ჰობიტი (რომანი)

(გადამისამართდა გვერდიდან ჰობიტი (ტოლკიენის ნაწარმოები))
ჰობიტი“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰობიტი (მრავალმნიშვნელოვანი).

ჰობიტი, ანუ იქით და აქეთ“, ან როგორც მას შემოკლებით უწოდებენ, „ჰობიტი“ (ინგლ. The Hobbit) — ინგლისელი მწერალ ჯ.რ.რ. ტოლკინის ფენტეზი-რომანი და საბავშვო წიგნი. იგი პირველად გამოვიდა 1937 წლის 21 სექტემბერს და ახლდა კრიტიკოსთა აღიარება. რომანი ნომინირებული იყო კარნეგის მედალზე და მიიღო პრიზი New York Herald Tribune-ისგან, საყმაწვილო ლიტერატურის კატეგორიაში. წიგნი კვლავ პოპულარულია და აღიარებულია საბავშვო ლიტერატურის კლასიკად.

„ჰობიტი, ანუ იქით და აქეთ“
The Hobbit, or There and Back Again

ორიგინალური გამოცემის გარეკანი
ავტორი ჯ.რ.რ. ტოლკინი
ილუსტრატორი ჯ.რ.რ. ტოლკინი (პირველი გამოცემები)
გარეკანის მხატვარი ჯ.რ.რ. ტოლკინი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ჟანრი
გამომცემელი George Allen & Unwin (ბრიტანეთი)
გამოცემის თარიღი 21 სექტემბერი 1937
მთარგმნელი ნინო ბარძიმაშვილი / თინათინ გოგოჩაშვილი (2002 წლის გამოცემა)
ნიკა სამუშია (2009 წლის გამოცემა)
ქართულად გამოიცა 2002 (ოთარ ყარალაშვილის გამომცემლობა)
2009 (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
მედია მაგარი ყდა
გვერდი 310
მომდევნო ბეჭდების მბრძანებელი
პირველი გამოცემის სუპერყდა
ჰობიტის პირველი ოფიციალური ქართული გამოცემის ყდა (2002)
ჰობიტის მეორე ოფიციალური ქართული გამოცემის ყდა (2009)

წიგნში მოქმედება მიმდინარეობს „ფერიების გარიჟრაჟისა და ადამიანების ბრძანებლობის“ შორის პერიოდში.[1] ჰობიტში მოთხრობილია შინაური გარემოს მოყვარული ჰობიტ ბილბო ბეგინსის ამბავი, რომელიც დრაკონ სმაუგის მიერ მიტაცებული განძეულის მოსაპოვებლად მიემართება. ბილბო მოგზაურობისას მოხვდება მისი უდარდელი ცხოვრებისგან განსხვავებულ ავბედით გარემოში.[2] ამბავი მოთხრობილია ეპიზოდური მოგზაურობის ფორმით. მისი თავების უმეტესობაში ჩნდება გარკვეული არსება, ან არსების ტიპი, ტოლკინის მიერ გამოგონილი ველურმიწეთიდან. თავისი ხასიათის სამარცხვინო, განწირული, რომანტიკული და თავგადასავლების მოყვარული მხარის აღიარებით, გონებამახვილობით და საღი აზრის მეშვეობით, ბილბო სიმწიფის, უნარიანობისა და სიბრძნის ახალ ეტაპზე გადადის.[3] ამბის კულმინაციაა ხუთი ლაშქრის ბრძოლა, სადაც ერთმანეთს ეჯახება მრავალი არსება წიგნში ასახული მოვლენებიდან.

ამბის ძირითადი თემებია პირადი განვითარება და გმირობის ფორმები. ომის თემებთან, კრიტიკოსები ჯ.რ.რ. ტოლკინის პირველ მსოფლიო ომში გამოცდილებას თვლიან ამბის ფორმირების მნიშვნელოვან ნაწილად. ავტორის მიერ გერმანული ფილოლოგიით და ზღაპრებით დაინტერესება აგრეთვე ითვლება მის შთაგონებად.

