ვახტანგ ყოლბაია

ქართველი პოლიტიკოსი

ვახტანგ ყოლბაია (დ. 9 სექტემბერი, 1952, გალი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი; 2013 წლის 5 აპრილიდან 2019 წლის 1 მაისამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

ვახტანგ ყოლბაია
ვახტანგ ყოლბაია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 აპრილი 2013 – 1 მაისი 2019
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
წინამორბედიგიორგი ბარამია
მემკვიდრერუსლან აბაშიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1995 – 2004
პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე

დაბადებული9 სექტემბერი, 1952 (1952-09-09) (72 წლის)
გალი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებამოსკოვის კვების მრეწველობის ინსტიტუტი
პროფესიაეკონომისტი
რელიგიამართლმადიდებელი
ჯილდოებისაქართველოს ღირსების ორდენი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1952 წლის 9 სექტემბერს, ქალაქ გალში. დაამთავრა მოსკოვის კვების მრეწველობის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი ეკონომისტის ხარისხით. 1974-1975 წლებში მუშაობდა გალის რაიონის წყალსადენების ტერიტორიული გაერთიანების ეკონომისტად. 1976-1984 წლებში იყო აფხაზეთის ახალგაზრდული რაიონული და საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი; 1984-1990 წლებში მუშაობდა გალის რაიონის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. 1990-1993 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე. 1993-1995 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, გალის რაიონის გამგებელი (დევნილობაში). 1987-დან არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. ამასთან 1995-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ამავე დროს, 1996-2003 წლებში იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი. 1997-2003 წლებში წარმოადგენდა სომხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს. 2000-2002 წლებში ეკავა დსთ-ს ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის პოსტი. ამჟამად არის სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ასევე „კავკასიური დიალოგის“ ფონდის გამგეობის წევრი. მონაწილეობს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების სხვადასხავა პროექტებში კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე; არის რამდენიმე წიგნისა და პუბლიკაციის ავტორი; დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

გალში მუშაობის პერიოდი 1990-1993

რედაქტირება

გალში მუშაობის პერიოდში ყოლბაია ჩართული იყო საზოგადეობრივ მოძრაობაში. საქართველოში პოლიტიკური სისტემის რღვევის შემდეგ (1990 წლის ოქტომბრის არჩევნები) აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აფხაზურმა ნაწილმა ქართველი დეპუტატების გვერდის ავლით ჩაატარა სესია, რომელმაც მიიღო დადგენილება „დეკლარაცია აფხაზეთის ეკონომიური დამოუკიდებლობის შესახებ“. ქართულმა ნაწილმა სხვა ეროვნების დეპუტატების მონაწილეობით, საერთო ჯამში დეპუტატთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მოიწვია ალტერნატიული სესია და ეს დადეგენილება გააუქმა, როგორც უკანანო. 1990 წლის 4 დეკემბერს, აფხაზეთის ეროვნული მოძრაობის ლიდერების რეკომენდაციით, რომელსაც მხარი დაუჭირა ზვიად გამსახურდიამ, ვახტანგ ყოლბაია არჩეული იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის (ვ. არძინბა) პირველ მოადგილედ. 1991 წლის ოქტომბერში, არჩევნების შემდეგ, ამ თანამდებობაზე ის შეცვალა კომპარტიის გაგრის ქალაქკომის მეორე მდივამნა თამაზ ნადარეიშვილმა, ხოლო ყოლბაია აირჩიეს ამაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ და პრეზიდიუმის წევრად. ამ თანამდებობაზე ყოლბაია აფხაზეთში ომის დამთავრებამდე იყო.

1992 წელს ყოლბაია არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად. ომის პერიოდში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავამ ამავდროულად ის თავის მოადგილედ დანიშნა.

1993-1995 წლები

რედაქტირება

აფხაზეთში ომის დამთავრების შემდეგ (1993 წლის ოქტომბერი) დევნილთა დიდმა რაოდენობამ — თითქმის 120 000 ადამიანმა თავი მოიყარა ზუგდიდის რაიონში. პრეზიდენტმა შევარდნეძემ ვახტანგ ყოლბაია დანიშნა გალის გამგებლად დევნილობაში. მას ასევე შეუნარჩუნდა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის (ზ. ერქვანია) მოადგილის თანამდებობა და დარჩა საქართველოს პარლამენტის წევრად.

1995 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგად უმრავლესობაში მოვიდა შევარდნაძის პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. ყოლბაია პარლამენტის თვმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს აფხაზეთის დეპუტატების კვოტიდან.[1] მომდევნო წელს, პარლამენტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებული დროებითი კომისია და ყოლბაია მის თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ კომისიის თავმჯომარედ ის უცვლელად იყო პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტამდე (2004 წ).

2004-2019 წლები

რედაქტირება

პარლამენტიდან წამოსვლის შემდეგ ვახტანგ ყოლბაია აქტიურად ჩაება არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობაში. ერთ-ერთი მათგანი იყო სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტი (დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი), სადაც ის ხელმძღვანელობდა ქართულ-თურქულ ურთიერთობის კვლევით ცენტრს. თურქეთის შესაბამის კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობით, აღნიშნულ პერიოდში მოეწყო კონფერენციები სტამბოლსა და თბილისში. ინსტიტუტის ინიციატივით გამოიცა აფხაზეთის კონფლიტთან დაკავშირებული რამდენიმე კვლევის მასალები.

2013 წლის აპრილში დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად. მის სახელს უკავშირდება უწყების რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის პროცესი. ყოლბაია მთავრობის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობას იღებდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. 2019 წლის 3 ივლისს ვახტანგ ყოლბაია ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. პარლამენტის უწყებანი, საინფორმაციო გამოშვება, 28 სექტემბერი, 2000 წ.
წინამორბედი:
გიორგი ბარამია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე
შემდეგი:
რუსლან აბაშიძე