შუახმელეთის ომების და ბრძოლების სია

(გადამისამართდა გვერდიდან ხუთი ლაშქრის ბრძოლა)

ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ლეგენდარიუმში აღწერილია უამრავი ომი, რომელიც მოხდა ამანში, ბელერიანდში და შუახმელეთში.

აქ ქრონოლოგიურ წესრიგში მოცემულია არდაში მეოთხე ეპოქამდე მომხდარი ყველა ომი.

ვალიანური ხანა

რედაქტირება

ვალიანური ხანა ეწოდება დროის პერიოდს ვალარების არდაში შესვლიდან დიადი ლამპრების შექმნამდე.

პირველი ომი ვალარებსა და მელკორს შორის

რედაქტირება

პირველი ომი მოხდა ჯერ კიდევ არდის სრულად ჩამოყალიბებამდე, მელკორმა, გადახედა რა მას, მოინდომა მისი დასაკუთრება, მაგრამ ძლიერ წინააღმდეგობას გადაეყარა ვალარების მხრიდან, რომლებიც უსამართლოდ თვლიდნენ მთელი სამყაროს ერთ ხელში მოხვედრას. ომი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ ვინაიდან მელკორი ყველა მათგანზე ძლიერი იყო, ომში მან გაიმარჯვა, მაგრამ ყველასგან მოულოდნელად ზეცის სიღრმიდან გაისმა ხარხარი და იქიდან დაეშვა ტულკასი, რომელსაც ყველაზე მეტად ბრძოლა და ომი ახარებდა. ტულკასი პირისპირ შეებრძოლა მელკორს, ამ უკანასკნელმა ვერ გაუძლო ტულკასის რისხვას და ხარხარს და დამარცხდა. მელკორმა უკან დაიხია და დაიმალა არდის გარშემორტყმულ წყვდიადში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში იმალებოდა, არდაში კი ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდა.

ლამპრების ხანა

რედაქტირება

ლამპრების ხანა ეწოდება დროის პერიოდს დიადი ლამპრების შექმნიდან განადგურებამდე.

ლამპრების დანგრევა

რედაქტირება

მელკორის განდევნის შემდეგ არდაში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდა, ვალარები მშვიდობით ცხოვრობდნენ ამანს და შუახმელეთს შორის არსებულ ტბაში აღმართულ კუნძულ ალმარენზე. არდის გასანათლებლად ვალარებმა შექმნეს ე.წ. დიადი ლამპრები, ილუინი და ორმალი, რომლებიც არდის უკიდურეს ჩრდილოეთში და სამხრეთში დადგეს. ვალარებმა დაივიწყეს მელკორი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში მათ ნამოქმედარს არდის გარშემორტყმულ წყვდიადიდან ხედავდა და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ივსებოდა სიძულვილით და შურით, იგი გადმოვიდა წყვდიადიდან და დასახლდა ჩრდილოეთში, სადაც ყველასგან მალულად ააგო თავისი ციხესიმაგრეები — უტუმნო და ანგბანდი. რამდენიმე წლის შემდეგ ვალარებმა იგრძნეს, რომ ჩრდილოეთიდან სიცრუე, სიძულვილი და შური მოდიოდა და მიხვდნენ, რომ მელკორი დაბრუნდა, ის კი, როდესაც მიხვდა, რომ გამოააშკარავეს, დაანგრია მთები, რომლებზეც ლამპრები იყო განთავსებული და ლამპრებიც განადგურდნენ. ამან გამოიწვია კატაკლიზმები, რომელთა შედეგად ამანსა და შუახმელეთს შორის უზარმაზარი ნაპრალი გაიხსნა, რომელიც ზღვამ ამოავსო, სამხრეთით და აღმოსავლეთით ახალი კონტინენტები გაჩნდა, ალმარენი კი დაინგრა. ვალარები ალმარენიდან გადასახლდნენ ამანში, სადაც შექმნეს თავიანთი მუდმივი სამყოფელი, ვალინორი, მათ აღარ ისურვეს შებრძოლებოდნენ მელკორს და შემოისაზღვრნენ მხოლოდ ვალინორით, სადაც შექმნეს სინათლის შემდეგი წყარო, ვალინორის ორი ხე. შუახმელეთში კი გამეფდა მელკორი, რომელიც კონტინენტზე მრავალი ათასწლეულის განმავლობაში მბრძანებლობდა.

პირველი ეპოქა (ხეების ხანა)

რედაქტირება

პირველი ეპოქა დაიწყო, როდესაც არდაში პირველად გამოჩნდნენ ილუვატარის შვილები, ელფები. პირველი ეპოქა ხეთა ხანაში დაიწყო და დასრულდა მზის ხანაში.

მეორე ომი ვალარებსა და მელკორს შორის

რედაქტირება

როდესაც ორომემ ქუივიენენის ყურეში ელფები აღმოაჩინა, მან ვალარებს მოსთხოვა, წამოეწყოთ ომი მელკორის წინააღმდეგ, ვინაიდან, სანამ ის შუახმელეთში მძლავრობდა, ელფები ქუივიენენში უსაფრთხოდ ვერ იქნებოდნენ (ვალარებმა არ იცოდნენ, რომ ელფები პირველად მელკორმა აღმოაჩინა და მათგან ელფების დამახინჯებული ფორმა, ორკები, გამოიყვანა), ვალარები დასთანხმდნენ ორომეს და წამოიწყეს მეორე ომი, რომლის შედეგადაც უტუმნო სრულად დაინგრა, ხოლო ანგბანდი ძლიერ დაზიანდა, მელკორი კი შეიპყრეს. ელფებმა ამ ომის შესახებ არაფერი იცოდნენ, რადგან ვალარები მათ არაფერს უამბობდნენ, ისინი კი მხოლოდ ჩრდილოეთიდან მომავალ ნათებებს ხედავდნენ და ყრუ გრუხუნი ესმოდათ. ომის შემდეგ ვალარებმა ელფების ნაწილი ვალინორში წაიყვანეს, იქ წაიყვანეს მელკორიც, რომელსაც ჩადენილის საზღაურად მანდოსის დარბაზებში სამი საუკუნით ყოფნა მიუსაჯეს. ამ ომის შედეგად არდაში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდა.

ვალინორის დაბნელება

რედაქტირება

ვალინორის დაბნელება ხეების ხანის დასასრული გახდა. სამი საუკუნის ტყვეობიდან გათავისუფლებული მელკორი ვალარებმა მიიღეს ვალინორში, მაგრამ, მელკორის სიძულვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ მან გადაწყვიტა ვალინორში მცხოვრები ყველა ელფი ერთმანეთთან და ვალარებთან გადაემტერებინა. მაგრამ, როდესაც ვალარებმა სიცრუე და უნდობლობა ვალინორში იგრძნეს, მაშინვე დააპირეს მელკორის შეპყრობა, მაგრამ, ისიც მიხვდა, რომ გამოააშკარავეს და შუახმელეთისკენ გაიქცა, მაგრამ მიხვდა, რომ ვალარები და განსაკუთრებით, ტულკასი, მას უპირველეს ყოვლისა შუახმელეთში დაუწყებდნენ ძებნას, ამიტომაც სამხრეთისკენ წავიდა და თავი შეაფარა წყვდიადით დაფარულ კუნძულ ავათარს. ავათარზე მელკორი შეხვდა უნგოლიანტს, მაიას, რომელიც, როგორც ამბობდნენ, წყვდიადის შობილი იყო. უნგოლიანი სინათლით იკვებებოდა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), მაგრამ ყოველთვის მშიერი იყო. მელკორი უნგოლიანტს შეპირდა, რომ ვალინორში ისეთი სინათლის წყარო იყო, რომელიც უნგოლიანტის შიმშილს სამუდამოდ ჩააცხრობდა და თუ უნგოლიანტი მელკორს ვალინორში შეღწევაში დაეხმარებოდა, სანაცვლოდ ყველაფერს მიიღებდა, რასაც მოისურვებდა. უნგოლიანტი სიხარულით დასთანხმდა.

უნგოლიანტის მიერ შექმნილი წყვდიადის საბურველით უნგოლიანტი და მელკორი ვალინორში შეუმჩნევლად შეიჭრნენ, როდესაც ყველანი დღესასწაულზე იყვნენ. ისინი შეუმჩნევლად აიჭრნენ ეზელოჰარზე, იქ მელკორმა თავისი შავი შუბით ძალზე ღრმად დასერა ხეები და ჭრილობებიდან გადმოღვრილი მანათობელი წვენი უნგოლიანტმა ხარბად, უკანასკნელ წვეთამდე ამოწოვა, შემდეგ კი იავანას ბაღებში შენახული ხეების ნამიც ამოწოვა და მთელი ვალინორი უკუნ წყვდიადში ჩაიძირა. უნგოლიანტმა მელკორს წყვდიადის საბურველი გადააფარა და ორივენი ფორმენოსში შეიჭრნენ, წყვდიადის საბურვლის დანახვაზე მოსახლეობა შიშისგან გაიფანტა, მხოლოდ ფინუე, ნოლდორთა უზენაესი ხელმწიფე, არ შედრკა მის წინაშე, იგი მათ კარიბჭესთან გადაეღობა და მელკორმა საკუთარი ხელით განგმირა. მელკორმა და უნგლიანტმა ფორმენოსიდან მთელი განძი, მათ შორის სილმარილებიც, წაიღეს და შუახმელეთში წავიდნენ.

მანუემ ხეების გახმობის შემდეგ მაინც შეამჩნია წყვდიადის საბურველი და იმწამსვე ყველაფერს მიხვდა. მან მელკორის და უნგოლიანტის შესაპყრობად ორომე და ტულკასი გაგზავნა, ორივემ წყვდიადში გზა და კვალი დაკარგეს. როდესაც ყველანი ხეებთან შეიკრიბნენ, იავანამ განაცხადა, რომ ხეები გაცოცხლდებოდნენ, თუ ფეანორი, ფინუეს ძე, თავის სილმარილებს შესწირავდა მათ, რაზეც ფეანორმა უარით უპასუხა, მან განაცხადა, რომ ვეღარ იცოცხლებდა, თუ მისი ნამოქმედარი, რომლის შექმნაშიც მან თავისი გული და სული ჩააქსოვა, განადგურდებოდა. მალე ფორმენოსიდან მალემსრბოლები მოვიდნენ, მათ მოახსენეს ფეანორს ქალაქში მომხდარის შესახებ, მამის სიკვდილით და სილმარილებიც დაკარგვით განრისხებულმა ფეანორმა ყველას გასაგონად დაწყევლა მელკორი და მას უწოდა მორგოთი, სამყაროს შავი მტერი, მან დაიფიცა, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად სილმარილების მფლობელს ყველგან დაედევნებოდა, თუ იგი მისი საგვარეულოდან არ იქნებოდა. ამ ფიცმა არაერთი უბედურება მოუტანა არა მარტო ნოლდორებს, არამედ სხვა ამანელ ელფებს და შუახმელეთის მაცხოვრებლებსაც კი.

ჟლეტა ალქუალონდეში

რედაქტირება

ალქუალონდეში მომხდარი ჟლეტა ერთადერთი ბრძოლა იყო ამანში და პირველი ელფების ძმათაშორისი ბრძოლა, რომელიც ფეანორის მიმდევარმა ნოლდორებმა სილმარილების დასაბრუნებლად მოაწყვეს.

ფორმენოსში მომხდარი ამბის გაგონებისთანავე განრისხებულმა ფეანორმა ყველას გასაგონად დასწყევლა მელკორი და მას უწოდა მორგოთი, სამყაროს შავი მტერი და ერუ ილუვატარის სახელზე განაცხადა, რომ ნებისმიერ ფასად დაიბრუნებდა სილმარილებს. ფეანორს მხარში ამოუდგნენ მისი ძმები, ფინგოლფინი და ფინარფინი. მიუხედავად იმისა, რომ მორგოთის ჩანაფიქრი, ელფები ერთმანეთთან და ვალარებთან დაეპირისპირებინა, გამოაშკარავდა, ფეანორმა მაინც განაცხადა, რომ ვალინორში ვალარები ძალით აჩერებდნენ და ეს მონობის ტოლფასი იყო. მან თავის ძმებს დაავალა, შეეკრიბათ თავიანთი ქვეშევრდომი ნოლდორები და ფეანორს შეერთებოდნენ ტელერების ქალაქ-ნავსადგურ ალქუალონდეში, სადაც ისინი ტელერების ხომალდებით შუახმელეთში გადავიდოდნენ.

ფეანორის ხალხი სწრაფად შეიკრიბა და ისინი ალქუალონდეში გაემართნენ, ფეანორმა ტელერებს გემები მოსთხოვა, მაგრამ, როდესაც ტელერებმა გაიგეს, რომ ვალარებს ნოლდორებისთვის წასვლის ნებართვა არ მიეცათ, უარით უპასუხეს. განრისხებულმა ფეანორმა ბრძანა, გემები ძალით ჩაეგდოთ ხელში, ტელერებმა კი თავი დაიცვეს და გაიმართა სასტიკი ბრძოლა, რომელიც პირველი ძმათაშორისი ბრძოლა გახდა არდაში. ნოლდორები პირველები იყვნენ, რომლებმაც დაიწყეს იარაღის და ჯავშნის ჭედვა, ხოლო ტელერებს კი მხოლოდ ჩვეულებრივი მშვილდები და ისრები ჰქონდათ. მცირე ხნის შემდეგ ქალაქში ჯერ ფინგოლფინი, შემდეგ კი ფინარფინი, შევიდა. მათ ეგონათ, რომ ბრძოლა ტელერებმა დაიწყეს, და განურჩევლად ჩაერივნენ თანამოძმეების მხარეზე. ჟლეტაში ტელერების უმრავლესობა დაიღუპა, ნოლდორები კი გემებზე ავიდნენ და აღმოსავლეთით გაცურეს.

ტელერები ყველაზე მეტად მაია ოსეს და მის დედოფალს, უინენს, უყვარდათ. ვალარებმა არ მისცეს უფლება ოსეს, ჩაეძირა ყველა ხომალდი, მაგრამ, ხელი არ შეუშალეს უინენს, რომლის მწუხარებამაც წყნარი ზღვა ააღელვა, ღელვა იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენიმე გემი ჩაიძირა. როდესაც ნოლდორები თავად მანდოსმა დაწყევლა მომხდარი საქციელის გამო, მათი ნაწილი ფინარფინის მეთაურობით ამანში დაბრუნდა და პატიება მიიღო. მართალია, ტელერებმა ნოლდორებს ჟლეტა აპატიეს და მრისხანე ომში ვალინორის ლაშქარს შუახმელეთში გადასასვლელად გემებიც გამოუყვეს, მაგრამ, თავად ომში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ბელერიანდის პირველი ბრძოლა

რედაქტირება

ანგბანდში დაბრუნებისთანავე მორგოთმა გადაწყვიტა, გაენადგურებინა ყველა შუახმელეთში დასახლებული ელფი და კონტინენტზე თავისი ერთპიროვნული მმართველობა აღედგინა. მან გადაწყვიტა, რომ თავისი უზარმაზარი არმია, რომელიც მის არყოფნაში საკმაოდ გაზრდილიყო, ბელერიანდის მთელ ტერიტორიებზე გაეშვა და მოულოდნელი დარტყმით გაენადგურებინა ყოველი სამეფო.

ისარგებლა რა მოულოდნელობის ფაქტორით, მორგოთმა ანგბანდიდან უზარმაზარი ჯარი გამოუშვა, იგი ორად გაიყო: დასავლეთ ბელერიანდში მიმავალი არმია მდინარე სირიონს გაუყვა, აღმოსავლეთით მიმავალი კი მდინარე აროსსა და გელიონს გაუყვა. აღმოსავლეთის არმია ამონ ერებთან შეებრძოლა ოსირიანდის და დორიათის არმიებს დენეთორის და თინგოლის მეთაურობით. ელფებმა ორკები ორი მხრიდან ალყაში მოაქციეს (ელფების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ტაქტიკა იყო მტრის მოქცევა „გრდემლსა და უროს“ შორის), მაგრამ მწვანე ელფები შეაბჯრულები არ იყვნენ, ორკებს კი რკინის აბჯარი და იარაღი ჰქონდათ. ამის გამო ლაიქუენდიმ დიდი დანაკარგი მიიღეს და სანამ მათ დასახმარებლად თინგოლი მიუსწრებდა, ბრძოლაში დაიღუპა მათი მეფე დენეთორიც, თუმცა, თინგოლმა მტერზე შური მაინც იძია — ორკები თითქმის მთლიანად გაანადგურა, გადარჩენილები უკან გაიქცნენ, თუმცა, გზად ისინი დოლმედის მთის ჯუჯებმა გაანადგურეს.

დასავლეთის არმიას კი, რომელსაც საურონი მეთაურობდა, წინააღმდეგობა გაუწიეს ყურის ელფებმა კირდანის მეთაურობით. მაგრამ, დამარცხდნენ და ეგლარესტის და ბრითომბარის ნავსადგურებში გამაგრდნენ, ნავსადგურები ორკებმა ალყაში მოაქციეს, მაგრამ, აღებას ვერ ახერხებდნენ საზღვაო ძალების უქონლობის გამო (მორგოთს ეშინოდა, რომ მის საზღვაო ძალებს ულმოს მაიარები გაანადგურებდნენ).

გარკვეულწილად ამ ბრძოლაში ორივე მხარემ გაიმარჯვა: ლაიქუენდიმ იმდენად დიდი დანაკარგი მიიღეს, რომ გადაწყვიტეს არც ერთ ბრძოლაში აღარ მიეღოთ მონაწილეობა; მათ მაგალითს მიჰყვა თინგოლიც, რომლის დაბრუნების შემდეგ დედოფალმა მელიანმა დორიათის გარშემო შექმნა ე.წ. „მელიანის სარტყელი“, მოჯადოებული სარტყელი, რომელიც დორიათში შესვლის მცდელს ილუზიებს უქმნიდა, ამიერიდან დორიათში შესვლა მხოლოდ მეფის ან დედოფლის ნებართვით შეიძლებოდა. სამაგიეროდ, დანარჩენი სინდარები (ფალატრიმები, ყურის ელფები) მთელი ექვსი საუკუნის განმავლობაში განუწყვეტლივ იბრძოდნენ ნოლდორებთან ერთად მორგოთის წინააღმდეგ.

ძვირფასი ქვების ომი

რედაქტირება

ძვრიფასი ქვების ომი ეწოდებოდა თითქმის ექვსასი წლის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს, რომელიც ძირითადად ბელერიანდში მიმდინარეობდა ელფ ნოლდორებს და მორგოთს შორის. ომის მიზეზი იყო მორგოთის მიერ სილმარილების გატაცება და ნოლდორების უზენაესი ხელმწიფის, ფინუეს, მკვლელობა. არსებითად, ძვირფასი ქვების ომი დამთავრდა ნირნაეთ არნოედიადით, მაგრამ, მთლიანი ომი სილმარილებისთვის დამთავრდა ე.წ. მრისხანე ომით, რომლის შედეგადაც მორგოთი დაამხეს, მაგრამ, სილმარილები სამყაროს აღსასრულამდე დაიკარგა.

დაგორ-ნუინ-გილიათი (ბრძოლა ვარსკვლავთა ქვეშ)

რედაქტირება

ეს იყო პირველი ბრძოლა ძვირფასი ქვების ომში, მეორე ბელერიანდის ომში და უკანასკნელი ხეების ხანაში. დაგორ-ნუინ-გილიათი მოხდა ჰითლუმში გადმომსხდარ ნოლდორებსა და ანგბანდის ორკებს შორის. ამ ბრძოლაში დაიღუპა ფეანორი, მისი შვილი მაედროსი კი შეიპყრეს და მარჯვენა ხელით თანგოროდრიმის ქიმზე ჩამოკიდეს.

ნოლდორების გადმოსხმისთანავე მათ თავს დაესხნენ ერედ ვეთრინიდან გადმოსული ორკები, მაგრამ, ნოლდორებმა მათი უკუქცევა მაინც მოახერხეს, რის გამო მორგოთი იძულებული გახდა მოეხსნა ნავსადგურების ალყა და იგი ჰითლუმში დასახმარებლად გაეგზავნა. ბრძოლაში ნოლდორებმა გაიმარჯვეს, ხოლო უკანდახეული ანგბანდის არმია ფეანორის შვილის, კელეგორმის, ჩასაფრებაში მოხვდა და განადგურდა. კელეგორმის ალყას რამდენიმე ორკი მაინც გადაურჩა და ისინი ანგბანდისკენ გაიქცნენ, გახელებულმა ფეანორმა იფიქრა, რომ მათი დევნით თავად მორგოთამდე მიაღწევდა და ამიტომაც მხოლოდ თავისი რაზმით დაედევნა გაქცეულებს. ფეანორის უყურადღებობით ისარგებლა მორგოთმა: როდესაც ფეანორი ძლიერ დაშორდა თავის არმიას, იგი მოყვა ბალროგების ალყაში გოთმოგის მეთაურობით, უწონასწორო ბრძოლაში ფეანორმა თავი გამოიჩინა და უკანასკნელი დაეცა თავად გოთმოგის ხელით განგმირული. ფეანორი ბრძოლის ველზე დაიღუპებოდა, მის შვილებს რომ არ მიესწროთ. სიკვდილის წინ ფეანორმა თავის შვილებს დააფიცა, რომ ისინი სიცოცხლის ბოლო წუთამდე დაიცავდნენ ფიცს, რომელიც ვალინორში დადეს და გარდაიცვალა. მაგრამ, ფეანორის სხეული ვერ დამარხეს, ვინაიდან მის სულში შენახული საიდუმლო ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ სხეული იმწამსვე დაფერფლა.

ბრძოლაში ფეანორის ერთ-ერთი შვილთაგანი, მაედროსი, ორკებმა შეიპყრეს, იგი ანგბანდში წაიყვანეს და თანგოროდრიმის ქიმზე მარჯვენა ხელით მიაჯაჭვეს. რამდენიმე დღეში ბელერიანდში მოვიდა ფინგოლფინი, რომელმაც ბელერიანდელ ნოლდორთა უზენაეს ხელმწიფედ გამოაცხადა თავი, მან ითავა ომის წარმოება მორგოთის წინააღმდეგ.

პირველი ეპოქა (მზის ხანა)

რედაქტირება

მზის ხანა დაიწყო მზისა და მთვარის ამოსვლით, რომლებიც არდის სამყაროს აღსასრულამდე გაანათებენ.

ძვირფასი ქვების ომი

რედაქტირება

ძვრიფასი ქვების ომი ეწოდებოდა თითქმის ექვსასი წლის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს, რომელიც ძირითადად ბელერიანდში მიმდინარეობდა ელფ ნოლდორებს და მორგოთს შორის. ომის მიზეზი იყო მორგოთის მიერ სილმარილების გატაცება და ნოლდორების უზენაესი ხელმწიფის, ფინუეს, მკვლელობა. არსებითად, ძვირფასი ქვების ომი დამთავრდა ნირნაეთ არნოედიადით, მაგრამ, მთლიანი ომი სილმარილებისთვის დამთავრდა ე.წ. მრისხანე ომით, რომლის შედეგადაც მორგოთი დაამხეს, მაგრამ, სილმარილები სამყაროს აღსასრულამდე დაიკარგა.

დაგორ აგლარები (დიდებული ბრძოლა)

რედაქტირება

დაგორ-ნუინ-გილიათის შემდეგ ნოლდორებმა გადაწყვიტეს, ჯერ ბელერიანდში გამაგრებულიყვნენ და შემდეგ გაეგრძელებინათ ომი მორგოთის წინააღმდეგ. ფინგოლფინის ხალხი დასახლდა ჰითლუმში და ტბა მითრიმის სიახლოვეს, ფინგონის მიერ გათავისუფლებულმა მაედროსმა თავისი ციხესიმაგრე ააგო მთა ჰიმრინგზე, ფინროდი, რომელიც ბევრად დაცულ ადგილს ეძებდა, ჯუჯების დახმარებით მდინარე ნაროგის ნაპირებზე არსებულ გამოქვაბულებში ააგო ქალაქი ნარგოთრონდი, ანგროდი და აეგნორი კი, ფინროდის ძმები, გამაგრდნენ დორთონიონის რაიონებში. ამით ნოლდორები მთელ ბელერიანდში გაიფანტნენ და მორგოთისთვის უკვე შეუძლებელი გახდა მათი ერთი დარტყმით განადგურება.

მორგოთმა გადაწყვიტა ელფების წინააღმდეგ ახალი იარაღი გამოეყენებინა — ერედ ენგრინის მთებიდან ლავა და ცეცხლი ამოიფრქვა, მას ამოფარებული ორკების ურიცხვი მცირე ზომის ბანდები კი მთელ ბელერიანდს შეესივნენ, ნაწილი მდინარე სირიონს გადაღმა გადავიდა და დასავლეთში წავიდა, ნაწილი კი მაგლორის კარიბჭის გავლით აღმოსავლეთში გადავიდა. დასავლეთით გადასული რაზმები ფალატრიმების და ნოლდორების გაერთიანებულმა ლაშქარმა კირდანის მეთაურობით გაანადგურა, აღმოსავლეთით გადასული კი ოსირიანდში გამაგრებულმა ფეანორის ძეებმა გაანადგურეს. თუმცა, ანგბანდის მთავარი არმია დორთონიონში შეიჭრა, სადაც ანგროდმა და აეგნორმა მისი შეკავება მოახერხეს. მალე მათ ლოთლანისა და არდ-გალენის მინდვრებზე ელფებმა შეუტიეს, დასავლეთიდან მათ ფინგოლფინმა, აღმოსავლეთიდან კი მაედროსმა შეუტია და ალყაში მოქცეული ორკები სრულად გაანადგურეს.

ამ ბრძოლაში ელფებმა გაიმარჯვეს და ფინგოლფინის მოთხოვნით ნოლდორებმა და სინდარებმა ანგბანდი სამი მხრიდან ალყაში მოაქციეს. ანგბანდის ალყის დროს შუახმელეთში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდა.

ანგბანდის ალყა

რედაქტირება

დაგორ აგლარებში მოპოვებული გამარჯვებით ისარგებლა ნოლდორთა მეფე ფინგოლფინმა და მისი მოთხოვნით ბელერიანდელმა ელფებმა და ნოლდორებმა მორგოთის ციხესიმაგრე ანგბანდი ალყაში მოაქციეს. ალყა ციხესიმაგრეს სამი მხრიდან ერტყმოდა: სამხრეთიდან, დასავალეთიდან და აღმოსავლეთიდან, მაგრამ, იმის გამო, რომ ჩრდილოეთიდან ანგბანდის თავზე აღმართულ თანგოროდრიმს რკინის მთების მთაგრეხილი ესაზღვრებოდა, ალყა სრული არ იყო, რაც მორგოთს მცირე რაზმების გაყვანის საშუალებას აძლევდა. მართალია, ელფები ახერხებდნენ ანგბანდის იზოლაციას, მაგრამ მათ არ ჰყავდათ საკმარისი ძალები, რომ ციხესიმაგრეზე შტურმი განეხორციელებინათ. ალყის პერიოდში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდა, ელფური სამეფოები ჰყვაოდნენ, მაგრამ, ყველაზე მოულოდნელი მაინც ადამიანების გამოჩენა იყო. ადამიანები ელფების მთავრებმა თავიანთ მიწებზე დაასახლეს, სანაცვლოდ კი მათ ელფების ჯარები საკმაოდ შეავსეს.

ალყის დროს მორგოთმა გადაწყვიტა ელფებისა და ადამიანების წინააღმდეგ ახალი იარაღი — დრაკონი — გამოეყენებინა. პირველი დრაკონი იყო გლაურუნგი, რომელიც ამასთანავე უფრთოც იყო. გლაურუნგის შეჩრება არავის შეეძლო, მან ალყის გარღვევა შეძლო და ტბა ჰელევორნამდე მიაღწია, სადაც ნოლდორების რეზიდენცია მდებარეობდა და ტბა წაბილწა. მაგრამ, გლაურუნგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, მისი ჯავშანი კი, თხელი. ამით ისარგებლა ფინგონმა, მან მოისარი ცხენოსნების დახმარებით გლაურუნგი დააფრთხო და ანგბანდში გააბრუნა. ამან ნოლდორების ძალა და დიდება გაზარდა. გლაურუნგთან ბრძოლიდან თითქმის ორასი წლის შემდეგ კი ანგბანდის ალყა დაირღვა დაგორ ბრაგოლახით, უეცარი ცეცხლის ბრძოლით, რომლის დროსაც თანგოროდრიმიდან ცეცხლი და ლავა ამოიფრქვა, მორგოთის არმია კი ციხესიმაგრიდან მთელ ბელერიანდში გაიფანტა.

დაგორ ბრაგოლახი (ბრძოლა უეცარი ცეცხლისა)

რედაქტირება

ბრძოლა უეცარი ცეცხლისა მოხდა მზის ხანის 455 წელს, ამ ბრძოლაში მორგოთმა მოულოდნელი დარტყმით შეძლო ანგბანდის ალყის მოხსნა და ბელერიანდის მნიშვნელოვანი ტერიტორია ჩაიგდო ხელში. ბრძოლაში დამარცხების მნიშვნელოვანი მიზეზი იყო ელფების არაერთსულოვნება, როდესაც ფინგოლფინმა მათ ანგბანდზე შტურმისთვის მოუწოდა, მათ უარით უპასუხეს. ნოლდორების უზენაეს ხელმწიფედ ფინგოლფინი ეწოდებოდა, მაგრამ, ისინი სხვადასხვა მთავრებს ემორჩილებოდნენ (ფეანორის ძეებს, ფინროდს, ტურგონს და სხვ.), არ იყო ერთიანობა ადამიანებშიც და მაშინ, როდესაც ანგბანდის არმია დრაკონ გლაურუნგს ემორჩილებოდა. ფინგოლფინმა არ იცოდა ანგბანდში დამალული არმიის ზუსტი რიცხოვნობა, სინამდვილეში ალყის განმავლობაში ციხესიმაგრეში ორკების, ბალროგების, დრაკონების და სხვადასხვა ურჩხულების რაოდენობა თანდათან იზრდებოდა. მორგოთს სურდა ელფები ერთი დარტყმით გაენადგურებინა, მაგრამ იჩქარა და, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლაში მრავალი ელფი და ადამიანი დაიღუპა, მათი ერთი დარტყმით განადგურება ვერ მოახერხა.

მშვიდობიანობის გამო ციხესიმაგრის დარაჯთა რაოდენობა ძლიერ იყო შემცირებული და ზამთრის ერთ უმთვარო ღამეს თანგოროდრიმის მწვერვალებოდან ყველასგან მოულოდნელად ლავა და ცეცხლი ამოიფრქვა, რომელიც რამდენიმე წამში მთელ არდ-გალენის მინდორს მოედო და მთლიანად გადაბუგა, გადაბუგულ მიწას კი ანფაუგლითი — მხუთავი ფერფლი — ეწოდა, იმავდროულად კი რკინის მთებიდან შხამიანი აირები ამოიფრქვა, თანგოროდრიმიდან ამოფრქვეული ლავა მთელ ანფაუგლითს მოედო, მისი შეჩერება მხოლოდ დორთონიონის და აჩრდილების მთების ფერდობებმა მოახერხეს (ამ უკანასკნლის ჩრდილოეთ ფერდობები მთლიანად დაიწვა). როდესაც ლავამ არდ-გალენს გადაუარა, ანგბანდიდან მთელი ბელერიანდის ისტორიაში უდიდესი არმია გამოვიდა, მას წინამძღოლობდა ზრდასრული და გაძლიერებული გლაურუნგი, მას უკან ბალროგები მიჰყვებოდნენ, მათ კი ორკები მისდევდნენ უკან.

ანგბანდის არმია გადარჩენილ ელფებს მთელი ანფაუგლითის გასწვრივ ებრძოდა, ავანგარდი კი ანგროდისა და აეგნორის სამფლობელოს, დორთონიონს დაესხა თავს, ფერდობებზე ბრძოლაში ორივენი, მათთან ერთად კი ბრეგოლასიც, ბეორის ტომის ბელადიც დაიღუპა. ბერგოლასის ძმა კი, ბარაჰირი, ფერდობის მეორე მხარეს იბრძოდა, რომელიც სირიონთან ახლოს იყო და ამიტომაც გადარჩა. მალე ნოლდორების დასახმარებლად ფინროდ ფელაგუნდი მოვიდა ნარგოთრონდის არმიით, რომ დახმარებოდა თავის ძმისშვილ ოროდრეთს, რომელიც მტერს კუნძულ ტოლ სირიონთან ებრძოდა ფინროდის მიერ აგებული ციხესიმაგრე მინას ტირითისთვის. მაგრამ, აღმა ასვლისას ფინროდის რაზმი ჩასაფრებაში მოყვა სერეხის ჭაობებთან და იქ დაიღუპებოდა, დასახმარებლად ბარაჰირს რომ არ მიესწრო, მადლობის სანაცვლოდ მეგობრობის ნიშნად ფინროდმა ბარაჰირს აჩუქა ბეჭედი, რომელსაც მოგვიანებით ბარაჰირის ბეჭედი ეწოდა. ამის შემდეგ ბარაჰირი თავის მეომრებთან ერთად დორთონიონში დაბრუნდა და იქ კიდევ რამდენიმე ხანი იბრძოდა, შემდეგ კი უკან დაიხია.

ამის შემდეგ მორგოთის არმიამ ფეანორის შვილებზე დაიწყო შეტევა, მაგლორის კარიბჭე დაეცა და გლაურუნგის ბრძანებით მრავალი მეომარი დახოცეს გელიონზე გადასვლის დროს, დაეცა აგლონის გადასასვლელიც, რომელსაც იცავდნენ კელეგორმი და კურუფინი, მათ უკან დაიხიეს და თავი ნარგოთრონდს შეაფარეს. ორკები შეიჭრნენ კარანთირის სამფლობელოში და მან თავი შეაფარა ამონ ერებზე მყოფ ამროდისა და ამრასის ციხესიმაგრეს, იქ ისინი მტრის სამხრეთით წასვლას აბრკოლებდნენ. სამაგიეროდ, მაედროსის ციხესიმაგრემ გაუძლო მოწინააღმდეგის დარტყმებს, ორკები ვერც ჰითლუმში ვერ შეიჭრნენ, მაგრამ მათი რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო და ფინგოლფინმა ვერ შეძლო დასახმარებლად აღმოსავლეთში გადასვლა.

ბრძოლის შემდეგ ფინგოლფინი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, ჩათვალა, რომ ელფებისა და ადამიანების აღსასრული დადგა. სასოწარკვეთილებით და მრისხანებით აღვსილი თავის ცხენზე შეჯდა და ანგბანდისკენ გაემართა. ორკებს მისი მრისხანების ისე ეშინოდათ, რომ გზიდან უბრძოლველად ეცლებოდნენ. ანგბანდის კარიბჭესთან მისულმა მორგოთი ორთაბრძოლაში გამოიწვია და ყველას გასაგონად მას ლაჩარი და მონების მბრძანებელი დაუძახა. მორგოთი პირველი ვალა იყო, რომელმაც შიში შეიგრძნო და გარეთ გასვლას ვერ ბედავდა, მაგრამ, მის დამამცირებელ სიტყვებს მისივე სარდლები ისმენდნენ და ისიც გამოჩნდა, როგორც „შავი კოშკი“. ორთაბრძოლაში ფინგოლფინმა მორგოთს მძიმე ჭრილობები მიაყენა, უკანასკნელი დარტყმით კი საბოლოოდ დააკოჭლა იგი, მაგრამ საბოლოოდ, მაინც დამარცხდა. მორგოთს მისი სხეულის მგლებისთვის გადაგდება უნდოდა, მაგრამ იგი არწივებმა მოსტაცეს და გონდოლინში წაიღეს. ფინგოლფინი გონდოლინში დამარხა მისმა უმცროსმა ვაჟმა, ტურგონმა.

ამ ბრძოლით მშვიდობა დაირღვა და შუახმელეთში ძველი მდგომარეობა აღდგა, მორგოთის ორკები თავისუფლად დათარეშობდნენ ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ბელერიანდში, სამაგიეროდ, სამხრეთით და დასავლეთით ელფები და ადამიანები მტკიცედ იყვნენ გამაგრებულები და მოწინააღმდეგეს შორს წასვლას არ ანებებდნენ.

(დაგორ) ნირნაეთ არნოედიადი (ურიცხვი ცრემლის ბრძოლა)

რედაქტირება

ძვირფასი ქვების ომის მეოთხე დიდი ბრძოლა, მოხდა ელფების, ადამიანებისა და ჯუჯების კავშირსა და მორგოთის არმიას შორის.

როდესაც ბერენისა და ლუთიენის მიერ სილმარილის მოპარვის ამბავი მთელ შუახმელეთში გავრცელდა და მაედროსს იმედი გაუჩნდა, რომ მორგოთი არც ისე დაუმარცხებელია, ომის გასაგრძელებლად მან დაიწყო ელფების, ადამიანების და ჯუჯების გაერთიანება. ლაშქარი იმაზე ნაკლები შეიკრიბა, ვიდრე მოელოდა: კელეგორმისა და კურუფინის გამო ოროდრეთმა დახმარება არ ისურვა, დასახმარებლად მხოლოდ გვინდორის რაზმი მივიდა; წარუმატებელი ელჩობის გამო დახმარება არც ელუ თინგოლმა გადაწყვიტა, დასახმარებლად მხოლოდ ფინგონის ხალხი მივიდა მაბლუნგისა და ბელეგ კურთალიონის მეთაურობით; ბრძოლისთვის მზადება გონდოლინმაც დაიწყო; ლაშქარს შეუერთდნენ ჯუჯებიც, რომლებმაც იგი თავიანთი იარაღითაც მოამარაგეს; ამასთანავე ლაშქარში შეიკრიბა დიდი რაოდენობით ადამიანი ბორისა და ულდორის მეთაურობით; კავშირს „მაედროსის კავშირი“ ეწოდა.

მაედროსის გეგმა ამგვარი იყო: სირიონი მხარეს იდგებოდა ფინგონის ლაშქარი, მაგლორის კარიბჭიდან კი მაედროსის ლაშქარი მთელ ანფაუგლითს მოეფინებოდა და ანგბანდიდან მორგოთის არმიას გამოიტყუებდა, სიგნალისთანავე ბრძოლაში ფინგონი ჩაერთვებოდა და მოწინააღმდეგეს „გრდემლსა და უროს შორის“ მოაქცევდნენ და გაანადგურებდნენ. სიგნალი უნდა ყოფილიყო დორთონიონზე აგებული უზარმაზარი კოცონის დანთება.

ზაფხულის მზებუნიობისას, განთიადზე, კავშირის ლაშქარი უკვე ანფაუგლითის ორივე მხარეს იყო განლაგებული, ფინგონი მაედროსის სიგნალს ელოდებოდა, მაგრამ არ იცოდა, რომ ულდორი, რომლის ხალხიც სინამდვილეში მორგოთის მხარეზე იყო, ყველანაირად აყოვნებდა მაედროსს. ამ დროში კი ფინგონს გონდოლინის ლაშქარი შეუერთდა. როდესაც მორგოთმა გადაწყვიტა, რომ ულდორმა მაედროსის დაყოვნება შეძლო, ჰითლუმისკენ ავანგარდი გაგზავნა, ნოლდორებმა მათთან შებმა დააპირეს, თუმცა, ისინი ჰურინმა შეაჩერა და მათ დალოდება შესთავაზა, სანამ მოწინააღმდეგის მწყობრი არ დაირღვეოდა ფერდობებზე ასვლისას, იმიტომ რომ ფინგონის ლაშქარი ბარად ეითელისა და სერეხის ჭაობებს შორის აღმართულ მაღლობზე იდგა. მორგოთმა ავანგარდის დასავლეთ ფრთას დაავალა, რომ ნებისმიერი ხერხით ფინგონის ლაშქარი ბრძოლის დაწყებამდე გამოეტყუებინა. მორგოთმა იცოდა, რომ ფინგონის ავანგარდში იყო გვინდორი, რომლის ძმა, გელმირი, მათი ტყვე იყო. ორკებმა გელმირი წინა ხაზზე გაიყვანეს და ყველას თვალწინ საშინელი წამებით მოკლეს. ძმის სიკვდილით განრისხებული გვინდორი დაუფიქრებლად გაიჭრა წინ, მას კი უკან მრავალი ელფი მიჰყვა, ისინი პირდაპირ შეიჭრნენ მოწინააღმდეგის ჯარის სიღრმეში და სასტიკი ბრძოლა გამართეს. ფინგონს აღარაფერი დარჩენოდა და მისი ლაშქარი ბრძოლაში ჩაება. მათი დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ავანგარდის დასახმარებლად გაგზავნილი ჯარიც არ გამოდგა საკმარისი ელფების შესაჩერებლად, ფინგონის მეომრებმა ბრძოლით პირდაპირ თანგოროდრიმის ფერდობებამდე მიაღწიეს, გვინდორის რაზმი კი ანგბანდის კარიბჭემდე ამავალ კიბეებზე ავიდა და საფეხურებზე ნამდვილი სასაკლაო მოაწყო. მაგრამ საიდუმლო გასასვლელებიდან მორგოთის მეომრები გამოვიდნენ და რაზმი ალყაში მოაქციეს, ყველანი ამოხოცეს, გვინდორი ტყვედ აიყვანეს, ფინგონის არმია კი უკან აქციეს.

ბრძოლა ოთხი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, ამ დროის განმავლობაში ფინგონი უკან ნელა იხევდა, მეოთხე ღამით დაიწყო ნირნაეთ არნოედიადი, ამ დროს ორკები ჰითლუმს შემოერტყნენ გარს და ალყის შევიწროება დაიწყეს, სწორედ ამ დროს ბრძოლაში ჩაება აქამდე სირიონის მეორე მხარეს მდგარი გონდოლინის არმია. მისი მეომრები ნარგოთრონდის არმიასთან შესახვედრებლად ორკების რიგებს პირდაპირ არღვევდნენ და როგორც კი ტურგონი და ჰურინი ერთმანეთს ბრძოლის შუაგულში შეხვდნენ, აღმოსავლეთიდან გამოჩნდა მაედროსის ლაშქარიც და მოკავშირეებმა მძლავრად შეუტიეს ანგბანდის არმიას. ბრძოლის ველზე მყოფი ჯარის დასახმარებლად მორგოთმა ანგბანდიდან მთელი დარჩენილი არმია გამოუშვა: ორკები, ვარგები, ბალროგები, დრაკონები და ანგბანდი დაცარიელდა. ამ ბრძოლაში მოკავშირეები აუცილებლად გაიმარჯვებდნენ, რომ არა ღალატი — ულდორის ხალხი ბრძოლაში მოულოდნელად მოკავშირეების წინააღმდეგ შებრუნდა და მათ რიგებში არეულობა გამოიწვიეს. მიუხედავად იმისა, რომ მაგლორმა ულდორი, ხოლო ბორის შვილებმა მისი შვილები დახოცეს, აღმოსავლელებმა მაედროსის არმიას შეუტიეს და ის სამი მხრიდან მოხვდა ალყაში, თუმცა, ფეანორის შვილები გადარჩნენ და დოლმედის მთისკენ დაიხიეს უკან.

ამ დროის განმავლობაში გლაურუნგი ბელეგოსტის ჯუჯებს ებრძოდა. ჯუჯებმა დრაკონი ალყაში მოაქციეს და უზარმაზარი ნაჯახებით შეუტიეს — ასეთ დარტყმებს დრაკონის ჯავშანიც კი ვერ უძლებდა. როგორც კი გლაურუნგმა ბელეგოსტის მეფე აზაგჰალს მოჰკრა თვალი, იმწამსვე მისკენ გაიწია და ზედ გადაუარა, თუმცა,მეფემ მოახერხა, ხანჯალი მუცელში ჩაასო და მთელ სიგრძეზე გამოფატრა. დაჭრილმა გლაურუნგმა ბრძოლის ველი საჩქაროდ მიატოვა, მას მრავალი მეომარი გაჰყვა, ჯუჯებმა კი დაღუპული მეფე ციხესიმაგრეში წაიღეს.

დასავლეთით ფინგონი, ტურგონი და ჰურინი ორკებს ებრძოდნენ, მოულოდნელად მათთან გამოჩნდა გოთმოგი, ბალროგების გვარდიის მეთაური, მან ტურგონი და ჰურინი ჭაობებისკენ გაყარა და ფინგონს შეება. ფინგონის მთელი დაცვა დაიღუპა და სანამ ის გოთმოგს ებრძოდა, უკნიდან სხვა ბალროგმა ცეცხლოვანი მათრახი დაარტყა და დასუსტებულ ელფს გოთმოგმა თავისი მახვილით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, ჭრილობიდან თეთრი ალი გამოიფრქვა და ფინგონი დაიღუპა.

ტურგონისა და ფინგონის არმიის ნარჩენები მტერს სირიონის გადაღმა არ უშვებდნენ და ბოლოსდაბოლოს, ჰურინისა და ჰუორის რჩევით, უკან დაბრუნდნენ. ჰურინი და ჰუორი კი თავიანთი ხალხით მტერს აკავებდნენ, ბრძოლაში ჰურინის გარდა ყველა დაიღუპა, ჰურინი კი ერთადერთი იბრძოდა და ყოველ მოკლულ მოწანინააღნდეგესთან ერთად გაიძახოდა „აურე ენტულუვა!“ (დღე კვლავ დადგება!). 70-ჯერ გაისმა მისი ძახილი, ორკებმა ის შეიპყრეს და მთლიანად გაკოჭილი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ანგბანდში წაიყვანეს, იქ მორგოთი მის გატეხვას მრავალჯერ ცდილობდა, მაგრამ ჰურინმა არა მარტო წამებას გაუძლო, არამედ მორგოთს დასცინა კიდეც, განრისხებული მორგოთის ბრძანებით თანგოროდრიმის ერთ-ერთ მწვერვალზე გაკოჭილი დასვეს, საიდანაც მას ყველაფრის დანახვა შეეძლო, რასაც მორგოთი ხედავდა.

ბრძოლის შედეგები საშინელი იყო: „მაედროსის კავშირი“ დაიშალა; ფეანორის შვილები დაიშალნენ; ბრეთილში ჰალადინები არ დაბრუნდნენ, თუმცა მათი შთამომავლები იქ ცხოვრებას მაინც აგრძელებდნენ; დაცარიელებულ ჰითლუმში მორგოთმა აღმოსავლელები ძალით ჩაასახლა; ერთი წლის შემდეგ ორკებმა დაარბიეს ფალატრიმების ქალაქები (ბრითომბარი და ელგარესტი), ადგილობრივი მოსახლეობა კი კუნძულ ბალარზე და სირიონის ნავსადგურებში გაიხიზნა; ნარგოთრონდი და დორიათი მტერს წინაღმდეგობას უწევდნენ, მაგრამ, მორგოთს გონდოლინი უფრო აღელვებდა. ბრძოლაში დაღუპულები ორკებმა ერთ ადგილას მოაგროვეს და მათ თავზე ყორღანი აღმართეს, რომელიც შორიდან ჩანდა, მას ეძახდნენ ხოდ-ენ-ნირნაეთს — ცრემლების ყორღანს — და ხოდ-ენ-ნდეგინს — მოკლულთა ყორღანს. ბრძოლაში დამარცხებამ საბოლოოდ დაუდო სათავე ბელერიანდის არაერთ შეუფერხებელ რბევას ორკების მიერ.

ბრძოლა ტუმჰალადთან

რედაქტირება

ნარგოთრონდის უკანასკნელი ბრძოლა მორგოთის წინააღმდეგ, გამიართა მდინარე ნაროგისა და გინგლითის შესართავთან.

ტურინ ტურამბარი, რომელიც სამეფოში ერთადერთი ადამიანი იყო, საკუთარი სამხედრო ნიჭის წყალობით ნარგოთრონდის არმიის ერთ-ერთი სარდალთაგანი გახდა. მისი არაერთი წარმატებული კამპანიების წყალობით მორგოთის მსახურებისგან გაიწმინდა შიდა და დასავლეთ ბელერიანდის დიდი ნაწილი. მისი ტაქტიკა მდგომარებოდა არა ჩასაფრებიდან თავდასხმაში (რომელიც ელფების ჩვეული ტაქტიკა იყო), არამედ გაშლილ ველზე პირისპირ ბრძოლაში. ტურინის რჩევით, მეფე ოროდრეთმა ღრმა ნაროგზე ააგებინა ხიდი, რომელიც ტუმჰალადის მინდვრიდან პირდაპირ ციხესიმაგრეში შედიოდა, მართალია, რომ ხიდით ჯარი ბრძოლის ველზე სწრაფად გადავიდოდა, მაგრამ, ეს ხელს აძლევდა მტერსაც, რომელსაც შეეძლო დაბრკოლების გადალახვის გარეშე მისულიყო კარიბჭესთან, რომელიც აქამდე საკმაოდ ძნელად ითვლებოდა. ამასთანავე, ტურინის კამპანიები ხელს აძლევდა მორგოთსაც, რომელმაც შედეგად შეიტყო ციხესიმაგრის ზუსტი ადგილმდებარეობის და მისი სუსტი ადგილების შესახებ.

მზის ხანის 495 წელს ერედ ვეთრინისა და სირიონის გადასასვლელთან შეიკრიბა ორკების უზარმაზარი არმია, რომელსაც დრაკონი გლაურუნგი მეთაურობდა. კირდანის დესპანებმა სამეფოში მიიტანეს ცნობები ვალა ულმოსგან, რომელიც ელფებს არა მოწინააღმდეგესთან შეტევას, არამედ ციხესიმაგრეში გამაგრებას და ხიდის დანგრევას ურჩევდა. ტურინმა რჩევა უარყო, მისი კამპანიებში გამოვლენილი წარმატებების შედეგად კი მეფე ოროდრეთმა მხარი მას დაუჭირა.

გლაურუნგის არმია ეითელ ივრინის ტბების მხირდან ტალათ დირნენის მიდამოებიკენ დაიძრა, გზადაგზა გარშემო ყველაფერს არბევდა და წვავდა. შედეგად ნარგოთრონდის არმია საკმაოდ ჩრდილოეთით წავიდა და მტერს იქ შეეჩეხა, შეტაკებაში ელფებმა დიდი დანაკარგი მიიღეს, ამასთანავე, მათ არ შეეძლოთ დრაკონისგან თავის დაცვა, შედეგად ტურინის არმიამ უკან დაიხია და უნებურად მტერს სამხრეთის გზა გაუხსნა, თავად კი ტუმჰალადის მინდორზე აღმოჩნდა გამომწყვდეული. შედეგად, მინდორზე სასტიკი ბრძოლა გაიამრთა. ბრძოლაში დაიღუპა მრავალი ელფი, მათ შორის, მეფე ოროდრეთიც, მხოლოდ ტურინი (რომელსაც საგვარეულო ჩაფხუტი ეხურა) და რამდენიმე ელფი გადაურჩა ამ ბრძოლას. ბრძოლაში გლაურუნგმა გაიმარჯვა, მისი მეომრები ხიდზე გადავიდნენ, ნარგოთრონდში შეიჭრნენ და მთლიანად დაარბიეს, გადარჩენილი მაცხოვრებლები კი დრაკონის ბრძანებით მონებად აქციეს და ანგბანდში გაგზავნეს, თავად გლაურუნგმა თავი ნარგოთრონდის მეფედ გამოაცხადა და ციხესიმაგრის საგანძურში ძვირფასეულობაზე გაწვა.

ნოგროდის მიერ დორიათის დარბევა

რედაქტირება

როდესაც ჰურინმა თინგოლს ნაუგლამირი გადასცა, თინგოლმა მოისურვა მასში ბერენისა და ლუთიენის მიერ მოტანილი სილმარილი ჩაესვა და ამ საქმის შესრულება ჯუჯებს დაავალა. მაგრამ, სილმარილის სილამაზემ ჯუჯები დაახარბა და როდესაც თინგოლმა ნაუგლამირი მოსთხოვა, მათ უპასუხეს, რომ ყელსაბამი მისი კუთვნილება არ იყო, ხოლო გასამრჯელოს სანაცვლოდ კი სილმარილს ითხოვდნენ, ამაზე თინგოლი განრისხდა და ჯუჯები უხეშად მოიხსენია, მერე უბრძანა, რომ მენეგროთიდან ყოველნაირი გასამრჯელოს გარეშე წასულიყვნენ. ამან ჯუჯები განარისხა, მათ მეფე მოკლეს და სილმარილით და ნაუგლამირით დორიათიდან გაქცევა სცადეს, მაგრამ, ისინი მცველებმა შეამჩნიეს და თითქმის ყველა ამოხოცეს. გადარჩენილებმა მოახერხეს დორიათიდან გაქცევა და ნოგროდში წავიდნენ, იქ მათ თავიანთ მეფეს განუცხადეს, რომ ელფებმა მათი უმიზეზოდ დახოცვა სცადეს. ნოგროდის მეფემ გადაწყვიტა დაღუპული თანამოძმეებისთვის შური ეძია და ჯარის შეკრება დაიწყო, მან მოკავშირეობა შესთავაზა ბელეგოსტს, მაგრამ უარი მიიღო.

ამასობაში, ქმრის სიკვდილის გამო მელიანი სასოწარკვეთაში ჩავარდა და ვალინორში დაბრუნდა, სადაც თინგოლთან ერთად ცხოვრობდა. მელიანის წასვლისთანავე მის მიერ შექმნილი ჯადოსნური სარტყელი დაიშალა და ნოგროდის არმია თავისუფლად შევიდა დორიათში, მათ დაარბიეს სამეფო, მთლიანად გაძარცვეს იგი და დიდძალი განძეულით, რომელშიც სილმარილიანი ნაუგლამირიც შედიოდა, ნოგროდისკენ გაბრუნდნენ. თუმცა, ციხესიმაგრემდე მაინც ვერ მიაღწიეს — როგორც კი თინგოლის სიკვდილის შესახებ მისმა სიძემ, ბერენმა გაიგო, მაშინვე შეკრიბა ოსირიანდელი ელფების რაზმი და ჯუჯებს დოლმედის მთასთან ჩაუსაფრდა. ჩასაფრებიდან მოულოდნელი თავდასხმით შეშინებული ჯუჯები ახლომდებარე ტყეში გაიფანტნენ, სადაც ისინი ენტებმა გაანადგურეს, ბერენმა კი თავად ნოგროდის მეფე განგმირა და ნაუგლამირი წაართვა, ამ უკანასკნელმა კი სიკვდილის წინ ყელსაბამი დაწყევლა.

დანგრეულ დორიათში გამეფდა თინგოლის შვილიშვილი დიორი, ნაუგლამირი კი ბერენმა ლუთიენს გადასცა.

ფეანორის ძეების მიერ დორიათის დარბევა

რედაქტირება

როდესაც ბერენი და ლუთიენი მეორედ გარდაიცვალნენ, ოსირიანდის მმართველმა მათ შვილს და დორიათის მეფეს, დიორს, მიართვა ნაუგლამირი შიგ ჩასმული სილმარილით და როდესაც დიორმა ის გაიკეთა, იგი ერუ ილუვატარის შვილებს შორის უმშვენიერესად გამოჩნდა. ამის შესახებ ამბები მთელ ბელერიანდში სწრაფად გავრცელდა და მან ფეანორის შვილების ყურამდეც მიაღწია, რომლებიც სილმარილის დაკარგვას მანამ ეგუებოდნენ, სანამ მას ლუთიენი ატარებდა, მაგრამ, ამჯერად მათ აღარაფერი აკავებდათ და დიორს სილმარილის გადაცემა მოსთხოვეს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს და კელეგორმის მოთხოვნით ისინი დორიათს თავს დაესხნენ.

ფეანორის შვილები მენეგროთში მოულოდნელად გამოჩნდნენ და იქ მორიგი ჟლეტა გამართეს. დიორმა კელეგორმი, კურუფინი და კარანთირი საკუთარი ხელით განგმირა, მაგრამ თავადაც დაიღუპა, მასთან ერთად კი მისი მეუღლე ნიმლოთი და მრავალი სხვა ელფი, დიორის მცირეწლოვანი ტყუპი ვაჟები, ელურედი და ელურინი კელეგორმის მსახურებმა ტყეში გადაყარეს, სადაც ისინი დაიღუპნენ (ცნობილია, რომ მაედროსს სინდისი ქენჯნიდა და მათ მთელ ტყეში ეძებდა, მაგრამ, ვერ იპოვა).

გადარჩენილები და მათ შორის ელუინგიც, დიორის ასული, ნაუგლამირით სირიონის გადასასვლელისენ გაიქცნენ და იქ შეხვდნენ დანგრეული გონდოლინიდან გამოქცეულებსაც და ერთად ისინი სირიონის ნავსადგურებში დასახლდნენ. იქ ელუინგი დაქორწინდა ტუორისა და იდრილის შვილზე, ეარენდილზე.

გონდოლინის დაცემა

რედაქტირება

მორგოთისთვის გონდოლინი ერთადერთი ელფური სამეფო იყო, რომლის ადგილსამყოფელი მან არ იცოდა. ჰურინი ერთადერთი ცოცხალი ადამიანი იყო, ვინც ეს იცოდა და, ის მისი ტყვე იყო. მაგრამ, ჰურინის გატეხა არანაირ წამებას არ შეეძლო, ის კი ყოველ ცდაზე მორგოთს შეუჩერებლად დასცინოდა, რის გამოც მან ჰურინის მთელი საგავარეულო დაწყევლა. დატყვევებიდან ოცდარვა წლის შემდეგ მორგოთმა ჰურინი იმ იმედით გაათავისუფლა, რომ ის მას გონდოლინთან მიიყვანდა. ჰურინი უპირველეს ყოვლისა გონდოლინში გაემართა, თუმცა, მეფე ტურგონს ეგონა, რომ მორგოთმა ჰურინის ნება გატეხა და მთებში გამავალი კარიბჭე ჩააკეტვინა. ჰურინი დიდი ხნის განმავლობაში კარიბჭესთან იდგა და ტურგონს შეშვებას სთხოვდა, რამდენიმე ხნის შემდეგ ტურგონს ჰურინი შეეცოდა და მის მოსაყვანად არწივები გაგზავნა, ჰურინი ლოდინისგან დაღლილიყო და არწივებს ის უკვე წასული დახვდათ. ჰურინს მორგოთის ჯაშუშები უთვალთვალებდნენ და მორგოთმა გაიგო, რომ გონდოლინი კრისაეგრიმის მთებში მდებარეობდა, თუმცა, მას წარმატებული შეტევისთვის ქალაქის ზუსტი ადგილმდებაერობა სჭირდებოდა და ლოდინი ამჯობინა.

რამდენიმე თვის შემდეგ გონდოლინში მოვიდა ტუორი, ჰურინის ძმისშვილი, რომელმაც ტურგონს ულმოს დანაარები გადასცა — ვალა ელფებს ქალაქის დატოვებას და სირიონის ნავსადგურებში გახიზვნას ურჩევდა, რადგან მორგოთს ცოტაღა რჩებოდა ქალაქის ნამდვილი ადგილსამყოფლის აღმოსაჩენად (მისი ჯაშუშებისთვის მთვარ საფრთხეს მთებში მობინადრე არწივები წარმოადგენდნენ, რომლებსაც გონდოლინის დაცვა ევალებოდათ). ტურგონი იმდენად იყო დარწმუნებული ქალაქის სიმტკიცეში, რომ გაფრთხილება არად ჩააგდო და ქალაქში დარჩა, მისი თხოვნით, გონდოლინში ტუორიც დარჩა. მხოლოდ იდრილი, ტურგონის ასული, შეაშფოთა ამ ამბავმა, მისი ბრძანებით ქალაქიდან საიდუმლო გასასვლელის თხრა დაიწყეს. ტუორსა და იდრილს ერთმანეთი შეუყვარდათ და მალე დაქორწინდნენ (ეს რიგით მეორე ქორწინება იყო ადამიანებსა და ელფებს შორის), მეორე წელს, გაზაფხულს, მათ ეყოლათ ვაჟი — ეარენდილი. იდრილის და ტუორის ქორწინებამ განარისხა მაეგლინი, იდრილის მამიდაშვილი, რომელსაც ის ასევე უყვარდა (ელფებში ნათესაური ქორწინებები ადრე არასოდეს ყოფილა და ეს მათთვის გაუგონარი იყო), ბრაზის ჩასაცხრობად მაეგლინმა კვლავ მჭედლობას მიმართა. ერთხელ, როდესაც ახალი მადნების მოსაძებნად მაეგლინი მთებში გაემართა, ის მორგოთის მსახურებმა შეიპყრეს და ანგბანდში მიიყვანეს. წამებამ არ გაჭრა და მორგოთმა მის გასატეხად ხერხს მიმართა: შეჰპირდა, რომ თუ გონდოლინის ადგილსამყოფელს გაანდობდა, მორგოთი მას ქალაქის მმართველად დანიშნავდა და იდრილზეც დააქორწინებდა. მაეგლინმა ყველაფერი უამბო მორგოთს, მან სიცოცხლე შეუნარჩუნა და რომ ელფებს საფრთხე არ ეგრძნოთ, მაეგლინი გონდოლინში დააბრუნა, თავად კი არმიის შეკრება დაიწყო.

როდესაც ეარენდილი შვიდი წლის გახდა, მორგოთმა გონდოლინისკენ უზარმაზარი არმია გამოუშვა, რომელსაც შეადგენდნენ ორკები, მგლები, ბალროგები და დრაკონები. სწორედ ამ ბრძოლაში გამოიყენა მან ახალი იარაღი — ფრთოსანი დრაკონები, რომლებიც ბევრად დიდები, ძლიერები და გამძლეები იყვნენ მცოცავ თანამოძმეებზე. ქალაქს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ყველა დღესასწაულზე იყო შეკრებილი, ხოლო შეტევა ჩრდილოეთის მხრიდან განხორციელდა, სადაც მთები ყველაზე მაღლები იყვნენ და დარაჯიც ცოტა იყო. ალყას ქალაქი მცირე ხანი უძლებდა, რის შემდეგაც დამცველთა რკალი გაირღვა და მორგოთის ურდოები ქალაქში შეიჭრნენ. ტურგონი საკუთარი კოშკის ნანგრევებში დაიღუპა, ბრძოლაში აღსანიშნავია ქალაქის მცველთა მეთაურის, ექთელიონისა და ბალროგთა წინამძღოლის, გოთმოგის შერკინება, როდესაც ელფმა საკუთარი მახვილით განგმირა ბალროგების წინამძღოლი, თუმცა, მიყენებული ჭრილობების გამო თავადაც დაიღუპა. როდესაც ტუორი ცოლ-შვილის გადარჩენას ცდილობდა, მათ თავს დაესხა მოღალატე მაეგლინი, მცირეხნიან შებრძოლებაში მაეგლინს ტუორმა სძლია და გონდოლინის კედლიდან გადააგდო, შემდეგ კი ცოლ-შვილთან და გადარჩენილებთან ერთად იდრილის მიერ აგებული გასასვლელით გაიქცნენ. მორგოთს მთებში საგუშაგო პოსტი ჰქონდა აგებული, სადაც ორკების რაზმთან ერთად ბალროგიც იდგა. გუშაგები გადარჩენილებს აუცილებლად დახოცავდნენ, მათ გლორფინდელი რომ არ შებრძოლებოდა, მან ბალროგი მოკლა, მაგრამ, თავადაც დაიღუპა, მთებიდან კი თორონდორი და მისი არწივები დაეშვნენ და ორკები სულ ამოხოცეს, შემდეგ კი დევნილებს გაქცევაში დაეხმარნენ.

გადარჩენილებმა მთები გადაიარეს და სირიონის ნავსადგურებს შეაფარეს თავი, სადაც უკვე ცხოვრობდნენ დორიათიდან გამოქცეულები დიორის ასულის, ელუინგის, მმართველობის ქვეშ ცხოვრობდნენ. სწორედ იქ აკურთხეს ბელერიანდელი ნოლდორების უზენაეს ხელმწიფედ ერეინიონ გილ-გალადი, ფინგონის ვაჟი.

სირიონის ნავსადგურების დარბევა

რედაქტირება

მდინარე სირიონის ნავსადგურებში ჩასახლებული გონდოლინელი და დორიათელი ლტოლვილები გარკვეული დრო მშვიდობაში ცხოვრობდნენ თინგოლის ასულის, ელუინგისა და ტუორის ვაჟის, ეარენდილის წინამძღოლობით. ელუინგსა და ეარენდილს ჰყავდათ ორი ვაჟი, ელრონდი და ელროსი. ეარენდილი ზღვაოსანი იყო და თავისი გემით, ვინგილოტით დიდ ზღვაში მოგზაურობდა. ელუინგს კი საბედისწერო სილმარილი თან ჰქონდა.

მაედროსმა შეიტყო, რომ ელუინგი ცოცხალი იყო და სილმარილიც თან ჰქონდა. მან თავის ძმასთან, მაგლორთან ერთად ჯარი შეკრიბა და სირიონის ნავსადგურებისკენ გასწია. მათ ელუინგს სილმარილის გადაცემა მოსთხოვეს, სანაცვლოდ კი მეგობრობას შეპირდნენ. ახსოვდათ რა ფეანორის ვაჟების მიერ დორიათის დარბევა და სამეფოს საბოლოო განადგურება, სირიონის მოსახლეობამ ძმებს სასტიკი უარი განუცხადა. შედეგად კი მაედროსისა და მაგლორის არმია სირიონის ნავსადგურებში შეიჭრა.

ბრძოლა იმდენად სასტიკი იყო, რომ ძმების არმიიდან მეომრები ან ნავსადგურების მოსახლეობის მხარეზე გადადიოდნენ, ან ბრძოლაში მონაწილეობაზე უარს აცხადებდნენ. მალე დამცველების დასახმარებლად კირდანისა და გილ-გალადის გამოგზავნილი გემებიც მოვიდნენ, მაგრამ, დაიგვიანეს — მაედროსმა და მაგლორმა გაიმარჯვეს, მათ ელრონდი და ელროსი შეიპყრეს. თუმცა, მათ ვერ შეიპყრეს ელუინგი — მან ნაუგლამირი გაიკეთა და ზღვაში გადახტა. ულმომ ის თეთრ ფრინველად აქცია. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ ფრინველად გადაქცეულმა ელუინგმა ვინგილოტემდე მიღწევა შეძლო, ელრონდსა და ელროსს კი მაგლორი უვლიდა, რომელსაც ისინი შეეცოდა და შეიყვარა.

ეს ბრძოლა მნიშვნელოვანი გახდა მოროგოთის წინააღმდეგ მიმდინარე ომისთვის — ეარენდილმა და ელუინგმა სილმარილის სინათლის წყალობით გადალახეს ბინდის წყლები და მიაღწიეს ვალინორამდე. იქ მათ ელფებისა და ადამიანების სახელით ვალარებს ომში დახმარება სთხოვეს. შედეგად კი ვალინორის უზარმაზარი არმია ბელერიანდში გაემართა.

რისხვის ომი

რედაქტირება

რისხვის ომი იყო უკანასკნელი ომი როგორც პირველ ეპოქაში, ასევე ძვირფასი ქვების და ბელერიანდის ომებშიც. მთლიანად „რისხვის ომი“ ეწოდება სამხედრო კამპანიებს, რომელიც ვალინორის ლაშქარმა აწარმოა ანგბანდის არმიის წინააღმდეგ. ომში ერთ მხარეს იბრძოდნენ ვალინორელი ელფები, მაიარები და ვალარები და ბელერიანდელი ელფები და ადამიანები; მეორე მხარეს კი იყვნენ მორგოთი, საურონი, ბალროგები, ორკები, მგლები-ვარგები, დრაკონები, აღმოსავლელი ადამიანები და წყვდიადის სხვა არსებები.

ეარენდილმა და ელუინგმა სილმარილის სინათლის წყალობით შეძლეს ამანამდე მიღწევა და ვალარებს ელფებისა და ადამიანების სახელით მორგოთის წინააღმდეგ ომში დახმარება სთხოვეს. ვალარებმა თხოვნა დააკმაყოფილეს და რამდენიმე თვეში ვალინროის უზარმაზარი არმია, რომელშიც შედიოდნენ ვალინორელი ელფები (ტელერების გარდა) და მაიარები, ვალარების წინამძღოლობით შუახმელეთში გადავიდა, ბელერიანდელი ელფები და ადამიანებიც მათ შეუერთდნენ. მრავალწლიან ომში მთელი ბელერიანდი ცეცხლი იყო გახვეული, მორგოთის არმიის უდიდესი ნაწილი განადგურდა, დანარჩენებმა გაქცევით უშველეს თავს. უკანასკნელი ბრძოლა კი ანგბანდის წინ გაიმართა.

ამ ბრძოლისთვის მორგოთმა დასავლეთის არმიას თავისი უკანასკნელი ძალები დაუპირისპირა. თავდაპირველად უპირატესობა დასავლელების მხარეზე იყო, მაგრამ, ბრძოლაში ჩაერთო ანკალაგონ შავი, უდიდესი და უძლიერესი დრაკონი. ის იმდენად ძლიერი იყო, რომ დასავლეთის ლაშქარმა უკან დაიხია, მას ვერც მანუე ვერ გაუმკლავდა. მაშინ ბრძოლაში ჩაერთვნენ ეარენდილი თავისი გემით, ვინგილოტით (ვალარებმა მას ფრენის უნარი მისცეს) და არწივები თორონდორის მეთაურობით. სასტიკი ბრძოლა ანკალაგონთან მთელი დღე გაგრძელდა და მზის ამოსვლამდე ეარენდილის მიერ განგმირული ანკალაგონი ციდან ჩამოვარდა, ის პირდაპირ თანგოროდრიმზე დაეცა და სასიკვდილო აგონიაში მყოფმა მწვერვალები დაანგრია. ვალარებმა მთლიანად დაანგრიეს ანგბანდი და შეიპყრეს მორგოთი. მისი გვირგვინიდან ვალინორის ლაშქრის მთავარსარდალმა, ეონვემ თავად ამოიღო სილმარილები, ხოლო გვირგვინი დაამსხვრიეს და მისგან გამოჭედეს საყელური, რითაც შეკრეს ჯაჭვები, რომლითაც შებოჭილი იყო მორგოთი. ასე დასრულდა ძვირფასი ქვების ომი, ბელერიანდის ომი, მორგოთის მმართველობა და პირველი ეპოქაც.

მორგოთი გაასამართლეს და სამყაროს აღსასრულამდე გამოამწყვდიეს არდის საზღვრებს მიღმა არსებულ ვაკუუმში. ცოცხლად დარჩენილი ბალროგები გამოქვაბულებში გამოამწყვდიეს და მიწის ზედაპირზე ამოსვლა აუკრძალეს. ტყვეების ნაწილი გაათავისუფლეს, ისინი შუახმელეთის შორეულ აღმოსავლეთში და სამხრეთში გაიქცნენ. საურონი ვალარებს ნებით ჩაბარდა, მაგრამ, ეონვემ სთხოვა ვალინორში წასულიყო და განაჩენს იქ დალოდებოდა. იმის შიშით, რომ თავისუფლებას დაკარგავდა, საურონი აღმოსავლეთში გაიქცა. ნოლდორებმა პატიება მიიღეს და ყველა ელფს ვალინორში წასვლის უფლება მიეცა, ნოლდორების ნაწილთან ერთად ვალინორში გაემართა სინდარების უმრავლესობაც. ედაინებმა დახმარების სანაცვლოდ მიიღეს კუნძული, სადაც ელროსის წინამძღოლობით დააარსეს ნუმენორის სამეფო. ეარენდილს მოკვდავთა მიწაზე დაბრუნება აუკრძალეს და სილმარილით და ვინგილოტეთი ცაში ვარსკვლავად აქციეს.

კარგი დასასრული არ ჰქონდა სილმარილების ისტორიას: მაედროსმა და მაგლორმა ეონვეს სილმარილების დაბრუნება სთხოვეს, მაგრამ, მან უპასუხა, რომ ყველა ძმათაშორისი სისხლისღვრისთვის, რაც მათ ჩაიდინეს, ფეანორის ვაჟებმა სამუდამოდ დაკარგეს თავიანთი უფლებები ქვებზე. მაედროსმა და მაგლორმა ღამით ქვების მოპარვა შეძლეს და გაიქცნენ, მაგრამ, იმის გამო, რომ ქვებზე უფლებები დაკარგეს, მათში ჩადებულმა სინათლეებმა ძმებს აუტანელი, მწველი ტკივილი მიაყენა. მაედროსმა ტანჯვას ვერ გაუძლო და უფსკრულში სილმარილიანად გადაეშვა, მაგლორი კი თავისი სილმარილით ზღვაში გადახტა. შედეგად, სილმარილები სამუდამოდ დაიკარგა: ერთი ცაში იყო, მეორე — მიწაში, ხოლო მესამე — ზღვაში.

მრისხანე ომმა დამანგრეველი შედეგი მოუტანა ბელერიანდს — მთელი სუბკონტინენტი გადამწვარ, უსიცოცხლო უდაბნოდ იქცა. მას შემდეგ, რაც იქიდან ყოველი ცოცხალი არსება წავიდა, მანუეს ბრძანებით, ბელერიანდი მთლიანად ზღვაში ჩაიძირა და თან წაიღო ყველაფერი, რაც მორგოთმა იქ შექმნა.

მეორე ეპოქა

რედაქტირება

მეორე ეპოქა დაიწყო მორგოთის წყვდიადში დამწყვდევით და დასრულდა საურონის პირველი დამხობით.

ომი საურონსა და ელფებს შორის

რედაქტირება

ნუმენორის დაღუპვა

რედაქტირება

უკანასკნელი კავშირის ომი

რედაქტირება

ბრძოლა დაგორლადის ველზე

რედაქტირება

ბარად-დურის ალყა

რედაქტირება

მესამე ეპოქა

რედაქტირება

უბედური შემთხვევა ზამბახების ველზე

რედაქტირება

ძმათაშორისი ომი გონდორში

რედაქტირება

ომი ანგმარსა და არნორს შორის

რედაქტირება

ბრძოლა ბანაკთან

რედაქტირება

ეს ბრძოლა მოხდა დაგორლადში, გონდორელ ეარნილსა და მეურმეების ჩრდილოეთ გაერთიანების შორის, მორანონთან მარცხის შემდეგ.

მესამე ეპოქის 1944 წელს რუნელმა მეურმეებმა შეკრეს კავშირი ჰარადელებთან. ითილიენზე მათ ორმაგი დარტყმა მიიტანეს. სანამ მეურმეები ითილიენს ჩრდილოეთიდან უტევდნენ, ჰარადელების ლაშქრებმა გადაკვეთეს პოროსი და ითილიენის სამხრეთს დაარტყეს.

ჩრდილოეთით მეურმეებს თავად გონდორის მეფე, ონდოჰერი დახვდა, შვილებთან, არტამირთან და ფარამირთან ერთად. აღმოსავლელებმა გონდორის დაცვა გაარღვიეს, მოკლეს მეფეც და მისი მემკვიდრეებიც და შეამცირეს მისი ჯარები. გამარჯვება მათ ხელში იყო და გონდორი დაუცველი ჩანდა. მეურმეები დაბანაკდნენ ჩრდილოეთში.

სამხრეთში მათ მოკავშირეებს ნაკლები წარმატება ჰქონდათ. გონდორის მეთაური ეარნილი სამხრეთის ლაშქარს მიუძღვებოდა ჰარადელებისკენ და გაანადგურა მტერი პოროსის ჩრდილოეთით. ამ გამარჯვების შემდეგ ეარნილმა ითილიენის ჩრდილოეთისკენ გადაინაცვლა.

მეურმეებისთვის ზეიმი ნაადრევი იყო - ეარნილი გამოჩნდა სამხრეთის ლაშქართან ერთად, რასაც დაემატა ონდოჰერის გაქცეული ლაშქრების ნაწილი. მეურმეები არ იყვნენ მზად ასეთი დარტყმისთვის და ეარნილის ძალებმა ისინი ან გაანადგურეს, ან მკვდარი ჭაობებისკენ გარეკეს. სამხრეთელები, რომლებიც გონდორს მტრობდნენ, ამის შემდეგ ასწლეულობით არ გამოდიოდნენ მის წინააღმდეგ. ბრძოლამ სახელწოდება შეიძინა იმ ადგილის მიხედვით, სადაც გაიმართა და ბანაკის ბრძოლა ეწოდა.

ვინაიდან ონდოჰერს პირდაპირი მემკვიდრე აღარ დარჩა, ეარნილი პელენდურის, გონდორის მოქმედი მოურავის მიერ იქნა აყვანილი სამეფო ტახტზე.

ბრძოლა ფორნოსტთან

რედაქტირება

ბრძოლა კელებრანტის მინდორზე

რედაქტირება

ომი დრაკონებსა და ჯუჯებს შორის

რედაქტირება

ბრძოლა მწვანე მინდორზე

რედაქტირება

ომი ჯუჯებსა და ორკებს შორის

რედაქტირება

ბრძოლა აზანულბიზართან

რედაქტირება

ბრძოლა აზანულბიზართან (მესამე ეპოქის 2799) იყო უკანასკნელი ბრძოლა ჯუჯებისა და ორკების ომის პერიოდში. მოხდა მორიის აღმოსავლეთ კარიბჭესთან, აზანულბიზარის ველში, რომელსაც საერთო ენაზე მრუმეწყაროების ველი ეწოდება. სინდარულზე მას ნანდუჰირიონი ჰქვია. ამიტომ ბრძოლა ასევე ცნობილია ნანდუჰირიონის ბრძოლის დამრუმეწყაროების ველის ბრძოლის სახელებით.

ჯუჯებისა და ორკების ომი დაიწყო, როდესაც აზოგმა, მორიის ორკთა ბელადმა, დაიჭირა და მოკლა თრორი, ჯუჯების მეფე. აზოგმა საკუთარი სახელი რუნებით მის მოკვეთილ თავზე დაწერა და იგი ნარს ჯუჯებთან გაატანა. განრისხებულმა თრაინ II-მ შეკრიბა ჯუჯების დიდი ლაშქარი, რომელშიც შედიოდნენ ლურჯი მთების ჯუჯებიც და შუახმელეთისშორეული აღმოსავლეთიდან მოსულებიც. ექვსი წლის მანძილზე ისინი ანადგურებდნენ ორკებს ნისლიან მთებში, საბოლოოდ კი მორიას მიადგნენ.

ჯუჯების ზუსტი რაოდენობა არ არის ცნობილი, მაგრამ ცნობილია, რომ ლაშქარში დაახლოებით 6-10.000 ჯუჯა შედიოდა, რომელთა შორის იყვნენ გრძელწვერები, ცეცხლწვერები, რკინისმუშტები, ქვისტერფები და სხვები. გამოთვლა ეფუძნება იმ ფატს, რომ ჯუჯების ყველა საგვარეულომ რამდენიმე ათასეულ ჯუჯაზე მეტი არ გააგზავნა, ვინაიდან არ შეეძლო ამის გაკეთება ეკონომიკური, ფინანსური თუ თავდაცვითი მიზნების გათვალისწინებით. გრძელწვერებიც ვერ შეადგენდნენ 1-3000 ჯუჯაზე მეტს, ვინაიდან მათი რაოდენობა შემცირებული იყო.

ორკები ძირითად მორიიდან იყვნენ და გუნდაბადის მთიდან. ამიტომ მათი რაოდენობა დაახლოებით 15-20.000-მდე იყო.

ბრძოლა დაიწყო ზამთრის ბნელ დღეს. ამბობენ, რომ მზე მაშინ არ ანათებდა. ჯუჯები გაემართნენ მრუმეწყაროების ველისკენ, სადაც აღმოსავლეთ-ჭიშკარი აღმოაჩინეს და ხმაური ატეხეს. მორიის დასავლეთ კიდეზე ათასზე მეტი ორკი განლაგდა, ჭიშკრიდან კი უფრო მეტი მოემართებოდა. ჯუჯები რაოდენობით მათ აჭარბებდნენ.

პირველი დარტყმა კიდეებზე მოახდინა მეფე თრაინმა, მაგრამ უკან დაიხია. სარკის გუბურასთან მდებარე ტყეში ჯუჯებმა შენიშნეს, რომ ფრერინი (თრაინის ყველაზე უმცროსი შვილი) და ფუნდინი (ბალინის მამა) მოკლულები იყვნენ, ბევრ სხვა ჯუჯასთან ეთად. თრაინი დაჭრილი იქნა, ისევე, როგორც თორინი, რომლის ფარი გადატყდა ბრძოლისას, რამაც იგი აიძულა, მუხის დიდი ტოტი მოეჭრა და დასაცავად გამოეყებინა.

ამ დროს გამოჩნდა რკინის გორებიდან ნაინი, დიდი ლაშქრით. მათ დაიწყეს ორკთა განადგურება აზოგის სახელის წარმოთქმით. საბოლოოდ, მიაღწიეს კარიბჭებმდე, სადაც ნაინმა აზოგს უხმო. აზოგი გამოვიდა სხვა ორკებთან ერთად, მაგრამ ამ დროისთვის ნაინი უკვე დაღლილი და რისხვით ნახევრად დამბრმავებული იყო. ორკმა მისი მოკვლა სცადა. ჯუჯა მოტეხილი კისრის გამო დაიღუპა.

აზოგი გახარებული იყო, მაგრამ მისი ლაშქრები გაქცეულები იყვნენ, ხოლო მათი მეთაურები - მოკლულები. მან უკან დაიხია, მაგრამ ნაინის შვილი, დაინ II მას დაედევნა და თავი მოჰკვეთა. დაინი მოგვიანებით მთისქვეშეთის მეფე გახდა და ცნობილი იყო დაინ II რკინისტერფის სახელით.

ჯუჯებმა გაიმარჯვეს, მაგრამ მათი დიდი ნაწილი განადგურებული იქნა. ორკები კიდევ უფრო დაზარალდნენ - მოკლული იქნა 10.000-მდე.

ბრძოლის შემდეგ მეფე თრაინს სურდა მორიაში დაბრუნება. თუმცა, ამ დანაკარგების გამო სხვა საგვარეულოებმა უარი თქვეს მონაწილეობაზე, დაინს კი აღმოსავლეთ-კარიბჭის მიღმა ნანახი ჰყავდა დურინის წყევლა და მან გადაწყვიტა, არ შესულიყო.

ჯუჯებმა ყველა დაღუპული გააშიშვლეს, რათა ორკებს არაფერი მოეპარათ. ველში მათ აგრეთვე ყველა ხე ამოჩეხეს და დაღუპულები დაწვეს. ასე მოიქცნენ, ვინაიდან მათი ტრადიციით, საჭირო იყო დამარხვა ქვის სამარხებში, რაც ამ შემთხვევაში დიდ დროს დაიკავებდა. იმ დროიდან ყველა, მოკლული მრუმეწყაროების ველში, ცნობილი იყო დამწვარი ჯუჯის სახელით.

ჯუჯების საგვარეულოები დაიშალა, ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით. თრაინი, დარჩენილ გრძელწვერებთან ერთად, დაბრუნდა დუნლენდში, მოგვიანებით კი,ერიადორის ტერიტორიაზე ხეტიალისას ლურჯი მთების ჩრდილოეთით დასახლდა. იქ დურინის ხალხი გამრავლდა და ემზადებოდა ერებორსა და კჰაზად-დუმში დასაბრუნებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ჯუჯების მხრიდან დიდი დანაკარგი იყო, ბრძოლამ გავლენა იქონია ნისლიანი მთების ორკების ისტორიაზე. მათი რაოდენობა შემცირდა და აღარასოდეს გაზრდილა.

რომ არა ეს ბრძოლა, ბილბო ბეგინსი და სხვა ჯუჯები ერებორამდე ვერ მიაღწევდნენ და არც ხუთი ლაშქრის ბრძოლა შედგებოდა. მესამე ეპოქის 2989 წელს ბალინი მორიაში დასახლდა სხვა ჯუჯებთან ერთად, მაგრამ მხოლოდ ხუთი წლით.

ხუთი ლაშქრის ბრძოლა

რედაქტირება

ხუთი ლაშქრის ბრძოლა (ინგლ. Battle of the Five Armies) აღწერილია რომანში „ჰობიტი“. იგი მოხდა ჯუჯებს, ელფებს, ადამიანებსა და ორკებსა და ვარგებს შორის, მესამე ეპოქის 2941 წლის მიწურულს. მეორე თეორიის მიხედვით, იგი მოხდა 1341 წელს.

მოვლენების ადგილი იყო მარტოსული მთის მიდამო. ტბისპირა ქალაქიდან გამოვიდა გმირად ქცეული ბარდი, ხოლო ელფებს მიუძღვოდა თრანდუილი. ორი ლაშქარი მიადგა მარტოსულ მთას და თორინს სმაუგის დაღუპვის შესახებ აუწყა. ამას თან ახლდა ახსნა, რომ ხალხისთვის ახალი ქალაქი იყო ასაგები, ასე რომ ყველა ითხოვდა თავის წილს იმ დიდი განძიდან, რომელსაც ჯუჯები ფლობდნენ (სმაუგის მიერ მთის დატოვების შემდეგ). განძზე პრეტენზიის გამო დაიწყო ბრძოლა თორინის ჯუჯებსა და დაუპატიჟებელ სტუმრებს შორის. თორინს აგრეთვე შეუერთდა ჯუჯათა მეფე დაინ II რკინისტერფი, 500 მებრძოლის თანხლებით.

