ალბერტ ტოპოლიანი
აღნიშნული სტატია აღწერს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ პიროვნებას. ტექსტში შესაძლოა გამოყენებული იყოს ტერმინები, რომლებიც გამოიყენება საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ქართული ვიკიპედიის მიდგომა ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკასთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მოვლენების აღწერა საჭიროა აკადემიური/სამეცნიერო მიზნებიდან და ვიკიპედიის მისიიდან - შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია - გამომდინარე. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მქონე ტერიტორიული ერთეულია, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში შედის, რასაც იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც. ნებისმიერი პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემა, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებული ზონის ტერიტორიაზეა ფორმირებული არის არალეგიტიმური და არაღიარებული საქართველოს ხელისუფლებისა და სუვერენული სახელმწიფოების სრული უმრავლესობის მიერ. |
ალბერტ გასპარის ძე ტოპოლიანი (დ. 2 აპრილი, 1935, სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 4 სექტემბერი, 2024) — საბჭოთა და სეპარატისტული აფხაზეთის სახელმწიფო მოხელე.
ბიოგრაფია
რედაქტირებაალბერტ ტოპოლიანი დაიბადა 1935 წელს ქალაქ სოხუმში. 1953 წელს დაამთავრა სოხუმის ა. პუშკინის სახელობის №2 საშუალო სკოლა, ხოლო 1959 წელს — ერევნის მ. გერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1959-1964 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში სამხედრო ექიმად. 1964-1967 წლებში მუშაობდა ექიმად სოხუმის სასწრაფო დახმარების სადგურში, ხოლო 1976-1992 წლებში ვ. შერვაშიძის სახელობის მე-2 საქალაქო საავადმყოფოს ექიმ-კარდეოლოგად.
1989-2001 წლებში აფხაზეთში სომხური კულტურულ-საქველმოქმედო საზოგადოება „კრუნკის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.
1991 წელს არჩეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს XII მოწვევის დეპუტატად. 1992 წელს იყო აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
1992-1996 წლებში იყო სეპარატისტული დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 1992-1993 წლებში — აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადილე. მსახურობდა სეპარატისტული აფხაზეთის შეიარაღებულ ძალთა რიგებში. აფხაზეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ჩამოაყალიბა ორი სომხური ბატალიონი. 1994-1996 წლებში იყო აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის სახალხო კრების ვიცე-სპიკერი, 1996-1999 წლებში — აფხაზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, 2001-2002 წლებში აფხაზეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის, სპორტისა და კურორტების მინისტრი
2001 წელს დააარსა საქაველმოქმედო ფონდი „ა. გ. ტოპოლიანი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №5 (13584), 9 იანვარი, 1992