ეონუე
ეონუე (Eönwë) — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. იგი პირველად ჩნდება რომანში „სილმარილიონი“. ამასთან, ეს პერსონაჟი ნახსენები იყო სხვადასხვა ნაშრომში, რომელიც „სილმარილიონის“ გამოცემამდეც არსებობდა.
ეონუე | |
---|---|
სხვა სახელები | მაიარების მეთაური |
ბიოგრაფიული ცნობები | |
რასა | აინურნი |
კულტურა | მაიარები |
ნაწარმოები | სილმარილიონი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაეონუე მანუეს მედროშეა, მაიარების მეთაური, ილმარესთან ერთად. „სილმარილიონში“ კრისტოფერ ტოლკინი ამატებს ინფორმაციას, რომ ეონუე იყო არდაში უდიდესი მებრძოლი და სწორედ ამიტომ მიუძღოდა ვალარებს ბრძოლაში. სწორედ ეონუე იყო პირველი, ვინც ეარენდილის გემს შეეგება, როდესაც უკანასკნელი ამანს მიადგა. როდესაც მანუე დათანხმდა დახმარებაზე, ეონუე შუახმელეთში გაემგზავრა, რათა ვანიარების წინამძღოლი ყოფილიყო რისხვის ომში.
როდესაც მორგოთი დამარცხდა, ეონუე ორი დარჩენილი სილმარილი თან წაიღო. ფეანორის ორმა დარჩენილმა ძემ მოიპარა სილმარილები.
მორგოთის დამარცხების შემდეგ საურონი სცადა ეონუესთან საერთო ენის შერჩევა. იმედი ჰქონდა, რომ მას აპატიებდნენ, მაგრამ ვინაიდან ეონუე მაია იყო, ისევე, როგორც საურონი, უკანასკნელს უბრძანა, ვალინორში წასულიყო, სადაც ვალარები თავად განსჯიდნენ მას. საბოლოოდ, საურონი შუახმელეთში დაიმალა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ეონუე — საიტზე Tolkien Gateway