მოულოდნელად გამოჩნდა განდალფი, რომელმაც ყველა გააფრთხილა ორკების (გობლინების) და ვარგების მოახლოებაზე. ორკები ნისლიანი მთებიდან მოემართებოდნენ, ბოლგის მეთაურობით. ისინი უკვე განრისხებულები იყვნენ თორინის გამო, რადგან ჯუჯები მანამდე გაიქცნენ მათი ტყვეობიდან და, თან მთავარი გობლინიც მოკლეს. ბოლგი კიდევ უფრო ზიზღით უყურებდა ჯუჯებს, რადგან სწორედ დაინმა მოკლა აზანულბიზარის ბრძოლისას მისი მამა, დიდი აზოგი. ორკები გუნდაბადის მთიდან აღმოსავლეთისკენ წავიდნენ. მათი ნაწილი ვარგებზე იყო ამხედრებული. ცნობილია, რომ თან ახლდა ღამურების დიდი ლაშქარიც.

მტერთან ბრძოლაში მანამდე მტრებად ქცეული მხარეები გაერთიანდნენ. ორკთა ხაფანგში გასაბმელად მათ თავი მოიყარეს მთის შვერებზე. ელფები განლაგდნენ სამხრეთ, ხოლო ადამიანები და ჯუჯები - აღმოსავლეთ შვერზე.

ველის დანგრეულ ქალაქში ვარგებზე ამხედრებული ლაშქარი შემოვიდა და ადამიანების წინააღმდეგობაც გაარღვია. ორკები და ვარგები გადავიდნენ მთავარ ხეობაში. ელფები მათ წინააღმდეგობას ისრებით უწევდნენ, ხოლო 1000 მათი მსროლელი ამ ხეობის მეორე ნაწილში განლაგდა. ორკებმა უკან დაიხიეს, მაგრამ ადამიანებმა და ჯუჯებმა იმ წამსვე დაარტყეს.

პანიკაში ჩავარდნილი მტერი კიდევ უფრო იხევდა. ვარგები თავისიანებს ეხმარებოდნენ დაჭრილი ორკების გაყვანაში. მაგრამ უეცრად მთაზე ასულმა ორკებმა შვერებზე დაბანაკებულებს შეუტიეს. ორკები ქვევით მდებარე ხეობიდან კვლავ გაერთიანდნენ. ბრძოლა ახლებურად გაჩაღდა. დღე იწურებოდა, ცა ბნელდებოდა და შავი ღრუბლებით იქუფრებოდა. როგორც აღწერილია, იგი ასევე დააბნელა ღამურების ლაშქარმა, რომელიც თავს ესხმოდა ყველას, დაჭრილებსაც კი.

ბოლგი, ორკებისგან და ვარგებისგან დაცული, შემოვიდა ბრძოლის ველზე. ადამიანებმა და ელფებმა დაიხიეს შვერების დასაცავად. ამ დროს მთა თორინმა და მისმა ჯუჯებმაც დატოვეს და ბრძოლას შეუერთდნენ. ადამიანებთან და ელფებთან ერთად ისინი დაბრუნდნენ ხეობაში. მაგრამ მათი რიცხვი საკმაოდ მცირე იყო და მალე ყველა მტრისგან გარშემორტყმული აღმოჩნდა.

ამ დროს ბილბო ბეგინსი იმყოფებოდა ყორანგორაზე, ელფებთან ერთად. მას ბეჭედი ეკეთა და ვერავინ ხედავდა. სწორედ მან დაინახა არწივები, რომლებიც მოემართებოდნენ ნისლიანი მთებიდან და იყვირა ამის შესახებ. ელფების გულებში იმედი იშვა და მათ შეუტიეს მთაზე ამოსულ ორკებს. ჯუჯებმა, ელფებმა და ადამიანებმა კიდევ ერთხელ სცადეს მტრის გარღვევა. მოულოდნელად გამოჩნდა ბეორნი, რომელსაც დათვის ფორმა ჰქონდა მიღებული. მან გაანადგურა ორკების დიდი რაოდენობა, მათ შორის ბოლგიც.

ორკები და ვარგები დამარცხდნენ. ამბობენ, რომ განადგურდა ორკების საერთო რაოდენობის 3/4. მაგრამ ამ ომს შეეწირა უამრავი ადამიანი, ელფი და ჯუჯაც. თორინ მუხისფარი სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი და აღესრულა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ბილბოს გაესაუბრა და შეურიგდა. დაიღუპნენ მისი დისშვილებიც, ფილი და კილი, რომლებიც თორინს ღირსეულად იცავდნენ.

ბრძოლის შემდეგ მთისქვეშეთის სამეფოს აღდგენაც დაიწყო. მისი მეფე გახდა დაინი. დანგრეული ველიც აღდგა, ბარდის მეთაურობით, რომელიც ყველამ ერთხმად აირჩია მის მმართველად. როგორც მთისქვეშეთის, ასევე ველის სამეფოები განვითარდნენ და აყვავდნენ და ასე გრძელდებოდა, სანამ არ დაიწყო ბეჭდის ომი.

ტბისპირა ქალაქისთავს ბარდისგან გადაეცა განძის დიდი ნაწილი, რათა ტბის მცხოვრებლებს დახმარებოდა. მაგრამ, როგორც ჯ.რ.რ. ტოლკინი წერს, მას დრაკონის ავადმყოფობა შეეყარა, ოქრო მოუპარავს და უდაბნოში გაქცეულა, სადაც თავისი მსახურებისგან მიტოვებს შიმშილით ამოხდომია სული.

არსებობს მოვლენების ალტერნატიული განვითარების ვერსია. ჯ.რ.რ. ტოლკინის ადრეულ ხელნაწერებში, კონფლიქტი, დაკავშირებული მარტოსულ მთასთან, დასრულდა ალყის შემდეგ. ბარდი და ელფთა მეფე იწყებდნენ ალყას, მაგრამ გამოჩნდა განდალფი, რასაც შერიგება მოჰყვა. ხოლო ნამდვილი ბრძოლა მოხდა უკან გზაზე და ანდუინის ველის ბრძოლა ერქვა. იქ ორკები და ვარგები ბილბოს დახვდნენ. ხუთი ლაშქარი ამ ვარიანტში შედგებოდა ორკებისგან, ვარგებისგან, ტყის ელფებისგან, ტყის ადამინებისგან და ბეორნისგან, რომელიც მიუძღვოდა დათვების დიდ ლაშქარს (პერსონაჟს ადრეულ ხელნაწერებში მედვედი ერქვა).

თავისი სახელი ბრძოლამ შეიძინა იმის გამო, რომ მასში ერთ მხრივ სამი (ჯუჯები, ელფები და ადამიანები), მეორე მხრივ კი ორი (ორკები და ვარგები) ლაშქარი მონაწილეობდა. ცნობილია ისიც, რომ ეს იყო ველის პირველი დიდი ბრძოლა (რადგან მისი ნაწილის მოქმედება ხდებოდა ველის დანგრეულ მიდამოებში). თუმცა, ველის ბრძოლად წოდებული შერკინება მოხდა უშუალოდ ბეჭდის ომის დროს.

ბეჭდის ომი

რედაქტირება

ბეჭდის ომი — მესამე ეპოქის ბოლოს დატრიალებული მთავარი მოვლენა. მას ასე ეწოდა ერთი ბეჭდის და იმ მნიშვნელობის გამო, რომელიც მან იქონია შემდეგ მოვლენებზე. ომი მიმდინარეობდა საურონს, მორდორის ბნელ მბრძანებელს (რომელიც შუახმელეთის დამონებას ცდილობდა) და თავისუფალ ხალხებს შორის. ამ ომში ელფები და ადამიანები პირობითად გაერთიანდნენ. სარუმანი იყო მესამე ძალა, რომელიც ორთანკიდან უპირისპირდებოდა თავისუფალ ხალხებს.

ამ ომში საურონს დროებით ჰქონდა მილიტარული უპირატესობა, არა მხოლოდ ორკებისა თუ ტროლების, არამედ ჰარადის ხალხისა და აღმოსავლეთიდან მოვლენილების სახით. იგი აპირებდა გონდორის აღებას, რომელიც მის მეზობლად მდებარეობდა და მორდორისთვის ყველაზე მეტ საშიშროებას წარმოადგენდა. მის ხელთ იყო ისეთი ძალები, რომ მას ომის გამართვა მრავალ ფრონტზე შეეძლო. იგი ერთდროულად არტყამდა ველს, ერებორს და ჩრდილოეთში, ტყის ელფებს, ისევე, როგორც ლოთლორიენს, რომელიც დოლ გულდურთან, მის მეორე ციხესიმაგრესთან მდებარეობდა.

საურონის გეგმების ჩაშლა მაშინ დაიწყო, როდესა ბრძნებმა ელრონდის საბჭოზე გადაწყვიტეს ბეჭდის მორდორში წაღება და მისი იქ განადგურება, სადაც ის თავდაპირველად იქნა შექმნილი.

სარუმანი ამასობაში გაერთიანდა როგორც ბრძნებთან, ასევე ბნელ მბრძანებელთან, სინამდვილეში კი საკუთარი ინტერესი ჰქონდა და ცდილობდა ბეჭდის ხელში ჩაგდებას. იგი ცდილობდა როჰანის დამონებას და ამიტომ იყენებდა დუნლანდელებისა და ორკების ძალებს. ომის გვიანდელ ეტაპებამდე მისი სიძლიერე აშკარა იყო, განსაკუთრებით, როჰანის იზენის ფონთან ორჯერ დამარცხების შემდეგ.

თეთრი საბჭოს იერიში დოლ გულდურზე

რედაქტირება

ბრძოლა ოსგილიათთან

რედაქტირება

პირველი ბრძოლა იზენის ფონთან

რედაქტირება

მეორე ბრძოლა იზენის ფონთან

რედაქტირება

ბრძოლა ჰორნბურგთან

რედაქტირება

იზენგარდის დაცემა

რედაქტირება

ეს ბრძოლა მოხდა ბეჭდის ომის პერიოდში, მესამე ეპოქის 3019 წლის 3 მარტს.

მერიადოკ ბრენდიბაკთან და პერეგრინ ტუკთან ერთად ჰუორნები და ენტები ფანგორნის ტყიდან გადავიდნენ იზენგარდის ტყეში. იზენგარდს იცავდნენ ორკები და ადამიანები, რომლებსაც სარუმანი მართავდა. ენტებმა და ჰუორნები იზენგარდის ირგვლივ შეიკრიბნენ, გაანადგურეს მისი კარიბჭე, კედლები და გახსნეს კაშხალი, რომელმაც იზენგარდი დატბორა, ისევე, როგორც ყველა მაღარო, რომელსაც სარუმანი იყენებდა ახალი მექანიზმების დასამზადებლად.

რამდენიმე ენტს ცეცხლი მოეკიდა (მათ შორის რტოსხარტას). ორკების და ადამიამების მთელი ძალები, რომლებიც იცავდნენ იზენგარდს, ასევე გაანადგურეს.

ენტებმა აიღეს იზენგარდი. სარუმანის გარდაცვალების აღსასრულის შემდეგ, ბეჭდის ომის მიწურულს, ენტებმა იზენგარდში შუახმელეთის ერთ-ერთი ულამაზესი ბაღი გააშენეს.

ლოთლორიენის ალყები

რედაქტირება

ბრძოლა ბნელტევრში (ბრძოლა ხეების ქვეშ)

რედაქტირება

ოსგილიათის დაცემა

რედაქტირება

მინას ტირითის ალყა

რედაქტირება

ბრძოლა ველში

რედაქტირება

ბრძოლა პელარგირთან

რედაქტირება

ბრძოლა პელენორის მინდვრებზე

რედაქტირება

ბრძოლა შავ კარიბჭესთან

რედაქტირება

დოლ გულდურის დაცემა

რედაქტირება

ბრძოლა წყალპირეთთან

რედაქტირება