გიორგი I (აფხაზთა მეფე)
გიორგი I, აღწეფელი — აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფე 861-868 წლებში; ლეონ II-ის ძე.
გიორგი I | |
---|---|
აფხაზთა მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 861 |
მმართ. დასასრული: | 868 |
წინამორბედი: | დემეტრე II |
მემკვიდრე: | ივანე შავლიანი |
გარდ. თარიღი: | 868 |
მამა: | ლეონ II |
გამეფებამდე მისი საუფლისწულო მამული იყო აღწეფი. აქედან წარმოდგება ზედწოდება — აღწეფელი. თავისი წინამორბედებივით ცდილობდა დაუფლებოდა ქართლს, რაც დროებით შეძლო კიდეც და იქ, „მატიანე ქართლისას“ ცნობით, ერისთავად თავისი ძმისშვილი, დემეტრე II-ის ვაჟი, ბაგრატი დასვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ანჩაბაძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 159.
- ანჩაბაძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 17.
- მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
- Анчабадзе З. В., Из истории средневековой Абхазии (VI–XVII вв.), Сух., 1959.
წინამორბედი: დემეტრე II |
აფხაზეთის მეფე 861 - 868 |
შემდეგი: ივანე შავლიანი |