სტანისლავ ლაკობა
აღნიშნული სტატია აღწერს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ პიროვნებას. ტექსტში შესაძლოა გამოყენებული იყოს ტერმინები, რომლებიც გამოიყენება საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ქართული ვიკიპედიის მიდგომა ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკასთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მოვლენების აღწერა საჭიროა აკადემიური/სამეცნიერო მიზნებიდან და ვიკიპედიის მისიიდან - შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია - გამომდინარე. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მქონე ტერიტორიული ერთეულია, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში შედის, რასაც იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც. ნებისმიერი პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემა, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებული ზონის ტერიტორიაზეა ფორმირებული არის არალეგიტიმური და არაღიარებული საქართველოს ხელისუფლებისა და სუვერენული სახელმწიფოების სრული უმრავლესობის მიერ. |
სტანისლავ ლაკობა (აფხ. Станислав Зосим-иҧа Лакоба; დ. 23 თებერვალი, 1953, სოხუმი, საქართველოს სსრ) — აფხაზი ისტორიკოსი, ლიტერატორი, სამოქალაქო და პოლიტიკური მოღვაწე; აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სამეცნიერო ნაშრომებისა და რიგი სახელმძღვანელოების ავტორი. 2005-2009 და 2011-2013 წლებში აფხაზეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე.[1]
სტანისლავ ლაკობა | |
---|---|
დაბ. თარიღი | 23 თებერვალი, 1953 (71 წლის) |
დაბ. ადგილი | სოხუმი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა |
აფხაზეთის რესპუბლიკა საქართველო |
საქმიანობა | ისტორიკოსი და პოლიტიკოსი |
ალმა-მატერი | სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასტანისლავ ლაკობა დაიბადა 1953 წლის 23 თებერვალს, ქალაქ სოხუმში. როგორც თავად ამტკიცებს, მისი დიდი ბაბუა და ნესტორ ლაკობას ბაბუა ძმები იყვნენ.[2] დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, ისტორიის სპეციალობით.
ახალგაზრდობის წლებში მისი რუსულენოვანი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში, გამოცემული აქვს რამდენიმე კრებული. პირველმა გამოცემამ — „ბორბალი და თოვლი“ (გამოიცა 1979 წელს) კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. მიმომხილველმა მ. ბორშევსკაიამ განაცხადა, რომ სტანისლავ ლაკობას ლექსები არღვევდნენ არსებულ სტერეოტიპებს,[3] ხოლო პროფესორ ადამიას თქმით, მკითხველები მადლიერები უნდა იყვნენ ლაკობას უდიდესი ნიჭის გამო.[4]
2000-2004 წლებში იყო მიწვეული პროფესორი და დაკავებული იყო სამეცნიერო საქმიანობით ჰოკაიდოს უნივერსიტეტში (იაპონია) სლავური კვლევების ცენტრში. ამ პერიოდში, მან გამოსცა რამდენიმე მონოგრაფია ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებით, ასევე გამოსცა წიგნები აფხაზეთის თანამედროვე ისტორიის თაობაზე.
ამჟამად, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და სხვადასხვა პუბლიკაციების ავტორია, რომლებიც ეხება კავკასიის ხალხთა ისტორიას, არქეოლოგიას, პოლიტიკისა და კულტურას.
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება1991-1996 წლებში ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატია. ლაკობა ასევე ხელმძღვანელობდა საერთაშორისო საქმეებისა და პარლამენტთაშორისი კავშირების კომისიას. 1993-1994 წლებში — უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის პირველი მდივანია. 1994-1996 წლებში — ე. წ. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერია. ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვლადისლავ არძინბას კანდიდატურა წამოაყენა პრეზიდენტის პოსტზე.
1996 წლიდან ოპოზიციაშია და უკვე ხშირად აკრიტიკებს აფხაზეთში ჩატარებული ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნების უალტერნატივობას. აქტიურად მონაწილეობდა ჟენევის პროცესში, რომელიც ემსახურება კონფლიქტის დარეგულირებას და ტარდება გაეროს ეგიდით, რუსეთის შუამავლობით. ბოლო წლებში „ბერგჰოფის ცენტრის“ (გერმანია) და არასამთავრობო ორგანიზაციის „შერიგების რესურსები“ (დიდი ბრიტანეთი) ეგიდით ჩატარებული ღონისძიებებზე — არის არაფორმალური ქართულ-აფხაზური შეხვედრების მონაწილე ავსტრიასა და გერმანიაში (შლაინინგის პროცესი).
