არდის ისტორია

(გადამისამართდა გვერდიდან მეორე ეპოქა)

ჯ. რ. რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში ეას გამოგონილი სამყაროს ისტორია დაიწყო, როდესაც აინურები არდაში შევიდნენ, აინულინდალეში აღწერილი მოვლენებისა და მისი მრავალსაუკუნოვანი შექმნის შემდეგ. ამ პერიოდიდან წლების აღრიცხვა მიმდინარეობდა ვალიანური წლებით, თუმცა შემდგომში არდის ისტორია დაიყო სამ პერიოდად, სხვადასხვა წლების გამოყენებით. ამ წლებს ეწოდებოდა სანათების, ხეთა და მზის წლები. ცალკე, დეტალური ქრონოლოგია ისტორიას ყოფს „ილუვატარის შვილთა ეპოქებად“. პირველი ასეთი ეპოქა დაიწყო ელფთა გამოღვიძებით (ხეთა წლები) და ექვსი საუკუნის მანძილზე, მზის წლებში გაგრძელდა. შემდგომ ეპოქებს ადგილი ჰქონდა მზის წლებში. შუახმელეთის ამბების უმეტესობას ადგილი ჰქონდა ილუვატარის შვილთა პირველ სამ ეპოქაში.

არდის ისტორია
აინურთა მუსიკა
ვალიანური წლები
სანათების წლები
ხეთა წლები
მზის წლები
ილუვატარის შვილთა ეპოქები
პირველი ეპოქა
მეორე ეპოქა
მესამე ეპოქა
მეოთხე ეპოქა
უკანასკნელი ბრძოლა
არდის ქრონოლოგია

ვალიანური წლები

რედაქტირება

ვალიანური წელი გულისხმობდა ვალინორში დროის მსვლელობას, სანამ მელკორისა და უნგოლიანტის მიერ ორი ხე განადგურდებოდა. ვალიანური წლები დასრულდა, როდესაც პირველ ეპოქაში ცაზე მზე ამოვიდა. სულ იყო 9582 ვალიანური წელი. ხეების წლების რაოდენობა 14325-ს შეადგენდა.

სანათების წლები

რედაქტირება

სანათების წლები დაიწყო, როდესაც ვალარების მიერ არდა შეიქმნა. ვალარების სამყაროში გამოჩენისას არდა კვლავ უსულო იყო და არ ჰქონდა რამე გეოგრაფიული თავისებურებები. არდის თავდაპირველი ფორმა, არჩეული ვალარების მიერ, ორი სანათის მიერ განათებულ სიმეტრიულ კონტინენტს წარმოადგენდა - ერთი ნათება მდებარეობდა კონტინენტის ჩრდილოეთით, ხოლო მეორე - სახმრეთით. ვალარების მიერ ეს სანათები მოთავსებული იყო ორ დიდ ლამპარში, რომელთა სახელები იყო ილუინი და ორმალი. ვალა აულემ ააგო დიდი ციხე-კოშკები. აქედან პირველი მდებარეობდა ჩრდილოეთით და ჰელკარი ერქვა, ხოლო მეორე - სამხრეთით და რინგილი ეწოდებოდა. შუაში კი, სადაც სანათების ნათებები ერთმანეთში ირეოდა, ალმარენის კუნძულზე ვალარები ცხოვრობდნენ.

სანათები განადგურებული იქნა მელკორის თავდასხმის დროს. არდა კვლავ დაბნელდა, ხოლო სანათების განადგურებამ შეცვალა არდის სიმეტრიული ზედაპირიც. წარმოიქმნა სხვადასხვა კონტინენტი: ამანი შორეული დასავლეთით, შუახმელეთი ცენტრში, მზის ქვეყანა შორეული აღმოსავლეთით, ხოლო ბნელი ქვეყანა - სამხრეთით. ჩრდილოეთის სანათის მხარეს მოგვიანებით არსებობდა ჰელკარის ზღვა (შიდა), სადაც მდებარეობდა ყურე კუივიენენი.

შემდგომ დაიწყო ხეთა წლები.

ხეთა წლები

რედაქტირება

ხეთა წლები, აგრეთვე ცნობილი როგორც ვალინორის გან­ცხრო­მის დღეები ან ვალინორის აყვავება — ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც მოიცავდა პერიოდს ვალინორის შექმნიდან მის დამალვამდე. ამ პერიოდში ვალინორი განათებული იყო ორი ხის ნათებით, მაგრამ შუახმელეთი ბნელით იყო მოცული.

ხეთა წლები წინ უსწრებდნენ მზის წლებს და, სავარაუდოდ, ნაწილობრივ პირველ ეპოქაშიც შედიოდნენ.

მზის წლები

რედაქტირება

მზის წლები წარმოადგენს პერიოდს იმ დროიდან, რაც პირველ ეპოქაში ამოვიდა მზე.

მზის წლების საზომი ერთეული იყო კორანარი.

ვალარების მიერ მზის წელი გაზრდილი იქნა 350 სრულ დღემდე, რაც იყო ხეთა წლების 1/10-ს წილადი. თუმცა, მზე იყო უფრო ნელი, ვიდრე მოელოდნენ და ხეთა წლების 1 წელს იგი დატრიალდა 365.25-ჯერ და არა 350-ჯერ.

