ნუმენორი
ნუმენორი (Númenor, Númenórë) — ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში კუნძული, რომელიც ვალარებმა დიდ ზღვაში მეორე ეპოქის დასაწყისში აღმართეს. ნუმენორი ძირითადად იყო სამეფო, რომელიც გაშენდა კუნძულზე, თუმცა ეს სახელწოდება კუნძულის სინონიმად იქცა. მეორე ეპოქაში ნუმენორი ერთ-ერთი უძლიერესი სამეფო იყო, ხოლო ნუმენორელებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს მესამე ეპოქაზე.
მეორე ეპოქის დასასრულს, როდესაც საურონმა წააქეზა ნუმენორელები და მათ ვალართა მიერ დაწესებული აკრძალვის მიუხედავად გადაწყვიტეს ამანისკენ გამგზავრება, კუნძული განადგურდა. გადარჩენილმა ნუმენორელებმა შუახმელეთში საკუთარი სამეფოები დააარსეს.
გეოგრაფია
რედაქტირებამდინარეები
რედაქტირებანუმენორში მიედინებოდა მხოლოდ ორი მდინარე: სირილი (სათავე მდებარეობდა მენელტარმასთან) და ნუნდუინე (აღწევდა ელდანას ყურემდე).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- ნუმენორი — საიტზე Tolkien Gateway