ვალა (შუახმელეთი)
ვალარები (ქ. Valar, მხოლობითი - ვალა, Vala) — უმაღლესი ძალები არდაში, სულები ამანის კონტინენტზე, ჯ. რ. რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში.
ისტორია
რედაქტირებავალა იყო თოთხმეტი დიდი სული, აინურთა რასიდან, რომლებიც არდაში მოხვდნენ მისი შექმნის შემდეგ, რათა სამყაროში წესრიგი დაემყარებინათ და მელკორისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ. თავდაპირველად ცხოვრობდნენ ალმარენის კუნძულზე, მაგრამ მისი განადგურების შემდეგ, ელფთა გამოღვიძებამდე, გადავიდნენ ამანში და დააარსეს ვალინორი.
ვალარებმა იხილეს ერუ ილუვატარის ხედვა და დაიწყეს არდის ფორმირებაზე მუშაობა. ყოველმა იხილა ილუვატარის ხედვის გარკვეული ნაწილი და ამიტომ მას განსაკუთრებული მოვალეობა დაეკისრა. ნაწილი, რომელიც ეხებოდა ილუვატარის შვილების ბედისწერას, მათთვის უცნობი რჩებოდა. ამიტომ ისინი არ იყვნენ ილუვატარის შვილთა ღმერთები ან მეუფეები, არამედ მხოლოდ მეგზურთა როლს ასრულებდნენ. შესაბამისად, მათ ელდართა და ედაინების გონებაში შეღწევა არ შეეძლოთ, თუმცა კი მათი სხეულების მართვა იცოდნენ.
მელკორს არდის დაპყრობა სურდა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ იგი უძლიერესი აინუ იყო, ვალად არ ითვლებოდა. მანუესა და მელკორს შორის ბრძოლა გაიმართა, მანუეს კი სხვა ვალარებიც დაეხმარნენ. მათთან ერთად მაიარებიც იყვნენ. მელკორი გაიქცა ეას შორეულ ადგილებში, სხვებმა კი განაგრძეს სამყაროს შექმნა. მელკორმა კი დაინახა ეს და დაბრუნდა, რათა კვლავ დაეპყრო არდა.
ვალარებს (როგორც საერთოდ აინურებს) არ ჰქონდათ ფიზიკური ფორმა, მაგრამ ხშირად ადამიანთა, ელფთა თუ სხვა არსებათა სახით ჩნდებოდნენ ან შეეძლოთ უხილავობის შენარჩუნება. მართალია, ისინი არ იყვნენ ღმერთები, მაგრამ ადამიანები მათ ხშირად ასე უწოდებდნენ, განსაკუთრებით, არდის არსებობის პირველ პერიოდში. სინამდვილეში ისინი უფრო მეტად ილუვატარის ემისარები ან რეგენტები იყვნენ, რომლებიც სამყაროს მოვლენებში იშვიათად ერეოდნენ. მათ აირჩიეს ეა და არა ილუვატარის სიცარიელე, რითაც დათანხმდნენ იმას, რომ მას ბოლომდე მიადევნებდნენ თვალს. ისინი იყვნენ უკვდავები - მეტად, ვიდრე ელფები.
ელფვინის ტექსტების ძველ ინგლისურად თარგმანებში ვალარებს უწოდებენ: Frean (მბრძანებლები), Ese (ღმერთები), Bregan (მმართველები) და Maegen (ძალები).
აკალაბეთის მიხედვით ვალარებს აგრეთვე უწოდებენ ვალინორის მბრძანებლებს.
ენა
რედაქტირებავალარული ენა იყო ვალართა ენა, ანუ უძველესი ენა. ამბობენ, რომ ორომემ ეს ენა პირველად ელფებს ასწავლა, რომლებიც ვერ საუბრობდნენ. მოგვიანებით იგი გარდაიქმნა და შეიქმნა მარტივი ქუენდური. ქუენიურად ვალარინს კვლავ ვალარინი ეწოდებოდა.
არატარები
რედაქტირებაარატარები (ქუენია: ამაღლებულები, არდის უმაღლესები) — რვა უდიდესი ვალა: მანუე, ვარდა, ულმო, აულე, იავანა, მანდოსი, ნიენა, ორომე. მელკორი მათ შორის არ ითვლება.
კავშირები
რედაქტირებაილუვატარმა თავისი ფიქრებით შექმნა ვალარები და ამიტომ მათ მამად ითვლება. თუმცა, ყველა არ არის და-ძმა. ვალარები იყვნენ ქორწინების ტრადიციის ჩამომყალიბებელნი. მოგვიანებით ეს ტრადიცია ელფებს გადაეცა. თუმცა, მხოლოდ ერთი ქორწინებაა ცნობილი - ტულკასისა და ნესას, მას შემდეგ, რაც ორი ლამპარი შეიქმნა. ულმო და ნიენა (და მელკორი) მეწყვილეთა გარეშე არსებობდნენ.
სია
რედაქტირებაქვემოთ მოცემულია ვალართა სახელები - ისე, როგორც მათ ელდარები უწოდებდნენ. შუახმელეთში ისინი ცნობილები იყვნენ ცნობილი სინდარული წარმოშობის სხვა სახელებით. მაგალითად, ვარდას ეწოდებოდა ელბერეთი. ადამიანი ბევრ სხვა სახელს იყენებდნენ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ღმერთებს უწოდებდნენ. ჯუჯები აულეს, მათ შემქმნელს, მაჰალს უწოდებდნენ.
მამაკაცი ვალარები ცნობილები არიან, როგორც ვალართა მეუფეები, მათი მეწყვილეები - როგორც ვალართა დედოფლები, ან ვალიერები. სინდარულად სიტყვების ვალა/ვალარები ანალოგებია ბალანი/ბელანები (βalar). საერთო ენაში ისინი არ გამოიყენებოდა.
მეუფეები
რედაქტირება- მანუე სულიმო, ვალართა მბრძანებელი
- ულმო, ზღვის მბრძანებელი
- აულე, მჭედელი
- ორომე ალდარონი, დიდი მხედარი
- მანდოსი (ნამო), მკვდართა განმგებელი
- ირმო (ლორიენი), სიზმრებისა და სურვილების მეუფე
- ტულკას ასტალდო, ვალინორის მებრძოლი
დედოფლები (ვალიერები)
რედაქტირება- ვარდა ელენტარი, ვარსკვლავთ დედოფალი, მანუეს მეწყვილე
- იავანა კემენტარი (პალურიენი), ხილის დამრიგებელი, აულეს მეწყვილე
- ნიენა, მოწყალების დედოფალი
- ესტე გულკეთილი
- ვაირე ფეიქარი
- ვანა მარად-ახალგაზრდა
- ნესა მოცეკვავე
ირმო და მანდოსი არიან ძმები. მათ ფეანტურები (Fëanturi) ჰქვია, ანუ სულთა მეუფეები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვალა (შუახმელეთი) — საიტზე Tolkien Gateway