აიდგილარა
აღნიშნული სტატია აღწერს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მოვლენას. ტექსტში შესაძლოა გამოყენებული იყოს ტერმინები, რომლებიც გამოიყენება საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ქართული ვიკიპედიის მიდგომა ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკასთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მოვლენების აღწერა საჭიროა აკადემიური/სამეცნიერო მიზნებიდან და ვიკიპედიის მისიიდან - შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია - გამომდინარე. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მქონე ტერიტორიული ერთეულია, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში შედის, რასაც იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც. ნებისმიერი პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემა, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებული ზონის ტერიტორიაზეა ფორმირებული არის არალეგიტიმური და არაღიარებული საქართველოს ხელისუფლებისა და სუვერენული სახელმწიფოების სრული უმრავლესობის მიერ. |
აფხაზეთის სახალხო ფორუმი „აიდგილარა“ (აფხ. Аԥсны Жәлар Рфорум «Аидгылара» [აიდგჷლარა] — „ერთობა“) — სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობა სეპარატისტულ აფხაზეთში. დაარსდა 1988 წლის 13 დეკემბერს, როგორც აფხაზი ხალხის ეთნო-ნაციონალისტური მოძრაობა.
ისტორია
რედაქტირება1988 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა „ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის პროექტი“ (დამტკიცდა 1989 წლის აგვისტოში), რომელიც ითვალისწინებდა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას საქართველოს სსრ-ს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-სა და სამხრეთ ოსეთის აო-ს ტერიტორიაზე. საქართველოს სსრ-ში აღნიშნული პროექტის აქტიური განხილვა გახდა იმის მიზეზი, რომ 1988 წლის ნოემბერ-დეკემბერში შეიქმნა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციები სამხრეთ ოსეთის აო-ში „ადამონ ნიხასი“, ხოლო აფხაზეთში — „აიდგილარა“.
აიდგილარას პირველი (სადამფუძნებლო) კრება შედგა 1988 წლის 13 დეკემბერს, აფხაზეთის ფილარმონიის სახელმწიფო თეატრის შენობაში, სადაც მწერალი ალექსი გოგუა არჩეულ იქნა მის პირველ თავმჯდომარედ[1].
1989 წლის 18 მარტს „აიდგილარას“ ორგანიზებით მოეწყო ლიხნის კრება, რომლის დროსაც რამდენიმე ათეულმა ათასმა მოსახლეობამ ხელი მოაწერა „ლიხნის მიმართვის“ სახელით შექმნილ დოკუმენტს. ლიხნის მიმართვის მთავარი მესიჯი იყო, გაუქმებულიყო ი. სტალინის 1931 წელს აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისათვის რესპუბლიკის სტატუსის ჩამორთმევა[1].
1989 წლის 9 ივნისის დადგენილებით აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭომ რეგისტრაციაში გაატარა აფხაზეთის სახახლხო ფორუმის (ასფ) „აიდგილარას“ წესდება-პროგრამა[2].
- საერთო დებულებანი, მიზნები და ამოცანები
- აფხაზეთის სახახლხო ფორუმი „აიდგილარა“ (შემდგომში ასფ) — მასობრივი საზოგადოებირვ-პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც ეფუძნება თვითმართველობის პრინციპებს და თავის საქმიანობას ახორციელებს ყველა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშროლობით სკკპ XXVII ყრილობისა და XIX საკავშირო პარტიული კონფერენციის გადაწყვეტილებათა ცხოვრებაში განხორციელებისათვის, აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციის 45-ე მუხლის, ასევე ამ წესდება-პროგრამის შესაბამისად.
- ასფ-ის მიზანია აფხაზეთის მშრომელთა ძალების გაერთიანება სკკპ პოლიტიკის ხელშეწყობისათვის, რომელიც მიმართულია ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების თვისებრივი გარდაქმნისათვის, ეროვნულ ურთიერთობათა ფორმირებისათვის ხალხთა თანასწორობის ლენინური პრინციპების საფუძველზე. თავის მიზნად ისახავს რა სოციალისტური განახლებისათვის ხელშეწყობას, ასფ ხელს უწყობს მოქალაქეთა პოლიტიკური აქტიურობისა და თვითმოქმედების განვითარებას, მათი მრავალფეროვანი ინტერესების დაკმაყოფილებას. ასფ აქტიურ ზემოქმედებას ახდენს გარდაქმნის განხორციელებასა და გაღრმავებაზე, საბჭოთა საზოგადოების დემოკრატიზაციაზე, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების გარდაქმნაზე, სახახლხო დეპუტატთა საბჭოების, როგორც სოციალისტური სახელმწიფოებრიობისა და თვითმართველობის საფუძლების უზრუნველყოფაზე, ყოველმხრივ უჭერს მხარს ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ძირფესვიანი განახლების პროგრამას.
ასფ გადაჭრიტ გამოდის ყოველგვარი საქმიანობის წინააღმდეგ, რომელიც მიმართულია საზოგადოების სოციაისტური წყობის ძირის გამოთხრის ეროვნული და რასობრივი მტრობის გაღვივების, ძალმომრეობისა და ამორალურობის ქადაგებისაკენ. - ასფ მოქმედებს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე. აქვს საქალაქო და რაიონული ორგანიზაციები და პირველადი კომიტეტები. ასფ-ის პირველადი კომიტეტები შეიძლება შეიქმნას ასევე რესპუბლიკის ფარგლებს გარეთაც.
- ასფ-ის წევრი ერთიდაიმავე დროს შეიძლება იყოს სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრიც, რომლის საქმიანობაც არ ეწინააღმდეგება ასფ-ის საქმიანობას და აქტიურ მონაწილეობას ღებულობს საზოგადოების ჭეშმარიტი დემოკრატიზაციის მისაღწევად საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მიერ აღებული კურსის რეალიზაციაში.
- ასფ მიზნად ისახავს ამოცანებს:
— მიაწოდოს აფხაზეთის სამართლებრივი სტატუსის შემდგომ განვითარებას პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში;
— ხელი შეუწყოს მშობლიური ენების თავისუფალ და თანასწორუფლებიან გამოყენებას, რუსული ენის, როგორც ერთაშორისი ურთიერთობათა საშუალების დაუფლებას, აფხაზეთში მცხოვრები ყველა ეროვნული ჯგუფის ენისა და კულტურის განვითარებას;
— შეინარჩუნოს, შეისწავლოს და პოპულარიზაცია გაუწიოს საზღვარგარეთ მცხოვრები აფხაზების კულტურულ მემკვიდრეობას საზღვარგარეთელ თანამემამულეებთან კულტურული კავშირების საზოგადოება „აფსადგილთან“ („სამშობლო“) მჭიდრო თანამშრომლობით;
— განახორციელოს ქველმოქმედება და გულმოწყალება, კერძოდ, ერთდროული მატერიალური დახმარება გაუწიოს ახალგაზრდა ოჯახებს ფორუმის ფონდიდან;
— მონაწილეობა მიიღოს სახალხო დეპუტატთა კანდიდატების წამოყენებაში;
— ზეგავლენა მოახდინოს მიგრაციული პროცესების რეგულირებაზე აფხაზეთში დემოგრაფიული ვითარების ნორმალიზაციისათვის;
— ხელი შეუწყოს სოციალისტური, სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნას; საკანონმდებლო, საშემსრულებლო და სასამართლო ხელისუფლების გამიჯვნას; საკანონმდებლო საქმიანობის დემოკრატიზაციას; კანონპროექტების საყოველთაო სახალხო განხილვაში აქტიური მონაწილეობის გზით;
— ფლორისა და ფაუნის დაცვის, ასევე აფხაზეთის უნიკალური ბუნების კულტურულ-ლანშაფტური გარემოს აღორძინების მიზნით მიაღწიოს ეკოლოგიური პროგრამის შემუშავებასა და რეალიზაციას. გარემოს დაცვის გრძელვადიანი პრიორიტეტის დადგენას, აფხაზეთის რიგი რეგიონების ეროვნულ პარკებად და სახელმწიფო ნაკრძალებად გამოცხადებას;
— გაატაროს კომპლექსური ღონისძიებანი აფხაზეთის ისტორიული ძეგლების დაცვის ხელშეწყობისათვის;
— ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის პრიორიტეტს აფხაზეთის სახალხო მეურნეობაში; სოფლად ახალგაზრდობის დამაგრებას მათთვის ცხოვრების ხელსაყრელი, თანამედროვე პირობების შექმნის გზით;
— ხელი შეუწყოს კოოპერატიული, ინდივიდუალური და სამეურნეო საქმიანობის სხვა ახალი ფორმების განვითარებას;
— დახმარება გაუწიოს სამართალდამცველ ორგანოებს სანიმუშო სოციალისტური მართლწესრიგის დამყარებაში; უკომპრომისოდ ებრძოლოს ლოთობას, ალკოჰოლიზმსა და ნარკომანიას;
— აქტიურად შეუწყოს ხელი რესპუბლიკაში მართლმსაჯულების განხორციელებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო წარმოებაში;
