შუახმელეთი
შუახმელეთი (ინგლ. Middle-Earth) — ჯ.რ.რ. ტოლკინის მიერ მოგონილი სამყარო, რომელიც ჩნდება მის სხვადასხვა ნაწარმოებში. უშუალოდ, მათში ვალარები და ელფები ებრძვიან მორგოთს, (დაცემულ ვალას) და მის მოდგმას და დამხმარე ძალებს (როგორც წესი, ორკებს, დრაკონებს და დამონებულ ადამიანებს). მოგვიანებით, სხვა საუკუნეებში, მორგოთის დამარცხების შემდეგ, მის ადგილს იკავებს საურონი. ვალართა როლი უშუალოდ გამოიხატება მორგოთთან ბრძოლაში, მაგრამ მათ ასევე შექმნეს ისტარები, რათა დაემარცხებინათ საურონი. ისტარებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი განდალფი იყო. შუახმელეთის ისტორიაში დიდი როლი ითამაშეს ენტებმა და ჰობიტებმაც.
შუახმელეთი | |
---|---|
ბეჭდების მბრძანებლის ადგილმდებარეობა | |
შუახმელეთის რუკა, პოლინ ბეინზი, 1970 | |
შემქმნელი | ჯ.რ.რ. ტოლკინი |
ჟანრი | ფენტეზი |
ინფორმაცია სამყაროს შიდა საკითხებზე | |
ტიპი | გამოგონილი სამყაროს ცენტრალური კონტინენტი, აგრეთვე ცნობილი როგორც ლეგენდარიუმის მეტონიმი |
მთავარ სიმბოლოებს შუახმელეთის ისტორიებში წარმოადგენენ:
- სილმარილები - შუახმელეთის პირველი ეპოქა. მოვლენები გადმოცემულია „სილმარილიონში“.
- ერთი ბეჭედი - მეორე და მესამე ეპოქა. შექმნილია საურონის მიერ. ისტორიები გადმოცემულია „ბეჭდების მბრძანებელში“.
ტოლკინმა თავად შექმნა შუახმელეთისა და მისი რეგიონების რამდენიმე რუკა. მათი ნაწილი გამოიცა მისი ცხოვრების განმავლობაში, მეორე ნაწილი კი - მოგვიანებით, გარდაცვალების შემდეგ. მთავარი რუკები გამოქვეყნდა „ჰობიტში“ და „ბეჭდების მბრძანებელში“. დამატებითი რუკები გამოჩნდა „სილმარილიონში“, რომელიც პროფესორის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა.
პირველი ეპოქის მოვლენათა დიდი ნაწილი მიმდინარეობს სუბკონტინენტ ბელერიანდზე, რომელიც პირველი ეპოქის დასასრულს დაფარა ოკეანემ.
ტოლკინის თქმით, შუახმელეთის იდეა მომდინარეობს თავად დედამიწისი კონტინენტებიდან. იგი ამტკიცებდა, რომ მესამე ეპოქის მოვლენებს ადგილი ჰქონდა მის დროებამდე 6.000 წლით ადრე,[1] მოგვიანებით მან ეს უარყო და ახსენა, რომ შუახმელეთი ფიზიკურად არ არსებობდა, იგი უფრო წარმოსახვის ერთი ეტაპი იყო.[2]
ისტორიული საფუძველი
რედაქტირებაგერმანულ ანტიკურ მითოლოგიაში ადამიანთა სამყარო ცნობილია რამდენიმე სახელით (Middenheim, Manaheim, Middengeard, Midgard) და განლაგებულია სამყაროს ცენტრში, ხოლო ბიფროსტი, ცისარტყელის ხიდი, გადაჭიმულია შუახმელეთიდან ასგარდამდე, ღმერთების ქვეყნამდე. შუახმელეთის მიღმა მკვდრების სამყარო მდებარეობს. მთელი სამყარო, ბევრის წარმოდგენით, შედგებოდა ცხრა ფიზიკურად არსებული მსოფლიოსგან, რომელიც გაერთიანებული იყო. მათი ზუსტი განლაგება უცნობი იყო. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, თანმიმდევრობა ასეთი იყო - ელფების (ალფჰეიმი), ჯუჯების მიწები (ნიდაველირი), ღმერთების (ასგარდი და ვანაჰეიმი), გიგანტების (იოტუნჰეიმი და მუსპელჰეიმი) მიწები. სხვა თეორიით, შვიდივე სამყარო ცაში, იგდრასილის ხის ტოტებში მდებარეობდა.
ეტიმოლოგია
რედაქტირებასახელწოდება „შუახმელეთი“, რომელიც ასევე აღნიშნავს „შუა სამყაროს“, ტოლკინს არ ეკუთვნის. ასეთი ტერმინი ნახსენებია უილიამ შექსპირის შემოქმედებაში [3] - შუასაკუნოვანი ინგლისური სიტყვის middel-erde ვერსია, რომელიც წარმოიშვა კიდევ უფრო ძველი ფორმისგან middanġeard[4] ეს უკანასკნელი რამდენიმეჯერ გვხვდება ბეოვულფის ფურცლებზეც. იგივე სიტყვა ასევე გამოიყენება კედმონის მიერ, კედმონის ჰიმნში. შუა საუკუნოვანი ინგლისურის ხანაში middangeard იწერებოდა, როგორც middellærd, midden-erde ან middel-erde. middangeard-ის სწორი შესატყვისია შუა გავალანი და არა შუახმელეთი. მიუხედავად ამისა, middangeard ხშირად ითარგმნებოდა, როგორც შუახმელეთი და ტოლკინმა გამოიყენა ეს ვერსია.
წყაროები
რედაქტირება- ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1977), კრისტოფერ ტოლკინი, რედ., სილმარილიონი, ბოსტონი: Houghton Mifflin, ISBN 0-395-25730-1
- ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1954), ბეჭდის საძმო, ბეჭდების მბრძანებელი, ბოსტონი: Houghton Mifflin (გამოქვეყნების თარიღი: 1987), ISBN 0-395-08254-4
- ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1954), ორი ციხე-კოშკი, ბეჭდების მბრძანებელი, ბოსტონი: Houghton Mifflin (გამოქვეყნების თარიღი: 1987), ISBN 0-395-08254-4
- ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1955), მეფის დაბრუნება, ბეჭდების მბრძანებელი, ბოსტონი: Houghton Mifflin (გამოქვეყნების თარიღი: 1987), ISBN 0-395-08256-0
- ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1980), კრისტოფერ ტოლკინი, რედ., დაუსრულებელი თხზულებები, ბოსტონი: Houghton Mifflin, ISBN 0-395-29917-9
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „შუახმელეთი“ ვიკისაწყობში.
- Tolkien Gateway – ვიკი ტოლკინის და შუახმელეთის შესახებ.
- არდის ენციკლოპედია – ენციკლოპედია შუახმელეთზე
- The Tolkien Meta-FAQ – ხშირად დასმული კითხვები შუახმელეთზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ (წერილები, # 211)
- ↑ გეროლტი, დენის განაგრძეთ კითხვა... ინტერვიუBBC, 1971 [1]
- ↑ Shakespeare, William. The Merry Wives of Windsor, Act V, Scene 5.
- ↑ Bruce Mitchell and Fred C. Robinson, A Guide to Old English, Sixth ed., p. 360