830-იანები
ათწლეული
830-იანი (რვაას ოცდაათიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 830-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 830 წლის 1 იანვარს და დასრულდა 839 წლის 31 დეკემბერს.
ათასწლეული: | I |
საუკუნე: | VIII – IX – X |
ათწლეული: | 800-იანები 810-იანები 820-იანები
– 830-იანები – |
წლები: | 830 · 831 · 832 · 833 · 834 835 · 836 · 837 · 838 · 839 |
მოვლენები
სარჩევი: 830 831 832 833 834 835 836 837 838 839
- შეიქმნა დიდი მორავიის სახელმწიფო.
- პიპინ I-მა და ლუი გერმანელმა ფრანკთა მეფე ლუი I-ის წინააღმდეგ ამბოხება მოაწყვეს.
- ბიზანტიის იმპერატორმა თეოპილემ ხატების თაყვანისცემა აკრძალა.
- ალ-მუთასიმი ბაღდადის ხალიფა გახდა მისი ძმის ალ-მამუნის სიკვდილის შემდეგ.
- დიდი მორავიის მთავარმა მოიმირ I-მა თავის სახელმწიფოს შემოუერთა ნიტრას სამთავრო.
- ვიკინგებმა ქ. დორესტადი (ახლანდელი ნიდერლანდები) ააოხრეს.
- ფრანკთა სამეფოს არქიპისკოპოსებმა იმპერატორი ლუი I ღვთისმოშიში გაათავისუფლეს. იმპერატორმა საზავო ხელშეკრულება დადო აკვიტანიის მეფე პიპინ I-თან და ბავარიის მეფე ლუი გერმანელთან.
- აბასიანთა ხალიფამ ალ-მუთასიმმა დედაქალაქი გადაიტანეს სამარაში.
- ვიკინგებმა უესექსის მეფე ეგბერტის ლაშქარი დაამარცხეს.
- კაირუანის დიდი მეჩეთის მშენებლობა დაიწყო ტუნისში.
- ჰერეთის მთავარმა საჰლმა არაბებს გადასცა ალბანეთში ხურამიტული აჯანყების ხელმძღვანელი ბაბექი.
- ვიკინგები თავს დაესხნენ ქ. კონსტანტინოპოლს.
- ეთელვულფ I უესექსის მეფე გახდა.