— მიაღწიოს რესპუბლიკის მთელი მოსახლეობისა და პირველ რიგში ინვალიდების, პენსიონერების, ქალებისა და ბავშვების სოციალური დაცულობის გარანტიების რეალიზაციას;
— ხელი შეუწყოს საზოგადოების ზნეობრივ განწმენდას, სოციალური სამართლიანობის აღდგენას, ყოველგვარი თვითნებობისა და ძალმომრეობის აღმოფხვრას;
— სახალხო დეპუტატთა საბჭოებთან ურთიერთმოქმედებით უზრუნველყოს საჭირო დახმარების გაწევა რეაბილიტირებულებისადმი მათი უფლებებისა და ინტერესების განხორციელებაში, ასევე რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლების შექმნას. - ასფ „აიდგილარა“ თავისი ამოცანების რეალიზაციისათვის:
— აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის 97-ე მუხლის შესაბამისად ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივას აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოში;
— მონაწილეობს კანონპროექტების, პროგრამების განხილვაში, რომლებიც ეხებიან რესპუბლიკის საზოგადოებრივ ცხოვრებას;
— აქვს თავისი ბეჭდვითი ორგანო; გამოსაქვეყნებლად ამზადებს და გამოსცემს მასალებს, რომლებიც ეხება ასფ საქმიანობას; რესპუბლიკის პრესას და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს წარუდგენს ცნობებს საკუთარი საქმიანობის შესახებ;
— ატარებს და მონაწილეობას ღებულობს აფხაზეთის სამეურნეო და კულტურული ცხოვრების პრობლემებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და სხვა ღონისძიებებში;
— ამყარებს და ანვითარებს კონტაქტებს საზოგადოებებთან, სამეცნიერო, კულტურულ, პროფკავშირულ, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან;
— წაახალისებს იმ საბჭოთა და უცხოელ მოქალაქეებს, ასევე შრომით კოლექტივებს, რომლებიც ხელს უწყობენ ასფ-ს საქმიანობას, რისთვისაც აწესებს საპატიო სიგელს, სამხსოვრო ნიშანს, ფულად პრემიას.
აფხაზეთის სახალხო ფორუმის „აიდგილარას“ წევრები - ასფ-ს წევრი შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული სსრ კავშირის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც აღიარებს ასფ-ს პროგრამას და თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას;
- ასფ-ს გამგეობის გადაწყვეტილებით პირები, რომელთაც განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვით აფხაზეთის წინაშე, ასფ-ს წევრად მიიღებიან საპატიო წევრების სახით;
- ასფ-ს წევრად მიღება და მისგან გასვლა წარმოებს აფს-ს გამგეობის გადაწყვეტილებით;
- საწევრო გადასახადების ოდენობა განისაზღვრება ასფ ყრილობის გადაწყვეტილებით;
- ასფ-ს წევრებს პირადად და ტავიანთი წარმომადგენლების სახით აქვთ უფლება:
— მონაწილეობა მიიღონ ასფ-ს ორგანოების საქმიანობაში;
— მონაწილეობა მიიღონ ასფ-ს კრებებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში;
— აირჩიონ და არჩეულ იქნენ ასფ-ს ორგანოებში;
— ასფ-ს ორგანოების განსხილველად შეიტანონ წინადადებანი მისი საქმიანობის საკითხებზე;
— ისარგებლონ დახმარებითა და დაცვით ასფ-ს მხრიდან; - ასფ-ს წევრები ვალდებულნი არიან დაიცვან მისი წესდება-პროგრამა და ნებაყოფლობით გადაიხადონსაწევრო შესატანი;
- საწესდებო მოვალეობათა შეუსრულებლობისა და სხვა საქციელისათვის ასფ-ს წევრს მისი გამგეობის გადაწყვეტილებით შეიძლება დაადონ სასჯელი ან გარიცხონ მისი რიგენიდან.
