მორგოთი
მორგოთ ბაუგლირი, თავდაპირველად მელკორი — გამოგონილი პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში.
მორგოთი | |
---|---|
მორგოთი, ილუსტრაცია | |
სხვა სახელები |
მელკორი/ბელეგური (სინდარული ეკვივალენტი, არ გამოიყენებოდა) / არუნი (ნუმენორელების თქმულებებში) / მელკო, მორინგოტო / მორგოთი (შავი მტერი), ბაუგლირი / ბელეგურთი, მტერი/ მთავარი ბნელი მბრძანებელი |
წოდებები | მაირონი, ტარ-მაირონი, მორდორის ბნელი მბრძანებელი |
ბიოგრაფიული ცნობები | |
რასა | აინუ |
კულტურა | ვალა |
დაბადება | სამყაროს შექმნამდე |
გარდაცვალება | უკვდავი, მაგრამ განადგურდა მზის წლების 590 წელს. |
ნაწარმოები |
სილმარილიონი ჰურინის შვილები მორგოთის ბეჭედი |
ისტორია
რედაქტირებამელკორი სხვებთან ერთად ჩამოვიდა მიწაზე, მაგრამ ისურვა ყველაფერზე ბატონობა და ვალართა მიერ განდევნილი იქნა. პასუხად ვალარებთან პირველი ომი დაიწყო და ამ ომში ლიდერობდა. გამარჯვება მოიპოვეს მხოლოდ ტულკასის დახმარებით. მაგრამ მელკორის მხარეს ბევრი მაია გადავიდა.
მელკორმა საიდუმლოდ ააშენა უტუმნოს ციხესიმაგრე, შუახმელეთის აღმოსავლეთით. ჩრდილო-დასავლეთში მან სხვა ციხესიმაგრე, ანგბანდი ააგო, სადაც მოურავად საურონი დატოვა.
ელფთა გამოღვიძების მოლოდინში ვალარებმა შექმნეს მნათობები და გადაწყვიტეს მელკორის დამარცხება. მაგრამ იგი პირველი გამოჩნდა, დაამსხვრია მნათობები და ამით შუახმელეთის ფორმებიც შეცვალა. ვალარებმა დატოვეს შუახმელეთი და დასახლდნენ შორს მდებარე კონტინენტზე, რომელსაც ამანი ერქვა. ქუენდის (ელფთა) გამოჩენის შემდეგ მელკორი ყოველთვის მზად იყო და მათ თვალს ადევნებდა, თავისი ბოროტი მსახურების დახმარებით. სწორედ მან გარყვნა მათი ნაწილი და ორკებად აქცია.
ელფთა გამოღვიძების შემდეგ ვალარები მელკორის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ომის შედეგად მისი ჯარები დამარცხდა, ხოლო თავად მელკორს ბორკილი ანგაინორი დაადეს (აულეს მიერ გამოჭედილი) და ვალინორში გადაიყვანეს. მისი ციხესიმაგრე, უტუმნო, მიწასთან გაასწორეს. საურონი მათ ვერ იპოვეს. სამსჯავროზე მელკორი მანუეს პატიებას სთხოვდა, მაგრამ იგი მანდოსის საპყრობილეში იქნა გადასროლილი, სადაც სამი საუკუნე უნდა დარჩენილიყო.
ვალინორში ვალარებმა დადგეს ორი ხე. სამი საუკუნის შემდეგ მელკორი გაათავისუფლეს. თავდაპირველად იგი ეხმარებოდა ელფებს, განსაკუთრებით - ნოლდორებს. ამ პერიოდში ელფები მეტად დაოსტატდნენ. ფეანორმა, რათა ვალართა ხეების ნათება შეენარჩუნებინა, შექმნა სილმარილები, ძვირფასი ქვები, რომლებშიც ხეების ნათება ინახებოდა. მელკორს კი ამ ქვების მითვისება სურდა.
ფეანორთან კამათის შემდეგ მელკორი ვალინორიდან გაიქცა. ვალარებმა იფიქრეს, რომ იგი შუახმელეთში გადავიდა, მაგრამ მელკორი იქ ვერ მოძებნეს. მან იცოდა, თუ სად შეეცდებოდნენ მის პოვნა და ამანის სამხრეთით გადავიდა. მას ამ პერიოდში ჯერ შეეძლო, როგორც სხვა ვალარებს, გარეგნობის შეცვლა, ამიტომ მელკორი ვერავინ შეამჩნია.
