გონდოლინი (ს.; პირველი ეპოქა, დაახ. 126 – 510, იარსება 384 წელი) — ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში მეფე ტურგონის მმართველობისას დამალული ქალაქი. მდებარეობდა გარშემორტყმულ მთებში. ამასთან, თორონდორის არწივებს მასში შეღწევის უფლება ჰქონდათ. გონდოლინის საიდუმლო შესასვლელს ყარაულობდა ელემმაკილი.

პირველი ეპოქის 50 წელს ტურგონი ნევრასტიდან ფინროდის თანხლებით გამოემართა. ულმომ მას ტუმლადენის დამალულ ველზე მიუთითა, სადაც ტურგონმა გონდოლინი დააარსა. ქალაქის მშენებლობა დაახლოებით პირველი ეპოქის 126 წელს დასრულდა და ნევრასტელი ხალხი მასში ფარულად გადასახლდა.

თითქმის 400 წლის განმავლობაში ქალაქი დამალული იყო და მას მტერი ვერ ეხებოდა. იგი დაცული იყო მძლავრი კედლებით. სხვადასხვა ვარაუდით, ასეთი ქალაქის შექმნის წყაროდ ტოლკინისთვის ტროა იქცა[1][2].

მორგოთის მსახურებმა გონდოლინი მაეგლინის ღალატის შედეგად აღმოაჩინეს. 510 წელს იგი დაეცა. ტურგონი დაიკარგა, მაგრამ ტუორი, იდრილი, ეარენდილი და კიდევ რამდენიმე გადაურჩნენ ამ ბრძოლას და დასახლდნენ სირიონის შესართავთან.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სიტყვა Gondolind სავარაუდოდ მითრიმინიდან, ჩრდილო სინდარულიდან მომდინარეობს. იგი აღნიშნავს „მუსიკალურ ქვას“. ძირითად სინდარულზე მას Gonnólen-ს უწოდებდნენ (დამალულ კლდეს). ქუენიურიზე იგი Ondolinde-ს სახელით იყო ცნობილი.

  1. M., Bruce, Alexander. The Fall of Gondolin and the Fall of Troy: Tolkien and Book II of the Aeneid en (22 March 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 დეკემბერი 2019. ციტირების თარიღი: 2 April 2017.
  2. Bruce, Alexander M. (2012). „The Fall of Gondolin and the Fall of Troy: Tolkien and Book II of the Aeneid“. Mythlore. 30 (3–4).