ნამდვილი სელაპები

(გადამისამართდა გვერდიდან სელაპისებრნი)

ნამდვილი სელაპები (Phocidae) — ზღვის ძუძუმწოვრების ოჯახი, ფარფლფეხიანების რიგისა. მათ ყურის ნიჟარები არ გააჩნიათ, მათი ორივე წყვილი კიდური გარდაქმნილია ფარფლებად და ბრჭყალებით ბოლოვდება. უკანა ფარფლები უკნისაკენაა მიმართული და წყალში სამოძრაო აპარატს წარმოადგენს. აერთიანებს 12 გვარის 20-მდე სახეობას. ფართოდ არიან გავრცელებული; განსაკუთრებით ბევრია პოლარული წრის განედებში.

ნამდვილი სელაპები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  ფარფლფეხიანები
ოჯახი:  ნამდვილი სელაპები
ლათინური სახელი
Phocidae
Gray, 1821

ლიტერატურა რედაქტირება