წიგნის კრიტიკული და ფინანსური წარმატების შემდეგ გამომცემელმა ითხოვა მისი გაგრძელების შექმნა. ბეჭდების მბრძანებელზე მუშაობისას ტოლკინს ჰობიტში შეჰქონდა ახალ რომანთან შესაბამისობაში არსებული ცვლილებები. ისინი მოხვდა რომანის მეორე გამოცემაში. შემდგომ გამოცემებში მცირე ცვლილებები იყო შეტანილი, მათ შორის, ისეთები, რომლებიც ეხებოდა ტოლკინის მიერ საკუთარი გამოგონილი სამყაროს შესახებ წარმოდგენების ცვლას. რომანის მიმდინარე გავლენამ მოიცვა სცენა, კინოეკრანი, რადიო, სამაგიდო და ვიდეო თამაშები. ამ ადაპტაციების ნაწილმა საკუთარი უპირატესობების გამო კრიტიკული აღიარება დაიმსახურა.

პერსონაჟები

რედაქტირება

ბილბო ბეგინსი, სახელოვანი მთავარი გმირი, არის პატივცემული, თავდაჭერილი ჰობიტი.[4][5] მოგზაურობისას ბილბო ხშირად იხსენებს შინაურ საკუჭნაოს და ნატრულობს მეტ საკვებს. ვიდრე ბეჭედს იპოვის, იგი უფრო მეტად ტვირთის როლს ასრულებს, ვიდრე ეხმარება. განდალფი, მწირი ჯადოსანი [6] მას გააცნობს ცამეტ ჯუჯას. მოგზაურობისას ჯადოსანი სხვა საქმეების გამო რაზმს ტოვებს და ჩნდება მხოლოდ ძირითად მომენტებში. თორინ მუხისფარს,[7][8] ჯუჯების კომპანიის ამაყ, პომპეზურ მეთაურს და მარტოსული მთის ჯუჯების განადგურებული სამეფოს მემკვიდრეს აქვს განდალფისა და ბილბოს იმედი, რომ მას უსიამოვნებებისგან გადაარჩენენ, მაგრამ მძლავრ მებრძოლედ წარმოაჩენს თავს. სმაუგი არის დრაკონი, რომელიც დიდი ხნის წინ დაეუფლა თორინის ბაბუის სამეფოს და მასში სძინავს, დიდ განძზე.

სიუჟეტში სხვადასხვა მნიშვნელობის პერსონაჟი მონაწილეობს, როგორებიც არიან სხვა ჯუჯები; ელფების ორი სხვადასხვა სახეობა - როგორც მხიარული, ასევე მებრძოლი;[9] ადამიანები; კაციჭამია ტროლები; ლოდების მსროლელი გოლიათები; გამოქვაბულის ბოროტი გობლინები; ტყის მოლაპარაკე ობობები; უშველებელი და გმირული, ასევე მოლაპარაკე არწივები; ბოროტი მგლები, ანუ ვარგები, გაერთიანებული გობლინებთან; ბრძენი ელრონდი; გოლუმი, უცნაური არსება, რომელიც მიწისქვეშა ტბასთან ცხოვრობს; ბეორნი, მაქცია, რომელიც დათვის ფორმით ჩნდება და მშვილდოსანი ბარდი, მკაცრი, მაგრამ კეთილშობილი მოისარი ტბისპირა-ქალაქიდან.[8][10]

შინაარსი

რედაქტირება
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

განდალფი ბილბოს ითანხმებს თორინისა და მისი ჯუჯების მასპინძლობაზე. მოსული სტუმრები მღერიან მარტოსულ მთაზე და მის დიდ განძზე, რომელიც დრაკონმა სმაუგმა მიითვისა. სიმღერის ბოლოს განდალფი ყველას აჩვენებს რუკას, რომელზეც გამოსახულია მთაში შესასვლელი საიდუმლო კარი. იგი ჯუჯებს სთავაზობს, წაიყვანონ ბილბო, როგორც „გამტეხი“. ჯუჯები დასცინიან ამ ჩანაფიქრს, მაგრამ ბილბო, დიდი ხნის ყოყმანის მიუხედავად, მაინც დათანხმდება.

ჯგუფი ველურ პირობებში მოგზაურობს. განდალფი მათ გადაარჩენს ტროლებისგან და მიჰყავს შუაველში, სადაც ელრონდი განუმარტავს რუკაზე გამოსახულ სხვა დეტალებთან დაკავშირებულ საიდუმლოს. ნისლიან მთებში მათ იჭერენ გობლინები. განდალფი ჯუჯებს გადაარჩენს, მაგრამ ბილბო იკარგება და პოულობს იდუმალ ბეჭედს, შემდეგ კი ხვდება გოლუმს, რომელიც მას ჩაითრევს გამოცანებით თამაშში. ყველა გამოცანის გამოცნობის შემთხვევაში ბილბო გოლუმმა უნდა გაიყვანოს გამოქვაბულიდან. ჰობიტი აღმოაჩენს ბეჭდის თვისებას და უხილავი, იპარება მთიდან და უბრუნდება გამოქცეულ ჯუჯებს, განამტკიცებს რა თავის რეპუტაციას. გობლინები და ვარგები მათ მისდევენ, მაგრამ მოგზაურებს გადაარჩენენ არწივები. შემდეგ რაზმი აღმოჩნდება სტუმრად ბეორნთან.

კომპანია შედის ბნელტევრში განდალფის გარეშე. ტყეში ბილბო ჯუჯებს გადაარჩენს ობობებისგან, მოგვიანებით კი, როდესაც მათ ელფები იჭერენ - ტყვეობიდან. მარტოსულ მთამდე თითქმის მისულ მოგზაურებს მასპინძლობენ ტბისპირა ქალაქის მაცხოვრებლები. ისინი იმედოვნებენ, რომ ასრულდება ძველი წინასწარმეტყველება და ჯუჯების მოსვლის შემდეგ ყველაფერი აივსება ოქროთი. ჯუჯები და ბილბო პოულობენ დამალულ კარს. ბილბო იკვლევს დრაკონის ბუნაგს და ნიშნად მასში შესვლისა იპარავს თასს. მაგრამ იგი აგრეთვე ამჩნევს ხვრელს სმაუგის ჯავშანში. განრისხებული დრაკონი დარწმუნებულია, რომ მიმტაცებელი გამოგზავნილია ტბისპირა ქალაქიდან, ამიტომ მთას ტოვებს და მიფრინავს ქალაქთან. ჭკვიანი შაშვი, რომელმაც მოისმინა ბილბოს ნაამბობი დრაკონის ჯავშანის შესახებ, ასევე მიფრინავს ქალაქში და ყველაფერს მშვილდოსან ბარდს უამბობს, რომელიც დრაკონს ისრით განგმირავს.

ჯუჯები ეუფლებიან მთის განძეულზე და ბილბო პოულობს ნატვრისთვალს, თორინის დინასტიის კუთვნილ საგვარეულო ნატვრისთვალს, რომელსაც მალავს. ტყის-ელფები და ტბისპირა ქალაქის ადამიანები ალყას შემოარტყამენ მთას და მოითხოვენ საზღაურს დახმარებისთვის, ტბისპირა ქალაქის აღსადგენად და განძეულის შესახებ არსებული დავის მოსაგვარებლად. თორინი უარს ეუბნება. იგი იხმობს სხვა ჯუჯებს ჩრდილოეთიდან და იცავს საკუთარ პოზიციებს. ბილბო ცდილობს, ნატვრისთვალი გამოიყენოს, რათა თავიდან აიცილოს ომი, მაგრამ თორინი უდრეკია. იგი რაზმიდან ბილბოს აგდებს და ბრძოლა გარდაუვალია.

