ლეონ II
ლეონ II (გ. 792) — აფხაზთა სამეფოს (დასავლეთ საქართველოს) პირველი მეფე, ლეონ I-ის ძმისწული. დაახლოებით 753-იდან იყო აფხაზეთის მემკვიდრეობითი ერისთავი (მთავარი) და ითვლებოდა ბიზანტიის იმპერატორის ვასალად. VIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ისარგებლა ბიზანტიის იმპერიის დასუსტებით, დაიხმარა ხაზართა ხაკანი (რომლის ასული მისი დედა იყო), აუჯანყდა იმპერატორს და თავი მეფედ გამოაცხადა. ახალმა სამეფომ, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა, სამეფო დინასტიის მიხედვით „აფხაზთა სამეფოს“ სახელწოდება მიიღო. ლეონ II-მ სამეფოს დედაქალაქად ქუთათისი (ქუთაისი) გამოაცხადა. ლეონ II-ის დროიდან მტკიცე საფუძველი ჩაეყარა დასავლეთ საქართველოს ეკლესიაში აღმოსავლეთ საეკლესიო ტრადიციების დამკვიდრებას.
ლეონ II | |
---|---|
სეპარატისტების მიერ გამოშვებული საფოსტო მარკა ლეონ II-ის გამოსახულებით | |
აფხაზთა მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 778 |
მმართ. დასასრული: | 792 |
წინამორბედი: | ლეონ I |
მემკვიდრე: | თეოდოს II |
გარდ. თარიღი: | 792 |
ლიტერატურა
რედაქტირება- გუჩუა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 191.
- მატიანი ქართლისა. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც, ტ.1, თბ. 1955.
წინამორბედი: ლეონ I |
აფხაზეთის მეფე 778 - 792 |
შემდეგი: თეოდოს II |