ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ხალებიანი აფთარი (ლათ. Crocuta crocuta) — ძუძუმწოვარი მტაცებელი ცხოველი, აფთრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 120-160 სმ, კიდურის 25-35 სმ, წონა 50-85 კგ აღწევს. სიცოცხლის ხანგრძლივობა ბუნებაში 25 წელი, ხოლო ტყვეობაში 40 წელია. ხალებიანი აფთარი, ყველაზე დიდია აფთრებს შორის, უმეტესად, გავრცელებულია აფრიკაში, სამხრეთ საჰარიდან მოყოლებული მთელს სამხრეთში, გარდა უკიდურესი სამხრეთისა და კონგოს აუზის ტერიტორიისა. მას შეხვდებით, როგორც უდაბნოში, ასევე ბუჩქნარ და ტყიან ადგილებშიც. მას გააჩნია გრძელი უხეში ბეწვი, რომელიც შეფერილია მუქ ყვითლად, ან ხაკისფრად და დაჰყვება არასიმეტრიული მუქი ლაქები. კიდურები, სახის წინა ნაწილი და კუდის ბოლო მუქი ყავისფერი ან შავია. ზურგზე ჯაგრისებრი ფაფარი ეზრდება.

ხალებიანი აფთარი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Crocuta crocuta
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 5674
არეალი