დემეტრე II (აფხაზთა მეფე)

ტერმინს „დემეტრე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დემეტრე.

დემეტრე (დიმიტრი) II, (დ. დაახლოებით 825 — გ. 861) — აფხაზთა სამეფოს (დასავლეთ საქართველოს) მეფე,ლეონ II-ის ძე.

დემეტრე II
აფხაზთა მეფე
მმართ. დასაწყისი: 825
მმართ. დასასრული: 861
წინამორბედი: თეოდოს II
მემკვიდრე: გიორგი I
გარდ. თარიღი: 861
შვილები: ბაგრატი
მამა: ლეონ II

ენერგიულად იბრძოდა ახლად შექმნილი სამეფოს დამოუკიდებლობის დასაცავად. IX საუკუნის 40-იან წლებში არაერთხელ დაამარცხა დასაცლეთ საქართველოში შემოსული ბიზანტიელთა ლაშქარი. 853 წინ აღუდგა საქართველოში შემოჭრილ არაბთა სარდალს ბუღა თურქს. იგი შემდეგშიაც განაგრძობდა ბრძოლას ქართლიდან არაბთა განდევნისა და საქართველოს გაერთიანებისათვის.

დემეტრე II-ის საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიის გავლენის განმტკიცება დასავლეთ საქართველოში. ამ მიზანს ემსახურებოდა მისი ხელშეწყობით IX საუკუნის I ნახევარში დასავლეთ საქართველოში გრიგოლ ხანძთელის მიერ ქართული მონასტრის დაარსებას.

ლიტერატურა

რედაქტირება
წინამორბედი:
თეოდოს II
აფხაზეთის მეფე
825 - 861
შემდეგი:
გიორგი I