აფხაზეთის სახალხო ფორუმის „აიდგილარას“ ორგანიზაციული სტრუქტურა - ასფ-ს სტრუქტურა იქმნება ტერიტორიული პრინციპით. აფხაზეთის ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში შეიძლება შეიქმნას ასფ-ს საქალაქო ადგილობრივი ორგანიზაციები და პირველადი კომიტეტები.
- პირველადი კომიტეტები წარმოადგენენ ასფ-ს საფუძველს და იქმნება საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში, ასევე მოქალაქეთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
- ასფ-ს პირველადი კოიტეტები იქმნებიან არანაკლებ ხუთი წევრის არსებობისას.
- ასფ-ს პირველადი კოიტეტის კრება, რომელიც თავის შემადგენლობაში ითვლის 50-დე წევრს, ღია (ფარული) კენჭისყრით ირჩევს თავმჯდომარეს, მდივანს, ხაზინადარს ორი წლის ვადით. პირველადი კმიტეტის კრება, რომელიც თავის შემადგენლობაში ითვლის ასფ-ს 50 წევრზე მეტს, განსაზღვრავს კომიტეტის სახელმძღვანელო ორგანოს რიცხობრივ შემადგენლობას და ირჩევს მას ღია (ფარული) კენჭისყრით 2 წლის ვადით.
- ასფ-ს პირველადი კომიტეტი:
— ღებულობს ასფ-ს წევრებს და წყვეტს საკითხს ასფ-ს წევრობიდან გარიცხვის შესახებ;
— ირჩევს აფხაზეთის სახალხო ფორუმის „აიდგილარას“ ყრილობის დელეგატებს ასფ-ს გამგეობის დადგენილებით განსაზღვრული წესით. - ასფ-ს საქალაქო, რაიონული ორგანიზაციების ორგანოებია ასფ-ს საბჭო და ასფ-ს საორგანიზაციო კომიტეტი.
- ასფ-ს საქალაქო, რაიონული ორგანიზაციის უმღლეს ორგანოს წარმოადგენს საბჭო, რომელსაც ასფ-ს საორგანიზაციო კომმიტეტი იწვევს არანაკლებ სამ თვეში ერთხელ.
- ასფ-ს თითოეული პირველადი კომიტეტისაგან საბჭოში წარმომადგენლის ნორმები წესდება აფს-ს საქალაქო, რაიონული ორგანიზაციის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ.
- საბჭო უფლებამოსილად ითვლება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ორ მესამედზე მეტი.
- აფს-ს საქალაქო, რაიონული ორგანიზაციის საბჭო განიხილავს და ამტკიცებს ასფ-ს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის ანგარიშს, განიხილავს სხვა საკითხებს, რომლებიც შეეხება საორგანიზაციო კომიტეტის საქმიანობას.
- საბჭო თავისი შემადგენლობიდან ღია ან ფარული კენჭისყრით ირჩევს საორგანიზაციო კომიტეტს 9 კაცის შემადგენლობით. საორგანიზაციო კომიტეტი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს, მის მოადგილესა და მდივანს 2 წლის ვადით.
- აფს-ს საქალაქო, რაიონული ორგანიზაციის საქმიანობას მათი საბჭოების სხდომებს შორის ხელმძღვანელობს საორგანიზაციო კომიტეტი, რომლის ხდომაც მოიწვევა თვეში ერთხელ.
- საორგანიზაციო კომიტეტი უფლებამოსილად ითვლება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა არანაკლებ ორი მესამედისა.
- საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება ხმების უბრალო უმრავლესობით.
- აფს-ს საქალაქო, რაიონული ორგანიზაციის საორგანიზაციო კომიტეტი:
— ღებულობს გადაწყვეტილებას ასფ-ს ახალი პირველადი კომიტეტების შექმნის შესახებ;
— ახორციელებს ხელმძღვანელობასა და კონტროლს აფს-ს პირველადი კომიტეტების საქმიანობაზე და უზრუნველყოფს მათ წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას;
— ორგანიზებას უკეთებს ასფ-ს ყრილობათა გადაწყვეტილებების, ასფ-ს გამგეობის დადგენილებათა შესრულებას;
— ახორციელებს სხვა საქმიანობას ასფ-ს პროგრამისა და წესდების შესაბამისად. - აფხაზეთის სახალხო ფორუმის „აიდგილარას“ ორგანოებია ასფ-ს ყრილობა, გამგეობა, გამგეობის პრეზიდიუმი, სარევიზიო კომისია.
