ყურებიანი სელაპები
(გადამისამართდა გვერდიდან ყურებიანი სელაპი)
ყურებიანი სელაპები (ლათ. Otariidae) — ზღვის ძუძუმწოვრების ოჯახი ფარფლფეხიანების რიგისა. ყურის პატარა ნიჟარები აქვთ, მათი წინა ფარფლები მოკლებულია ბრჭყალებს, უკანა ფარფლები წინისაკენ მოიკეცება და, ისე როგორც წინა ფარფლები, წარმოადგენს სხეულის საყრდენს ხმელეთზე მოძრაობისას. გავრცელებული არიან ორივე ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში: ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მხოლოდ წყნარ ოკეანეში, სამხრეთში — ყველა ოკეანეში. მათ განეკუთვნება ზღვის ლომები (5 გვარი 5 სახეობით) და ზღვის კატები (2 გვარის 6 ან 9 სახეობა). რეწვის ობიექტიებია (განსაკუთრებით ფასობს ზღვის კატის ბეწვი).
ყურებიანი სელაპები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Neophoca cinerea | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Otariidae | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 275.