ილუვატარის შვილთა ეპოქები

რედაქტირება

მეორე ეპოქა

რედაქტირება

ელფების სამეფოები

რედაქტირება

ლინდონი ელფთა სამეფო იყო, გილ-გალადის მმართველობით. მდებარეობდა ბელერიანდისგან დარჩენილ ტერიტორიაზე, ერედ ლუინს და დიდი ზღვის შორის. მისი რუსი ნავსაყუდლიდან ელფთა გემები დასავლეთისკენ მიემართებოდნენ. იმლადრისი, ანუ შუაველი, ამ ეპოქის შუა წლებში, ელრონდის მიერ დაარსდა.

მეორე ეპოქის ადრეულ პერიოდში ნოლდორები ერედ ლუინის აღმოსავლეთით გადავიდნენ და ნისლიანი მთების მახლობლად დააარსეს ერეგიონის სამეფო. ეს ელფები, კელებრიმბორის, კურუფინის ძის მეთაურობით, დაუმეგობრდნენ კჰაზად-დუმის ჯუჯებს. საურონმა ელფები მოატყუა და მისი ხელშეწყობით, შეიქმნა ძალაუფლების ბეჭდები. როდესაც აღმოჩნდა, რომ მას სინამდვილეში ხალხების დამონება სურდა, საურონს წინააღმდეგობა გაუწიეს. ბნელმა მბრძანებელმა. მათ წინააღმდეგ ომი დაიწყო, რომლის დროსაც კელებრიმბორი მოკლეს, ხოლო ერეგიონი განადგურდა.

ადამიანების სამეფოები

რედაქტირება

მეორე ეპოქა იყო ნუმენორის, კუნძულზე გაშლილი დიდი სამეფოს ეპოქა. იგი ედაინების შთამომავლებისთვის ეპოქის პირველ წლებში შეიქმნა. წლების შემდეგ მათი ძალაუფლება იმდენად გაიზარდა, რომ ადამიანების ნებისმიერ სამეფოსთან შედარებით ყველაზე მასშტაბური იყო. ამასთან, ნუმენორი განვითარებული იყო მეცნიერების, კულტურის და სხვა დარგების მხრივ. ნუმენორელები მოგზაურობდნენ აღმოსავლეთით, შეისწავლიდნენ შუახმელეთს, სადაც დიდი ქალაქები დააარსეს. მაგრამ საბოლოოდ, საურონისგან წახალისებული ნუმენორელების დიდი ნაწილი ვალარების წინააღმდეგ გაემართა, რის გამოც, ვალარებმა, გემებთან ერთად, გაანადგურეს.

შუახმელეთში მცხოვრები სხვა ადამიანები ან მცირე ტომებს აყალიბებდნენ, ან საურონის მიერ იდევნებოდნენ. ადამიანები, რომლებმაც საურონის ქვეშევრდომები გახნდნენ, მას ღმერთად თვლიდნენ და ეშინოდათ. მეორე ეპოქის დასაწყისსში დუნედაინებმა სცადეს ადამიანების დახმარება, მაგრამ საბოლოოდ, თავად ისურვეს მათი მართვა.

მეორე ეპოქა ნუმენორის დანგრევით არ დასრულებულა. დარჩენილი ნუმენორელების მცირე ნაწილი ელენდილის მეთაურობით ვალარების წინააღმდეგ წასულ ლაშქრებს არ შეუერთდა. ისინი შუახმელეთში დასახლდნენ და ორი სამეფო ჩამოაყალიბეს - არნორი ჩრდილოეთში და გონდორი — სამხრეთში. გილ-გალადის და ელენდილის კავშირი ძლიერი იყო. მათ მიერ ჩამოყალიბდა ადამიანების და ელფების უკანასკნელი კავშირი, რომელიც საურონს დაუპირისპირდა. ბრძოლისას მას ძალაუფლების ბეჭდიანი თითი მოჰკვეთეს და საურონმა ფიზიკური ფორმა დროებით დაკარგა. ამ დამარცხებით დასრულდა მეორე ეპოქა.

მესამე ეპოქა

რედაქტირება

მესამე ეპოქა დაიწყო საურონის დაცემის შემდეგ, როდესაც იგი ნუმენორის დანგრევის შემდეგ დაამარცხა ელფთა და ადამიანთა უკანასკნელმა გაერთიანებამ.

მესამე ეპოქა გამოირჩეოდა შუახმელეთში ნუმენორელთა სამეფოების დიდებით, საურონის ძალაუფლების აღდგენით და ელფთა შუახმელეთიდან დრო და დრო დასავლეთისკენ გამგზავრებით.

მესამე ეპოქა სულ 3021 წელს ითვლის, საურონის საბოლოო დამარცხებამდე, როდესაც განადგურდა ერთი ბეჭედი. მეოთხე ეპოქა დაიწყო შუახმელეთიდან ელრონდისა და სამი ბეჭდის წასვლით.

მეოთხე ეპოქა

რედაქტირება

ამ ეპოქაზე ვრცელი ინფორმაცია ნაკლებად მოიპოვება. მეტწილად ცნობილია გამოჩენილი პიროვნებების დაბადების/გარდაცვალების თარიღები. მეოთხე ეპოქა დაიწყო საურონის საბოლოო შემდეგ. არნორისა და გონდორის აღორძინებისთანავე ელფებმა დაიწყეს შუახმელეთის დატოვება, ყველაფერი ადამიანთა ხელში გადავიდა.

ამასთან, ტოლკინის თქმით, მესამე ეპოქისა და ჩვენი დროის XX საუკუნის შორის დაახლოებით 6000 წელი იყო, ხოლო 1958 წელს, მისი გამოთვლებით, უკვე უნდა ყოფილიყო V ან VI ეპოქა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება