ჰითლუმი

(გადამისამართდა გვერდიდან დორ-ლომინი)

ჰითლუმი (ˈhiθlum), ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმშიბელერიანდის რეგიონი, მდებარე ჩრდილოეთით, ჰელკარაქსთან. ბელერიანდისგან ჰითლუმს ყოფდა ერედ ვეთრინის რიგი.

მითრიმი — ტბა, რომელიც ამავე სახელწოდების ტერიტორიას ჰითლუმისგან გამოჰყოფდა. როდესაც ნოლდორები შუახმელეთში დაბრუნდნენ, ფეანორმა ამ ტბის ჩრდილოეთ ნაპირზე ბანაკი გაშალა.

დორ-ლომინი

რედაქტირება

დორ-ლომინი — ჰითლუმის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი. აღმოსავლეთში ესაზღვრებოდა მითრიმის მთები, ჩრდილოეთში - მდინარე, რომელსაც „ცისარტყელის ვიწრობი“, კირით ნინიახი ეწოდებოდა.

დორ-ლომინი პირველად კოლონიზებული იქნა ნოლდორთა მიერ, შუახმელეთში გამოჩენის შემდეგ. გარკვეული დროის მანძილზე იქ მეფობდა ფინგონი, ძე ფინგოლფინისა. მას შემდეგ, რაც მისი მამა მოკლეს, ფინგონი ნოლდორთა დიდ მეფედ იქნა არჩეული.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება