დავით გვაძაბია (დ. 24 თებერვალი, 1945, გულრიფში, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ14 სექტემბერი, 2021, თბილისი, საქართველო) — ქართველი თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, ტექნოლოგი. საქართველოს V მოწვევის პარლამენტის დეპუტატი.

დავით გვაძაბია
დაბადების თარიღი 24 თებერვალი, 1945
დაბადების ადგილი გულრიფში, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 14 სექტემბერი, 2021 (76 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1971 წელს დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი. 1963-1965 წლებში მუშაობდა ქ. სოხუმის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში მუშად; 1965-1969 წლებში იყო გულრიფშის რაიონული სამომხმარებლო კოოპერაციის ტექნოლოგი; 1969-1976 წლებში გულრიფშის რაიონის პურკომბინატის დირექტორი; 1976-1979 წლებში გულრიფშის რაიონული სამომხმარებლო კოოპერაციის თავმჯდომარე; 1979-1982 წლებში დრანდის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკის დირექტორი. 1982-1985 წლებში გულრიფშის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე. 1985-1989 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საოლქო კომიტეტის სოფლის მეურნეობის და გადამამუშავებელი მრეწველობის გამგის მოადგილე; 1989-1991 წლებში გულრიფშის რაიკომის პირველი მდივანი, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე. 1991-2021 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1992-1995 წლებში გულრიფშის რაიონის გამგებელი; 1995-1999 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. 2019-2021 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

მედლები და ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება