ორკები
ორკები (ინგლ. Orcs) — ფენტეზის ჟანრის გამოგონილი რასა. ორკებს გააჩნიათ ბევრი საერთო გობლინებთან და ითვლებიან ფენტეზის ჟანრის ერთ-ერთ სტანდარტულ რასად.
წარმომავლობა
რედაქტირებაპირველად სიტყვა ორკი გამოიყენა ჯონ რონალდ რუელ ტოლკინმა თავის ნაწარმებში შუახმელეთი, სადაც „ორკი“ იყო გობლინის სინონიმი. სიტყვა „orc“ გამომდინარეობს ძველინგლისური ენიდან, სადაც აღნიშნავს გოლიათს ან დემონს. თვითონ ტოლკინი აღნიშნავდა, რომ ეს სიტყვა აიღო შუასაუკუნოვანი პოემა ბეოვულფიდან, სადაც იგი იყო გიგანტური მონსტრის, გრენდელის, სინონიმი. თავის გვიანდელ ნაშრომებსა და წერილებში ტოლკინი წერდა ამ სიტყვას როგორც „ork“. ასევე აღსანიშნავია, რომ ძველრომაულ მითოლოგიაში არის ნახსენები მიწისქვეშეთის დემონი სახელად ორკუსი (Orcus). ტოლკინის ნამუშევრებში ორკები იყვნენ ბოროტი არსებები, რომლებიც ემორჩილებოდნენ შავ მბრძანებელს და შეადგენდნენ მისი ლაშქრის უდიდეს ნაწილს. შავმა ბრძანებელმა — მორგოთმა — შექმნა ორკები ყველაზე საშიში და ბოროტი ცხოველებისა და ნაწამები ელფებისგან, თუმცა მათი შექმნისას მან დაუშვა სერიოზული შეცდომა: ორკების შექმნის დროს სინათლე არ არსებობდა, ხეების სინათლე კი მხოლოდ ამანს ანათებდა, მზის შექმნის შემდეგ კი სინათლემ შუახმელეთიც მოიცვა, რამაც სინათლეს მიუჩვეველ ორკებს შუახმელეთში დღისით თარეშის საშუალება მოუსპო. შემდგომში ორკების ეს ნაკლი გამოასწორა სარუმანმა, როდესაც ორკებისგან გამოიყვანა ადამიანების მსგავსი ურუკ-ჰაის რასა, რომელსაც მზის სინათლის არ ეშინოდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ორკები, გობლინები და მათი ნათესავები დაარქივებული 2009-03-01 საიტზე Wayback Machine. — სტატია ჟურნალში ფანტასტიკის სამყარო.