2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ეტაპზე, კენჭი იყარა სერგეი ბაგაფშთან ერთად, აფხაზეთის ე. წ. ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ეტაპზე, შიდააფხაზური შეთანხმების ინტერესების გათვალისწინებით, ვიცე-პრეზიდენტის ადგილი დაუთმო რაულ ხაჯიმბას.
2005 წლიდან 2009 წლის 18 აგვისტომდე აფხაზეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარეა. 2009 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მას საკუთარი კანდიდატურა არ წამოუყენებია. აღნიშნული განცხადებით, თავად სტანისლავ ლაკობა გამოვიდა ჟურნალისტებთან შეხვედრა-სემინარზე, რომელიც იმართებოდა „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ქოლგის ქვეშ და აერთიანებდა ჟურნალისტებს ჩრდილოეთ ოსეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან, დაღესტნიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და აფხაზეთიდან.
2011 წლის 15 მაისს შევიდა აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის საეკლესიო საბჭოში, როგორც მრევლის წარმომადგენელი. 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მხარი დაუჭირა ალექსანდრე ანქვაბის კანდიდატურას. გადამწყვეტი კენჭისყრის დროს ლაკობამ განაცხადა
2011 წლის შვიდი დეკემბრიდან, კვლავ აირჩიეს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ.[1] 2012 წლის 11 მაისს, რუსეთისა და აფხაზეთის პირველი პირები ფსოუს გამშვებ პუნქტზე შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც მათ დაათვალიერეს ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის მაკეტი, შემდეგ კი ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. სტანისლავ ლაკობამ მიიღო მონაწილეობა შეხვედრაში, რომელიც პრეზიდენტთა მონაწილეობით გაიმართა სოჭის რეზიდენციაში. ცნობილია, რომ მათ ისაუბრეს სოციალურ სფეროზე და პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა დახმარების გასაწევად და აღნიშნა, რომ ისინი იმსჯელებენ თავდაცვის საკითხებზეც. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.
2013 წლის გაზაფხულიდან, ლაკობასა და ანქვაბს შორის კონფლიქტი განვითარდა, რომლის მთავარ მიზეზად გალის რაიონის მოსახლეობის პასპორტიზაცია იქცა. ამ კონფლიქტის შემდეგ პოლიტიკოსებმა ურთიერთობა შეწყვიტეს. 2013 წლის 29 ოქტომბერს ლაკობა ალექსანდრე ანქვაბმა გაათავისუფლა, რასაც სტანისლავ ლაკობა უკმაყოფილებით შეხვდა და პრეზიდენტი ძალაუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა.[5] ლაკობამ ასევე განაცხადა, რომ 2016 წლის არჩევნებში, მოიგებდა ის კანდიდატი, რომელსაც მხარდაჭერა ექნებოდა გალის რაიონის მოსახლეობისგან.
ამ სიტყვებით უპასუხა სტანისლავ ლაკობამ, მისი გათავისუფლების საკითხს. ამ განცხადებაზე, ანქვაბმა უპასუხა, რომ არასწორია ასე დავყოთ აფხაზეთის მოსახლეობა, რადგან ამ შემთხვევაში გაურკვეველი იქნებდა, თუ რატომ მსახურობენ გალელები აფხაზურ ჯარში. ლაკობას, ამ განცხადების გამო, ლეონიდ ლაკერბაიამ შოვინისტიც კი უწოდა.
პრესაში და საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციით, ლაკობა იყო ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი მაისის პოლიტიკური კრიზისის (2014 წელს, ქ. სოხუმი), რის შედეგადაც ხელისუფლებაში მოვიდა რაულ ხაჯიმბა.[6]
1992 წელს გახდა დიმიტრი გულიას სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ოჯახი
რედაქტირებადაოჯახებულია, ყავს ვაჟიშვილი და ქალიშვილი.
ლაკობა-ლაკერბაიას საქმე
რედაქტირება2019 წლის 14 ივნისს დასრულდა სასამართლო პროცესი, რომელიც ლეონიდ ლაკერბაიასა და სტანისლავ ლაკობას შორის მიმდინარეობდა. საქმე ეხებოდა „ადამიანის სინდისისა და ღირსების, ასევე საქმიანი რეპუტაციის დაცვის საკითხს.“[7] ლაკერბაიამ ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორები სტანისლავ ლაკობა და ოლეგ ბგაჟბა დაადანაშაულა, ინფორმაციის დამახინჯებაში და მისი რეპუტაციის დაზიანებაში.