- აფხაზეთის სახალხო ფორუმის „აიდგილარას“ უმაღლესი ორგანოა ასფ-ის ყრილობა, რომელიც მოიწვევა არაუხშირეს ვიდრე ორ წელიწადში ერთხელ.
- ყრილობა უფლებამოსილად ითვლება, თუ მასზე წარმოდგენილია დელეგატების არანაკლებ ორი მესამედი.
- ყრილობაზე წარმომადგენლობითი ნორმები დგინდება ასფ-ს გამგეობის მიერ.
- ასფ-ს ყრილობის ჩატარების თარიღი და დღის წესრიგი გამოცხადდება მის მოწვევამდე ერთი თვით ადრე.
- ასფ-ს რიგგარეშე ყრილობები მოიწვევა ასფ-ს გამგეობის ინიციატივით ან ასფ-ს ბოლო ყრილობაზე წარმოდგენილი დელეგატების არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნის თანახმად.
- აფხაზეთის სახალხო ფორუმის „აიდგილარას“ ყრილობა:
— ისმენს და ამტკიცებს გამგეობისა და სარევიზიო კომისიის ანგარიშს;
— ამტკიცებს ასფ-ს შემოსავლისა და გასავლის ხარჯთაღრიცხვას;
— განსაზღვრავს ასფ-ს საქმიანობის მიმართულებას;
— დელეგატებს რიცხვიდან პირდაპირი ფარული კენჭისყრით ირჩევს ასფ-ს გამგეობას ორი წლის ვადით;
— ირჩევს ასევე პირდაპირი ფარული კენჭისყრით გამგეობის წევრთა რიცხვიდან ასფ-ს თავმჯდომარეს მის მოადგილეებსა და გამგეობის პრეზიდიუმის 11 წევრს ორი წლის ვადით;
— პირდაპირი ფარული კენჭისყრით იმ დელეგატების რიცხვიდან, რომლებიც წარმოდგენილნი არ არიან გამგეობაში ირჩევს ასფ-ს სარევიზიო კომისიას 7 კაცის შემადგენლობით ორი წლის ვადით;
— პირდაპირი ფარული კენჭისყრით ირჩევს ასფ-ს ბეჭდვითი ორგანოს მთავარ რედაქციას;
— ცვლილებები შეაქვს ასფ-ს წესდებასა და პროგრამაში, რისთვისაც საჭიროა დამსწრე დელეგატთა ხმების არანაკლებ ორი მესამედისა. - აფხაზეთის სახალხო ფორუმის „აიდგილარას“ გამგეობა:
— ყრილობებს შორის ხელმძღვანელობს ასფ-ს საქმიანობას;
— ატარებს თავის სხდომებს არანაკლებ ოთხჯერ კალენდარული წლის განმავლობაში;
— ისმენს გამგეობის თავმჯდომარის ანგარიშებს და ამტკიცებს მომდევნო კვარტლის გეგმებს;
— წარმოადგენს ასფ-ს ინტერესებს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში;
— ცხოვრებაში ატარებს ასფ-ს ყრილობის გადაწყვეტილებებს;
— აჯილდოებს ასფ-ს საპატიო სიგელებით, სამახსოვრო ნიშნებით, ანიჭებს აფაზეთის სახალხო ფორუმის „აიდგილარას“ პრემიას;
— განსაზღვრავს ასფ-ს აპარატის სტრუქტურასა და შტატებს;
— აწესებს წახალისების ფორმებს და შეაქვს გამგეობაში წინადადება იმათი წახალისების შესახებ, ვინც აქტიურად მონაწილეობს და ხელს უწყობს ასფ-ს მუშაობას;
— წარმართავს და კონტროლს უწევს ასფ-ს საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების საქმიანობას. ისმენს და ამტკიცებს მათ ანგარიშებს, ქმედით დახმარებას უწევს მათ;
— ასფ-ს საქმიანობის კონკრეტულ საკითხებზე გამოსცემს დადგენილებებს, რეოლუციებს მიმართვებს;
— ამტკიცებს ასფ-ს ბეჭდვითი ორგანოს რედკოლეგიის შემადგენლობას;
— გადაწყვეტილებას ღებულობს ხმათა უბრალო უმრავლესობით. - აფხაზეთის სახალხო ფორუმის „აიდგილარას“ გამგეობის პრეზიდიუმი:
— ახორციელებს ოპერატიულ ხელმძღვანელობას აფხაზეთის სახალხო ფორუმის „აიდგილარას“ მთელი საქმიანობისადმი;
