შუახმელეთის მდინარეების სია
(გადამისამართდა გვერდიდან პოროსი (შუახმელეთი))
შუახმელეთში, ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმის მოქმედების მთავარი ადგილის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ბევრი მდინარე, რომელთა ნაწილი აღწერილია ამ სიაში.
სარჩევი |
---|
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
- ანდუინი
- გელიონი
- ბნელტევრელი ელფი, მეფე თრანდუილის მსახურთუფროსი. გელიონი პასუხისმგებელი იყო მეფის კარის ღვინით უზრუნველყოფაზე და თავადაც ღვინის დიდი მოყვარული. 2941 წლის სექტემბრის საღამოს მან დაცვის უფროსი თავისთან დასალევად მიიპატიჟა. სწორედ მაშინ გააპარა ბილბომ ჯუჯები მდინარეზე კასრებით. სახელი Galion შესაძლოა მომდინარეობდეს სიტყვისგან gal (ნათება) ან gala (აყვავება, გახარება) ან galad (ხე). სუფიქსი -ion სახელში გამოიყენებოდა იმისათვის, რათა აღენიშნათ, რომ მისი პატრონი ვინმეს ვაჟი იყო. უცნობია, ეს სახელი სინდარული თუ სილვანური წარმოშობის იყო.
- გლანდუინი
- ერიადორის ერთ-ერთი მდინარე, გვათლოს ჩრდილოეთით. სინდარულად სახელწოდება ნიშნავს „საზღვრის-მდინარეს“ – იგი მდებარეობდა ერეგიონის ელფთა სამეფოს სამხრეთ საზღვართან, მოგვიანებით – არნორის ადამიანების სამეფოსთან.
- პოროსი
- მდინარე გონდორის სამხრეთით. 640 კმ-იანი სიგრძით იგი ქმნიდა ჰარონდორის ჩრდილოეთ საზღვარს, სამხრეთ გონდორს და ითილიენის სამხრეთ საზღვარს. მესამე ეპოქაში იგი მდებარეობდა გონდორის მძლავრი სამხრეთი საზღვარი.
- ტეიგლინი
- ბელერიანდის მდინარე, რომელიც სათავეს იღებდა ერედ ვეთრინთან, დორ-ლომინის საზღვართან. მიედინებოდა სამხრეთისკენ, ბრეთილის ტყის გავლით და მდინარე სირიონს უერთდებოდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მდინარეები და ტბები დაარქივებული 2010-04-26 საიტზე Wayback Machine. არდის ენციკლოპედიაში