სოხუმის საქალაქო სასამართლომ ლინგვისტური ექსპერტიზისა და მოწმეების გამოკითხვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაახლოებით 8000 წიგნიდან უნდა ამოიღონ წინადადება, რომელიც ეხება ლაკერბაიას საქმეს. მოწმეებად გამოკითხეს ე. წ. ექს-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი და პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა.
როგორც ლაკობამ განაცხადა, მათ არ შეუქმნიათ ლაკერბაისთვის საფრთხე და წიგნში მოყვანილი ინფორმაცია შეესაბამა სიმართლეს. ლაკობა აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ დაინტერესდა ამ ფრაზით ლაკერბაია, წიგნის გამოცემიდან სამი წლის შემდეგ და რატომ უარყოფს მის სიტყვებს, რომლებიც პრეზიდენტის ადმინსტრაციაში გაჟღერდა და მას არა მხოლოდ ლაკობა, არამედ დეპუტატები დანელია და ფილიაც კი ესწრებოდნენ. სასამართლო სხდომები ამით არ დასრულებულა და საქმე უზენაეს სასამართლომდეც მივიდა.
2019 წლის 20 აგვისტოს უზენაეს სასამართლომ განიხილა ე. წ. აფხაზეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სტანისლავ ლაკობას მიმართვა, რათა გაესაჩივრებინათ სოხუმის საქალაქო სასამართლოს, მოსამართლე ბელა ხასაიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება.[8]
ლაკობას ადვოკატმა რუსლან ჭამიანმა დაადანაშაულა სოხუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბელა ხასაია საქმის არასწორად ინტერპრეტირებაში. დახურული მოლაპარაკებების შემდეგ უზენაესმა სასამართლომ ხელუხლებლად დატოვა მოსამართლე ხასაიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება — წიგნებიდან ამოეღოთ წინადადება, რომელიც ზიანს აყენებდა ლაკერბაიას რეპუტაციას და ამისათვის ლაკობასა და სამინისტროს მისცა კონკრეტული ვადა — ათი დღე.
ლაკობა და საქართველო
რედაქტირებასტანისლავ ლაკობა ყოველთვის გამოირჩეოდა, საკუთარი ხისტი პოლიტიკით საქართველოს მიმართ. ქალაქ სოხუმში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „აფხაზეთის უახლესი ისტორიის ზოგიერთი ასპექტების შესახებ“, სადაც სტანისლავ ლაკობა, როგორც ისტორიკოსი მოხსენებით გამოვიდა. მან ისაუბრა XX საუკუნის 20-50-იან წლებში „ქართველების მიერ დანგრეულ“ აფხაზეთის სამეცნიერო საზოგადოების შესახებ და განაცხადა:
„1927 წელი, როდესაც ვიქტორ სტრაჟევი იძულებული გახდა აფხაზეთი დაეტოვებინა, მხოლოდ რეპრესიების პრელუდია იყო. იყო დიდი ზეწოლა თბილისიდან, ქართულ მხარეს არ მოსწონდა ასეთი ძლიერი ინტელიგენციის შეკრება, როგორიც თბილისში მაშინ არც კი მუშაობდა სამეცნიერო სფეროში. მათ არ სურდათ, რომ ახალგაზრდა აფხაზეთის რესპუბლიკა გამყარებულიყო, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც 1925 წელს კონსტიტუცია მივიღეთ.[9]“
|
ლაკობას თქმით იმ პერიოდში სამეცნიერო საზოგადოებას ჰქონდა კავშირები 170-ზე მეტ სამეცნიერო ცენტრთან საბჭოთა კავშირის მასშტაბით. სამეცნიერო ნაშრომებს ცვლიდნენ გერმანიის, აშშ-ს ათამდე სამეცნიერო ცენტრთან, რაც თბილისს დიდად არ მოსწონდა.