— იწვევს ასფ-ს გამგეობის სხდომებს;
— იღებს გადაწყვეტილებას ასფ-ს ახალი ორგანიზაციების კომიტეტების შექმნის შესახებ. - აფხაზეთის სახალხო ფორუმის „აიდგილარას“ თავმჯდომარე და მისი მოადგილეები:
— ეწევიან ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობას, წარმართავენ სამეურნეო საქმეებს, ხელმძღვანელობენ ასფ-ს გამგეობის აპარატის მუშაობას;
— გამგეობის დადგეილების საფუძველზე და მისის ახელით სსრ კავშირის სახბანკის აფხაზეთის განყოფილებაში ხსნიან საბჭოთა ფულის, უცხოური ვალურის ანგარშებს, სადაც გადარიცხულ იქნება ასფ-ს ყველა შემოსავალი. ახორციელებენ სხვადასხვა იურიდიულ აქტებს, უფლება აქვთ მიიღონ და გაანთავისუფლონ თანამშრომლები, მთავარ ბუღალტერთან ერთად ხელს აწერენ საფინანსო დოკუმენტებს, გასცემენ მინდობილებას. - აფხაზეთის სახალხო ფორუმის „აიდგილარას“ სარევიზიო კომისია:
— სარევიზიო კომისიის შესახებ დებულების შესაბამისად აკონტროლებს გამგეობის, გამგეობის პრეზიდიუმისა და ასფ-ს ადგილობრივი ორგანოების სამეურნეო და ფინანსურ საქმიანობას;
— ამოწმებს გამგეობის აპარატში საქმის წარმოების სისწორეს, წერილებზე, წინადადებებს და განცხადებებზე მუშაობის მდგომარეობას. - ასფ-ს გაგეობის, პრეზიდიუმის, სარევიზიო კომისიის წევრები თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ საზოგადოებრივ საწყისებზე. ასფ უნაზღაურებს მათ ამ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ დანახარჯებს. ცალკეულ შემთხვევებში ასფ-ს გამგეობას შეუძლია განსაზღვროს მათი განაკვეთი.
- აფხაზეთის სახალხო ფორუმ „აიდილარას“ ჰყავს თავისი შტატის მუშაკები, რომლებიც მიღებულნი არიან ორგანიზაციული და ტექნიკური მმოვალეობის შესრულებისათვის.
- აფხაზეთის სახალხო ფორუმის „აიდგილარას“ მთელი საფინანსო საქმიანობა ხორციელდება თვითანაზღაურების საფუძველზე.
- ასფ-ს სახსრები შედგება:
— ა) ასფ-ს წევრთა შესასვლელი და ყოველწლიური საწევრო შენატანებისაგან;
— ბ) ასფ-ს ანგარიშების მიხედვით დარიცხული პროცენტებისაგან;
— გ) მოქალაქეთა და ორგანიზაციებიდან შემოტანილი ნებაყოფლობითი სახსრებისაგან;
— დ) ასფ-ს ინიციატივითა და ეგიდით ჩატარებული საწარმო, სავაჭრო, საგანმომცემლო და საქველმოქმედო საქმიანობისა და სხვა ღონისძიებების შემოსავლისაგან. - შესასვლელ და საწევრო გადასახადების ოდენობას ადგენს ასფ-ს გამგეობა.
აფხაზეთის სახალხო ფორუმის „აიდგილარას“ სამართლებრივი დებულება და ატრიბუტიკა - აფხაზეთის სახახლხო ფორუმს „აიდგილარასა“ და მის რაიონულ, სქალაქო ორგანიზაციებს გააჩნიათ იურიდიული პირის უფლება: ისინი მათ აყენებენ ასფ-ს ამ წესდება-პროგრამით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
- აფხაზეთის სახალხო ფორუმ „აიდგილარას“ იურიდიული პირის უფლების მქონე მის საქალაქო და რაიონულ ორგანიზაციებს აქვთ შტამპი და მრგვაი ბეჭედი, ემბლემითა და წარწერით: «აფხაზეთის სახალხო ფორუმი „აიდგილარა“».
- აფხაზეთის სახალხო ფორუმს „აიდგილარას“ აქვს ყრილობის მიერ დამტკიცებული თავისი ატრიბუტიკა.
