860-იანები
ათწლეული
860-იანი (რვაას სამოციანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 860-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 860 წლის 1 იანვარს და დასრულდა 869 წლის 31 დეკემბერს.
ათასწლეული: | I |
საუკუნე: | VIII – IX – X |
ათწლეული: | 830-იანები 840-იანები 850-იანები
– 860-იანები – |
წლები: | 860 · 861 · 862 · 863 · 864 865 · 866 · 867 · 868 · 869 |
მოვლენები
სარჩევი: 860 861 862 863 864 865 866 867 868 869
- კირილე და მეთოდე ხაზარებთან ჩავიდნენ.
- ეთელბერტ I უესექსის მეფე გახდა.
- 28 მაისი — ვიკინგებმა ქ. პარიზი ააოხრეს.
- დემეტრე II-ის გარდაცვალების შემდეგ აფხაზთა სამეფოს მეფე გახდა გიორგი I.
- მაიას ცივილიზაციის საცერემონიო ცენტრი ლაბნა აშენდა.
- როსტისლავის თხოვნით კირილე და მეთოდე დიდ მორავიაში ჩავიდნენ.
- აიგო ქსნის არმაზი.
- გადაიწერა სინური მრავალთავი იერუსალიმის წმიდა საბას ლავრაში.
- ასტურიის სამეფოში ორდონიო I-ის სიკვდილის შემდეგ დიდებულებმა ახალ მეფედ ალფონსო III გამოაცხადეს.
- ვიკინგებმა ქ. იორკი აიღეს.
- რომის პაპმა ნიკოლოზ I-მა ჯადოქრობის ბრალდებით წამების გამოყენება აკრძალა.
- ქ. ოჰრიდი ბულგარეთის სამეფოს შემადგენლობაში მოექცა.
- ჩამოყალიბდა პორტუგალიის საგრაფო. პირველი გრაფი – ვიმარა პერეში.
- 26 მაისი : იაპონიაში, ქ. სენდაისთან მოხდა დიდი მიწისძვრა.
- სამხრეთ ერაყში ზანგი მონები აჯანყდნენ.
- შედგა კონსტანტინეპოლის მეოთხე საეკლესიო კრება.