მტაცებლები

(გადამისამართდა გვერდიდან Carnivora)
ტერმინს „მტაცებელი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მტაცებელი (მრავალმნიშვნელოვანი).

მტაცებლები (ლათ. Carnivora: carō „ხორცი“, + vorāre „მჭამელი“) — ძუძუმწოვრების რიგი. მათი სხეულის სიგრძე 14 სმ-დან 3 მ-მდე, მასა 100 გ-იდან 1000 კგ აღწევს. ნაირგვარი შეფერილობა აქვთ. კბილები (28-48) მკვეთრადაა დიფერენცირებული საჭრელებად, ეშვებად და ძირითად კბილებად. უმრავლესობის ზედა მე-4 წინა ძირითადი და 1-ლი ქვედა ძირითადი კბილები გარდაქმნილია მკვეთავ კბილებად. კიდურებზე აქვთ ბრჭყალებიანი 4-4 თითი (დათვებსა და ძაღლებს 5-5), ბრჭყალები ჩამალული ან ნახევრად ჩამალულია; ლავიწი არ გააჩნიათ ან რუდიმენტულია; კუჭი მარტივია და ჯირკვლებით მდიდარი; საშვილოსნო ორმაგი ან ორრქიანი, პლაცენტა — დისკოიდური; სათესლეები სპეციალურ პარკშია მოთავსებული. მტაცებლების ანალური ჯირკვლები გამოყოფენ მძაფრსუნიან ნივთიერებას, რომელიც ემსახურება ტერიტორიულ მონიშვნას, ზოგჯერ მტრისაგან თავდაცვას (მაგ., მყრალა). გავრცელებული არიან ყველგან, ანტარქტიდისა და ზოგიერთი პატარა ოკეანური კუნძულის გარდა. უმეტესობა ხმელეთის ცხოველია. მრავალი მათგანი კარგად დაცოცავს ხეზე, ზოგი კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებებიან ხორცით, მათ შორის არიან ყოვლისმჭამელები, ლეშითმკვებავნი და სხვები. მსხვერპლს თავს ესხმიან ჩასაფრებით, მიპარვით, დადევნებით. უმრავლესობა მონოგამია.

მტაცებლები

მტაცებელი ცხოველები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ლათინური სახელი
Carnivora
ქვერიგები და ოჯახები
იხილეთ ტქსტი

მტაცებლები აერთიანებს 7 ოჯახს (ძაღლისებრნი, დათვისებრნი, ენოტისებრნი, კვერნისებრნი, ვივერისებრნი, აფთრისებრნი, კატისებრნი), დაახლოებით 100 გვარს, 240 სახეობას, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 19 სახეობა. მტაცებლებს შორის ბევრი სასარგებლოა. ზოგი ანადგურებს სასოფლო და სატყეო მეურნეობის მავნე მღრღნელებს; ზოგიერთი ზიანს აყენებს მცეხოველეობას, სანადირო, მეურნეობას. არიან ცოფის ვირუსის მატარებლებიც (მგელი, ტურა, ენოტისებრი ძაღლი).

მურა დათვი და თეთრი დათვი ხმელეთის უდიდესი მტაცებლებია
კატა და ძაღლი, შინაური მტაცებლებია

კლასიფიკაცია

რედაქტირება

ქვერიგი კატისნაირები

რედაქტირება

ქვერიგი ძაღლისნაირები

რედაქტირება

ფილოგენეტიკური ხე

რედაქტირება
   მტაცებლები   
კატისნაირები

ნიმრავიდისებრნი 

სტენოპლესიკტისებრნი

პერკროკუტისებრნი 

აფრიკული პალმის ცივეტები  

პრინოდონტისებრნი  

ბარბულოფელიდისებრნი

კატისებრნი    

ვივერისებრნი  

აფთრისებრნი    

მანგუსისებრნი  

მადაგასკარის მტაცებლები  

   ძაღლისნაირები   

ამფიციონისებრნი 

ძაღლისებრნი        

   არკტოიდისებრნი   
   

ჰემიკიონიდისებრნი 

დათვისებრნი    

ფეხ-ფარფლიანები

ენალიარკტიდისებრნი 

   

ნამდვილი სელაპები  

   

ყურებიანი სელაპები  

ლომვეშაპისებრნი  

   მუსტელოიდისებრნი   
   

პანდისებრნი  

   

მყრალა  

   

ენოტისებრნი  

კვერნისებრნი      

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება