ცადამაყვანა

(გადამისამართდა გვერდიდან Amanita muscaria)

ცადამაყვანა,[1] აგრეთვე ცნობილია როგორც წითელი შხამასოკო (ლათ. Amanita muscaria) — შხამიანი, ფსიქოაქტიური სოკოს სახეობა ამანიტას გვარისა.

ცადამაყვანა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ამანიტასებრნი
გვარი:  ამანიტა
სახეობა:  ცადამაყვანა
ლათინური სახელი
Amanita muscaria (L.) Lam., 1797

ციმბირში, ცადამაყვანას რელიგიური დატვირთვა აქვს და გამოიყენება როგორც დამათრობელი საშუალება და ენთეოგენი. მასში შემავალი ფსიქოაქტიური ნივთიერებათა თვისებების წყალობით, სოკო ძველთაგანვე გამოიყენებოდა სხვადასხვა ხალხების რელიგიურ ცერემონიებში.

კოსმოპოლიტია, ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში. აგრეთვე გვხვდება თბილი კლიმატის მქონე ზოგიერთ რეგიონში — ცენტრალური ამერიკაში, ჰინდუქუშში და ხმელთა შუაზღვისპირა რეგიონებში. მიკორიზას უპირატესად არყთან და ნაძვთან ქმნის. იზრდება ზაფხულიდან შემოდგომამდე.

დიდი ზომის წითელი ფერის სოკო თეთრი ფეხითა და თეთრი ფიფქებით თავზე — ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სოკოა მასობრივ კულტურაში, რომელიც ასახულია სხვადასხვა რომანებში, კინოფილმებში, ანიმაციურ ფილმებში, ტელესერიალებში, მხატვრობაში, მათ შორის — ვიდეო თამაშებში, კერძოდ „Mario“-ს ფრენჩაიზში, რომელიც პერსონაჟის გამაძლიერებლის, „Super Mushroom“-ის სახით არის წარმოდგენილი.[2][3]

1763 წელს სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა კარლ ლინემ როგოც Agaricus muscarius.[4] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა ფრანგმა ბუნებისმეტყველმა ჟან ბატისტ ლამარკმა 1783 წელს.

სახელწოდება

რედაქტირება

ძველად ცადამაყვანას ბუზების საწინააღმდეგო საშუალებად იყენებდნენ; ბევრ ევროპულ ენაში სახელი სწორედ ამის მიხედვით ეწოდება. (ინგლ. fly agaric, გერმ. Fliegenpilz, ფრანგ. amanite tue-mouches), ლათინური სახეობრივი ეპითეტი აგრეთვე მომდინარეობს სიტყვა „ბუზისგან“ (ლათ. musca). სლავურ ენებში სიტყვა „მუხამორი“ (мухомор) (პოლ. muchomor, болг. ბულგ. мухоморка, ჩეხ. muchomůrka და ა.შ.) სოკოების გვარის — Amanita-ს აღმნიშვნელად იქცა.

ქუდის დიამეტრი — 8-დან 20 სმ-მდე.[5] თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, შემდგომში ბრტყელი და ჩაზნექილი. ფერი — ხასხასა წითელი ან ნარინჯისფერ-წითელი. ზედაპირი დაფარულია თეთრი კონცენტრულად განწყობილი მეჭეჭებით, რომლებიც საერთო საბურველის ნარჩენებს წარმოადგენს და შესაძლოა წვიმის შემდეგ დასცვივდეს. ახალგაზრდა სოკოებს იშვიათად სცვივა, მომწიფებისას კიდეები ზოლიანია, ზედაპირი — წებოვანი.

რბილობი — თეთრი, კანქვეშ ღია-ნარინჯისფერი ან ღია-ყვითელი, სუსტი სუნითა და მოტკბო გემოთი. გაჭრისას ფერს არ იცვლის.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტების სისქე — 0,8-1,2 სმ, თეთრი ან კრემისფერი, ზოგჯერ ღია-ყვითელი ელფერით. ხშირი, თავისუფალი, გააჩნია მრავალრიცხოვანი შუალედური ფირფიტები.

სოკოს ფეხი — ცილინდრული, 8-20 სმ სიგრძის, თეთრი ან მოყვითალო, ზედაპირი ბოჭკოვანია, ძირში ბოლქვისებურად გამსხვილებული, ზრდასრულ სოკოებს — ფუყე. ახასიათებს ფირფიტისებრი თეთრი ან მოყვითალო საყელო.

სპორების მტვერი — მოთეთრო. სპორები — 9×6,5 მკმ, ელიფსისებური, გლუვი.

ჩრდილოეთ ამერიკაში, კერძოდ, ჩრდილო-აღმოსავლეთში, გავრცელებულია ფორმა Amanita muscaria'' var ''formosa, უფრო ღია ყვითელი ან ყვითელ-ნარინჯისფერი ქუდით.[6]

ცადამაყვანას წააგავს საჭმელად ვარგისი სახეობა ნიყვი, რომელიც განსხვავდება ოქროსფერ-ყვითელი ფეხითა და ფირფიტებით, თავისუფალი ტომრისებრი ბუდით. მას აგრეთვე წააგავს შხამიანი სოკო — Amanita regalis, რომელსაც ახასიათებს უფრო მუქი, წითელ-ყავისფერი ქუდი.

ნაირსახეობები

რედაქტირება

გავრცელება და ეკოლოგია

რედაქტირება

კოსმოპოლიტია, ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში. აგრეთვე გვხვდება თბილი კლიმატის მქონე ზოგიერთ რეგიონში — ცენტრალური ამერიკაში, ჰინდუქუშში და ხმელთა შუაზღვისპირა რეგიონებში.

ფიჭვის ნერგებთან ერთად მისი სპორები გადატანლი იქნა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში და დღესდღეობით სოკო გვხვდება ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში. მეტად ხშირია ცენტრალურ ევროპაში.

იზრდება ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში. მიკორიზას ქმნის არყთან, ნაძვთან, ფიჭვთან, სოჭთან, მუხასთან და ა.შ.[5] ზოგჯერ ქმნის „ქაჯის წრეს“.[7]

სეზონი დამოკიდებულია კლიმატზე: ჩრდილოეთ ამერიკაში გვხვდება ზაფხულიდან შემოდგომამდე, ხოლო წყნარი ოკეანისპირა რეგიონებში — გვიანი შემოდგომიდან ზამთრის დასაწყისამდე.

ტოქსიკურობა

რედაქტირება

სოკოს ნაყოფსხეული შეიცავს რიგ ტოქსიკურ შენაერთებს, რომელთა შორისაც რამდენიმე მათგანს გააჩნია ფსიქოტროპული მოქმედება.

იბოტენის მჟავა — გაშრობის დროს დეკარბოქსილირდება მუსკიმოლად. იბოტენის მჟავა და მისი მეტაბოლიტი — მუსკიმოლი კარგად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში და მოქმედებს როგორც ჰალუცინოგენი. იბოტენის მჟავა და მუსკიმოლი სტრუქტურულად მსგავსია და აგებულებით ახლოსაა ცენტრალური ნერვული სისტემის ორ მნიშვნელოვან მედიატორთან — გლუტამინის მჟავასთან და გამა-ამინოერბომჟავასთან. იბოტენის მჟავა ნეიროტოქსიკურია, იწვევს თავის ტვინის უჯრედების კვდომას.

მუსკარინი, რომელიც აღმოაჩინეს 1869 წელს,[8] დიდი ხნის მანძილზე მიიჩნეოდა Amanita muscaria-ში შემავალ აქტიურ ფსიქოტროპულ ნივთიერებად. XX საუკუნის შუა პერიოდში,[9][10] ინგლისელმა მკვლევარებმა, აგრეთვე ჯგუფებმა იაპონიიდან[11] და შვეიცარიიდან[12] დაამტკიცეს, რომ სოკოს ფსიქოტროპული ეფექტი ძირითადად გამოწვეული იყო იბოტენის მჟავითა და მუსკიმოლით.[13] მუსკარინი, რომელიც აცეტილქოლინის მსგავსად მოქმედებს, ასტიმულირებს M-ქოლინერგულ რეცეპტორს, რომელიც იწვევს სისხლძარღვების გაფართოებასა და გულის წუთობრივი მოცულობის შემცირებას. ორგანიზმში დიდი რაოდენობით მოხვედრის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლის დამახასიათებელი სურათი, რომელიც მოიცავს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ნერწყვდენა, გაძლიერებული ოფლდენა, არტერიული წნევის ვარდნა. მძიმე შემთხვევაში, ავადმყოფს ფილტვის შეშუპების გამო შეიძლება განუვითარდეს სულის შეხუთვა, ბრონხების სპაზმა და კრუნჩხვა. უკიდურესად მძიმე შემთხვევაში — ასისტოლია, ცნობიერების დაკარგვა და სიკვდილიც კი.

მუსკიმოლი — ძირითადი ფსიქოაქტიური ნივთიერება. გააჩნია სედატიურ-ჰიპნოზური, დისოციატიური ეფექტი.

მუსკაზონი — ულტრაიისფერი დასხივების ზემოქმედებით იბოტენის მჟავის დაშლის პროდუქტი. ცადამაყვანაში შემავალ სხვა მოქმედ კომპონენტებთან შედარებით მუსკაზონს გააჩნია უმნიშვნელო ფსიქოაქტიური მოქმედება.

ადამიანისთვის სასიკვდილო დოზა 15 ქუდში შემავალი მუსკიმოლის და იბოტენის მჟავის ერთობლიობაა.[14]

საკვებად მოხმარება

რედაქტირება

ტოქსიკური და ფსიქოაქტიური ნივთიერებები კარგად იშლება ადუღებულ წყალში. მოხმარებამდე აუცილებელია მცირე ნაწილებად დაჭრილი სოკოს რამდენჯერმე მოხარშვა და წყლის გადაღვრა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ძლიერ მოწამვლის ალბათობას. მიუხედავად ამისა, მასში შემავალი შხამები შეიძლება ძლიერ ვარირებდეს და სახიფათო იყოს ადამიანისთვის.

გამოყენება ინსექტიციდებად

რედაქტირება

სულ მცირე XIII საუკუნიდან ცნობილია ცადამაყვანას ტოქსიკური თვისებების შესახებ ზოგიერთი მწერის მიმართ.[15] პირველ რიგში, სწორედ ამან მისცა სოკოს დამახასიათებელი სახელი. მისი ნაყენი დიდი ხნის მანძილზე გამოიყენებოდა როგორც მწერების საწინააღმდეგო საშუალება.

მცდარია გავრცელებული აზრი, თითქოს ბუზები იღუპებიან მასში შემავალი ნივთიერებების მოქმედების შედეგად. სინამდვილეში ამის მიზეზი, არის ის, რომ ტყეში ზრდასრული ცადამაყვანას ქუდი ჩაზნექილია, რომელიც ივსება წვიმის წყლით. ამ წყალში კარგად იხსნება სოკოს ალკალოიდები, ხოლო ბუზები, რომლებიც ეტანებიან მასში დაგროვილ წყალს, რამდენიმე წუთის შემდეგ იძინებენ და უბრალოდ იხრჩობიან მასში. იგივე ხდება, მაშინ, როდესაც ცადამაყვანას ათავსებენ წყლიან ლამბაქზე. იმ შემთხვევაში, თუ დაძინებულ ბუზს მაშინვე გადაიტანენ მშრალ ზედაპირზე, 10-12 საათის შემდეგ იგი გამოფხიზლდება და გაფრინდება.

