მთავარი მენიუს გახსნა

დახასიათებარედაქტირება

ოცელოტის სიგრძე კუდიდან თავამდე შეადგენს 100 – 140 სმ. სიმაღლე — დაახლოებით 50 სმ. წონა 10 – 16 კგ. ბეწვის შეფერილობა მოყავისფრო–ყვითელი შავი ბეჭდის მაგვარი ლაქებით, ლაქები შიგნიდან უფრო მუქი ფერისაა, ვიდრე გარედან. ყელზე მხრების ირგვლივ ლაქები გადაიზრდება ზოლებში, თათებზე შავ წერტილებად იქცევა. მუცელს და ყბას თეთრი შეფერილობა აქვს. ყურები შავი ფერისაა, დიდი თეთრი წერტილევბით უკანა მხარეს.

არეალირედაქტირება

 
ოცელოტის გავრცელების არე

ოცელოტი გავრცელებულია ცენტრალურ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში. ყველაზე ჩრდილოეთით ოცელოტი ბინადრობს აშშ–ში, ტეხასის შტატში. მათი უმრავლესობა ბინადრობს ტროპიკულ ტყეებში, ღია ადგილებს ერიდებიან.

ქცევარედაქტირება

ოცელოტები მარტო ცხოვრობენ, ნადირობენ ღამით. ძლიერი სიცხეების დროს, უყვართ ხის ფუღუროებში მალვა. მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად შეუძლიათ ხეზე ცოცვა, მიწაზე ნადირობას ამჯობინებენ. ოცელოტის ნადავლს ძირითადად მიეკუთვნებიან მცირე ძუძუმწოვრები და ფრინველები. თუმცაღა ხანდახან უარს არც გველებზე ამბობენ. დიდ ეგზემპლარებს შეუძლიათ მომცრო ზომის ირმების და ღორების მონადირება. ოცელოტი განსაკუთრებით მიჩვეულია თავის ტერიტორიას. მამრების ტერიტორია შეიძლება იყოს 31 კმ² და ესაზღვრება მდედრების ტერიტორიას, რომელთა ზომა 14 კმ² აღწევს. შეჯვარება შეიძლება მოხდეს წელიწადის ნებისმიერ დროს. ორთვენახევარში მდედრი შობს ერთ ან ორ კნუტს, რომლებიც იკვებებიან დედის რძით, შვიდი კვირის მანძილზე. ორი წლის ასაკში ისინი ტოვებენ თავიანთ მშობლიურ არეალს.

როლი ადამიანის კულტურაშირედაქტირება

ოცელოტის ტყავი დიდი პოპულარობით სარგებლობდა აშშ–ში, მაგალითად 1969 წელს შეტანილი იქნა 133 ათასი ოცელოტის ტყავი. ინტენსიური ნადირობის გამო, ჩვენს დროში ოცელოტი ძალზედ იშვიათ ცხოველად იქცა. სახელმწიფოთაშორისო მოლაპარაკების შედეგად, მიღწეული იქნა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ოცელოტზე ნადირობა, ასევე გაყიდვა ნებისმიერი პროდუქციის, რომელიც დამზადებულია ოცელოტისგან იქნა აკრძალული.

ქვესახეებირედაქტირება

 
ოცელოტი