შორეულ გამოქვაბულებში მან იხილა უნგოლიანტი, რომელიც საზარელი გიგანტური ობობის ფორმას ატარებდა. იგი მარად მშიერი იყო და მელკორმა გადაწყვიტა არსების გამოყენება. უნგოლიანტს აღუთქვა დიდი ნადიმი. ერთხელ, როდესაც ვალარები და ელფები ზეიმობდნენ, მელკორი უნგოლიანტთან ერთად ვალინორში შეიპარა. უნგოლიანტმა გაანადგურა ორი ხე და გამოწოვა ვარდას მანათობელი წყაროები. მელკორმა მოკლა ფეანორის მამა ფინუე და გაიტაცა სილმარილები.
ვალინორი დაბნელდა. მელკორი და უნგოლიანტი ადვილად დაიმალნენ და შუახმელეთში გადავიდნენ. მარჯვენა ხელში მელკორს ეკავა სილმარილები, რომლებმაც ხელი დაუწვეს, მაგრამ იგი მაინც არ შლიდა ხელებს. უნგოლიანტი გაუმაძღარი იყო, მაგრამ მან ბევრი იგემა და ზომებში გაიზარდა. მან ისურვა ის, რაც მელკორს ჰქონდა. მელკორმა მას უარი უთხრა. უნგოლიანტი თავს დაესხა, მაგრამ მელკორის განმგმირავ კივილზე (რომელმაც ყველაფერი შეძრა) მოვარდნენ ბალროგები, რომლებმაც ობობა უკუაქციეს. მელკორმა აღადგინა ანგბანდი და დაუბრუნდა ბნელ ცხოვრებას.
ფეანორი ვალარებზე განრისხებული იყო იმის გამო, რაც მათ დაუშვეს. ფინუეს შემდეგ იგი ნოლდორთა უმაღლესი მმართველი გახდა, ააჯანყა ხალხი და გადავიდა შუახმელეთში. მანუეს წინაშე ფეანორმა დასწყევლა მელკორი და მორგოთი, სამყაროს ბნელი მტერი უწოდა. ასე უწოდებდნენ მას შემდგომშიც. დამწუხრებული ვალარები ნოლდორთა გადასვლას არ ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ამ გადასვლას ახლდა ელფთა შორის სისხლისმღვრელი ბრძოლა, როდესაც ფეანორის ბრძანებით ნოლდორებმა ტელერები გაანადგურეს (რომლებმაც უარი უთხრეს გემების გადაცემაზე). მაშინ მანდოსმა წარმოთქვა წყევლა - „უთვალავ ცრემლებს დაღვრით და ვალარები თქვენგან ვალინორს დამალავენ. სისხლზე სისხლით უპასუხებთ და სიკვდილის წყვიადის ქვეშ ამანისგან შორს იცხოვრებთ“.
ამანიდან წასვლის შემდეგ მელკორსა და ელფებს შორის პირველ ეპოქაში დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლებისა და ომების პერიოდი. თავდაპირველად ელფები მომგებიან პოზიციაში იმყოფებოდნენ და ანგბანდიც კი აიღეს. მაგრამ დაგორ ბრაგოლახის ბრძოლაში ადამიანთა და ელფთა გაერთიანება დამარცხდა. მელკორმა დაიმორჩილა ბელერიანდის დიდი ნაწილი, გაანადგურა ნოლდორთა დიდი ლაშქარი (ფინგოლფინთან და ფინარფინის ვაჟებთან ერთად). ბელერიანდში მისი ბატონობა რისხვის ომმა დაასრულა, რომელზეც დიდი გავლენა იქონია ეარენდილმა. მან, თავის ცოლ ელუინგთან ერთად დიდი გმირობა ჩაიდინა - გაცურა ამანისკენ და ვალარებს მიტევება და დახმარება სთხოვა. შედეგად ამანისა და შუახმელეთის ხალხებმა დაიწყეს უკანასკნელი ბრძოლა მელკორთან. მისი ჯარები განადგურდა, ანგბანდი და თანგოროდრიმის ციხესიმაგრეები დაემხო. მელკორი შეიპყრეს და მოისროლეს არდის ზღვარს მიღმა, ბელერიანდი კი ჩაძირული იქნა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მორგოთი — საიტზე Tolkien Gateway