ადგილობრივი სახელწოდებები

რედაქტირება

საქართველოში ცადამაყვანას სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებენ:[16]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 132, ISBN 99940-856-1-1.
  • Вассер С. П. Флора грибов Украины. Аманитальные грибы / отв. ред. К. А. Каламээс. — К.: „Наукова думка“, 1992. — С. 114—117. — ISBN 5-12-003226-5.
  • Грибы: Справочник / Пер. с итал. Ф. Двин. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2001. — С. 146. — 304 с. — ISBN 5-17-009961-4.
  • Грюнерт Г. Грибы / пер. с нем. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2001. — С. 20. — (Путеводитель по природе). — ISBN 5-17-006175-7.
  • Вишневский М. В. Его Величество Мухомор. — М.: Оригинал-Макет, 2017. — 192 с. — ISBN 978-5-9908968-7-1.
  • Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 146. — ISBN 5-17-020333-0.
  • Сержанина Г. И. Шляпочные грибы Белоруссии. — Минск: Наука и техника, 1984.
  • Сосин П. Е., Ройзман И. С. Красный мухомор (Amanita muscaria Quel.) // Природа : журнал. — 1937. — № 12. — С. 95—97.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ნახუცრიშვილი, 2006, გვ. 132
  2. The Top 11 Video Game Powerups. UGO Networks. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 28, 2008. ციტირების თარიღი: სექტემბერი 21, 2021.
  3. Li, C.; Oberlies, N. H. (December 2005). „The most widely recognized mushroom: chemistry of the genus Amanita (PDF). Life Sciences. 78 (5): 532–38. doi:10.1016/j.lfs.2005.09.003. PMID 16203016.
  4. Linnaeus C (1753). „Tomus II“, Species Plantarum (la). Stockholm: Laurentii Salvii, გვ. 1172. 
  5. 5.0 5.1 Дудка, Вассер 1987.
  6. Tulloss RE; Yang Z-L. (2012)Amanita muscaria Singer. ციტირების თარიღი: 2019-05-06
  7. Вишневский 2017.
  8. Schmiedeberg O, Koppe R. (1869). Das Muscarin, das giftige Alkaloid des Fliegenpilzes. Leipzig: FCW Vogel.
  9. Kögl F, Salemink CA, Shouten H, Jellinek F. (1957). Über Muscarin III. Recueil des Travaux Chimiques des Pays-Bas 76:109-127.
  10. Cox HC, Hardegger E, Kögl F, Liechti P, Lohse F, Salemink CA. (1958). Uber Muscarin: Uber die Synthese von racemischem Muscarin, seine Spaltung in die Antipoden und die Herstellung von (x)-Muscarin aus D-Glucosamin. Helvetica Chimica Acta 41:229-234.
  11. Takemoto T, Nakajima T. (1964). Structure of ibotenic acid. Journal of the Pharmacological Society of Japan 84: 1232—1233.
  12. Eugster CH, Müller GFR, Good R. (1965) Active principles from Amanita muscaria: ibotenic acid and muscazone. Tetrahedron Letters 6: 1813—1815. doi:10.1016/S0040-4039(00)90133-3
  13. Benjamin, Denis R., Mushrooms: poisons and panaceas — a handbook for naturalists, mycologists and physicians, New York: W. H. Freeman and Company, 1995. — გვ. 306—307, ISBN 0-7167-2600-9.
  14. Denis R. Benjamin, Mushrooms: poisons and panaceas — a handbook for naturalists, mycologists and physicians, W.H. Freeman & Company. — გვ. 309. 422 გვ, ISBN 0-7167-2600-9.
  15. Tyler V. B. (1963). „Poisomous mushrooms“ (ინგლისური). New York: Acad. press., Inc. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  16. Amanita muscaria (L.) Lam.. Fungi.Biodiversity-Georgia.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-20. ციტირების თარიღი: 21 სექტემბერი, 2021.
  17. მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: „მეცნიერება“
  18. ბაგრატიონი, იოანე (1986) საბუნებისმეტყველო განმარტებითი ლექსიკონი. თბილისი: „მეცნიერება“
  19. ორბელიანი, სულხან-საბა (1991) ლექსიკონი ქართული. საქ. მეცნ. აკად., ხელნაწერთა ინ-ტი. – თბილისი: „მერანი“
  20. ცოცანიძე, გ. (2012) თუშური ლექსიკონი. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
  21. კობახიძე, ა. (1987) რაჭული დიალექტის ლექსიკონი. საქ. სსრ მეცნ. აკად., ენათმეცნ. ინ-ტი – თბილისი: „მეცნიერება“