ჩნდება განდალფი, რომელიც ყველას აფრთხილებს მოახლოებული გობლინებისა და ვარგების შესახებ. ჯუჯები, ადამიანი და ელფები ერთიანდებიან, მაგრამ ხუთი ლაშქრის ბრძოლად მოგვიანებით წოდებული ეს მოვლენა სრულდება მხოლოდ არწივებისა და ბეორნის გამოჩენის შემდეგ. თორინი სასიკვდილოდ დაჭრილია და აღსასრულამდე ბილბოს შეურიგდება. ბილბო განძეულის მხოლოდ მცირე ნაწილზე თანხმდება და შინ ბრუნდება.

კონცეფცია და შექმნა

რედაქტირება

წარმოშობა

რედაქტირება

1930-იანი წლების დასაწყისში ოქსფორდში, პემბროკის კოლეჯში, ტოლკინი ეწეოდა აკადემიურ კარიერას ანგლო-საქსურის როულინსონისა და ბოსუორთის პროფესორის სახით. მისი რამდენიმე ლექსი გამოქვეყნდა ჟურნალებსა და მცირე კრებულებში. მათ შორის იყო „გობლინების ნაბიჯები“[11] და „კაცი მთვარიდან გვიანობამდე იჯდა“[12], საბავშვო ლექსის „Hey Diddle Diddle“ გადამუშავება. მის შემოქმედებით მცდელობებს შორის აგრეთვე იყო „შობის პაპის წერილები“, რომლებსაც იგი წერდა საკუთარ შვილებს. წერილებში მოქმედი პერსონაჟები იყვნენ გნომები და გობლინები, ისევე, როგორც თეთრი დათვი. ამავე პერიოდში იგი ქმნიდა ელფურ ენებს და თანმხლებ მითოლოგიას, რომელზეც 1917 წლიდან მუშაობდა. ყველა ეს ნამუშევარი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა.[13]

1955 წლის წერილში უ. ჰ. ოდენთან ტოლკინი იხსენებდა, რომ ჰობიტის წერა დაიწყო ერთ დღეს, 1930-იანებში, როდესაც სკოლის დიპლომებს ხელს აწერდა. როდესაც ცარიელი გვერდი შეხვდა, მან მოულოდნელად დაწერა: „მიწაში იყო სორო, რომელშიც ჰობიტი ცხოვრობდა.“ 1932 წლისთვის მან დაასრულა რომანი და ხელნაწერი რამდენიმე მეგობარს ათხოვა, მათ შორის კლაივ ლუისს.[14] and a student of Tolkien's named Elaine Griffiths.[15] 1936 წელს გრიფითსს ოქსფორდში ეწვია სიუზენ დოგნოლი, გამომცემლობა George Allen & Unwin-ის თანამშრომელი. არსებობს ვერსია, რომ წიგნი დოგნოლს გრიფითსმა ათხოვა[15]. მეორე ვერსიით, დოგნოლმა წიგნი პირდაპირ ტოლკინისგან მიიღო.[16] დოგნოლი შთაგონებული იყო ნაწარმოებით და წიგნი უჩვენა სტენლი ანვინს, რომელმაც ხელნაწერი თავის 10 წლის შვილ რაინერს წააკითხა. რაინერის თბილმა კომენტარებმა Allen & Unwin დაარწმუნეს წიგნის გამოცემის აუცილებლობაში.[17]

შთაგონებები

რედაქტირება

ტოლკინზე ერთ-ერთი უდიდესი გავლენა მოახდინა XIX საუკუნის მხატვრობისა და ხელობის ერუდიტმა უილიამ მორისმა. ტოლკინს სურდა მორისის პროზისა და ლექსების იმიტირება[18] და მისი ნამუშევრების ძირითადი სტილისა და მიდგომის შენარჩუნება. სმაუგის ნაოხარი, როგორც მიწის ზარალის ილუსტრირება, არის მოტივი, ნასესხები მორისისგან.[19] ტოლკინი აგრეთვე წერდა, რომ მასზე ბავშვობაში გავლენა მოახდინა სემიუელ რეზერფორდ კროკეტის ისტორიულმა რომანმა „შავი დუგლასი“ და სწორედ მის ბოროტ პერსონაჟზე, ჟილ დე რეცზე ააგო საკუთარი, ნეკრომანტი-საურონი.[20] როგორც ჰობიტში, ასევე ბეჭდების მბრძანებელში აღწერილი შემთხვევები ჰგავს აღნიშნულ რომანს თხრობითა და სტილით,[21] მისი საერთო სტილი და სახე, როგორც ამტკიცებენ, ტოლკინზე გავლენას ახდენდა.[22]

ჰობიტში გობლინები შთაგონებული იყო ჯორჯ მაკდონალდის „პრინცესა და გობლინით“.[23] მიუხედავად ამისა, მაკდონალდმა ტოლკინზე უფრო მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა: მისი ნამუშევრების დახმარებით ტოლკინს, როგორც ქრისტიანს, ჩამოუყალიბდა წარმოადგენა ფენტეზის როლზე.[24]

ტოლკინის ნამუშევრებზე დიდი გავლენა იქონია სკანდინავიურმა მითოლოგიამ. მათში აისახა მისი დიდი ხნის ინტერესი ასეთი ისტორიების მიმართ და მისი მისი კარიერა გერმანულ ფილოლოგიაში.[25] ჰობიტიც არ არის გამონაკლისი; ნამუშევარში ჩანს ევროპული ლიტერატურის, მითებისა და ენების,[26] აგრეთვე სკანდინავიური მითოლოგიის ძლიერი გავლენა, განსაკუთრებით „პოეტური ედისა“ და „პროზაული ედის“ შთაგონებით. მაგალითად შეიძლება მოყვანილი იქნას პერსონაჟების სახელები,[27] როგორიც არის ფილი, კილი, ოინი, გლოინი, ბიფური, ბოფური, ბომბური, დორი, ნორი, დვალინი, ბალინი, დაინი, ნაინი, თორინ მუხისფარი და განდალფი, შთაგონებული ძველი სკანდინავიური სახელებით Fíli, Kíli, Oin, Glói, Bivör, Bávörr, Bömburr, Dori, Nóri, Dvalinn, Bláin, Dain, Nain, Þorin Eikinskialdi და Gandálfr).[28] თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სახელები აღებულია ძველი სკანდინავიურიდან, ჯუჯების ხასიათები ძირითადად გადმოტანილია ზღაპრებიდან, როგორიც არის „ფიფქია“. ძმები გრიმების სხვა ზღაპრების გავლენით სავარაუდოდ შეიქმნა ბეორნი.[29]

ტოლკინის მიერ თვალსაჩინო სახელწოდებების გამოყენება, როგორიც არის ნისლიანი მთები და ბეგ ენდი ეხმაურება ძველ სკანდინავიურ საგაში არსებულ სახელსბ.[30] ჯუჯებისადმი მეგობრული ყორნების სახელებიც წარმოადგენენ ყორნის (rook) და ჭილყვავის (raven) ძველ სკანდინავიურ ფორმებს.[31] თუმცა მათი პერსონაჟები შორს არის ძველი სკანდინავიური და ინგლისური ლიტერატურის სტანდარტებისგან.[32] თუმცა, ტოლკინი, უბრალო ეფექტებისთვის ზედაპირულად არ ეხება ისტორიულ წყაროებს: ბუნებრივი ენის სტილები, განსაკუთრებით ძველისა და ახალს შორის ურთიერთობა ითვლება ამ ამბავში განხილულ ერთ-ერთ თემად.[33] ჰობიტის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც ძველ ნორვეგიულ საგებში მოიპოვება, არის რუკები, რომლებიც თან ახლავს ტექსტს.[30] ავტორის რამდენიმე ილუსტრაცია (მათ შორის, ჯუჯების რუკა, გარეკანის ილუსტრაცია და სუპერყდა) იყენებს ანგლო-საქსურ რუნებს, გერმანული რუნების ინგლისურ განშტოებას.

ძველ ინგლისურ ლიტერატურაში არსებული თემები, განსაკუთრებით, პოემაში ბეოვულფი, აშკარა ნაწილია იმ სამყაროსი, რომელშიც ბილბო მოხვდა. ტოლკინი, ბეოვულფის სრულყოფილი მკვლევარი, ამბობდა, რომ ეს პოემა იყო მისი „ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი წყარო“ ჰობიტის შექმნისას.[34] ტოლკინს თვლიან პირველ კრიტიკოსად, რომელმაც ბეოვულფი განმარტა, როგორც ლიტერატურული ნაშრომი, რომლის მნიშვნელობა სცდება ისტორიულ ფარგლებს. მისი 1936 წლის ლექცია „ბეოვულფი: ურჩხულები და კრიტიკოსები“ კვლავ წარმოადგენს აუცილებელ მასალას ინგლისური ენის სხვადასხვა კურსის გავლისას. ბეოვულფი შეიცავს რამდენიმე ელემენტს, რომელიც ტოლკინმა ისესხა ჰობიტისთვის, მათ შორის, უზარმაზარ, ჭკვიან დრაკონს.[35] ჰობიტში არსებული აღწერების ნაწილი აშკარად ბეოვულფიდან იქნა აღებული, სიტყვების მცირე ცვლილებით. მაგალითად, აღსანიშნავია დრაკონების მიერ კისრის წამოჭიმვის მანერა, როდესაც ისინი ყნოსავენ ჰაერს და უცხოს ეძებენ.[36] გარდა ამისა, ტოლკინის მიერ ბუნაგში საიდუმლო კარით შესვლის აღწერა ეხმაურება ბეოვულფისას. სიუჟეტის კიდევ ერთი ელემენტი, გამოყენებული ჰობიტში, არის სიტყვა ქურდი, როგორც ბილბოს უწოდებს გოლუმი, ხოლო მოგვიანებით - სმაუგი. აღსანიშნავია დრაკონის ზოგადი ხასიათიც და ტბისპირა ქალაქის განადგურების სცენაც.[37] ტოლკინი სრულყოფს ბეოვულფის სიუჟეტს იქ, სადაც მისი აზრით, აღწერა არ არის დამაკმაყოფილებელი. ასეთია დეტალები თასის ქურდის და დრაკონის ინტელექტისა და პიროვნების შესახებ.[38]

ძველი ინგლისურის წყაროების კიდევ ერთი გავლენაა ხმლების სახელები და ზედაპირზე მათი აღნიშვნა რუნების სახით. ბილბო იყენებს ელფების მიერ დამზადებულ ხმალს და თავის პირველ გმირობას ჩაიდენს. იგი ხმალს ნესტარს უწოდებს, რითაც ჩანს, რომ იგი აღიარებს ბეოვულფში არსებულ კულტურულ და ლინგვისტურ ტრადიციებს. ეს აღნიშნავს პერსონაჟის უძველეს სამყაროში მოხვედრას.[39] მოვლენების განვითარების კულმინაციაა დრაკონისგან თასის მოპარვა, რაც მას განარისხებს - ეს შემთხვევა ზუსტად ეხმაურება ბეოვულფს და წარმოადგენს მოქმედებას, რომელსაც ახასიათებს თხრობის ტრადიციული მოდელები. როგორც ტოლკინი წერდა: „მოპარვის ეპიზოდი ბუნებრივად წარმოიშვა (და თითქმის გარდაუვალი იყო) გარკვეული გარემოებების გამო. სხვა მხრივ ამბის წარმართვა ამ მომენტში რთული იყო. წარმომიდგენია, რომ ბეოვულფის ავტორიც იგივეს იტყოდა.“ [34]

სახელი რადაგასტი, როგორც თვლიან, აღებულია სლავური მითოლოგიიდან, ღვთაება როდეგასტის სახელისგან.[40]

ეკრანიზაციები

რედაქტირება

დღეისათვის არსებობს „ჰობიტის“ დასრულებული ანიმაციური ეკრანიზაცია, „ჰობიტი“ (1977).

პიტერ ჯექსონის კინოტრილოგიის პირველი ნაწილი, „ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა“ გამოვიდა 2012 წლის დეკემბერში, ხოლო მეორე და მესამე ნაწილები ეკრანებზე გამოვიდა 2013-2014 წელს.

ქართული გამოცემები

რედაქტირება
წელი შენიშვნა ISBN
2002 ოთარ ყარალაშვილის გამომცემლობამ თბილისში გამოსცა „ჰობიტის“ პირველი ოფიციალური ქართული ვერსია. წიგნის მთარგმნელები არიან ნინო ბარძიმიშვილი (ძირითადი ტექსტი) და თინათინ გოგოჩაშვილი (ლექსები). წიგნის გარეკანზე გამოსახულია ესგაროთი, ტბისპირა ქალაქი. 9992803020
2009 2009 წლის თებერვალში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გაყიდვაში გამოუშვა წიგნის ახალი თარგმანი. თარგმანის ავტორია ნიკა სამუშია. წიგნის გარეკანზე გამოტანილია ჯონ ჰაუს ცნობილი ილუსტრაცია, რომელიც აღწერს განდალფის სტუმრობას ბეგ ენდში. 9789941403415
2011 ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მეორე გამოცემა, რბილი ყდით. სერია „მსოფლიო ლიტერატურის შედევრები მოზარდებისთვის“. 9789941153372 (ISBN-13)
2014 პალიტრა L-ის მიერ გამოცემული წიგნი სერიაში „კიდევ 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. 9789941216961

