რენატ ქარჩაა (დ. 17 ივლისი, 1966, უფა, ბაშკირეთის ასსრ, რსფსრ) — აფხაზი პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1990 წელს დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიურ-გეოგრაფიული ფაკულტეტი. იმავე წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტია. 1989 წლიდან სსრ კავშირის სახალხო დეპუტატის ვ. არძინბას თანაშემწეა. 1991 წლის მარტიდან მუშაობდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლეს საბჭოში, სადაც იყო უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის პასუხისმგებელი მდივანი, სოციალურ ეკონომიკური და კულტურული განვითარების განყოფილების რეფერანტი. 2020 წლის მაისში რენატ ქარჩაა დაინიშნა სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტის თანაშემწედ.[1] 2021 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ რენატ ქარჩაა გათავისუფლდა აღნიშნული თანამდებობიდან.[2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გაზ. „აფხაზეთის ხმა“, 28 სექტემბერი, 1991 წელი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება