებათაშორისო სამშენებლო ორგანიზაციაში. 1960-1963 წლებში იყო ამ სამშენებლო კოლექტივის ჯერ სამუშაოთა მწარმოებელი, ხოლო შემდეგ მთავარი ინჟინერი.

1963 წელს გადაჰყავთ პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის აპარატში სამრეწველო-სატრასპორტო განყოფილების ინსტრუქტორის თანამდებობაზე, ხოლო 1969 წელს ამტკიცებენ ამ განყოფილების გამგედ.

1975 წელს შევიდა სკკპ ცკ-თან არსებული უმაღლეს პარტიული სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ 1976-1980 წლებში მუშაობდა პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ჯერ ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების გამგის მოადგილედ, ხოლო შემდეგ — საფინანსო-სამეურნეო განყოფილების გამგედ.

1980 წლიდან ვ. აშხაცავა პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგეა. 1987 წლის 29 იანვარს დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა და სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მოგვიანებით ეკონომიკის მინისტრად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №21 (12387), 30 იანვარი, 1987

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება