ჯადოსანი (შუახმელეთი)
ჯადოსნები შუახმელეთში — ადამიანების გარეგნობის მქონე ქმნილებათა ჯგუფი, რომლის ძალაც ბევრად აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს. მათ ასევე უწოდებენ ისტარის (ქუენიური ენა - „ბრძენები“), სინდარულად მათ ჰქვიათ ითრინ.
ჯადოსნები შუახმელეთში მოვლენილები იყვნენ ვალარების მიერ, რათა დახმარებოდნენ ადამიანებს საურონის დამარცხებაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი გამოგზავნეს შუახმელეთში, მხოლოდ ხუთი აქტიურობდა შუახმელეთის ჩრდილოეთით.
ისინი იყვნენ მაიარების (იგივე ორდენი, რაც ვალარები) წარმომადგენლები, მაგრამ შესაძლებლობებში უფრო შეზღუდული. პირველი სამის სახელი ვესტრონის ენაზე ჟღერდა, როგორც "სარუმანი", "განდალფი" და "რადაგასტი". მათ გარდა, არსებობდა კიდევ ორი, ალატარი და პალანდო (რომელთა სახელებს ვერსტრონზე ანალოგი არ გააჩნდა). ყოველი ჯადოსანი განსხვავდებოდა ამა თუ იმ ფერის სამოსით. სარუმანი იყო თეთრი, განდალფი იყო რუხი, რადაგასტი - ყავისფერი, ხოლო ალატარი და პალანდო - ლურჯები. ტოლკინის "ბეჭდების მბრძანებელში" პირველი ორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ხოლო რადაგასტი მხოლოდ ერთხელ ჩნდება მოქმედებაში. ალატარი და პალანდო შუახმელეთის აღმოსავლეთით დასახლდნენ, ასე რომ მათზე ცოტა რამ იყო ცნობილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჯადოსნები — საიტზე Tolkien Gateway