საქართველოს ავტომობილების სარეგისტრაციო ნომრები

(გადამისამართდა გვერდიდან ავტომობილების სარეგისტრაციო ნომრები)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

საქართველოს სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრები შედგება ორი ასოს, დეფისის, სამი ციფრის, დეფისის და ორი ასოს რელიეფური სერიისგან (მაგ. AB-123-CD), შავი ფერის თეთრ ფონზე ლურჯი ვერტიკალური ზოლით მარცხნივ.[1] ფირფიტები გამოშვებულია ლათინური ანბანით. ქართული სარეგისტრაციო ნომრები ისეთივე ზომისაა, როგორც ყველაზე გავრცელებული ევროპული სარეგისტრაციო ნომრები. ფირფიტის ქვედა მარცხენა კუთხეში ყველა ფირფიტას აქვს აბრევიატურა „GE“, ხოლო მარცხენა ზედა კუთხეში ეროვნული დროშა. ახალი სტილის სარეგისტრაციო ნომრების ეს ნაკრები გამოიყენება 2014 წლის 1 სექტემბრიდან.[2]

ევროკავშირის სტილის ქართული ახალი სარეგისტრაციო ნომერი
ძველი ქართული სარეგისტრაციო ნომერი
ქართული სარეგისტრაციო ნომერი ძველი „GEO“ ქვეყნის კოდით

2014 წლის 1 სექტემბერს დაინერგა ახალი, ევროპული სტილის სარეგისტრაციო ნომერი. მათ აქვთ ორი ასო პირველი და ბოლო (როგორც ფრანგული და იტალიური სარეგისტრაციო ფირფიტები), სამი რიცხვით შუაში. ლურჯი ზოლი მარცხნივ შეიცავს საქართველოს დროშას და „GE“, ხოლო ქვედა მარჯვენა მხარეს არის უსაფრთხოების პატარა ჰოლოგრამა.[2] როგორც დამატებითი უსაფრთხოების ფუნქციები, ფირფიტებს აქვს შსს-ს სსიპ მომსახურების სააგენტოს წყლის ნიშნის მსგავსი სიმბოლო საქართველოს და მანქანით წაკითხვადი მონაცემთა მატრიცის კოდი ჰოლოგრამის მახლობლად. ძველი სტილის ფირფიტები სამი ასოებით, დეფისით და სამი ნომრით (მაგ ABC-123), შავი ფერის თეთრ ფონზე, გაუქმდა 2020 წლის სექტემბერში. იმპორტირებული ამერიკულ ან იაპონურ მანქანებზე განსათავსებლად, ასევე ხელმისაწვდომია უფრო კვადრატული სტილის ფირფიტა.[2]

წინა სერიები

რედაქტირება

1977–1993 წლებში ქართული სარეგისტრაციო ნომრები საბჭოთა ГОСТ 3207-77 სტანდარტის მიხედვით იწარმოებოდა. ალფანუმერული თანმიმდევრობა მიიღო: x #### XX, სადაც x არის კირილიცის პატარა ასოთი დაწერილი სერია/მრიცხველი; # არის ნებისმიერი ციფრი 0-9 დიაპაზონში; და XX არის კირილიცის ანბანის ორი დიდი ასო, რომელიც მიუთითებს, თუ სად დარეგისტრირდა მანქანა პირველად.

საქართველო იყენებდა კოდებს ГА, ГГ და ГР ტერიტორიული სპეციფიკის მითითების გარეშე, АИ მხოლოდ აფხაზეთისთვის, ხოლო ЮО მხოლოდ სამხრეთ ოსეთისთვის.

მანქანების ყოფილი აღნიშვნები

რედაქტირება

თავდაპირველად ძველი სარეგისტრაციო ნომრის პირველი ასო მინიჭებული იყო იმ ტერიტორიის მიხედვით, სადაც მანქანა იყო რეგისტრირებული:

სისტემა მალე ამოიწურა და გაუქმდა. ამის შემდეგ ნებისმიერ მსურველს შეეძლო შეეძინა ის კომბინაცია, რომელიც სურდა. ზოგიერთმა კომერციულმა ორგანიზაციამ შეიძინა ძველი სარეგისტრაციო ნომრების ყველა ნომრის თანმიმდევრობა ერთი სამასოიანი კომბინაციის ფარგლებში (მაგ. ყველა TBC ნომრის მფლობელი იყო თიბისი ბანკი, ხოლო MZE-ის ყველა ნომრის საკუთრება ტელეკომპანია მზეს ეკუთვნოდა). სასწრაფო დახმარების მანქანებს ჰქონდათ PSP სერიის ნომრები, ვინაიდან მათ ფარმაცევტული კომპანია აფინანსებდა, ხოლო სახანძრო მანქანებს ჰქონდათ SOS სერიის ნომრები, აგრეთვე აღსანიშნავია TTC სერიის ნომრები, რომლებიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ეკუთვნოდა ავტობუსების საიდენტიფიკაციოდ.

