სინდარული
სინდარული (Sindarin) — ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში ტელერების მშობლიური ენა.
ტოლკინმა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში გადაწყვიტა განევითარებინა ენა, რომელიც ჟღერადობით ახლოს იქნებოდა ვალიურთან[1] და სხვა კელტურ ენებთან, ისევე, როგორც ძველ სკანდინავიურთან[2] . თავდაპირველად მან ჩამოაყალიბა გოლდოგრინი. შემდეგ ნოლდორულიდან შექმნა სინდარული[3].
წარმოშობა
რედაქტირებასინდარული განვითარდა ტელერულისაგან და ითვლებოდა შუახმელეთის საერთაშორისო ენად, განსაკუთრებით ბელერიანდში. დიდი ლაშქრობისას, როდესაც ელფები დასავლეთში გადადიოდნენ ვალართა მოწვევით, ტელერებს გზადაგზა აკლდებოდათ ხალხი. მაგალითად, ნანდორები პირველები იყვნენ, ვინც მთავარ შტოს დასცილდა, რადგან ნისლიანმა მთებმა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ელფები დააფრთხო.
ყველაზე დიდი ნაკადი შუა ბელერიანდში დარჩა, მათ სამშობლოდ შემდგომ დორიათი იქცა. ხოლო ზღვასთან მიახლოვებულებს კიდევ დასცილდა ელფების გარკვეული რიცხვი. მათ სანაპიროებზე გააშენეს მათი ქალაქები და იწოდებოდნენ ფალათრიმებად. დარჩენილი ტელერი გადავიდნენ ამანში.
ტელერების საერთო ენა იყო ტელერული, მაგრამ კლანის ტომებად დაშლამ გამოიწვია საერთო ენის განშტოება. ამანელი ტელერები იყენებდნენ უცვლელ ამანიარულ ტელერულს, მწვანე ელფების ენას ეწოდებოდა ნანდორული და იყოფოდა დიალექტებად - ოსირიანდულ, ლოთლორიენულ და ტყის სამფლობელოს დიალექტად. ამ უკანასკნელ ორს ეწოდებოდა სილვანი. ნოლდორთა მოსვლამდე, ბელერიანდის მთავარი ენა იყო სინდარული და იყოფოდა სანაპიროს დიალექტად, ჩრდილო დიალექტად და დორიათის დიალექტად.
შუახმელეთის გეოგრაფიული დასახელებები მეტწილად სინდარულზე წარმოითქმებოდა. ბელერიანდის განადგურების შემდეგ სინდარული რჩებოდა შუახმელეთის მნიშვნელოვან ენად, მაგრამ ნაწილობრივ შეერწყა ნანდორულს ლორიენში და დაილექა ქუენიურიდან შუაველში. მესამე ეპოქის შუახმელეთში სინდარული შემორჩენილი იყო ელფთა სამეფოებში (გარდა ბნელტევრის), თუმცა ყველგან განსხვავებულ დიალექტს იყენებდნენ.
დიალექტები
რედაქტირებაპირველი ეპოქა
რედაქტირება- დორიათრინი - დორიათის დიალექტი, საკმაოდ არქაული ჟღერადობით. ძირითადად დორიათის ფარულ სამეფოში გამოიყენებოდა და უამრავი არქაული ელემენტის მატარებელი იყო. იგი შემორჩენილი იყო არსებით სახელებში, ნაცვალსახელებსა და სხვადასხვა ზეპირსიტყვიერ ფორმაში. ამ ენაში, განსხვავებით სხვებისგან, ქუენიურის გავლენა არ იგრძნობოდა.
- ფალათრინი - ფალასის დიალექტი, რომელსაც სანაპიროზე იყენებდნენ, შემდგომში ნარგოთრონდშიც.
- ჩრდილო სინდარული - დორთონიონისა და ჰითლუმის დიალექტი.
მეორე და მესამე ეპოქა
რედაქტირებასინდარული წარმოადგენდა ლინგუა ფრანკას, ელფებსა და მათ მომხრეებს შორის, მაგრამ თანდათან ზღუდავდა ვესტრონი. ნანდორულთან შერევის გამო, ლოთლორიენის დიალექტი საკმაოდ გაუგებარი იყო სინდარულის მცოდნისთვის, ხოლო შუაველში ქუენიურს დიდი გავლენა ჰქონდა, განსხვავებით ლინდონისაგან, სადაც მან თავისი ძველი ფორმა მეტნაკლებად შეინარჩუნა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Parma Tyelpelassiva
- ნეო-სინდარულის კურსი დაარქივებული 2006-02-11 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Burns, Marjorie (2005). Perilous Realms: Celtic and Norse in Tolkien's Middle-earth. University of Toronto Press, გვ. 21. ISBN 0-8020-3806-9.
- ↑ Chance, Jane (2001). The Lord of the Rings: The Mythology of Power. University Press of Kentucky. ISBN 0-8131-9017-7.
- ↑ Conley, Tim; Cain, Stephen (2006). Encyclopedia of Fictional and Fantastic Languages. Greenwood Publishing Group. ISBN 978-0-313-33188-6.