ტოლკინის ლეგენდარიუმის კოსმოლოგია

ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმი მოიცავს ქრისტიანული თეოლოგიის და მეტაფიზიკის, მითოლოგიის და ძველი კოსმოლოგიური კონცეფციების ასპექტებს (როგორიც არის ბრტყელი დედამიწა).

ტოლკინის კოსმოლოგიის ძირითადი საძირკველი არის დუალიზმი სულიერ და მატერიალურ სამყაროს შორის. აინურებს, პირველქმნილებს, მაგრამ არამატერიალურ ანგელოზების მსგავს არსებებს აქვთ წარმოსახვის შეზღუდული საშუალება, ამიტომ სიცოცხლის ან ფიზიკური რეალობის შექმნა ერუ ილუვატარს შეუძლი. მატერიალურ სამყაროს ეწოდება „ეა“. ეაში შედის ნამდვილი სამყაროს ანალოგი, არდა (და მზის სისტემა), სადაც შუახმელეთი არის ძირითადი კონტინენტი.

ლეგენდარიუმში ხშირად განიხილება ალტერნატიული თეოლოგიებიც, როგორიც არის უკვდავობა (ელფების შემთხვევაში), რაც საპირისპიროა ადამიანების მოკვდავობის, რომელსაც „ძღვენს“ უწოდებენ.

ხეთა წლებში ვალინორი განათებული იყო მრავალი ათასი წლის მანძილზე ორი ხის, ტელპერიონის (ვერცხლისფერი) და ლაურელინის (ოქროსფერი), ხეების ნათებით. როდესაც მელკორმა და უნგოლიანტმა გაანადგურეს ეს ორი, ვალინორი წყვდიადმა მოიცვა. ნიენასა და იავანას ძალისხმევით, მცირე ხნით ადრე ლაურელინისგან მიღებული იქნა მცირე ცეცხლოვანი ნაყოფი. ეს ოქროსფერი ალი შენახული იქნა ჭურჭელში და გაშვებული იქნა ცაში მაია არიენის მიერ. ვანიარები მას უწოდებდნენ ანარ, ცეცხლოვან ოქროს. სინამდვილეში კი ეს არის მზე.

ვალინორი სამყაროს დასავლეთით მდებარეობდა, ასე რომ მზე ამოდიოდა დასავლეთით და არა აღმოსავლეთით. თავდაპირველად არიენს თავად უნდა გაეყვანა იგი აღმოსავლეთით და დაებრუნებინა უკან, ისე რომ ანარი მუდმივად ცაში იქნებოდა. მაგრამ ვალარებმა შეცვალეს ეს წესი, ასე რომ ყოველ საღამოს იგი ჩადიოდა დასავლეთით, ხოლო ამოდიოდა აღმოსავლეთით.

სინდარულად მზეს ეწოდებოდა ანორი. სხვა სახელწოდებებს შორის იყო დღის ვარსკვლავი.

სახელწოდებები
  • ანარი, Anar - ასე უწოდებდნენ ვანიარები.
  • ანორი, Anor - სინდარულად.
  • ვასა, Vása, იგივე ცეცხლის გული - ასე უწოდებდნენ მას ნოლდორები.

მთვარე, იგივე ითილი აღწერილია როგორც მნათობი, რომელიც არდას ღამით დაჰყურებდა.

ისევე, როგორც ლაურელინის შემთხვევაში, ვალინორის დაბნელებისა და ორი ხის განადგურების შემდეგ, თეთრი ხე ტელპერიონი კვლავ ატარებდა ვერცხლისფერ ფოთოლს. აულემ და მისმა ხალხმა შექმნეს ჭურჭელი, რომელშიც ეს ფოთოლი მოათავსეს და მისი ცის კაბადონზე მოთავსების საშუალება ტილიონს, ორომეს ერთ-ერთ მონადირეს მიეცა. მთვარე პირველად გამოჩნდა შორეული დასავლეთით, მაგრამ ვარდამ შეცვალა მისი გადაადგილების ტრაექტორია და მან დაიწყო ამოსვლა აღმოსავლეთით.

ელფთა ლეგენდის მიხედვით, ტილიონი ხოლმე ცის კაბადონზე მზესთან ერთად ჩნდებოდა. დრო და დრო მზე მას უახლოვდებოდა და ასეთ შემთხვევებში მთვარეს აბნელებდა.

შუახმელეთისა და ნუმენორის ხალხებისათვის მთვარე მეტად მნიშვნელოვანი იყო მთელი მათი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე. მნიშვნელოვანია, რომ ელენდილის ძე ისილდურის სახელი ნიშნავს მთვარის მსახურს. იგი ცხოვრობდა ითილიენში - რაც ნიშნავს მთვარის მიწას. მის კოშკს ერქვა მინას ითილი (მთვარის კოშკი). მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით კოშკი დაიპყრეს საურონის მსახურებმა და მას მინას მორგული უწოდეს, მთვარის სიმბოლო მასში კვლავ რჩებოდა. მესამე ეპოქის მიწურულსაც კი მტერი მას თავის ემბლემად იყენებდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი შეცვლილი იყო.

ჰობიტებს მთვარის შესახებ საკუთარი ლეგენდები აქვთ. მათ აქვთ სიმღერა „მთვარის კაცზე“, რომელიც ფროდომ იმღერა ფუნდუკ „ყალყზე შემდგარ პონიში“[1]. საგულისხმოა, რომ ეს პერსონაჟი არის ელფთა მოთხრობების, მაიარებისა და მონადირე ტილიონის ერთგვარი ანარეკლი.

ითილი მთვარის, სინდარული სახელწოდება. იგი ნახსენებია მხოლოდ „ბეჭდების მბრძანებელში“ და მხოლოდ ერთხელ - მინას ითილის, მთვარის კოშკისა და ითილიენის შემთხვევაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მაკინტოში, ჯონათან ს., The Flame Imperishable: Tolkien, St. Thomas, and the Metaphysics of Faërie, University of Dallas, 2009.
  1. ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1954), ბეჭდის საძმო, ბეჭდების მბრძანებელი, ბოსტონი: Houghton Mifflin (გამოქვეყნების თარიღი: 1987), ფუნდუკი „ყალყზე შემდგარი პონი“, ISBN 0-395-08254-4