ერთი ბეჭედიჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში ერთადერთი ძალაუფლების ბეჭედი, რომელსაც დანარჩენი ცხრამეტი ბეჭდის მართვა შეეძლო. მბრძანებელი ბეჭედი (მას სხვა მრავალი სახელიც ჰქონდა: მთავარი ბეჭედი, ძალაუფლების ბეჭედი, უზენაესი ბეჭედი და ა.შ.) საურონმა მეორე ეპოქის 1000 წლამდე გამოჭედა[1] და მისი საშუალებით დანარჩენი ბეჭდების დამორჩილება სცადა[2], მაგრამ, დამარცხდა და მთელი 2900 წელი აღარ გამოჩენილა. საბოლოოდ ბეჭედი ფროდო ბეგინსის ხელში მოხვდა, რომელმაც იგი მიიტანა ოროდრუინთან, სადაც ის გამოიჭედა, და გაანადგურა (უფრო სწორად, იგი გოლუმმა უნებურად გაანადგურა, როდესაც ფროდოს ბეჭედი წაართვა და გახარებულმა უაზროდ ხტუნვა დაიწყო, ფეხი დაუსხლტა და ვულკანის ყელში ჩავარდა).

ერთი ბეჭედი
პირველად ჰობიტი
ავტორი ჯ. რ. რ. ტოლკინი
სიუჟეტური ინფორმაცია
ტიპი ჯადოსნური ბეჭედი
შემქმნელი საურონი
გამოყენება მფლობელს უხილავად აქცევს, ძალაუფლების სხვა ბეჭდების მართვა
თვისებები ოქროს ბეჭედი, წარწერა მასზე ჩნდება, როდესაც ბეჭედი ალში მოხვდება

ბეჭედს საკუთარი ნება ჰქონდა, მის ერთადერთ სურვილს წარმოადგენდა საკუთარ მბრძანებელთან, საურონთან, დაბრუნება. ბეჭედი საურონის სასიცოცხლო ძალებს შეიცავდა, ასე რომ, თავის მფლობელს ნელ-ნელა თავისი გავლენის ქვეშ აქცევდა. იმის გამო, რომ იგი თავის მფლობელს უჩინრად აქცევდა (საურონის გარდა), ხშირი ტარების შედეგად მფლობელიც ნაზგულივით უხილავი ხდებოდა. ბეჭედს გავლენა ჰქონდა სხვა ძალაუფლების ბეჭდებზე, მათ შორის, ელფურებზეც (მიუხედავად იმისა, რომ მათ შექმნაში საურონი არ მონაწილეობდა). ამიტომაც, მისი განადგურების შემდეგ, ყველა გადარჩენილმა ბეჭედმა თავისი ძალა დაკარგა.

ბეჭედზე ბნელ ენაზე შესრულებული იყო წარწერა, ოთხი სტრიქონი ელფური ლექსიდან:

Ash nazg durbatulûk,
Ash nazg gimbatul,
Ash nazg thrakatulûk,
Agh burzum-ishi krimpatul.

რომელიც ასე ითარგმნება:

ერთი ბეჭედი დაჯაბნის ყველას,
ერთი ბეჭედი მოძებნის ყველას,
ერთი ბეჭედი შეკრებს წყვდიადში,
და ერთ ჯაჭვად შეკრავს.

ბეჭდის ძალა ამ სიტყვების წარმოთქმისას იმდენად ძლიერდებოდა, რომ იმ ადგილზე მზე ყოველთვის ბნელდებოდა, ელფები კი თავს უძლურად გრძნობდნენ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1954), ბეჭდის საძმო, ბეჭდების მბრძანებელი, ბოსტონი: Houghton Mifflin (გამოქვეყნების თარიღი: 1987), "The Shadow of the Past", ISBN 0-395-08254-4
  2. ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1977), კრისტოფერ ტოლკინი, რედ., სილმარილიონი, ბოსტონი: Houghton Mifflin, "Of the Rings of Power and the Third Age", p. 287–288, ISBN 0-395-25730-1