18 აგვისტოს სტანისლავ ლაკობამ უშიშროების საბჭოს თავჯდომარეობის პოსტი დატოვა, ხოლო მიზეზად მისი უკმაყოფილება გახდა „აფხაზეთის მოქალაქეობის შესახებ კანონი“. ეს თემა სტანისლავ ლაკობამ მაისის ბოლოს წამოჭრა და ღიად განაცხადა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 26 000-მდე ეთნიკურმა ქართველმა მიიღო „აფხაზეთის მოქალაქეობა“, რაც საფრთხეს უქმნის „დამოუკიდებლობას“ და შემდგომში მოახდენს ინტეგრაციას საქართველოსთან. ლაკობას თქმით
„გალელების უმრავლესობა არის საქართველოს მოქალაქე, ხოლო აფხაზური კანონმდებლობა კი ორ მოქალაქეობას, მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან ცნობს. ამიტომაც, საქართველოს მოქალაქე, ვერ იქნება აფხაზეთის მოქალაქე. თუ მათ სურთ აფხაზური მოქალაქეობის მიღება, უარი უნდა განაცხადონ საქართველოს მოქალაქეობაზე.[10]“
|
სტანისლავ ლაკობამ „კავკასიის ექოსთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც დაიწყო საქართველო-აფხაზეთს შორის კონფლიქტი. იგი აცხადებს, რომ ელცინს შეეძლო თავიდან აერიდებინა ეს კონფლიქტი, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. ლაკობა, აცხადებს, რომ რუსეთსა და დასავლეთს უნდოდათ ომის გაღვივება, ხოლო რუსეთი ყველა არსებული ძალით ცდილობდა საქართველოს შეყვანას დსთ-ში და ამისათვის მას „მთლიანი საქართველო“ სჭირდებოდა.[11] საუბრობს რა, რომ ელცინმა „თვალი დახუჭა „საქართველოს შეიარაღებაზე, ხოლო შემდგომში ნიუ-იორკში, შევარდნაძე უკვე ღიად ადანაშაულებდა რუსეთს, თითქოს ის არ აძლევდა საშუალებას აფხაზეთსა და საქართველოს თავად მოეგვარებინათ გაღვივებული კონფლიქტი, რაც როგორც ლაკობა ამბობს, აფსურდის თეატრის თამაშს წააგავდა. სტანისლავ ლაკობა აცხადებს, რომ გრაჩოვი მის „მეგობარ კიტოვანს“ ესაუბრა და მას შემდეგ რაც გაიგო, რომ არ განიხილებოდა დსთ-ში შესვლა, სიტუაცია საბოლოოდ დაიძაბა. ისტორიკოსი, აცხადებს, რომ ვლადისლავ არძინბა იძულებული გახდა მოეწერა ხელი დოკუმენტზე, სადაც ნათქვამი იყო, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და საქართველოს სამხედრო ნაწილის დარჩენაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე. ლაკობა აცხადებს, რომ არძინბამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის იძულებული გახდა მოეწერა ხელი ელცინის პატივისცემის გამო, ხოლო ახლა დროა ელცინმა აფხაზეთს მიხედოს, ამის შემდეგ მან ხელი არ ჩამოართვა შევარდნაძეს, რაზეც ელცინი ძალიან გაბრაზდა. როგორც სტანისლავი აცხადებს ეს იყო გარდამტეხი მომენტი ელცინისა და არძინბას ურთიერთობაში.
უშიშროების საბჭოს ყოფილი წევრი, აცხადებდა რომ საქართველოს გაუჭირდებოდა არასამხედრო გზებით კონფლიქტების დარეგულირება და ამაში აშშ-სა და ევროკავშირის დახმარებაც კი არ უშველიდა. მან განაცხადა, რომ საქართველოს სამხედრო ძალა არ არის საკმარისად მომზადებული, რომ ომი დაიწყოს ორ ფრონტზე. ლაკობა საუბრობს საქართველოს არასტაბილურობაზე.[12]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Станислав Лакоба назначен секретарем Совета безопасности Абхазии დაარქივებული 2013-11-06 საიტზე Wayback Machine. // «Абхазский Узел»
- ↑ Секретарь Совбеза Абхазии Станистав Лакоба. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-18. ციტირების თარიღი: 2012-12-17.
- ↑ «Литературная учёба», 1981, № 6, с.99.
- ↑ «Литературное обозрение», 1980, № 11. — С. 78.
- ↑ Станислав Лакоба: «Это беспредел». ციტირების თარიღი: 2013-10-29
- ↑ Александр Анкваб: «Управлять Абхазией нельзя методами популизма и дилетантских экспромтов» დაარქივებული // Военно-промышленный курьер, 17 июня 2015, № 22 (588).
- ↑ Как экс-премьер выиграл суд над учебником истории
- ↑ Учебник "мести": Верховный суд принял решение по иску Лакербая к историкам
- ↑ Такие обстоятельства: Станислав Лакоба о разгроме Абхазского Научного Общества
- ↑ ანქვაბი ქართველი „ამომრჩევლისთვის“ ბრძოლას განაგრძობს
- ↑ Станислав Лакоба пришел к выводу, что целью войны в Абхазии было желание российского руководства ввести Грузию в СНГ
- ↑ Станислав Лакоба: "России нужна вся Грузия, а не по отдельности Абхазия и Южная Осетия"