რაისა ქარაია
რაისა ქარაია (დ. 2 იანვარი[1], 1940, გალი, გალის რაიონი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ) — ქართველი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი.
ბიოგრაფია
რედაქტირებარაისა ქარაია დაიბადა 1940 წელს ქ. გალში. 1965 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილება და მიიღო სწავლული აგრონომის კვალიფიკაცია. 1962 წლიდან მუშაობდა მემცენარეობის საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სოხუმის საცდელ სადგურში უფროს მეცნიერ მუშაკად. 1974 წლიდან მუშაობდა ციტრუსების განყოფილებაში, სადაც ხელმძღვანელობდა გრეიფრუტისა და თურინჯის ჯგუფს.
რ. ქარაია 50-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორია, მათ შორის გრეიფრუტისა და თურინჯის მსოფლიო კოლექციის კატალოგის, წიგნის „გრეიფრუტი და თურინჯი სსრკ-ში“ და განყოფილებისა წიგნში „საბჭოთა კავშირის კულტურული ფლორა“. მონაწილეა თურინჯის დარაიონებული ჯიშის — „ხეთურის“ გამოყვანის და ავტორია ციტრუსების 6 ახალი ჯიშისა.
1959-1963 წლებში რ. ქარაია იყო გალის საქალაქო საბჭოს ორი მოწვევის, ხოლო 1975-1987 წლებში გულრიფშის სადაბო საბჭოს ხუთი მოწვევის დეპუტატი. იყო გულრიფშის რაიონის ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება „წმინდა ნინოს“ თავმჯდომარე. 1991 წლის 29 ნოემბერს კენჭს იყრიდა გულრიფშის რაიონის №49 საარჩევნო ოლქში აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატად. იყო აფხაზეთის ასსრ-ის XII მოწვევის დეპუტატი.
დაჯილდოვებულია აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით, სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ვერცხლის მედლით.
ყავს მეუღლე და ორი შვილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაზ. „აფხაზეთის ხმა“, 25 სექტემბერი, 1991
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო დაარქივებული 2021-01-27 საიტზე Wayback Machine.