თეიმურაზ მჟავია

ქართველი პოლიტიკოსი

თეიმურაზ (თემურ) მჟავია (დ. 5 იანვარი, 1952, კონჭკათი, საქართველოს სსრ[1]) — ქართველი პოლიტიკოსი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე 2004-2009 წლებში.

თემურ მჟავია
თემურ მჟავია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2004 – 2009
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ზურაბ ჟვანია
ზურაბ ნოღაიდელი
ვლადიმერ გურგენიძე
გრიგოლ მგალობლიშვილი
ნიკოლოზ გილაური
წინამორბედითამაზ ნადარეიშვილი
მემკვიდრეელგუჯა გვაზავა

დაბადებული5 იანვარი, 1952 (1952-01-05) (72 წლის)
კონჭკათი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი

დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1975-1980 წლებში იყო სოხუმის რაიონის სკოლების ისტორიის მასწავლებელი, 1980-1990 წლებში იყო ქარხანა „სოხუმხელსაწყოს“ კლუბის გამგე, კადრების განყოფილების მუშაკი, სამეურნეო განყოფილების გამგე, კინდღის სასათბურე მეურნეობა-კომბინატის კადრების განყოფილების უფროსი ინსპექტორი, სოხუმის ელექტრონული ტექნიკის ქარხნის მეურნეობის გამგე. წმიდა ილია მართლის საზოგადოების ცხუმ-აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის გამგეობის წევრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. თეიმურაზ მჟავია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-30. ციტირების თარიღი: 2019-03-30.
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: