არწივი (შუახმელეთი)

არწივები ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმშიფრინველები, რომლებიც მანუეს მაცნეები იყვნენ. დიდ არწივებს[1][2] შორის იყვნენ არწივები, რომლებიც ადამიანებს, ელფებსა და ჯადოსნებს ეხმარებოდნენ ბოროტებასთან ბრძოლისას. სწორედ მათ უწოდებდნენ მანუეს არწივებს.

ეს არსებები შუახმელეთში ვალინორიდან გამოაგზავნეს, რათა თავდაპირველად გადასახლებული ნოლდორებისთვის ეყარაულათ, ისევე, როგორც მორგოთისთვის. ყველა მნიშვნელოვანი ამბავი მანუესთან მიდიოდა.

პირველი ეპოქა

რედაქტირება

მანუეს ბრძანებით თორონდორი, არწივთა მბრძანებელი, თვალს ადევნებდა თანგოროდრიმს, ვულკანურ მთას ანგბანდის თავზე. თორონდორი დაეხმარა ფინგონს მაედროსის გადარჩენაში. მოგვიანებით არწივები კრისაეგრიმს ადევნებდნენ თვალს, რომელიც ექორიადის ნაწილი იყო, გონდოლინში. ისინი მეფე ტურგონის მეგობრები იყვნენ და ახლომდებარე მთებიდან მორგოთის მზვერავებს აძევებდნენ. მათი ძალისხმევით ორკები ვერც კი უახლოვდებოდნენ ახლო მთებსა  თუ ბრითიაქის ფონს, რომელიც სამხრეთით მდებარეობდა. ტუორის მოსვლის შემდგომ დაზვერვა გაორმაგდა და მტერი კვლავ ვერ პოულობდა გონდოლინს. ამგვარად გონდოლინმა ელფთა დამალულ სამეფოთა შორის ყველა დიდ ხანს იარსება. როდესაც გონდოლინი საბოლოოდ დამარცხდა, არწივები იცავდნენ გამოძევებულებს და აძევებდნენ ორკებს, რომლებიც ხალხს თავს დაესხნენ კირით თორონათზე.

თორონდორი იყო სწორედ ის არწივი, რომელმაც მორგოთის სახეს ფინგოლფინთან ბრძოლის შემდეგ ეცა და სამუდამო ნაიარევები დაუტოვა. მანუემ ფინგოლფინის გვამი ექორიათში ჩააბრძანა, სადაც გმირი ფინგონმა დაკრძალა.

პირველი ეპოქის ბოლოს მომხდარი რისხვის ომისას არწივები იბრძოდნენ ვალარებთან, ელფებთან და ედანებთან ერთად. დრაკონების გამოჩენის შემდეგ ყველა დიდი ფრინველი თორონდორის მეთაურობით ეარენდილს შეუერთდა და ასე განადგურდა დრაკონთა დიდი ნაწილი.

მნიშვნელოვანი არწივები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1954), ბეჭდის საძმო, ბეჭდების მბრძანებელი, ბოსტონი: Houghton Mifflin (გამოქვეყნების თარიღი: 1987), "ელრონდის საბჭო", გვ. 275, ISBN 0-395-08254-4
  2. სილმარილიონი, "ამბავი დორიათის დაქცევისა", გვ. 228