მურმან კვარაცხელია

მურმან კვარაცხელია (დ. 7 ოქტომბერი, 1952, სოფელი კოჩარა, ოჩამჩირის რაიონი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი და პროფესორი.

ბიოგრაფია რედაქტირება

მურმან კვარაცხელია დაიბადა 1952 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში. 1968 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1973-1977 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ ამავე ინსტიტუტში გააგრძელა მუშაობა. , როგორც უმცროსმა, შემდგომში უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, პარტიის ოჩამჩირის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი, კინდღის მეფრინველეობის ფაბრიკის საგეგმო-ეკონომიკური განყოფილების უფროსი. 1987 წლიდან მუშაობდა საქართველოს სუბტროპილკული მეურნეობის ინსტიტუტში დოცენტად. 1990 წლიდან პარალელურად მუშაობდა გაერთიანება „საქსოფლმშენის“ #7 ტრესტის მმართველის მოადგილედ, იყო იმავე ტრესტის განყოფილების უფროსი. 1991 წლიდან იყო აფხაზეთის ასსრ-ის XII მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატი ილორის #59 საარჩევნო უბნიდან.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №148, 12 სექტემბერი, 1991 წელი