ითილიენი — ადგილი შუახმელეთში, ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში, გონდორის ერთ-ერთი რეგიონი.

მდებარეობდა მდინარე ანდუინის აღმოსავლეთ ნაწილზე, მდინარესა და ეფელ დუათს შორის. ჩრდილოეთის საზღვარი დაახლოებით მკვდარ ჭაობებთან მდებარეობდა, ხოლო მისი სამხრეთის საზღვარი იყო მდინარე პოროსი. რეგიონი იყოფოდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ითილიენად (დაახლოებით გზაჯვარედინზე)[1].

სიტყვა Ithilien სინდარული წარმოშობისაა და ნიშნავს „მთვარის მიწას“.

ადგილები

რედაქტირება

ჰენეთ ანუნი

რედაქტირება

ჰენეთ ანუნი — გონდორის ფარული საგუშაგო ჩრდილოეთ ითილიენის ტერიტორიაზე. ბეჭდის ომის პერიოდში ფარამირმა, დენეთორის ძემ აქ განალაგა ჯარები. აქვე მან მოიყვანა ფროდო და სემი.

აქვე მდებარეობდა გუბურა. მესამე ეპოქის 3019 წლის 8 მარტს, როდესაც ფროდო და სემი გამოქვაბულში ფარამირთან ერთად იმყოფებოდნენ, გოლუმი, რომელიც მათ ეძებდა, ამ გუბურაში შეძვრა. ამ გუბურის ნაკადი კორმალენის მინდვრისკენ მიედინებოდა.

ემინ არნენი

რედაქტირება

ემინ არნენი — რიგი ბორცვების ითილიენის შუაგულში, ოსგილიათიდან სამხრეთით. მდებარეობდა ანდუინზე მინას ტირითის მოპირდაპირე მხარეს. სინდარულად სახელწოდება ნიშნავს „გორაკებს წყალთან“.

ემინ არნენის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ნუმენორელი დიდგვაროვნები, ისევე, როგორც ჰურინი, გონდორის მოურავი, დანიშნული მეფე მინარდილის მიერ. მოგვიანებით გონდორის მეფეები მოურავებს მხოლოდ ჰურინის მოდგმიდან ირჩევდნენ და ზოგადად გონდორის მოურავობა იქცა ტრადიციად.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მეფის დაბრუნება, "მინას ტირითი", გვ. 22, 24–7, 36, 38, 41, 43