- აფხაზეთის სახალხო ფორუმის „აიდგილარას“ გაუქმება ხორციელდება ასფ-ს ყრილობის ან მისი წესდება-პროგრამით რეგისტრირებული სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით. ფორუმის გაუქმების შემდეგ დარჩენილი საკუთრება გამოყენებული იქნება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
- აფხაზეთის სახალხო ფორუმის „აიდგილარას“ გამგეობის პრეზიდიუმი იმყოფება აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმში.
1989 წელს აიდგილარამ დაიწყო ყოველთვიური გაზეთების „აიდგილარას“ და „ედინენიეს“, ასევე გუდაუთის რაიონში რეგიონალური გამოცმა „ბზიფის“ გამოცემა[1].
1989 წლის 25 და 26 აგვისტოს „აიდგილარას“ ინიციატივით სოხუმში გაიმართა კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეა[1].
1990 წლის 3 თებერვალს შედგა „აიდგილარას“ მეორე კრება, რომლის დროსაც საზოგადოების თავმჯდომარედ გოგუას ადგილას არჩეულ იქნა სერგეი შამბა[1].
1990 წლის 31 მაისს აიდგილარა და კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის ორგანიზებით სოხუმში გაიმართა მასობრივი მსვლელობა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული აფხაზეთის და ჩერქეზეთის დიასპორის 30 000 კაცის მონაწილეობით. 1990 წლის 22 სექტემბერს აიდგილარამ მონაწილეობა მიიღო ასევე მოსკოვში გამართულ ღონისძიებაში, სახელად „ტერიტორიები და ხალხი სრულად არ აღიარებული ქვეყნებიდან“[1].
აფხაზეთის ომის დროს აიდგილარა გაერთიანებული იყო სომხური მოძრაობა „კრუნკსა“ და რუსულ „სლავურ სახლთან“. 1991 წლის 6 მარტს მათ შექმნეს სოციალურ-პოლიტიკური ორგანიზაციები. კავშირმა ორგანიზება გაუწია მასობრივ მიტინგს სოხუმში, რომელიც გაიმართა 10 მარტს აფხაზეთის სახელმწიფობრიობისა და მოსალოდნელი საკავშირო რეფერენდუმის მხარდასაჭერად.[1]
1992–1993 წლების აფხაზეთის ომის დასაწყისში აიდგილარას თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იყო რაუფ ებჟნოუ[3].
1995 წელს „აიდგილარამ“ მისი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით შეაჩერა საზოგადოების ფუნქციონირება[4].
2000 წლის 15 აგვისტოს საკუთარი სახლის წინ მოკლეს აიდგილარას თავმჯდომარე 1990-1992 წლებში ზურაბ აჩბა[5].
2003 წლის 19 სექტემბერს „აიდგილარას“ ფუნქციონირება აღსდგა მისი მეოთხე კრების დროს, რომლის დროსაც მის ახალ თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ივანე ტარბა, ხოლო მოადგილედ ოქტაი ჩკოტუა[4][6]. 2008 წლის 17 დეკემბერს აიდგილარამ სოხუმში იზეიმა საზოგადოების დაარსების 20 წლისთავი, რომელსაც ესწრებოდა რუსეთი ელჩი აფხაზეთში სემიონ გრიგორიევი[7].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 შამბა, სერგეი (17 December 2008). „Сергей Шамба о 20-летии движения "Аидгылара" и национально-освободительной борьбе народа Абхазии“. REGNUM News Agency. ციტირების თარიღი: 31 January 2013.
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №120 (12986), 23 ივნისი, 1989
- ↑ Khojaa, Ruslan. Путь бессмертия. ციტირების თარიღი: 31 January 2016.
- ↑ 4.0 4.1 Kuchuberia, Anzhela (20 September 2003). „После восьмилетнего перерыва возобновил свою деятельность народный форум Абхазии "Айдгылара"“. Caucasian Knot. ციტირების თარიღი: 31 January 2013.
- ↑ „Daily News August 16, 2000“. Sarke. 16 August 2000. ციტირების თარიღი: 8 January 2012.
- ↑ „Валерий Кварчия: "Недоверие привело нас к тому, что любой человек, приходящий к власти, становится врагом народа"“. Nuzhnaya Gazeta, Caucasian Knot. 26 September 2003. ციტირების თარიღი: 31 January 2013.
- ↑ Kuchuberia, Anzhela (15 December 2008). „В Сухуми прибывает посол России в Абхазии Семен Григорьев“. Caucasian Knot. ციტირების თარიღი: 31 January 2013.