2018 წლის სომხეთის რევოლუცია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

2018 წლის სომხეთის რევოლუცია (სომხეთში ყველაზე ხშირად ცნობილია როგორც #მერჟისერჟინ (სომხ. ՄերժիրՍերժին), რაც ნიშნავს „#უარვყოფთსერჟს“) — ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები სომხეთში 2018 წლის აპრილიდან მაისამდე, რომელსაც სათავეში ედგა სომხეთის პარლამენტის წევრი ნიკოლ ფაშინიანი (პარტია საზოგადოებრივი ხელშეკრულების ლიდერი). საპროტესტო აქციები და მსვლელობები თავდაპირველად სერჟ სარქისიანის ზედიზედ მესამე ვადით არჩევის საპასუხოდ იყო, რომელიც სომხეთის მთავრობის ყველაზე ძლიერი ფიგურას წარმოადგნდა. ფაშინიანმა რევოლუციას ხავერდოვანი რევოლუცია უწოდა.[6]

სომხეთის ხავერდოვანი რევოლუცია
თარიღი 31 მარტი, 2018 – 8 მაისი, 2018
ადგილი 'სომხეთი: ერევანი, გიუმრი, ვანაძორი, აბოვიანი, სევანი, იჯევანი, გავარი, არტაშატი, არმავირი, აშტარაკი, ვაღარშაპატი, კაპანი, არაგაწავანი, სტეფანავანი, სპიტაკი, დილიჯანი და სხვ.
სომხური დიასპორა: გლენდალი კალიფორნია,[1] მოსკოვი,[2] მილანი მარსელი,[3] ტორონტო, მონრეალი, სოჭი, ბრიუსელი, ვანკუვერი,[4] ათენი, ლონდონი, ბერლინი, ბუენოს-აირესი, ჩიკაგო, სან-პაულუ [5]
მეთოდები მასშტაბური გამოსვლები
მონაწილე მხარეები
სომხეთის პოლიცია, სომხეთის მთავრობა

22 აპრილს, ფაშინიანი დააპატიმრეს, 23 აპრილს გაათავისუფლეს, იმავე დღეს, როდესაც სარქისიანმა თანამდებობა დატოვა და თქვა: „მე ვცდებოდი, ხოლო ნიკოლ ფაშინიანი კი მართალი იყო“. ზოგიერთი ამ მოვლენას მოიხსენიებს როგორც მშვიდობიან რევოლუციას, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებშიც მომხდარა.

28 აპრილისთვის სომხეთის პარლამენტის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ ფაშინიანის კანდიდატურას. 1-ელ მაისს დაინიშნა კენჭისყრა ეროვნულ ასამბლეაში; ფაშინიანის პრემიერ-მინისტრად არჩევისთვის, რომელსაც 53 ხმა სჭირდებოდა. მას მოუწევდა რესპუბლიკური პარტიის მინიმუმ ექვსი წევრის ხმის მოპოვება. ფაშინიანი ერთადერთი კანდიდატი იყო, ვინც ხმის მისაცემად გამოცხადდა. ფაშინიანი 59 ხმით აირჩიეს პრემიერ მინისტრად.[7]

წინაპირობა

რედაქტირება

2012–2017 წლებში სომხეთის მთავრობისადმი ნდობის დონე (25%) და სასამართლო სისტემისადმი (29%) მკვეთრად დაბალი იყო მეზობელ სახელმწიფოებთან შედარებით.

სარქისიანის წარდგენა პრემიერ მინისტრის პოსტზე

რედაქტირება

დემონსტრაციები და საპროტესტო აქციები დაიწყო 2018 წლის მარტში, როდესაც რესპუბლიკური პარტიის წევრები არ გამორიცხავდნენ სერჟ სარქისიანის პრემიერ მინისტრის პოსტზე წარდგენის ვარიანტს. ეს ნიშნავდა, რომ სარქისიანი მეთაური 2007 წლის მარტის შემდეგ იქნებოდა (როგორც პრემიერ მინისტრი, ან პრეზიდენტი). მან 2015 წელს შეიტანა ცვლილებები კონსტიტუციაში, რათა მოეხსნა ვადები და კიდევ ერთხელ გაემარჯვა არჩევნებში.[8]

მომიტინგეებმა პირობა დადეს, რომ 14 აპრილს დაბლოკავდნენ პარტიის შტაბს, სადაც ლიდერები აპირებდნენ შეიკრებილიყვნენ სერჟ სარქისიანის პრემიერ მინისტრად ოფიციალურად წარსადგენად. რესპუბლიკურმა პარტიამ შეხვედრა გამართა დედაქალაქ ერევანში, ღია ცის ქვეშ და ერთხმად დაუჭირა მხარი სერჟ სარქისიანის პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე ოფიციალურად წარდგენას. აყვავებულმა სომხეთის პარტიამ რესპუბლიკურ პარტიას მხარი დაუჭირა.[9]

გამოხმაურებები

რედაქტირება

პარტიის თავისუფალი დემოკრატების ლიდერი და ყოფილი დეპუტატი ხაჩატურ ქობობელიანი დაესწრო საპროტესტო გამოსვლებს და გამოხატა მხარდაჭერა ქმედებების მიმართ.[10] ბევრმა ხელოვანმა გამოსვლებს მხარი დაუჭირა, მათ შორის იყო სერჟ თანქიანიც, რომელმაც აქტივისტებს მიმართა, რომ ერთპარტიული სისტემის წინააღმდეგ ებრძოლათ. სომხური დიასპორის ზოგიერთმა ორგანიზაციამ, კერძოდ ევროპის სომეხთა კონგრესმა, ასევე გამოხატეს მხარდაჭერა ოპოზიციის მიმართ.[11]

  1. „Thousands of SoCal Armenians protest election results in their homeland“. KABC-TV. 23 April 2018.
  2. „В Москве у армянской церкви прошла акция в поддержку протестов в Ереване. Митингующих задержали“. meduza (რუსული). 22 April 2018.
  3. Ghukasyan, Seda (18 April 2018). „Yerevan: "Reject Serzh" Rally Kicks-Off in Republic Square; March To Baghramyan Avenue“. Hetq. ციტატა: „He claimed that protesters had removed a photo of Serzh Sargsyan hanging in the Armenian Consulate in Marseille and publicly burnt it.“
  4. International, Radio Canada. (23 April 2018) Canada 'applauds' courage of Armenian protesters. rcinet.ca.
  5. International. (20 April 2018) Yerevan's 'Velvet Revolution' Rally: Pashinyan Calls Sargsyan a "Political Corpse". rcinet.ca.
  6. "Velvet Revolution"" Takes Armenia into the Unknown". Crisis Group. 26 April 2018.
  7. "Revolution sweeps Armenian opposition leader into power". Reuters. 8 May 2018. Retrieved 10 December 2018 – via www.reuters.com.
  8. Who needs parliamentary republic in Armenia? დაარქივებული 2021-02-25 საიტზე Wayback Machine. Vestnik Kavkaza, 5 October 2015
  9. "Serzh Sargsyan elected prime minister of Armenia among clashes in Yerevan". EurAsia Daily. 17 April 2018. Retrieved 3 May 2018.
  10. "Dilemma of quick defeat and long-term but inevitable victory".
  11. "Arminfo: In Yerevan, the initiative Take a step, turn down Serzhu began the  action of civil disobedience" დაარქივებული 2019-02-10 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 16 April 2018.