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Eaton, Anne T. (13 March 1938). „A Delightfully Imaginative Journey“. The New York Times.
  2. Langford, David (2001). „Lord of the Royalties“. SFX magazine. ციტირების თარიღი: 29 September 2007.
  3. Matthews, Dorothy (1975). „The Psychological Journey of Bilbo Baggins“, A Tolkien Compass. Open Court Publishing, გვ. 27–40. ISBN 978-0-87548-303-0. 
  4. Martin, Ann (2006). Red Riding Hood and the Wolf in Bed: Modernism's Fairy Tales. University of Toronto Press, გვ. 38. ISBN 0-8020-9086-9. „... —prefigure the largely bourgeois preoccupations of J. R. R. Tolkien's Bilbo Baggins in The Hobbit.“ 
  5. (1996) Beacham's Encyclopedia of Popular Fiction Analysis. Beacham Publishers, გვ. 1924. ISBN 0-933833-42-3. „At the beginning of The Hobbit ... Bilbo Baggins seems little more than a conservative but good-natured innocent.“ 
  6. Bolman, Lee G.; Deal, Terrence E. (2006). The Wizard and the Warrior: Leading with Passion and Power. John Wiley & Sons, გვ. 88. ISBN 0-7879-7413-7. „But their chief role was to offer sage advice: Merlin as a tutor and counselor to King Arthur; Gandalf through stories and wisdom in his itinerant travels throughout the countryside.“ 
  7. Helms, Randel (1981). Tolkien and the Silmarils, 1st, Boston: Houghton Mifflin, გვ. 86. ISBN 0-395-29469-X. „As apt a description of Thorin Oakenshield as of the dwarf-lord of Nogrod; but yet when we see Thorin in person, ... there is a notable addition, a comic pomposity altogether suitable to what Tolkien intends in The Hobbit...“ 
  8. 8.0 8.1 Pienciak, Anne (1986). „The Characters“, J. R. R. Tolkien's Hobbit and Lord of the Rings. Barron's Educational Series, გვ. 14–30. ISBN 0-8120-3523-2. 
  9. Tolkien 2003, p. 120
  10. Stevens, David; Stevens, Carol (2008). „The Hobbit“, J. R. R. Tolkien. Chelsea House, გვ. 17–26. ISBN 978-1-60413-146-8. 
  11. Oxford Poetry (1915) Blackwells
  12. Yorkshire Poetry, Leeds, vol. 2, no. 19, October–November 1923
  13. Rateliff 2007, p. xxx–xxxi
  14. Carpenter 1977, p. 181
  15. 15.0 15.1 Carpenter 1981, p. 294
  16. Carpenter 1977, p. 184
  17. Carpenter 1977, p. 192
  18. Carpenter 1981, p. 7
  19. Rateliff 2007, p. vol.2 p.485
  20. Carpenter 1981, p. 391, quoted by Lobdell 2004, p. 6
  21. Tolkien 1988, p. 150
  22. Lobdell 2004, p. 6–7
  23. Tolkien 2003, p. 108
  24. Drout 2007, p. 399–400
  25. Lazo, Andrew (2008). „Gathered Round Northern Fires“, Tolkien and the Invention of Myth: A Reader. University Press of Kentucky, გვ. 191–226. ISBN 0-8131-2301-1. 
  26. Sullivan, C. W. (1996). „High Fantasy“, რედ. Hunt, Peter: International Companion Encyclopedia of Children's Literature. Taylor & Francis, გვ. 309–310. ISBN 0-415-08856-9. 
  27. Drout 2007, p. 469–479
  28. Rateliff 2007, p. vol.2 p.866–871
  29. Tolkien 2003, p. 78
  30. 30.0 30.1 Solopova 2009, p. 21–22
  31. Fisher, Jason (March 2008). „The History of the Hobbit (review)“. Mythlore (101/102).
  32. St. Clair 2000, p. 39. "Unlike the raven servants of the god of war, Roac is against war with the men of Dale and the Elves. Further, the birds carry the good news of Smaug’s fall over the countryside. In The Hobbit, they do not function as scavengers after battle as ravens usually do in medieval Norse and English works."
  33. Shippey, Tom (2001). J. R. R. Tolkien: Author of the Century. HarperCollins, გვ. 41. ISBN 0-261-10401-2. 
  34. 34.0 34.1 Carpenter 1981, p. 31
  35. Steele, Felicia Jean (2006). „Dreaming of dragons: Tolkien's impact on Heaney's Beowulf“. Mythlore (95/96). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-03. ციტირების თარიღი: 2014-06-16.
  36. Faraci, Mary (2002). „'I wish to speak' (Tolkien's voice in his Beowulf essay)“, Tolkien the Medievalist. Routledge, გვ. 58–59. ISBN 0-415-28944-0. 
  37. Solopova 2009, p. 37
  38. Purtill, Richard L. (2006). Lord of the Elves and Eldils. Ignatius Press, გვ. 53–55. ISBN 1-58617-084-8. 
  39. McDonald, R. Andrew; Whetter, K. S. (2006). 'In the hilt is fame': resonances of medieval swords and sword-lore in J. R. R. Tolkien's The Hobbit and The Lord of the Rings“. Mythlore (95/96). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-03. ციტირების თარიღი: 2014-06-16.
  40. Orr, Robert (1994). „Some Slavic Echos in J. R. R. Tolkien's Middle-earth“. Germano-Slavica. 8: 23–34.