საელჩოები და საკონსულოები

რედაქტირება

საელჩოსა და საკონსულოს მანქანებს აქვთ საკუთარი სარეგისტრაციო ნომერი თეთრი სიმბოლოებითა და თეთრი ნომრებით წითელ ფონზე. საელჩოს ფირფიტებზე ნომრები დაფორმატებულია ისე, რომ პირველი ორი ციფრი წარმოადგენს უცხოურ სუბიექტს/ორგანიზაციას, რომელსაც ეკუთვნის რეგისტრირებული მანქანა, რასაც მოჰყვება CMD, D ან AS. ბოლო სამი ციფრი თანმიმდევრულია, სადაც XX CMD 001 არის (ზოგადად) ელჩის დროშის (ფლაგმანი) ავტომობილი. უცხოური ერთეულის/ორგანიზაციის სია და მათი პირველი ციფრები იხილეთ ქვემოთ:

ნომერი ქვეყანა ან ორგანიზაცია
01   გერმანია
02   ამერიკის შეერთებული შტატები
03   თურქეთი
04   ისრაელი
05   ჩინეთი
06   რუსეთი
07   გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
08 ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია
09   ირანი
10   ვატიკანი
11   სომხეთი
12   საფრანგეთი
13   წითელი ჯვარი
14   უკრაინა
15 საერთაშორისო ორგანიზაციები
16   ევროკავშირი
17   დიდი ბრიტანეთი
18   საბერძნეთი
19   აზერბაიჯანი
20 მსოფლიო ბანკი
21   რუმინეთი
22   პოლონეთი
23   კოტ-დ'ივუარი
24   ლატვია
25 ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
26   ბულგარეთი
27   წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი
28   შვეიცარია
29   იტალია
30   სან-მარინო
31   ნიდერლანდები
32   ჩეხეთი
33   შვედეთი
35   ყაზახეთი
36   ევროპის საბჭო
37   ფილიპინები
38   დანია
39   ლიეტუვა
40   ესტონეთი
41 გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
43   ერაყი
44   ესპანეთი
45   უნგრეთი
46   ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში
47 აზიის განვითარების ბანკი
48   სლოვაკეთი
49   ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია
50   იაპონია
51   ირლანდია
52   სლოვენია
54   მალტა
55   კანადა
56   ბრაზილია
57   ინდონეზია
59   კატარი
63   ავსტრია
65   თურქმენეთი
67   სამხრეთ კორეა

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი

რედაქტირება

ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმი გასცემს საკუთარ სარეგისტრაციო ნომრებს: აფხაზეთში რუსული ტიპის, ხოლო ცხინვალის რეგიონში საბჭოთა ტიპის ნომრებს. 2004 წლიდან ამ სააღრიცხვო ნომრების გამოყენება აკრძალულია საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ქართული ფირფიტების გამოყენება კი პკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალულია. ამგვარად, მანქანების უმეტესობას, რომლებიც კვეთენ ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ზოლს, უწევთ რუსული სარეგისტრაციო ნომრების გამოყენება.

სამხედრო ნომრები

რედაქტირება
 
სამხედრო სანომრე ნიშანი

2011 წლის მდგომარეობით, სამხედრო პოლიციის საპატრულო მანქანების ნომრები იყო შავი თეთრი ასოებით, მარცხნივ ვიწრო ყვითელი ზოლით, რომელიც შეიცავს ასოებს „GA“ ერთმანეთზე ზემოთ. კოდი იყო ორი ლათინური ასო, რომელსაც მოჰყვა სამი ციფრი, მათ შორის უსაფრთხოების ჰოლოგრამა. ზომები — 550×110 მმ. რეგულარული სამხედრო სანომრე ნიშნები მარცხენა მხარეს მწვანე ზოლს იღებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Georgia license plates. Matriculasdelmundo (2021-10-14).
  2. 2.0 2.1 2.2 შსს-ს მომსახურების სააგენტოში ახალი სანომრე ნიშნების დიზაინის პრეზენტაცია გაიმართა ka. Service Agency of MIA of Georgia (2014-03-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-26. ციტირების თარიღი: 2022-04-24.