განდალფი (იგივე გენდალფი, განდალვი, Gandalf) — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. იგი წარმოდგენილია, როგორც ჯადოსანი და ისტარების ორდენის წარმომადგენელი. განდალფმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბეჭდის საძმოს ამბავში. პირველად იგი გამოჩნდა „ჰობიტში“, სადაც მან ბილბო ბეგინსი მეტად სახიფათო მოგზაურობაზე დაითანხმა.

განდალფი
ქართულ თარგმანში გენდალფი (მხოლოდ „ჰობიტის“ 2002 წლის გამოცემაში)
სხვა სახელები მითრანდირი, ოლორინი[1], ინკანუსი, თარკუნი, რუხი მწირი, განდალფ თეთრი, განდალფ რუხი
ბიოგრაფიული ცნობები
რასა მაია (ისტარები)
ადგილი ვალინორი, ირმოს ბაღები (ლორიენი), შუახმელეთში დიდი ხნით არსად ჩერდება
მოკავშირე(ები) ისტარები (ჯადოსნები)
თეთრი საბჭო
თორინი და კომპანია
ბეჭდის საძმო
ცხოვრების წლები უკვდავი, შუახმელეთში ცხოვრება: დაახლოებით 1000 (III ეპოქა) — 29 სექტემბერი, 3021 (III ეპოქა)
ამანში გამგზავრება 29 სექტემბერი, 3021 (III ეპოქა), რუხი ნავსაყუდლები
აღსანიშნავი მოვლენები მოგზაურობა ერებორისკენ და ხუთი ლაშქრის ბრძოლა, ბეჭდის ომი
ფიზიკური მონაცემები
სქესი მამრობითი
თმის ფერი გრძელი ჭაღარა, რუხი
ჩაცმულობა რუხი (მოგვიანებით თეთრი) მოსასხამი, ლურჯი ქუდი, რუხი შარფი, შავი ფეხსაცმელი
იარაღი კვერთხი, გლამდრინგი, ნარია
ცხენი მუქფაფარა
ნაწარმოები ჰობიტი
ბეჭდების მბრძანებელი
სილმარილიონი
დაუსრულებელი თხზულებები
გახმოვანება
ანიმაციური ფილმები ტოდ ჰენსონი (The Lego Movie)
ჯონ ჰიუსტონი
ვიდეო თამაშები ტომ კეინი
მსახიობი
მხატვრული ფილმები სერ იენ მაკ-კელენი
ანიმაციური ფილმები ჯონ ჰიუსტონი
ტელესერიალები ვესა ვიერიკო
რადიო-სერიალები ნორმან შელი
ბერნარდ ჰეიზი
სერ მაიკლ ჰორდერნი
თეატრი ჩარლზ პიკარდი
ტომ სტაივერი
ბრენტ კარვერი

1977 წელს გამოცემულ ტოლკინის ბიოგრაფიაში ავტორი ჰამფრი კარპენტერი საუბრობს, რომ ჯონს ჰქონდა საფოსტო ბარათი სახელწოდებით Der Berggeist (გერმ. „მთის სული“). ქაღალდის შეფუთვაზე, რომელშიც იგი ამ ბარათს ინახავდა, მის მიერ დაწერილი იქნა - „განდალფის წარმოშობა“. ამ ბარათზე წარმოდგენილია წვერ-ულვაშიანი მამაკაცი, რომელიც ჩამომჯდარია ქვაზე. მას თავზე ახურავს ფართო ქუდი, მხრებზე კი აფარია გრძელი წითელი მოსასხამი. მის წინ დგას შვლის ნუკრი.

კარპენტერის მიხედვით, ტოლკინმა ეს ბარათი შვეიცარიაში, 1911 წელს შეიძინა. თუმცა მანფრედ ციმერმანმა დაადგინა, რომ ნახატი ეკუთვნოდა გერმანელ მხატვარ იოზეფ მადლენერს და დახატული იყო 1920-იან წლებში.

ორიგინალური ნახატი გაიყიდა სოთბის აუქციონზე, ლონდონში, 2005 წლის 12 ივლისს, 84000 გირვანქად. მისმა წინა მფლობელმა ნახატი მადლენერს 1940-იან წლებში გადასცა და იხსენებდა მადლენერის შენიშვნას იმის შესახებ, რომ ნახატზე გამოსახული მთები ტორი დელ ვაიოლეტად იყო წოდებული. ეს იყო დოლომიტის ალპები მწვერვალები.

1930-იან წლებში, რომან ჰობიტის შექმნისას, ტოლკინმა სახელი განდალფი თავდაპირველად დაარქვა ერთ-ერთ ჯუჯას, რომელსაც მოგვიანებით თორინ მუხისფარი ეწოდა. სახელი მომდინარეობს ნორვეგიულ ეპოს Völuspá-დან. ძველ ნორვეგიულ ენაზე Gandalfr-ში შერწყმული gandr (კვერთხი) და álfr (ელფი).

სახელი „Gandolf“ გამოყენებულია უილიამ მორისის 1896 წლის ფენტეზი რომანში სამყაროს დასასრულის ჭა. ამ წიგნის პერსონაჟები არიან ელფები, ჯუჯები და მეფეები. მოქმედება მიმდინარეობს ფსევდო-შუასაუკუნოვან მიწებზე. სავარაუდოდ, ასეთმა მიწებმა გავლენა იქონიეს ტოლკინის შემოქმედებაზეც.

ჯადოსანი, რომელიც წარმოდგენილია განდალფის სახით, თავდაპირველად ატარებდა სახელ „ბლადორთინს“ [2][3] ტოლკინმა მოგვიანებით ეს სახელი სხვა პერსონაჟს, ერთ-ერთ მეფეს მიანიჭა.[4]

ადაპტაციები

რედაქტირება

BBC Radio-ს დადგმებში განდალფს ახმოვანებდნენ: ნორმან შელი (ბეჭდების მბრძანებელი, 1955-1956), ჰერონ კარვიკი (ჰობიტი, 1968), ბერნარდ მეისი (ბეჭდების მბრძანებელი, 1979) და სერ მაიკლ ჰორდერნი (ბეჭდების მბრძანებელი, 1981).

1977 წლის „ჰობიტში“ (1977) და „მეფის დაბრუნებაში“ (1980) პერსონაჟს ახმოვანებს ჯონ ჰიუსტონი. რალფ ბაკშის 1978 წლის „ბეჭდების მბრძანებელში“ მას უილიამ სკუაირი ახმოვანებს, ხოლო სერიალ „ჰობიტებში“ (1993) - ვესა ვიერიკო.

პიტერ ჯექსონის „ბეჭდების მბრძანებელში“ (2001-2003) და „ჰობიტში“ პერსონაჟს განასახიერებს სერ იენ მაკ-კელენი.

„ოცი ციხე-კოშკის“ სასცენო დადგმაში (ჩიკაგო, 1999) განდალფის როლი შეასრულა ჩარლზ პიკარდმა. ტომ სტაივერი მას თამაშობდა 2000-იანი წლების დასაწყისში გამოსულ „ბეჭდის საძმოში“, „ორ ციხე-კოშკში“ და „მეფის დაბრუნებაში“. ბრენტ კარვერი განდალფის როლს ასრულებდა 2006 წლის მიუზიკლში „ბეჭდების მბრძანებელი“.

ლეგოს ფილმში განდალფს ტონ ჰანსენი ახმოვანებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "Olórin I was in my youth in the West that is forgotten", The Two Towers, "The Window on the West", page 353.
  2. Douglas Anderson, The Annotated Hobbit, "Inside Information", note 9, p. 287.
  3. John Rateliff, Mr. Baggins, "Introduction", p. ix (and many other references throughout the book).
  4. The Hobbit, "Inside Information".